14 აპრილი 2022, 14:38 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი ბაკურიანის სემინარის მონაწილეებს: გამოდით და დღეს მაინც გაეცით საზოგადოებას პასუხი. წარმოადგინეთ თქვენი შეკრების „უწყინარობის“ დამადასტურებელი მყარი არგუმენტები

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ერთი, ჩვენი „ვარდები“ იყო „უეკლო“ და „ხავერდოვანი“ - რომელსაც ერის მენტალური გენოციდი მოჰყვა, ახალგაზრდა თაობების „გენმოდიფიცირება“, ქვეყნის - ჯალათებისა და მანიაკების ხელში საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევა და მეორე, კიევის „მაიდანი“ იყო „უწყინარი“ თავისი სისხლიანი ისტორიით, ყირიმის შემდგომი დაკარგვით, დონბასის შემდგომ დასაკარგად მომზადებით და ქვეყანაში იმ პოლიტიკური ვითარების შექმნით - რომლის კვლავ სათავისოდ გამოყენებას დღეს ცდილობს ზე-აგრესიული და დაუნდობელი რუსეთის სამხედრო/პოლიტიკური მანქანა“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არ გაშრა „არაძალადობრივი“ მეთოდებით კიევის მაიდანზე დაღვრილი სისხლი, რაც 2014 წლის აპრილში თბილისში კიევიდან ასევე ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოვიდა მაიდანის პოლიტტექნოლოგი ფედორჩუკი - იმავე აკერმანის ბეჯითი მოწაფე.

„არ გამოგივათ, ამხანაგებო, აკერმანის ტრენინგების თემის „და-ჰა-ჰა-ვება“ - მესმის, აგეწვათ „შაბაშის“ გახმაურება და ახლა უშნოდ იპრანჭებით. ვერ იქნება ჯინ შარფის „ხავერდოვანი რევოლუციების მოხდენის 198 არაძალადობრივი მეთოდი“ და ვერც პიტერ აკერმანის „გამოყებებითი არაძალადობრივი სტრატეგია“ - „და-სა-ჰა-ჰა-ვებელი“ თემა, ვინაიდან: ა) ამის უკან ყოველთვის უკანონობა, ძალადობა და დანაშაული დგას და ბ) ამ რევოლუციების (პუტჩის, გადატრიალების) შედეგებს სათავისოდ ყოველთვის იყენებდა და იყენებს ვლადიმერ პუტინი - და აქ უკვე ერთმანეთში გაერკვიეთ ერთად რანაირად და რა სქემებით „ძოვთ“.

ერთი, ჩვენი „ვარდები“ იყო „უეკლო“ და „ხავერდოვანი“ - რომელსაც ერის მენტალური გენოციდი მოჰყვა, ახალგაზრდა თაობების „გენმოდიფიცირება“, ქვეყნის - ჯალათებისა და მანიაკების ხელში საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევა, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა/ოკუპაცია და რუსეთის ჯარებისთვის პლაცდარმის შექმნა, ქვეყნის სტრატეგიული ენერგეტიკული და ეკონომიკური ობიექტების მტრის ხელში ჩაგდება და ა.შ.

მეორე, კიევის „მაიდანი“ იყო „უწყინარი“ თავისი სისხლიანი ისტორიით, ყირიმის შემდგომი დაკარგვით, დონბასის შემდგომ დასაკარგად მომზადებით და ქვეყანაში იმ პოლიტიკური ვითარების შექმნით - რომლის კვლავ სათავისოდ გამოყენებას დღეს ცდილობს ზე-აგრესიული და დაუნდობელი რუსეთის სამხედრო/პოლიტიკური მანქანა. თუ ვინმე დღევანდელი უკრაინული ტრაგედიის უკან ვერ ხედავს „ხავერდოვანი მაიდანის“ აჩრდილებს - ნება მისია.

ჯერ კიდევ არ გაშრა „არაძალადობრივი“ მეთოდებით კიევის მაიდანზე დაღვრილი სისხლი, რაც 2014 წლის აპრილში თბილისში კიევიდან ასევე ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოვიდა მაიდანის პოლიტტექნოლოგი ფედორჩუკი - იმავე აკერმანის ბეჯითი მოწაფე. იმ „არამოძალადე“ აკერმანის, რომლის „არაძალადობრივი“ მეთოდებით ჩარევას თავის ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, დღემდე ტრაგიკულად აღიქვამს იგივე სერბეთი.

თქვენ კი შეგიძლიათ, ამხანაგებო, გააგრძელოთ „ჭიკაიძის საბურავების“ თემის „და-ჰა-ჰა-ვება“, მაგრამ ჩემს „დაგოიმებას“ მაინც ნუ ეცდებით - ამ კუთხით, თქვენს ამომრჩევლებზე დაიხარჯეთ: რომ არა იმ და ყოველ მომდევნო წელიწადში, შესაბამისი სტრუქტურების სათანადო მუშაობა, ფედორჩუკ/აკერმანის თეორიას - პრაქტიკაში განახორციელებდით დიდი ხანია!. დღესაც გაქვთ ილუზია - აკერმანის ბროშურებზე ააგოთ თქვენთვის ბოლომდე გაუგებარი ქვეყნის და მიუღებელი სახელმწიფოს მომავლის ბედი - აბა, თქვენ იცით!

იმდენად უწყინარი, „იტალიური ოპერის მოყვარულთა საზოგადოების“ მსგავსი შეკრება თუ გქონდათ ბაკურიანში, თქვენი ბელადის სასამართლო პროცესზე გამოსროლილი მოწოდების - „ამ ხელისუფლების ჩამოხრჩობისა თუ ჩამოცილების“ შემდეგ - რატომ არ მოიწვიეთ თქვენი „ტენორებისა“ თუ „მეცო-სოპრანოს“ თკბობის გასაზიარებლად მედიისა და ტელევიზიების წარმომადგენლები? გამოდით და დღეს მაინც გაეცით საზოგადოებას პასუხი, ნუ იქცევით "შულავერის კომიტეტივით". წარმოადგინეთ თქვენი შეკრების "უწყინარობის" დამადასტურებელი მყარი არგუმენტები. და მერე, თუ გნებავთ, ერთად „ვი-ჰა-ჰა-ვებდით“, - წერს ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 20:59

პოლიტიკა

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.