15 ივნისი 2023, 11:36 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში ცენტრალური როლი, რა თქმა უნდა, ენიჭებოდა საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობას

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ღია წყაროების მონიტორინგი აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ რატომ შედიოდა ამერიკული მხარის ინტერესებში საქართველოში, ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, თუ საქართველო ჩაებმებოდა რუსეთ-უკრაინის ომში, ამ შემთხვევაში გაქარწყლდებოდა ეჭვი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა.

„ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში ცენტრალური როლი, რა თქმა უნდა, ენიჭებოდა საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობას. ღია წყაროების მონიტორინგი აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ რატომ შედიოდა ამერიკული მხარის ინტერესებში საქართველოში, ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნა. შევეცადოთ მათი გაუგებრობა გავფანტოთ:

საქართველოს ამ ეტაპისთვის უკვე შეძენილი აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა: ერთი მხრივ, ქვეყნის ტერიტორიაზე გადის ალტერნატიული ენერგეტიკული სადენები ევროკავშირის მიმართულებით, რაც პირდაპირ ეხება აზერბაიჯან-თურქეთის ინტერესებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეეცდებოდა ქვეყნის ტერიტორიის სრულ ოკუპაციას, ეს, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა მათ იძულებით ჩართულობას შექმნილ ვითარებაში. ხოლო თურქეთის დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან გამოიწვევდა, მათ შორის, ამჟამად არსებულ სამეკავშირეო ურთიერთობების გარდაუვალ და ამერიკისთვის ნანატრ გაუარესებას;

აშშ-ში პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და მისი გუნდის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ გამოიწვია ქვეყნის ძირითადი ბანკების მძიმე ფინანსური მდგომარეობა (ამ წლის მარტში აშშ-ის ბანკებს შეუმცირდა საკუთარი საბაზრო ღირებულება 50 მილიარდი აშშ დოლარით - ველს ფარგა, ბენკ ოფ ამერიკა, ჯიპი მორგანი, ჯიპი სტენლი). ასევე გაკოტრდა „სილიკონის ველის ბანკი“, რომელიც აფინანსებდა აშშ-ში მოქმედი ტექნოლოგიური და სამედიცინო სტარტაპების თითქმის ნახევარს (ხსენებულ ფაქტს მოიხსენიებენ, როგორც აშშ-ის ფინანსური სექტორის ისტორიაში მომხდარ სიდიდით მეორე კატასტროფას);

ბოლოს ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ 34% ემხრობა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება;

ბოლო გამოკითხვებით იკვეთება, რომ დემოკრატები აგებენ 2024 წელს ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებს, ამასთან აშშ-ში მყოფი წყაროები აცხადებენ, რომ ნიუ-იორკში შეუიარაღებელი თვალითაც იგრძნობა რესპუბლიკელების მხარდაჭერა, რომელთა რაოდენობა აშკარად ჩაგრავს დემოკრატების აქტივს

დგინდება, რომ ამ ეტაპისთვის რესპუბლიკური პარტია ძირითად საფრთხედ აღიქვამს ჩინეთს და გამოდის მისი რუსეთთან დაახლოების წინააღმდეგ (ხსენებული პირების მოსაზრებით, ჩინეთი ელოდება, როდის დახარჯავენ რესურსებს რუსეთი და დასავლეთი, რის შემდგომაც შეუდგება ტაივანის პრობლემის მოგვარებას);

მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იკვეთება ორი მაღალრეიტინგული კანდიდატი. დონალდ ტრამპი, ძირითადი კანდიდატი, აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს უკრაინის დახმარებას და ეწინააღმდეგება რუსეთის რეჟიმის ცვლილებას, მოუწოდებს მოლაპარაკებებისკენ უკრაინულ მხარეს. ანალოგიური და უფრო მკაცრი პოზიცია აქვს ფლორიდის გუბერნატორ რონალდ დესანტისს, რომელიც გამოდის რუსეთის რეჟიმის ცვლილების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ უკრაინა არ შედის აშშ-ის ინტერესების ხუთ პრიორიტეტშიც კი, ხოლო მთავარ საფრთხედ მიიჩნევს ჩინეთს. მისი მოსაზრებით, მიზანი უნდა იყოს მშვიდობა და უკრაინას არ უნდა გაეწიოს დახმარება, რომელიც მიცემს თავდასხმითი ღონისძიებების ჩატარების თუნდაც მცირე შესაძლებლობას;

ხსენებული კანდიდატები უკრაინას აღიქვამენ, როგორც კორუმპირებულ რეჟიმს და 2024 წელს დემოკრატების შეცვლის შემთხვევაში უკრაინა ვეღარ ისარგებლებს ამჟამინდელი ხარისხის პოლიტიკური და ფინანსური დახმარებით, ხოლო ზელენსკის ხელისუფლება დაკარგავს არსებულ გავლენებს (ტრამპის ადმინისტრაცია აქცენტს აკეთებდა პოროშენკოზე, ამასთან ხსენებული პირები მოითხოვენ უკრაინისთვის მიწოდებული 100 მილიარდი დოლარის დეტალურ აუდიტს, რათა გაირკვეს ამერიკელების თანხების ხარჯვის მიზნობრიობა);

როგორც ვხედავთ, „რესპუბლიკურ პარტიას“ აღებული აქვს „ხალხის ძალის“ მსგავსი საინფორმაციო კოდი და მოიხსენიებენ დემოკრატებს „ომის პარტიად“. შიდა კვლევებით, დემოკრატები აშკარად აგებენ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაში და, დიდი ალბათობით, წააგებენ მოსალოდნელ 2024 წლის არჩევნებს (ტრამპის დაკავების შემთხვევაშიც კი, ფლორიდის გუბერნატორი დესანტისი წარმოადგენს არანაკლებ რეიტინგულ ფიგურას);

იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, აღნიშნული დააზიანებდა რესპუბლიკელების ნარატივს, რომ რუსეთი არ დაესხმებოდა თავს უკრაინას, რომ არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია. საქართველოში რუსეთის სამხედრო შემოჭრა ბაიდენის ადმინისტრაციას ამ ბრალდებას აარიდებდა და კრემლს ცალსახა აგრესორად წარმოაჩენდა, რომლისთვის სამხედრო შემოჭრა პრობლემას არ წარმოადგენს, გინდ უკრაინაში და გინდ საქართველოში.

„მეორე ფრონტის“ ხორცშესხმით მოხდებოდა იმ ბრალდების დაჩრდილვაც, რომ სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის პროვოცირებამ უზრუნველყო ჩინეთისა და რუსეთის ალიანსის ჩამოყალიბება. ამასთან, მათ მისცემს რესპუბლიკელების წინააღმდეგ თავდასხმითი საინფორმაციო კამპანიის წარმოების შესაძლებლობას (ამ ეტაპისთვის ისინი თავდაცვის რეჟიმში იმყოფებიან), რაც მათ ეკონომიკური პრობლემების გადაფარვის დამატებით შესაძლებლობას შესძენდა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება

12 ივლისი 2026, 11:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

12 ივლისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

12 ივლისი 2026, 11:48

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

დონალდ ტუსკი

12 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს

„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.

12 ივლისი 2026, 11:37

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.

კაროლ ნავროცკი

12 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა

„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.

12 ივლისი 2026, 11:25

მსოფლიო

CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.

12 ივლისი 2026, 11:24

სპორტი

თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.

თეონა გვაზავა

12 ივლისი 2026, 11:18

სამართალი

ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა

„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.

პლატონ კალმახელიძე

12 ივლისი 2026, 11:18

რეგიონი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.

12 ივლისი 2026, 11:01

რეგიონი

სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა

თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.

ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.