imedi /  14 აპრილი 2022, 23:09 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი: ჩვენს ოპონენტებს მცირეოდენი პოლიტიკური გამბედაობა რომ ჰყოფნოდათ, აუცილებლად აღნიშნავდნენ იმ პროგრესს, რომელიც აგრარული მიმართულებით ჩვენს ქვეყანას აქვს

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

ბუნებრივია მეტი შრომა გვჭირდება, რომ მოსახლეობას ახალი სტანდარტების და ტექნოლოგიების დანერგვით უფრო მაღალ მწარმოებლური სოფლის მეურნეობა შევთავაზოთ და ეს ნამდვილად იქნება მომდევნო წლების ჩვენი გამოწვევა-თქვენი, ბატონო მინისტრო, და მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის საპარლამენტო გუნდისაც, რომელიც თქვენთან ერთად, ერთობლივად ვქმნით სახელმწიფო პოლიტიკას აგრო მიმართულებით და ვაღწევთ იმ წარმატებებს, რომელზეც დღეს ასე ამაყად ვსაუბრობთ,-ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას უსმენენ.

ნინო წილოსანი ოპოზიციის კრიტიკულ გამოსვლებს გამოეხმაურა. მისი თქმით, პროგრესი რომელიც ქვეყანას აგრარული მიმართულებით ბოლო წლების მანძილზე აქვს მმართველი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა.

„ჩვენს ოპონენტებს მცირეოდენი პოლიტიკური გამბედაობა რომ ჰყოფნოდათ თავიანთი გამოსვლებისას, აუცილებლად აღნიშნავდნენ იმ პროგრესს, რომელიც აგრარული მიმართულებით ჩვენს ქვეყანას აქვს. ოდნავ მაინც ნამუსი რომ ჰქონოდათ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის გუნდში შემავალ და მხარდამჭერ პარტიებზე ვსაუბრობ, საერთოდ არ ისაუბრებდნენ სოფლის მეურნეობაზე, იმიტომ, რომ მათ დროს სოფლის მეურნეობა განადგურებული იყო და იმ პროგრესს რასაც ჩვენ ბოლო წლების მანძილზე მივაღწიეთ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა. რადგან თქვენ, პატივცემული ოპონენტების დიდო ნაწილი, არ გაქვთ კარგი დამოკიდებულება არც ციფრებთან, არც რეალობასთან, არც შედარებასთან და არც სიმართლესთან, მე გეტყვით, როგორი არის სიმართლე სოფლის მეურნეობის მიმართულებით“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ აგრარული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, დადებით დინამიკაზე და შედეგებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის დაჩქარებული პროცესი ახალ გამოწვევებს აჩენს აგრარული სექტორის წინაშე, მისი თქმით, ეს გამოწვევები მოგვცემს საშუალებას, ავამაღლოთ სტანდარტები, ავითვისოთ უკეთესი ბაზრები და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენმა მომხმარებელმა მაღალი სტანდარტის და ხარისხის აგრო-სასურსათო პროდუქცია მიიღოს.

ნინო წილოსანმა მინისტრს და სამინისტროს გუნდს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდესაც სამინისტროს შეფასებაზე დავიწყებთ საუბარს, აუცილებლად უნდა ვთქვა, სამინისტროს ძალიან ძლიერი გუნდის შესახებ. ადამიანები ძალიან მაღალი კომპეტენციით, რომლებიც ძალიან შემჭიდროებულ ვადებში მონდომებით და მაღალი პროფესიონალიზმით ახორციელებენ თითოეულ პროგრამას, რომელიც საბოლოო ჯამში ბენეფიციარებამდე და ჩვენს ფერმერებამდე მიდის და რომელთა განხორციელება უწყობს ხელს იმ შედეგებს, რომელზეც ახლა დიდი სიამაყით ვსაუბრობთ. არ შემიძლია არ გამოვყო სოფლის განვითარების სააგენტო, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება თითოეული ეს მხარდაჭერის პროგრამა და სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის ფარგლებშიც იმ სტანდარტების მიღწევა მოხერხდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ევროპის ბაზრები ავითვისოთ“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:32

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის თავნებობა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად სანქციებისა, სხვადასხვა მიმართულებით გაცხოველებული იატაკქვეშეთი, ერთგვარი დაფარული ვაჭრობა მიმდინარეობს რუსეთთან

არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს. განხორციელებულია, სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის გარიგება.

26 თებერვალი 2026, 14:29

რეგიონი

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დირექტორებთან ერთად განიხილა

„დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც საჯარო სკოლებში განვახორციელებთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგებული და თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა პროექტებზეც სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად განვიხილოთ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროპის ქვეყნები სინამდვილეში უფრო მეტ ფულს უხდიან რუსეთს, ვიდრე უკრაინას - აღარ გვიკვირს, რომ ამ დღეებში „დრუჟბას“ დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა მხარი და თურმე, „იმედი“ ყოფილა პრობლემა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რუსეთთან დიდი ბრიტანეთის კომპანიების ვაჭრობის მოცულობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ პოლიტიკური ამორალურობაა.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ ხდება

„დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი ხდება სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ. მაგრამ „ნაცების“ სასარგებლოდ საქართველოში წარმატება არაფერს ექნება, მით უმეტეს ასეთ უსამართლო ქმედებებზე. ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა დიდი ბრიტანეთის ელჩი. დარწმუნებული ვარ, არანაირი არგუმენტი არ ექნებათ, ვინაიდან ფაქტია - არგუმენტების გარეშე იღებენ ამ გადაწყვეტილებას და რა მიზნებიც აქვთ და რისთვისაც აკეთებენ ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ისევ უსაფუძვლო დარჩება“, - აცხადებს იონათამიშვილი.

გოგა ხაინდრავა

26 თებერვალი 2026, 14:19

პოლიტიკა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის“ და „პოსTV“-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს.,- წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერილში, რომლითაც მან ბრიტანეთის ელჩს მიმართა.

ნინო წილოსანი

26 თებერვალი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: „იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის

„იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა თავისუფალ მედიაზე თავსხმაზე საუბრისას.

დიმიტრი ხუნდაძე

26 თებერვალი 2026, 14:16

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს, თუ რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. ამ ფონზე, როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, ეს აჩენს კითხვებს

ვერავის დავეთანხმები იმაზე, რომ ასეთი მეთოდებით, საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩზე: მას ამ შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს მასალის მოწოდების

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩს დღევანდელი შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარდგენილი.

26 თებერვალი 2026, 14:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და ომერ ბოლატმა სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა.

26 თებერვალი 2026, 14:04

ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

26 თებერვალი 2026, 13:58

მსოფლიო

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს - „ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ერევანს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:56

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში

ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მთავარი მოტივი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ეროვნული ინტერესი პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას

„სამწუხაროდ ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში, ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში და ქართველ ხალხთან მიმართებაში, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე, ვინაიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესში მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოტივი და მთავარი მამოძრავებელი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ვსვამთ კითხვას - რა არის ის წინააღმდეგობა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ინტერესები მოდის მათ ინტერესებთან. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის გაცხადებული და პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

26 თებერვალი 2026, 13:52

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:51

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც „პოსტივის“ ან ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებას გაამართლებდა

დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რა ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩან შეხვედრაზე საუბრისას.

მარკო რუბიო

26 თებერვალი 2026, 13:34

მსოფლიო

მარკო რუბიო: ტრამპი ვერ ხვდება, რატომ ვერ ასრულებენ რუსეთი და უკრაინა ომს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვერ ხვდება, თუ რატომ ვერ აღწევენ შეთანხმებას რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შესახებ.

26 თებერვალი 2026, 12:48

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა.

აბას არაღჩი სტივ უიტკოფი

26 თებერვალი 2026, 12:36

მსოფლიო

ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

26 თებერვალი 2026, 12:26

მსოფლიო

აშშ-ის მთავრობა მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილს აჩერებს

აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილი შეაჩეროს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.