ირაკლი კობახიძე ბაკურიანის შეხვედრაზე: ეს ადამიანები შეკრებილი იყვნენ იმისთვის, რომ ხელისუფლების გადატრიალებაზე ემსჯელათ
ირაკლი კობახიძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
ჩვენ გვაქვს უკვე სამი აღიარებითი ჩვენება, ერთი ეს არის ბოკერია, მეორე ვაშაძე და მესამე მშვენიერაძე, სამივემ აღიარა, რომ შეკრებაზე განიხილებოდა ხელისუფლების ცვლილების საკითხი სამოქალაქო აქტივიზმის საფუძველზე, ეს არის აღიარებითი ჩვენება, ის მინიმალური აღიარება, რაც მათ დადეს, შესაბამისად დაადასტურეს ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ხელთაც არსებობდა - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პალიტრის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ადამიანები შეკრებილი იყვნენ იმისთვის, რომ ემსჯელათ ხელისუფლების გადატრიალებაზე. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის სხვაგან, ხალხი სხვაგან, ასეთ დროს ვერავითარ სამოქალაქო აქტივიზმს ვერ დაგეგმავ ვერც გიორგი მშვენიერაძე, ვერც მიშა მშვილდაძე და ვერც გიგა ბოკერია.
„სამოქალაქო აქტივიზმი ვიცით რაც არის, პოლიტიკურ პარტიასთან სამოქალაქო აქტივიზმი არ არის კავშირში, სამოქალაქო აქტივიზმი არის დამახასიათებელი სამოქალაქო სუბიექტებისთვის, პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკური აქტივიზმით არიან დაკავებულნი. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია, რას აკეთებდნენ ერთად პოლიტიკური პარტიები, მედია საშუალებები და ე.წ ენჯეოები. ანუ, რა კავშირი ჰქონდა ამ, სამ სუბიექტს ერთმანეთთან, ერთად რატომ მსჯელობდნენ სამოქალაქო აქტივიზმის გამოყენებით სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებაზე ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადატრიალებაზე. ფაქტობრივად, ამ სამმა სუბიექტმა ეს ყველაფერი აღიარა, დაემთხვა ჩვენს მიერ მიღებულ ინფორმაციას, შესაბამისად, ყველაფერი არის ცხადზე ცხადი, ანუ შეიკრიბნენ კონკრეტული სუბიექტები , პარტიები, ენჯეოები, ტელევიზიები იმისათვის, რომ ერთად დაეგეგმათ გადატრიალება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რაც იქ დაიგეგმა, მოგვიანებით სააკაშვილმა გაახმოვანა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
„ეს არის გაგრძელება, იქ რაღაცები დაიგეგმა, შესაბამისად ეს გაახმოვანა მოგვიანებით სააკაშვილმა, მანამდე რამდენიმე აქცია ჩაატარეს, მართალია წარუმატებელი, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა, ამ ღონისძიების გაგრძელება იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად გამართლება არ აქვს, როდესაც პოლიტიკური პარტია, ენჯეო, მედისაშუალება, სრული ლუსტრაციაა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამი სუბიექტი, რომელთაგან ერთი არის პოლიტიკური, ორი არ არის პოლიტიკური, ნუ ფორმალურად მაინც და არ აქვს უფლება, ერთს არ აქვს უფლება ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივიზმში და მეორეს არ აქვს უფლება ჩაერთოს სამოქალაქო აქტივიზმში.
ეს არის პოლიტიკის და სამოქალაქო მოძრაობების კანონები ხომ? ერთს არ აქვს ამის უფლება, სრული აღრევაა, ეს არის სრული ლუსტრაცია, გამომჟღავნება აბსოლუტურად ყველაფრის, ჩვენ ვამბობდით, ეს ენჯეოები არიან ე.წ. ენჯეოები, ეს ტელევიზიები არიან ე.წ. ტელევიზიები, სინამდვილეში ეს ტელევიზიები არიან კონკრეტული პარტიის პიარ სამსახური და ენჯეოები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივი, რასაც ვამბობდით, ის დადასტურდა ამ ერთი ღონისძიებით, დაადასტურეს თავიანთი აღიარებითი ჩვენება.
წარმატების დიდი რესურსი მათ არ აქვთ და თვითონაც საკმაოდ იმედგაცრუებული იყვნენ ამ ღონისძიებით, რომლის სათაური იყო საინტერესო - „როგორ დავასრულოთ ტირანია“. თვითონ ხვდებიან, ტირანია, რომ იყოს ბუნებრივად იქნებოდა საზოგადოებაში წინააღმდეგობა და როცა არის ბუნებრივი წინააღმდეგობა ამ დროს უფრო ადვილია სამოქალაქო აქტივიზმის დაგეგმვა, მაგრამ როცა ტირანია არ არის, ბუნებრივია, საზოგადოებრივი პროცესიც არ არის. ამას თვითონ ხვდებიან, იმიტომ არ აქვთ არანაირი რესურსი, ბათუმშიც იმიტომ მოვიგეთ იმ 69% -ით არჩევნები, რომ აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან რეალურად ხალხს და მის ინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის სხვაგან, ხალხი არის სხვაგან და ასეთ დროს ვერავითარ სამოქალაქო აქტივიზმს ვერ დაგეგმავ, ვერც გიორგი მშვენიერაძე, ვერც მიშა მშვილდაძე და ვერც გიგა ბოკერია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრება გაიმართა. „კვირას“ ინფორმაციით, ბაკურიანში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა (ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“, ბათუ ქუთელია – „დროა“, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა“ და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულადან“ და „მთავარი არხის“ წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას“ აქტივისტები ესწრებოდნენ. ბაკურიანში არ მიიწვიეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ.
შეხვედრის ტრენერი და მოდერატორი ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი იყო.
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 19:19
კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. „გრან პალეში“ ეროვნულ სტენდზე, მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულმა მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა და კულტურულმა პროგრამამ, სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“, ფესტივალის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
19 აპრილი 2026, 19:10
სპორტი
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა
თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან ერთად კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო.
19 აპრილი 2026, 17:58
საზოგადოება
მეუფე შიო: უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო
მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძარში თომას კვირას, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
19 აპრილი 2026, 17:54
ეკონომიკა
ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
19 აპრილი 2026, 17:50
სპორტი
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია - ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.
19 აპრილი 2026, 17:27
საზოგადოება
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა - ის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
19 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ისრაელმა დაამტკიცა, რომ აშშ-ის ნამდვილი მოკავშირეა. სხვებისგან განსხვავებით, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს
„იმისდა მიუხედავად მოგწონთ თუ არა ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ შეერთებული შტატების ნამდვილი მოკავშირეები არიან. ისინი მამაცები, გაბედულები, ერთგულები და ჭკვიანები არიან და სხვებისგან განსხვავებით, ვინც კონფლიქტისა და სტრესის მომენტში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს!” - წერს ტრამპი.
19 აპრილი 2026, 17:21
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის
უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.
19 აპრილი 2026, 17:16
მსოფლიო
ლეკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს
„ჩვენ გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი და ეს დიდი შეთანხმების თემაა. როგორც კი ამას დაბალ დონეზე მოვამზადებთ, მზად ვართ დონალდს [ტრამპს] შევხვდეთ და ამ გარიგებას ხელი მოვაწეროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
19 აპრილი 2026, 17:10
მსოფლიო
ლატვია და ლიეტუვა ფიცოს მოსკოვში ჩასასვლელად საკუთარ საჰაერო სივრცეს არ გამოაყენებინებენ
„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ… დარწმუნებული ვარ, სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, - აცხადებს ფიცო.
19 აპრილი 2026, 17:08
მსოფლიო
ზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსული სახელმწიფოს ილუზიას, რომ ომის გაგრძელება შეიძლება. ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
19 აპრილი 2026, 17:03
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ
„ჩემი წარმომადგენლები მიემგზავრებიან ისლამაბადში, პაკისტანში - ისინი იქ ხვალ საღამოს იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, რომ მიიღებენ, რადგან თუ არ დათანხმდებიან, ამერიკის შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ყველა ხიდს გაანადგურებს“, - დაწერა ტრამპმა.
19 აპრილი 2026, 15:55
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკური განაცხადიცაა
„ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
19 აპრილი 2026, 15:55
საზოგადოება
დავით ქართველიშვილი: კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული - Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.
19 აპრილი 2026, 15:55
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
19 აპრილი 2026, 15:35
სპორტი
ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა
მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა,ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.
19 აპრილი 2026, 15:02
სპორტი
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
ქართველი ძალოსნები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნის სახელით გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია კი ასევე ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.
19 აპრილი 2026, 14:50
საზოგადოება
ვასილ ფხაკაძე: ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება
Biograpi Living არ არის მხოლოდ სამშენებლო პროექტები. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება, - განაცხადა Biograpi Living-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.
19 აპრილი 2026, 14:47
მსოფლიო
ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია
„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.
19 აპრილი 2026, 14:36
საზოგადოება
მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.


