imedi /  19 აპრილი 2022, 10:32 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ დელეგაციას ზელენსკი რომ შეხვდეს, ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული იქნება და არ წაადგება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ასე არ მოხდება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას ზელენსკი რომ შეხვდეს, რა თქმა უნდა, ეს იქნება კონტრპროდუქტიული ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი რამ ქვეყნებს შორის ურთიერთობას არ წაადგება დ კიდევ ერთი უარყოფითი ნიშანი იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ მოხდება. საუბრობენ ისინი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ შეხვდა ქართულ ოფიციალურ დელეგაციას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კიევში იყო ჩასული და ხვდება „ნაცმოძრაობის“ დელეგაციას: მელიას, მარგველაშვილს და სხვებს. ეს რომ წარმოვიდგინოთ, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი უარყოფითი ნიშანი, ბუნებრივია, ასეთი რამ არ წაადგება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას, ურთიერთობას, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფორმატი უკრაინული მხარის მხრიდან იყო შემოთავაზებული.

„მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არის ბევრად მეტი, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი. რამე ხინჯი კი არ ჰქონდა იმ ვიზიტს, მაგრამ ფორმატი იყო შემოთავაზებული უკრაინელების მხრიდან, სადაც გათვალისწინებული იყო არსებითად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა და მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრა. ეს იყო შემოთავაზება, ეს არ ითვლება ნაკლად ვიზიტისთვის, მაგრამ ეს ასე იყო. ამ ფონზე რომ ვნახოთ, რომ „ნაცმოძრაობის“ დელეგაციას მელიას ხელმძღვანელობით და მარგველაშვილის მონაწილეობით, მარგველაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ამ დელეგაციას რომ შეხვდეს ზელენსკი, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერაა გაგზავნილი და მან კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის ვიზიტის დაფინანსება.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა კიდეც, რომ მარგველაშვილი იქ არის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის დავალებით. მათ ჰქონდათ შეხვედრა და მერე ამაზე ირიბად მანაც ისაუბრა. ის არის გაგზავნილი სააკაშვილის მიერ, დაფინანსებულია მათ შორის სააკაშვილის მიერ, კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის დაფინანსება, შესაბამისად, მარგველაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ხელმძღვანელიც კი არ არის, ნახეთ, როგორი მძიმე მოცემულობაა, რომ არის პარტიის თავმჯდომარე მელია, რომელიც ბუნებრივად არის ამ დელეგაციის ლიდერი და მარგველაშვილი არის ერთ-ერთი წევრი. კატასტროფაა ქვეყნისთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე დაიკნინებს თავს, მაგრამ დიდი ხანია მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს და რაც არის ეგ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2026, 19:19

კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. „გრან პალეში“ ეროვნულ სტენდზე, მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულმა მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა და კულტურულმა პროგრამამ, სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“, ფესტივალის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

19 აპრილი 2026, 19:10

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა

თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან ერთად კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო.

მეუფე შიო

19 აპრილი 2026, 17:58

საზოგადოება

მეუფე შიო: უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო

მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძარში თომას კვირას, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

19 აპრილი 2026, 17:54

ეკონომიკა

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

გურამ თუშიშვილი

19 აპრილი 2026, 17:50

სპორტი

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია - ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.

19 აპრილი 2026, 17:27

საზოგადოება

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა - ის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი

19 აპრილი 2026, 17:26

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ისრაელმა დაამტკიცა, რომ აშშ-ის ნამდვილი მოკავშირეა. სხვებისგან განსხვავებით, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს

„იმისდა მიუხედავად მოგწონთ თუ არა ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ შეერთებული შტატების ნამდვილი მოკავშირეები არიან. ისინი მამაცები, გაბედულები, ერთგულები და ჭკვიანები არიან და სხვებისგან განსხვავებით, ვინც კონფლიქტისა და სტრესის მომენტში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს!” - წერს ტრამპი.

გიორგი ვოლსკი

19 აპრილი 2026, 17:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის

უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

19 აპრილი 2026, 17:16

მსოფლიო

ლეკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს

„ჩვენ გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი და ეს დიდი შეთანხმების თემაა. როგორც კი ამას დაბალ დონეზე მოვამზადებთ, მზად ვართ დონალდს [ტრამპს] შევხვდეთ და ამ გარიგებას ხელი მოვაწეროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

რობერტ ფიცო

19 აპრილი 2026, 17:10

მსოფლიო

ლატვია და ლიეტუვა ფიცოს მოსკოვში ჩასასვლელად საკუთარ საჰაერო სივრცეს არ გამოაყენებინებენ

„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ… დარწმუნებული ვარ, სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, - აცხადებს ფიცო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 აპრილი 2026, 17:08

მსოფლიო

ზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსული სახელმწიფოს ილუზიას, რომ ომის გაგრძელება შეიძლება. ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დონალდ ტრამპი

19 აპრილი 2026, 17:03

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ

„ჩემი წარმომადგენლები მიემგზავრებიან ისლამაბადში, პაკისტანში - ისინი იქ ხვალ საღამოს იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, რომ მიიღებენ, რადგან თუ არ დათანხმდებიან, ამერიკის შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ყველა ხიდს გაანადგურებს“, - დაწერა ტრამპმა.

თამარ ჩიბურდანიძე

19 აპრილი 2026, 15:55

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკური განაცხადიცაა

„ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2026, 15:55

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული - Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

19 აპრილი 2026, 15:55

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

19 აპრილი 2026, 15:35

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა,ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.

19 აპრილი 2026, 15:02

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ქართველი ძალოსნები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნის სახელით გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია კი ასევე ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.

19 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ვასილ ფხაკაძე: ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება

Biograpi Living არ არის მხოლოდ სამშენებლო პროექტები. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება, - განაცხადა Biograpi Living-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.

19 აპრილი 2026, 14:47

მსოფლიო

ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია

„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.

მეუფე შიო

19 აპრილი 2026, 14:36

საზოგადოება

მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან­ დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.