ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენმდივნის 25-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 25-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
გენერალური მდივნის 25-ე კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.
ანგარიში საუბრობს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დარღვევებზე, როგორიცაა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, რაც იწვევს ადგილზე ვითარების ესკალაციას. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა უარყოფით გავლენას ახდენს განსაკუთრებით ახალგორის რაიონში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ანგარიშში საუბარია ასევე უკანონო დაკავებების ფაქტებზე, მათ შორის დასახელებულია ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავება და ხაზგასმულია, რომ ქართულმა მხარემ დააყენა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი.
მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში ხაზს უსვამს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ პროგრესი არ მიღწეულა.
გენერალური მდივნის ანგარიში აღნიშნავს ასევე, რომ წინსვლა არ არის იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების კუთხით. აქვე, მიმოიხილავს მათთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ აქტივობებს.
ამასთანავე, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე.
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფაზე და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, რაც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ევროპის საბჭოს წესდების უხეში დარღვევაა. კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიესალმა საერთაშორისო თანამეგიბრობის, მათ შორის ევროპის საბჭოს ერთიან მიდგომებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის ფარგლებში, სხდომის მონაწილეებს მინისტრის პირველმა მოადგილემ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა უკანონო მილიტარიზაციაზე, დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, საოკუპაციო ხაზის უკანონო გამაგრების ფაქტებზე, უკანონო დაკავებებზე და ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დარღვევებზე, ქართველების მიმართ განხორციელებულ ეთნიკური დისკრიმინაციაზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.
ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას და მამუკა ჩხიკვაძის დაუყოვნებელი გათავისუფლების მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებამ და უკანონო დაკავებამ არაერთხელ დაადასტურა რუსული ოკუპაციის სისასტიკე. ამ მხრივ, აღნიშნა უკანონო დაკავების დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შედეგად გენადი ბესტაევის გარდაცვალება.
სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულებას და საერთაშორისო საზოგადოების უფრო გაბედული და პრინციპული ქმედებების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გავრცელდა ევროკავშირის და სუამის სახელით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 25-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 14:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს შეხვდა.
17 აპრილი 2026, 13:53
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის
ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
17 აპრილი 2026, 13:51
მსოფლიო
BBC: აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის მანდელსონის სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის შესახებ სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს.
17 აპრილი 2026, 13:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.
17 აპრილი 2026, 13:35
პოლიტიკა
პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე
ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
17 აპრილი 2026, 13:32
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია
საქართველოს მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
17 აპრილი 2026, 13:19
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს 2021 წლიდან, მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 % იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
17 აპრილი 2026, 13:18
პოლიტიკა
პრემიერი: ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს სამივე მიმართულებით სერიოზული გამოწვევები აქვს, ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს
ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ამავდროულად, ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
17 აპრილი 2026, 13:15
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
17 აპრილი 2026, 13:12
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის საკითხზე: გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე
გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - რი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის, უბრალოდ 2 დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ „აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო.
17 აპრილი 2026, 13:00
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: თანამედროვე ლიბერალიზმის აპოგეა არის სრული პიროვნული თავისუფლება, რაც მომხიბვლელია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. რეალურად კი, თავად ფსევდოლიბერალიზმი არღვევს თავისუფლების პრინციპს
თანამედროვე, ანუ ფსევდოლიბერალიზმის მიზანია აქციოს თითოეული ადამიანი მის მსხვერპლად, შეათრიოს მის მარწუხებში და მართოს ისე, როგორც მას უნდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა თანამედროვე ლიბერალიზმისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე ისაუბრა.
17 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
17 აპრილი 2026, 12:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჰანს გენშერი ალბათ საფლავში ტრიალებს, რომ უყურებს რას დაემსგავსა გერმანიის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით
სამწუხაროა, რომ ელჩის დაა ზოგიერთი გერმანელი ბიუროკრატის ქცევით ისეთი ზიანი მიაყენა გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიის რეპუტაციას, რომ წლები დასჭირდება დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას ქართველების თვალში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
17 აპრილი 2026, 12:54
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
17 აპრილი 2026, 12:48
პოლიტიკა
პაპუაშვილი: რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი - დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით
რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი იქცეოდნენ - დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
17 აპრილი 2026, 12:40
მსოფლიო
POLITICO: „მეტი კომპრომისი“: ტრამპს ირანთან ომის დასრულება სურს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება სურს, რაც ხუთშაბათს მის მიერ ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებით დასტურდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 12:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა
მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან.
17 აპრილი 2026, 12:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს
სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კრიტიკას.
17 აპრილი 2026, 12:38
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფილტრით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება - ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა, არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით გვქონდეს კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტი
გავაგრძელებთ რეგიონში, ამ ფორმატში ინტენსიურ ურთიერთობებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
17 აპრილი 2026, 12:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე
„ის, რაც მანამდე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკული წყაროებით ფინანსდებოდა და ორგანიზდებოდა, დღეს გადართულია ევროკავშირზე. თუ ადრე იყო აკერმანი, რომელიც საქართველოში შუღლის გაღვივების, მტრობის, არეულობის სცენარებს წერდა, მას შემდეგ, რაც ტრაპის ადმინისტრაციამ ყოველგვარი ასეთი მავნებლური დაფინანსებები შეწყვიტა და ჩახსნა, ეს ყველაფერი არის ევროკავშირის მხრებზე. ყველა ასეთი არეულობა ევროკავშირიდან უნდა დაფინანსდეს, დაორგანიზდეს. ეს არის ცივილიზაციურ უფსკრულზე როდესაც ვსაუბრობთ. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!


