imedi /  10 მაისი 2022, 14:46 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს რამე ფორმით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ისტორიულ შანსზე იერიშის მიტანა ქვეყნის მტრობაა და მეტი არაფერი

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

დღეს საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირისკენ. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც კარგად ფუნქციონირებს, გვაქვს კარგი ადმინისტრაციული შესაძლებლობები, რაც საჭიროა ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საჯარო სამსახურში გვყავს პროფესიონალები, რომლებმაც შეძლეს, საკუთარი ძალებით გამკლავებოდნენ საკმაოდ რთულ ამოცანას და საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომლებმაც 1 თვის განმავლობაში, თავდაუზოგავი შრომით, უპრეცედენტოდ მოკლე დროში შესაძლებელი გახადა ევროკავშირის მხარეს დღეს სრულად მიეღოთ ევროკომისიის კითხვაზე პასუხები. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობამდე გზა არ არის მარტივი, რასაც ბოლო ათწლეულების გამოცდილება აჩვენებს და კანდიდატი ქვეყნების მაგალითიც მოწმობს.

„სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირში გაწევრიანება კიდევ უფრო რთული ამოცანაა საქართველოსთვის. ამ სირთულეების დასაძლევად ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობთ. ამას ემსახურება ყოველი ჩვენი ვიზიტი ევროპის დედაქალაქებში იქ, სადაც მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ყალიბდება პოზიციები, იქ, სადაც მიიღებენ ჩვენთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას, გახდეს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყანა და ამით მიეცეს თუ არა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ქვეყანას. ვისურვებდი, ამ ისტორიულ მომენტში ჩვენს ოპონენტებს მეტი გონიერება გამოეჩინათ და „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში ყოფნა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლად არ ექციათ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ბრალდებებით ჩრდილი ადგება საქართველოს და ასეთი ნარატივების ატაცებამდე, უმჯობესია გავიხსენოთ, ვინ უთხრა უარი ამომრჩეველს წელიწადნახევრის წინ, ვინ არ ისურვა საპარლამენტო საქმიანობა, ვის დასჭირდა თითქმის ერთწლიანი მედიატორობა, რომ დღეს მათი სკამები პარლამენტის დარბაზში ცარიელი არ ყოფილიყო.

„დღეს ჩვენს საზოგადოებას ესმის გაუგონარი ბრალდებები, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება- ქვეყანას შეელახოს რეპუტაცია და ამით მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, რაც შეაფერხებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. თქვენ ცდილობთ თქვენი ლიდერის ციხესთან შეუთავსებლობის ჰუმანიტარულ კატასტროფად წარმოჩენას, რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებთან პოლიტიკური პრობლემები შეუქმნათ. ძალიან სამწუხაროა ამის ყურება, მაგრამ არც ხალხს აკლია გონება, რომ სწორი შეფასებები გააკეთოს და არც ჩვენს პარტნიორებს, რომ ასე მარტივად წამოაგოთ ისტერიულ კამპანიებზე. საბოლოო ჯამში ყველა ბრალდებას სჭირდება მტკიცება, რაც ძალიან გიჭირთ და მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით ვერ აქცევთ ტყუილებს ჭეშმარიტებად.“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველო ურთულეს გზას გადის, ქვეყნის ისტორიაში ის თავი იწერება, რომლისთვისაც ცხოვრობს და იბრძვის ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება უკვე ათწლეულებია. ამ გზაზე ყველას შეუძლია თავისი პოზიტიური წვლილის შეტანა, თუკი რა თქმა უნდა ამას მოისურვებს.

„დღეს რაიმე ფორმით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ისტორიულ შანსზე იერიშის მიტანა ქვეყნის მტრობაა და მეტი არაფერი“, -განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

03 მაისი 2026, 18:31

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მეუფე შიო

03 მაისი 2026, 17:30

საზოგადოება

მეუფე შიო: დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც, მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა

დღესაც არსებობს ჩვენთვის ეს სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც - მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

03 მაისი 2026, 17:27

ტაბლოიდი

მარკო რუბიომ დიჯეის როლი მოირგო

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ქორწილში დიჯეის როლი მოირგო. პულტთან მას დახმარებას ერთ-ერთი დიჯეი უწევდა. ვიდეო სოციალურ ქსელში თეთრი სახლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ დენ სკავინომ გამოაქვეყნა.

03 მაისი 2026, 17:25

მსოფლიო

INSA: მერცისა და მისი მთავრობის რეიტინგი ეცემა

ფრიდრიხ მერცის რეიტინგი ეცემა. INSA ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ია, 76% კი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

03 მაისი 2026, 17:18

მსოფლიო

ისრაელმა ავიაგამანადგურებლების 2 ახალი ესკადრილიის შეძენის გეგმა დაამტკიცა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ახალი ესკადრილიები მოიცავს F-35 და F-15IA-ს ტიპის თვითმფრინავებს, რომლებსაც ამერიკული კომპანიები აწარმოებენ.

03 მაისი 2026, 17:08

მსოფლიო

აშშ ახლო აღმოსავლეთში $8 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს

ქვეყნების სიაში არიან: ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. უწყების განმარტებით, საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია შექმნილი, გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით იქნა მიღებული.

03 მაისი 2026, 17:03

მსოფლიო

რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს კვლავ შეუტიეს

აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის დიდ ქალაქებშიც. მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, ნეიტრალიზებულია კიდევ 6 დრონი. თავდასხმები განხორციელდა ლენინგრადის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, ტვერისა და ტულის ოლქებზეც.

საბა ლობჟანიძე

03 მაისი 2026, 15:31

სპორტი

საბა ლობჟანიძემ MLS-ში დუბლი შეასრულა⚽

საბა ლობჟანიძემ ამერიკის ჩემპიონატში (MLS) დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის „ატლანტა იუნაიტედმა“ „მონრეალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

ცოტნე ანანიძე

03 მაისი 2026, 14:52

პოლიტიკა

ანანიძე: პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო - ქსელურმა მარკეტებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს

„პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო: კონსულტაციების შედეგად, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს, რაც სპეციალურ საფასო პოლიტიკას გულისხმობს“, - წერს ცოტნე ანანიძე.

03 მაისი 2026, 14:44

სამართალი

შსს: ნარკოლოგიური შემოწმებისას შახვედროვს ნარკოტიკული საშუალებების - მეთადონის, მეფედრონის და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას - იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას

„იმედინიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე როშვან შახვედროვის მხრიდან უწყების მიმართ გაკეთებული ბრალდების შესახებ განმარტებისთვის დაუკავშირდა. კერძოდ, მოქალაქე როშვან შახვედროვმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პოლიციის თანამშრომლები ზეწოლაში დაადანაშაულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 მაისი 2026, 14:42

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ორ რუსულ ტანკერს დაარტყა

„ჩვენი მეომრები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას რუსული ნავთობის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ - დარტყმა მიაყენეს ორ ასეთ გემს ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელ აკვატორიაში. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის გადასაზიდად. ამიერიდან ვეღარ გამოიყენებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

03 მაისი 2026, 14:40

სპორტი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა. ღონისძიების მთავარ ბრძოლაში, გივი თოდუამ, ფილიპინელი მეტოქე მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო.

03 მაისი 2026, 14:31

მსოფლიო

ფილიპინებზე ვულკანი გააქტიურდა

ფილიპინებზე მოქმედი ვულკანი გააქტიურდა. მაიონის კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სტიქიური საფრთხის ზონასთან მიახლოება აუკრძალა. ძლიერი დაკვამლიანებით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო რამდენიმე რაიონში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

03 მაისი 2026, 14:30

მსოფლიო

საფრანგეთში საწვავის ფასის მატებას აპროტესტებენ

საფრანგეთში საწვავის ფასის მატებას აპროტესტებენ.

03 მაისი 2026, 14:25

მსოფლიო

ავიაკომპანია Spirit Airlines-მა მუშაობა შეწყვიტა

კომპანიის დახურვის შედეგად პრობლემები ათასობით მგზავრს შეექმნა, რომლებსაც ავიარეისებზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი.

03 მაისი 2026, 14:25

მსოფლიო

ლონდონში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ლონდონში სროლა იყო. „სკაი ნიუსის“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული. მათ შორის ერთი პენსიონერია. კრიტიკულია 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც მძიმედ დაიჭრა.

მიგელ დიას-კანელი

03 მაისი 2026, 14:19

მსოფლიო

კუბის პრეზიდენტი: ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკელი ხალხი ასე არ ფიქრობს. ასე ფიქრობს ამერიკის მთავრობა

„ისინი ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკელი ხალხი ასე არ ფიქრობს. ასე ფიქრობს ამერიკის მთავრობა. ეს არის მოგონილი მიზეზი, რითაც ცდილობენ ჩვენზე შესაძლო თავდასხმის გამართლებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ლევან მაჭავარიანი

03 მაისი 2026, 14:16

ეკონომიკა

ლევან მაჭავარიანი: ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი

ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა

ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტრამპი

03 მაისი 2026, 14:13

მსოფლიო

Neue Zürcher Zeitung: ტრამპის გადაწყვეტილება გერმანიიდან სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის შესახებ მერცის განცხადებებს უკავშირდება, რამაც თეთრი სახლის ლიდერი ძალიან გაანაწყენა

„მერცის შეცდომები აჩვენებს, რომ ის წარსულის აზროვნებაში ჩარჩა და ტრამპი სერიოზულად არ აღიქვა. ტრამპის რეაქცია მის განცხადებებზე მოსალოდნელი იყო“, - ნათქვამია სტატიაში.

03 მაისი 2026, 13:59

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში - ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება

ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, - ინფორმაციას სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.