imedi /  10 მაისი 2022, 17:02 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მმართველობის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვას და სრულიად არანორმალურ და მხეცურ დამოკიდებულებებს ძეგლი აღუმართა

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ბოლო ხანებში, თუკი თვალს გადავავლებთ ჩვენი ქვეყნის ოპოზიციის რიტორიკას, ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას დავინახავთ, რასაც ჰქვია „ჩემი შენ გითხარიო“. ეს ტენდენცია განსაკუთრებული სიცხადით დამახასიათებელი გახდა ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც საკუთარ თავს „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და ხალხში დღითიდღე ცნობილი ხდება „ომის პარტიად“ და სამართლიანადაც, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მმართველობის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვას და სრულიად არანორმალურ და მხეცურ დამოკიდებულებებს ძეგლი აღუმართა.

„ამ იარლიყით საშვილიშვილოდ დამშვენებულმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ შური იძიონ ამ „მონუმენტის დემონტაჟისთვის“, რომელიც 2012 წლის მიწურულს განხორციელდა. მათი გადაწყვეტილებაა, იბრძოლონ არა მარტო ხელისუფლების მოსაპოვებლად, არამედ საქართველოს მოსახლეობაზე შურის საძიებლად. შურისძიების ეფექტიან ხერხად კი ისახავენ საკუთარი ნაკლოვანებებისა და იმ უმძიმესი ცოდვების სხვაზე დაბრალებას, სხვების იმავე ტალახით გასვრას, რითაც თვითონ არიან გასვრილი. არავინ იფიქროს, რომ ამას შემთხვევით და გაუცნობიერებლად სჩადიან - თავისი მანკიერების ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის დაბრალება არის მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ შექმნან იმ უპირატესობების გაქარწყლების ილუზია, რომლითაც დღევანდელი ხელისუფლება სჯობს ოპოზიციას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მათ თემებიც ზუსტად ისეთი აქვთ არჩეული, რაშიც ყველაზე მეტად ჩამორჩებიან დღევანდელ ხელისუფლებას.

„ის, რაც ყველაზე მეტად ეთაკილებათ და მათ წარსულს ყველაზე მეტად ამძიმებს, სწორედ იმ მიმართულებებით უნდათ ხელისუფლების უპირატესობებისთვის ჩრდილის მიყენება და ამ გზით დიდი და აშკარა კონტრასტის გაფერმკრთალება. ამასაც მარტივი ახსნა აქვს - ვერაფრით ეგუებიან აზრს, რომ ეს ხელისუფლება, მაგალითად, ბიზნეს არ ატერორებს, არამედ უქმნის მეტ თავისუფლებას; ვერ ეგუებიან, რომ ეს ხელისუფლება პატიმრებს არ აუპატიურებს, არამედ იცავს მათ უფლებებს მაღალი და უწყვეტად მზარდი სტანდარტით; ვერ ეგუებიან, რომ ეს ხელისუფლება ადამიანებს არ ხოცავს; ვერ ეგუებიან, რომ ეს ხელისუფლება იცავს საკუთრების უფლებას, ვერ ეგუებიან იმასაც, რომ დამოუკიდებელ ტელევიზიაში ხელისუფლება იარაღით ხელში არ უვარდება ვინმეს და ამით არ ხელყოფს სიტყვის თავისუფლებას, არ იდევნება განსხვავებული აზრი; მეტი იხარჯება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვაზე და ამ სიას კიდევ შეიძლება გავყვეთ. დაბოლოს, ნაციონალური მოძრაობა ვერაფრით ეგუება აზრს, რომ ეს ხელისუფლება არ უშვებს, მაგალითად, 2008 წელს დაშვებულის მსგავს შეცდომებს, რომელიც დანაშაულზე მეტია“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

03 მაისი 2026, 21:27

პოლიტიკა

ხალხში და გაერთიანებულ „ნაცმოძრაობაში“ ნდობადაკარგულების წრე - სეზონური ერთობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

რადიკალებმა 26 მაისს აქცია დააანონსეს. ფაქტია, ევრობიუროკრატია არც მოქმედების სტრატეგიას ცვლის, არც სცენარს და არც შემსრულებლებს.

ნანა კაკაბაძე

03 მაისი 2026, 21:17

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა - ხალხი ხედავს, რომ ნაცების „დაშლა-არმოშლით“ ისინი ისევ ძველი პოლიტიკისკენ დაბრუნებას სთავაზობენ საზოგადოებას

რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა, - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცლად წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 მაისი 2026, 21:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ამ ე.წ. „რეგიონებში გასვლას“, ეს არის ფაქტობრივად ფიქცია. მათ ძირითადად შეხვედრები აქვთ ნახევრად ცარიელ დარბაზში და ხვდებიან იმ აქტივს, რისი მობილიზების უნარიც ამ ეტაპზე გააჩნიათ

ჩვენ თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ამ ე.წ.რეგიონებში გასვლას, ეს არის ფაქტობრივად ფიქცია. მათ ძირითადად შეხვედრები აქვთ ნახევრად ცარიელ დარბაზში და ხვდებიან იმ აქტივს, რა აქტივის მობილიზების უნარიც ამ ეტაპზე გააჩნიათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

03 მაისი 2026, 20:57

პოლიტიკა

რატომ იქცა სამოქალაქო ომი ევრობიუროკრატიის ბოლო იმედად - ისტორიის გაკვეთილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ვინ დაავალა დიპლომატს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდით სპეკულირება და ქართველი ხალხის შანტაჟი? რატომ იქცა სამოქალაქო ომი ევრობიუროკრატიის ბოლო იმედად?, - ამაში გარკვევა „იმედის კვირამ“ მძიმე წარსულის გახსენებით სცადა.

ლელა რაზიკაშვილი

03 მაისი 2026, 20:56

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი: ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და ღირებულებითი სივრცისთვის, სწორედ ეს არის ჩვენთვის ევროპა. ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ შენი უფლება ნულია და სხვისი უფლება არის პრიორიტეტული, ჩემთვის ევროპა არ არის

ჩვენს ტყავზე გადავიტანეთ ის საშინელება, ის უბედურება, რომ ყველა დავდექით დანგრეულ, დამტვრეულ, გადამწვარ, გვამებით მოფენილ ქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა, რომელმაც 1990-იან წლებში საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების მოვლენები გაიხსენა.

03 მაისი 2026, 20:35

პოლიტიკა

დეზინფორმაციის ბიურო პოლონეთში - რა კრიტერიუმებით იქმნება მსგავსი პლატფორმები, პროპაგანდის ინსტრუმენტები და რეალურად ვის ინტერესებს ემსახურება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პოლონეთის სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება პროექტი, სადაც მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც წარსულში არაერთი სკანდალური და მანიპულაციური მედიაკამპანიით გახდნენ ცნობილი. ნათია კობერიძე - „მოდელირებული ქრონიკის“ თანაავტორი და სკანდალური ეთერის წამყვანი, ე.წ. ჟურნალისტი, რომელმაც სრულიად საქართველო მოატყუა და ამისთვის აგვისტოს ომის თემა გამოიყენა, ახლა პოლონეთიდან გვასწავლის ჭკუას და გვიყვება ამბებს, ისე როგორც იმიტირებულ ქრონიკაში.

03 მაისი 2026, 20:16

პოლიტიკა

ქვეყნის მტრებმა მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დამტკიცების შემდეგ სხვადასხვა უწყებაში ჩანერგილი ყველა დასაყრდენი დაკარგეს. გაიხსნა ათეულობით საქმე, კორუფციასთან ბრძოლამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

რადიკალების მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვერ შეცვლის რეალურ სურათს და ვერ მოახდენს გავლენას იმ პროცესებზე, რომლებიც სახელმწიფოში ინსტიტუციური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარეობს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

03 მაისი 2026, 20:04

საზოგადოება

ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.

03 მაისი 2026, 18:31

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მეუფე შიო

03 მაისი 2026, 17:30

საზოგადოება

მეუფე შიო: დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც, მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა

დღესაც არსებობს ჩვენთვის ეს სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც - მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

03 მაისი 2026, 17:27

ტაბლოიდი

მარკო რუბიომ დიჯეის როლი მოირგო

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ქორწილში დიჯეის როლი მოირგო. პულტთან მას დახმარებას ერთ-ერთი დიჯეი უწევდა. ვიდეო სოციალურ ქსელში თეთრი სახლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ დენ სკავინომ გამოაქვეყნა.

03 მაისი 2026, 17:25

მსოფლიო

INSA: მერცისა და მისი მთავრობის რეიტინგი ეცემა

ფრიდრიხ მერცის რეიტინგი ეცემა. INSA ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ია, 76% კი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

03 მაისი 2026, 17:18

მსოფლიო

ისრაელმა ავიაგამანადგურებლების 2 ახალი ესკადრილიის შეძენის გეგმა დაამტკიცა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ახალი ესკადრილიები მოიცავს F-35 და F-15IA-ს ტიპის თვითმფრინავებს, რომლებსაც ამერიკული კომპანიები აწარმოებენ.

03 მაისი 2026, 17:08

მსოფლიო

აშშ ახლო აღმოსავლეთში $8 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს

ქვეყნების სიაში არიან: ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. უწყების განმარტებით, საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია შექმნილი, გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით იქნა მიღებული.

03 მაისი 2026, 17:03

მსოფლიო

რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს კვლავ შეუტიეს

აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის დიდ ქალაქებშიც. მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, ნეიტრალიზებულია კიდევ 6 დრონი. თავდასხმები განხორციელდა ლენინგრადის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, ტვერისა და ტულის ოლქებზეც.

საბა ლობჟანიძე

03 მაისი 2026, 15:31

სპორტი

საბა ლობჟანიძემ MLS-ში დუბლი შეასრულა⚽

საბა ლობჟანიძემ ამერიკის ჩემპიონატში (MLS) დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის „ატლანტა იუნაიტედმა“ „მონრეალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

ცოტნე ანანიძე

03 მაისი 2026, 14:52

პოლიტიკა

ანანიძე: პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო - ქსელურმა მარკეტებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს

„პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო: კონსულტაციების შედეგად, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს, რაც სპეციალურ საფასო პოლიტიკას გულისხმობს“, - წერს ცოტნე ანანიძე.

03 მაისი 2026, 14:44

სამართალი

შსს: ნარკოლოგიური შემოწმებისას შახვედროვს ნარკოტიკული საშუალებების - მეთადონის, მეფედრონის და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას - იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას

„იმედინიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე როშვან შახვედროვის მხრიდან უწყების მიმართ გაკეთებული ბრალდების შესახებ განმარტებისთვის დაუკავშირდა. კერძოდ, მოქალაქე როშვან შახვედროვმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პოლიციის თანამშრომლები ზეწოლაში დაადანაშაულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 მაისი 2026, 14:42

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ორ რუსულ ტანკერს დაარტყა

„ჩვენი მეომრები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას რუსული ნავთობის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ - დარტყმა მიაყენეს ორ ასეთ გემს ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელ აკვატორიაში. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის გადასაზიდად. ამიერიდან ვეღარ გამოიყენებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

03 მაისი 2026, 14:40

სპორტი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა. ღონისძიების მთავარ ბრძოლაში, გივი თოდუამ, ფილიპინელი მეტოქე მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო.