ხათუნა ხოფერია ვიქტორ ყიფიანს: შვეიცარიიდან თანხების, ევტუშენკოვის ზარი, უკრაინის ხელისუფლების ორკესტრირებული შტურმი, ენჯეოების ხმაშეწყობილი კამპანია, ლომჯარიასგან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამერიკელების გარეშე?
ხათუნა ხოფერია
ფოტო: ვიდეოკადრი
როგორ ფიქრობთ, რომელ სამართლებრივ ნორმებშია შესაძლებელი ჩაატიო: ვინმე არახამიას მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, მიხეილ მაჭავარიანის მხრიდან წამოსული მუქარა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თუ დროულად არ გამოიყენებს საქართველო შანსს, ზელენსკი მოითხოვს პარტნიორებისგან ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და მას უარს ვერავინ გაუბედავს. რომელი ნორმატიული აქტით უნდა შეფასდეს სამართლებრივად მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ?! ან, იქნებ, უკვე შეფასდა დეკანოიძისა და ომი პარტიის სხვა დამქაშების მიერ საერთაშორისო დონეზე გავრცელებული ტყუილი საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე? რომელი სამართლებრივი ნორმები დაიტევს თავის შეფასებებში შანტაჟის ასეთ მაშტაბებს?! როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონო ვიქტორ, ასეთ მაღალ დონეზე ორკესტრირებული შეტევები და კოორდინაცია - შვეიცარიიდან თანხების, ამერიკიდან და ბრიტანეთიდან ნახატების და გერმანიიდან ვერტმფრენის გადატანის შეჩერება, ევტუშენკოვის ზარი, უკრაინის ხელისუფლების ორკესტრირებული შტურმი, ნაციონალების და ენჯეოების ხმაშეწყობილი კამპანია, ლომჯარიასგან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამერიკელების გარეშე? - ამის შესახებ ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.
ხათუნა ხოფერიას თქმით, ვიქტორ ყიფიანის განცხადების შემდეგ გარკვეული კითხვები გაუჩნდა ვიქტორ ყიფიანის მიმართ და რთულად ეჩვენება ამ საკითხებზე საუბარი პოლიტიკური შეფასებების გარეშე.
„ძალზედ საინტერესო განცხადება გაავრცელა ბატონმა ვიქტორ ყიფიანმა. განცხადებაში მოყვანილია ბიძინა ივანიშვილისთვის "ხელოვნურად შექმნილი"(ვ.ყ.) ფაქტები. კერძოდ „კრედიტ სუისის“ მხრიდან კლიენტის უფლებების დარღვევის რამოდენიმე, ჩვენთვის ცნობილ ფაქტი, რომელსაც დაემატა ლონდონიდან, ნიუ-იორკიდან, გერმანიიდან წამოსული დარღვევებისა და შეფერხებების აქამდე უცნობი ხელოვნურად შექმნილი პრობლემები. ღმერთმა გაძლება მისცეს ივანიშვილს, რამე თუ, ეს ყველაფერი მარტის და აპრილის თვეებში ვითარდება. ანუ, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც შინაური თუ გარეული მტრების მხრიდან აქტიურად ხდებოდა პოლიტიკური ზეწოლა - შანტაჟი. გარკვეული კითხვები გამიჩნდა ბატონი ვიქტორ ყიფიანის მიმართ და ვეცდები დავაზუსტო რამოდენიმე ფრაზა განცხადების ტექსტიდან. "იმ შემთხვევაში, თუკი აქ წამოჭრილი ესა თუ ის საკითხი დამატებით, სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს, ამას ბატონი ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით. მანამდე კი, მოწოდება იქნება, ნებისმიერი შეფასებისას მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დავრჩეთ და მათ არ გავცდეთ." ბატონო ვიქტორ, ვეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი მოწოდება, მაგრამ ძალზედ რთულად მეჩვენება ამ საკითხებზე საუბარი პოლიტიკური შეფასებების გარეშე. როგორ ფიქრობთ, რომელ სამართლებრივ ნორმებშია შესაძლებელი ჩაატიო: ვინმე არახამიას მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, მიხეილ მაჭავარიანის მხრიდან წამოსული მუქარა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თუ დროულად არ გამოიყენებს საქართველო შანსს, ზელენსკი მოითხოვს პარტნიორებისგან ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და მას უარს ვერავინ გაუბედავს. რომელი ნორმატიული აქტით უნდა შეფასდეს სამართლებრივად მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ?! ან, იქნებ, უკვე შეფასდა დეკანოიძისა და ომი პარტიის სხვა დამქაშების მიერ საერთაშორისო დონეზე გავრცელებული ტყუილი საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე? რომელი სამართლებრივი ნორმები დაიტევს თავის შეფასებებში შანტაჟის ასეთ მაშტაბებს?! როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონო ვიქტორ, ასეთ მაღალ დონეზე ორკესტრირებული შეტევები და კოორდინაცია - შვეიცარიიდან თანხების, ამერიკიდან და ბრიტანეთიდან ნახატების და გერმანიიდან ვერტმფრენის გადატანის შეჩერება, ევტუშენკოვის ზარი, უკრაინის ხელისუფლების ორკესტრირებული შტურმი, ნაციონალების და ენჯეოების ხმაშეწყობილი კამპანია, ლომჯარიასგან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამერიკელების გარეშე? დიახ, ამერიკელების გარეშე! გუშინაც საპასუხოდ „ომის პარტიის“ ლამის ყველა შიდა თუ გარე სპიკერი „გამოაგორეს“ - გვარამიათი, უსუფაშვილით და სამადაშვილით დაწყებული, მშვენიერაძით, ხუხაშვილით და ზაქარეიშვილით დამთავრებული. სპეკულაციების ნაცვლად, ჯობდა ამ ადამიანებს განემარტათ, რას ნიშნავს, როდესაც შვეიცარიაში, ბრიტანეთში, ამერიკაში და გერმანიაში რამდენიმესაათიან პროცედურას თვენახევარზე მეტს ანდომებენ. რას იტყოდნენ ეს ადამიანები, მათთვის რომელიმე ქართულ ბანკს მათივე კუთვნილი თანხა თვენახევარი რომ არ მიეცა? სინამდვილეში, არაფერი აქვთ სათქმელი და ამიტომ არიან გადასული ცარიელ აგრესიაზე. გარდა ამისა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ესენი ვინც არიან და ვისაც ემსახურებიან. ადვოკატი მშვიდად რომ ამბობს, რომ, თურმე, ერთდღიანი პროცედურა თვენახევარში მიყავთ ბოლომდე, ნუთუ ასეთი პრაქტიკა უკვე ნორმად უნდა მივიღოთ? არა მგონია, ასეთი შედეგი ვინმეს კმაყოფილების საფუძველს აძლევდეს. კანონი და წესები შეიძლება დაარღვიო, მაგრამ ამ დარღვევასაც აქვს თავისი უკიდურესი ზღვარი. ბუნებრივია, ისევე მოუწევს შვეიცარიულ ბანკსაც საბოლოოდ ყველა გადარიცხვის განხორციელება, როგორც ეს ვერტმფრენისა და ნახატების შემთხვევაში მოხდა. მაგრამ! სწორედ პოლიტიკური შეფასებების ჭრილშია მხოლოდ შესაძლებელი იმ ერთადერთი და ძალზედ სამწუხარო დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის ტიპიური შანტაჟი. დარწმუნებული ვარ, ამ შანტაჟით ისინი მაინც ვერაფერს მიაღწევენ! კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და ზუსტად ვიცი, რომ ის ქვეყანას არასოდეს უღალატებს. ამას ამბობთ თქვენც და კარგია, ბატონო ვიქტორ, რომ ამ ჭეშმარიტებასი ერთნი ვართ! აგენტურის გაღიზიანებაც იმის დასტურია, რომ არ უნდა გავჩერდეთ და სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას. გპირდებით, რომ საზოგადოებას ვეტყვი სიმართლეს ყველა საშუალებით, რაზეც ხელი მიმიწვდება. ხვალ საღამოს იმედის ეთერში ვარ მიწვეული და იქაც კიდევ ერთხელ ვეტყვი საზოგადოებას გულახდილად ყველაფერს“ - წერს ხათუნა ხოფერია Facebook-ზე.
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 11:39
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:31
რეგიონი
რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს
რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
28 მაისი 2026, 11:25
სპორტი
ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.
28 მაისი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.
28 მაისი 2026, 11:20
მსოფლიო
BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:16
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.
28 მაისი 2026, 11:12
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
28 მაისი 2026, 11:01
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
28 მაისი 2026, 10:52
მსოფლიო
კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.
28 მაისი 2026, 10:44
საზოგადოება
სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
28 მაისი 2026, 10:31
კულტურა
EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲
ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.
28 მაისი 2026, 09:51
სამართალი
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
28 მაისი 2026, 09:48
საზოგადოება
200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.
28 მაისი 2026, 09:42
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი
შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
28 მაისი 2026, 09:30
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კურატორების არიან დამოკიდებული.
28 მაისი 2026, 09:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.
28 მაისი 2026, 09:22
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.


