წულუკიანი: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის გასამართლებული ყუფარაძე იუსტიციის სამინისტროში მუშაობს
თეა წულუკიანი
იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს. სამთავრობო კომისიის წევრებმა ყველაზე მეტი კითხვა თამარ ალანიას დაუსვეს, რომელიც გვანცა ყუფარაძის საქმის მოსამართლე იყო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
კომისიის წევრი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაინტერესდა, ალანია ყუფარაძეს რომ შეხვდეს, რომლის მიმართაც გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რას ეტყოდა. ნანუაშვილს ალანიამ უპასუხა, რომ მას მიესალმება.
ალანიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გვანცა ყუფარაძე იუსტიციის სამინისტროში მუშაობს. წულუკიანის საპასუხოდ, ალანიამ აღნიშნა, რომ მოსამართლეობის დროს გადაწყვეტილებებს საქმის საფუძველზე იღებდა და არა პირადი განწყობით. მისი თქმით, მას გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბევრი ბრალდებული შეხვედრია.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ყუფარაძემ საქმე კი არა, ლამის სიცოცხლე წააგო.. „თქვენი გადაწყვეტილებით, ეს ადამიანი ციხეში მოხვდა და სრულწლოვანი იქ გახდა. ეს ახალგაზრდა ქალბატონი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელია და მოსამართლეობას აპირებს. სახელმწიფო ისეთი საქმეების გამოსწორებას გეგმავს, რომელთაც ადამიანები დაანგრიეს და მით უმეტეს, გოგონა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
ალანიამ აღნიშნა, რომ გვანცა ყუფარაძე პატიმრობის დროს სამარტოო საკანში არ იმყოფებოდა და სასჯელს სრულწლოვან ქალბატონებთან ერთად იხდიდა. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მან საქმე გამოითხოვა და კვლევა დაიწყო, ხომ არ იყო დარღვევა, რომ ბრალდებული სრულწლოვან ქალბატონებთან ერთად იყო საკანში. ალანიას ცნობით, გაერო მიიჩნევს, რომ თუკი არასრულწლოვანი სამარტოო საკანში მოხვდება, დარღვევა ეს არ არის. „თუ ვინმეს საქმის დეტალები დააინტერესებს, ეს საქმე არქივში ინახება“, - აღნიშნა ალანიამ.
თავის მხრივ, ალანიას წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პატიმრობის დროს, ყუფარაძე სრულწლოვან ქალბატონებთან ერთად იყო და მისი მამის მიერ ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდა, რომელიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა. „ამ საქმის მიმართ კითხვები არსებობს“, - აღნიშნა წულუკიანმა.
ალანიამ მინისტრის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას კითხვებზე პასუხის გაცემის უფლებას სამოსამართლეო ეთიკა არ აძლევს. ალანიას განცხადებით, როცა საქმე მასთან მივიდა, იფიქრა, გოგოს როგორ შეიძლებოდა ეს საქციელი ჩაედინა, მაგრამ შემდეგ ბრალდებულის ფსიქოტიპი ნახა. ალანიას თქმით, როცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმასაც ამბობდნენ, რომ დაზარალებული კუბლაშვილის ნათესავი იყო. ალანიას ამ რეპლიკას წულუკიანი გამოეხმაურა და მას მიმართა - „მესმის, რომ კუბლაშვილს მისტირით“.
წულუკიანმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ყუფარაძის საქმე სტრასბურგშია და მან თავდაცვაზე უარი თქვა. „მთავრობას ამის უფლება აქვს, მაგრამ სინდისთან ვერ მოვრიგდებით. სიტუაცია ისეთია, რომ მთავრობა ამ საქმეზე რაიმე პოზიციის დაფიქსირებაზე უარს ამბობს. სტრასბურგს ვუთხარით, გადაწყვეტილება თავად მიიღოს. სტრასბურგის გადაწყვეტილებას დაველოდოთ“, - დასძინა წულუკიანმა.
იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრმა თამარ ალანიამ სტრასბურგის მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი ისევ შეიტანა. „მე არ ვარ დაწუნებული კანდიდატი - წინა კონკურსზე ქულების რაოდენობით რიგით მეოთხე ვიყავი და აბსოლუტურად ლეგიტიმურად მაქვს იმის პრეტენზია და უფლება, რომ კონკურსში კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა“, - აცხადებს ჟურნალისებთან საუბრისას სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი.
იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი მესამედ გამოცხადდა.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 18:40
მსოფლიო
„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაიტი წელს უკვე მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს დასცინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 18:37
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 18:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი აქციაზე დაკავებულების შეწყალებაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეს აქციების დროს
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენეს ამ აქციების დროს - იმისთვის რომ შემდეგ საინფორმაციო ხმაური იყოს ატეხილი ამ ახალგაზრდების მეშვეობით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
28 აგვისტო 2026, 18:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 18:01
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 17:52
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება
სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ.
28 აგვისტო 2026, 17:33
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული
დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის გაკეთებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 17:27
რეგიონი
ზვიად შალამბერიძე: ბაღდათში ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება
„მთელი ღამე და დღეს დილიდანაც შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი მიმართულებით იმუშაონ და აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც წუხელ შეიქმნა. მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად ადგილზე სიტუაციას ვეცნობით. ასეულობით ადამიანს როგორც გაზმომარაგება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
28 აგვისტო 2026, 17:25
მსოფლიო
The Wall Street Journal: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად დონალდ ტრამპმა გააგზავნა
The Wall Street Journal-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მოსკოვში პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააგზავნა.
28 აგვისტო 2026, 17:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია
„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თავს მივცემ უფლებას და ვარ ძალიან ბედნიერი,რომ მას ჩემი უფროსი მეგობარი ვუწოდო. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და მომავალშიც გვექნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.
28 აგვისტო 2026, 17:22
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით
ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის რუსეთში სტუმრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
28 აგვისტო 2026, 17:05
პოლიტიკა
„ერთხელ ვიყავი დაკრძალვაზე, ორჯერ ვიყავი პუტინის დასამხობად“ - კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ იმყოფებოდა თუ არა რუსეთში, თეონა ბაღდავაძე ირონიით პასუხობს
„ქრონიკა“ თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან თემის გადაფარვა ირონიით სცადა. „ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხის ნაცვლად კი, ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
28 აგვისტო 2026, 17:00
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 500-ს გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 547 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 15:51
მსოფლიო
Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს
უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის დასაფინანსებლად სულ უფრო მზარდი ფინანსური დეფიციტი უჩნდება, რადგან ქვეყანა დასავლელი დონორების მიერ დაპირებული მილიარდობით დოლარის დახმარებაზე წვდომის შენარჩუნებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 15:47
საზოგადოება
იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო
ცოცხალი ცხოველის ექსპორტის ხელშეწყობისა და საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მექანიზმების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იორდანიის დელეგაციას მასპინძლობს.
28 აგვისტო 2026, 15:37
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან „ფედერალისტები“
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე „ფედერალისტებს“ აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში ჩემპიონები არიან.
28 აგვისტო 2026, 15:19
მსოფლიო
Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ
ამერიკული კონსერვატიული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ.
28 აგვისტო 2026, 15:09
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში, ადგილზე, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი
„ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლისთვის მიმართვისას. აღსანიშნავია, რომ ტაძარი ერთადერთი მუდმივმოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა ისტორიულ საინგილოში/ჰერეთში.
28 აგვისტო 2026, 14:55
მსოფლიო
DW: ევროკავშირის ექვსი სახელმწიფო ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას სთხოვს
ევროკავშირის ექვსმა სახელმწიფომ, ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოსთხოვა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი: ევროპული ეკონომიკური მოდელი დიდხანს ეყრდნობოდა რამდენიმე ფაქტორს, მათ შორისაა იაფი იმპორტირებული ენერგია, ღია გლობალური ვაჭრობა, ჩინურ ბაზარზე მზადრი წვდომა, ამერიკის მხრიდან სრტატეგიული დაცვა და დასავლეთის ტექნოლოგიური უპირატესობა. ეს ფაქტორები გაქრა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ეკონომიკურმა მოდელმა აქამდე არსებული უპირატესობა დაკარგა და მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.


