www.imedi.ge /  19 მაისი 2022, 09:43 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ნაციონალები „ფირმის“ სინდრომით არიან დაავადებული და ჰგონიათ, რომ თუ ფონ კრამონი და იან კელი რაღაცას გვეტყვის, დასავლეთი ღაღადებს ჭეშმარიტებას, ეს ასე არ არის

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, უცხოელთა პატარა ჯგუფი მოგვყიდოს, რომ ისინი არიან ევროპა და დასავლეთი. უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, ქართველ ხალხს მიყიდოს, რომ თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად. სინამდვილეში ეს ასე არ არის, ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი ნაციონალებთან ერთად, რომ ააყირაოს ეს მთავრობა, ისინი არიან უცხოელი ნაცები, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პატარა ჯგუფში გულისხმობს ვიოლა ფონ კრამონს, იან კელის, ანა ფოტიგას და სხვებს, 10-11 ადამიანს, რომლებიც პირდაპირ ერევიან ქართულ პოლიტიკაში და იმიტომ, რომ თავის ნაციონალ მეგობრებს გარედან მხარი დაუჭირონ, მზად არიან ქართველ, ერს, დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას, მიაყენონ ღია შეურაცხყოფა.

„არ შეიძლება ერთმა სისხლის სამართლის საქმემ, რომელიც სისხლის სამართლის საქმეა და არა როგორც სახალხო დამცველს გონია, რომ ამ საქმეში სისხლის სამართალი საერთოდ არაფერ შუაშია, ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს, ან ვინმე მიცეს იმის უფლება, რომ ეს ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს. თუმცა, არიან უცხოელების ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ და უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, ქართველ ხალხს მიყიდოს თავის თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი, თვით ევროპა და თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი და ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად. უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მგონი თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს.
ასევე არის ბატონი იან კელი. ალბათ ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება მაგალითად, რომ ყოველ დღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს, მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, გააკრიტიკოს, თითი დაგვიქნიოს, ვითომ რომელიმე ჩვენგანი ნული კლასის მოსწავლეები ვიყოთ. არიან კიდევ სხვები, კოლექტიური პედრო აგრამუნტები, რომელიც შემდეგ პუტინის თვითმფრინავით ასადთან ჩაფრინდა სირიაში, გვახსოვს ეს ყველას და განდევნეს ევროსაბჭოს ასამბლეიდან, კოლექტიური ჟიგიმანტასები და ა.შ. ესენი არიან პატარა ჯგუფი და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს ხალხი მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი ნაციონალებთან ერთად, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა, იმიტომ, რომ ისინი არ გვთვლიან ჩვენ მათ მეგობრებად, ეს არის მეგობრული წრე და მეგობრობაში მოსულა, რომ ერთმანეთი დაიცვან. მეგობრობაში ბევრი რამ იგულისხმება“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ბევრჯერ უფიქრია, რომ თუკი უსამართლოდ უცხოელების რომელიმე პატარა ჯგუფი რამეს გაგვიბედავდა, ამაში ჩვენც ვართ დამნაშავე, იმიტომ, რომ 2021-22 წლამდე არ გავბედეთ მათთვის გვეთქვა, რომ აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

„მე მიფიქრია ხანდახან იმაზეც, განსაკუთრებით, როდესაც იუსტიციის სამინისტროში 8 წელი უმძიმესი რეფორმები მიგვყავდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის უვიზო რეჟიმი მოგვეპოვებინა, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ამჟამინდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ხელმოწერა დაესვა, ამ პროცესებში ყოველთვის მიფიქრია, რომ თუკი უსამართლოდ უცხოელების რომელიმე პატარა ჯგუფი რამეს გაგვიბედავდა, ამაში ჩვენც ვართ დამნაშავე, იმიტომ, რომ 2021-22 წლამდე არ გავბედეთ მათთვის გვეთქვა, რომ აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩვენ ამ სახელმწიფოებრიობაში ათადან და ბაბადან დღემდე სისხლი ჩავღვარეთ, დაწყებული პატარა გოგოებიდან დამთავრებული დიდი კაცებით და თუ შეიძლება ცოტა დამშვიდდით, იმიტომ, რომ თქვენ ელაპარაკებით სუვერენულ სახელმწიფოს. უცხოელების ეს პატარა ჯგუფი, რაღაცას ეტყვი, ცოტას დამშვიდდებიან და აღარ კადრულობენ უკადრებელს, სულ 10-11 კაცია, ესენი არიან მეგობრები, მერე გამოვა მაგალითად ქალბატონი ფოტიგა, ამ ჯგუფში მოვიაზრებ მე მას და როცა რამეს უსაყვედურებ, იტყვის, არა, მე მიყვარს საქართველო. გააჩნია, საქართველოში ვინ რას გულისხმობს, ასე რუსიც გულისხმობდა საქართველოში ხაჭაპურს, მაგრამ საქართველო მხოლოდ ხაჭაპური, ლამაზი სვანეთი და კოშკები არ არის, საქართველო არის ერი პირველ რიგში, რომელსაც პატივი უნდა სცე“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ჩვენ ნამდვილი მეგობრები გვყავს, მათი სია გრძელია, მაგრამ ისინი არ ჩანან ქართულ მედიაში, იმიტომ, რომ ისინი ელაპარაკებიან მთავრობას და არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომელიმე ქართველ დეპუტატს თითი დაუქნიოს და ამით მიაყენოს ქართველ ერს შეურაცხყოფა.

„რაც არ უნდა მკაცრად ჟღერდეს ჩემი ეს შეფასებები, ეს შეფასებები არის ის, რაც ვფიქრობ, სათქმელია. მე გუშინ არ დამიწყია მინისტრის პოზიციაზე მუშაობა, 10 წელი შესრულდება, რაც განუწყვეტლად ეს თანამდებობა მიკავია, ძალიან ბევრი ფაქტი და შეხვედრა მახსოვს, როცა უცხოელი შეურაცხყოფდა იუსტიციის მინისტრს, მთავრობას და ეუბნებოდა, შენ არ იცი, მე ვიცი. გაიხსენეთ, როდესაც იგივე ქალბატონი ფონ კრამონი, ნაციონალების მეგობრობს გამო, მას დარწმუნებული ვარ, საქართველო და ქართველი ხალხი დიდად არ აღელვებს, იმიტომ, რომ თავის მეგობრებს გარედან მხარი დაუჭიროს, მზად არის, დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას, მიაყენოს ღია შეურაცხყოფა. ეს არ არის ბრალდება, ეს ფაქტია. ჩვენ ეს ერთად უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ, იმიტომ, რომ აქ არის დამოუკიდებელი საქართველო და ვემუშაოთ იმ ნამდვილ მეგობრებს და პარტნიორებს, რასაც „ქართული ოცნება“ მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან აკეთებს, ვინც შეიძლება გვარებით და სახელებით საქართველოში არც არის ცნობილი, მაგრამ რამდენი ჩეხი, ბულგარელი, რუმინელი, პოლონელი, პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი, ყველა რანგის მახსოვს, რომ ჩვენს საქმეს, იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი მიგვეღო, ჩვენს მაგივრად საუბრობდნენ, იცავდნენ, რამდენი ფრანგი, გერმანელი მინისტრები ამბობდნენ, ამას თუ გააკეთებთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, დაწყებული საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყველა მინისტრიდან, დასრულებული ბატონი შტაინმაიერით, რომელიც მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. შესაბამისად, ჩვენ ნამდვილი მეგობრები გვყავს, მათი სია გრძელია, მაგრამ ისინი არ ჩანან ქართულ მედიაში, იმიტომ, რომ ისინი ელაპარაკებიან მთავრობას და არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომ რომელიმე ქართველ დეპუტატს თითი დაუქნიოს და ამით მიაყენოს ქართველ ერს შეურაცხყოფა. უცხოელების ეს პატარა ჯგუფი ყველაზე აქტიურია. ისინი არიან უცხოელი ნაცები. ნაციონალები „ფირმის“ სინდრომით არიან დაავადებული და ჰქონიათ, რომ თუ ფონ კრამონი და იან კელი რაღაცას გვეტყვის, თვით დასავლეთი ღაღადებს ჭეშმარიტებას. ეს ასე არ არის. იან კელი იყო ჩვენთან ელჩი და მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ძალიან არ უყვარდა მას საქართველო“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2026, 16:04

საზოგადოება

გოგა გულორდავამ პარლამენტს სახელმწიფო ინტერნეტიზაციისა და ციფრული მხარდაჭერის პროგრამის 2025 წლის შედეგები წარუდგინა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებზე ისაუბრა.

დავით სონღულაშვილი

22 სექტემბერი 2026, 15:35

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე

ახალი საწარმოს ამოქმედება ხელს შეუწყობს სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესის მოდერნიზებას, ოპერაციული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას. პროექტი ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის.

ანდრეი სიბიგა

22 სექტემბერი 2026, 15:29

მსოფლიო

ანდრეი სიბიგა: ის, რაც ბოლო დროს ბუდაპეშტიდან გვესმის, გაოგნებულებს გვტოვებს. თითქოს ვიქტორ ორბანი წავიდა, მაგრამ მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა ყვავის

„მიუხედავად ამ განცხადებებისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის მზაობასა და გახსნილობას, განავითაროს უნგრეთთან ორმხრივად სასარგებლო, პრაგმატული და პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა“, - აღნიშნა სიბიგამ.

გოგა გულორდავა

22 სექტემბერი 2026, 15:16

პოლიტიკა

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ, საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ტელეკომ სექტორში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 15:12

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს სოციალურ ქსელში „კარპატების რვიანის“ გამო დაუპირისპირდნენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელ X-ში ღამით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ უნგრეთს „კარპატების რვიანში“ (C8) გაწევრიანებაზე თანხმობა არასდროს განუცხადებია.

გიორგი ვოლსკი

22 სექტემბერი 2026, 14:59

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს, რომელიც წარმოშობს ენერგეტიკული სატრანზიტო გზების სტაბილურობის უზრუნველყოფის საყოველთაო ინტერესს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიესალმა, რომელმაც ფორუმზე განსახილველ თემებზე და ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

22 სექტემბერი 2026, 14:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა

თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა.

22 სექტემბერი 2026, 14:55

სამართალი

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ, საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ლევან მუხუზლა

22 სექტემბერი 2026, 14:54

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება

„16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტობრივად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი - 30 თეთრი. რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით მოხდება გადათვლა და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

22 სექტემბერი 2026, 14:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში. პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.

ინგა ფხალაძე

22 სექტემბერი 2026, 14:51

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი

„ისინი ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის, ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა, საქართველომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვჭირდება საერთო ხედვა, თავსებადი რეგულაციები და მარეგულირებელ ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

22 სექტემბერი 2026, 14:50

საზოგადოება

SARAS-ის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) უფროსმა, დავით მჭედლიძემ და აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე ძაგნიძემ, ბაქოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „აუდიტის ევოლუცია: მოთხოვნებთან შესაბამისობიდან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ნდობამდე“ მიიღეს მონაწილეობა.

გოგა გულორდავა

22 სექტემბერი 2026, 14:49

პოლიტიკა

ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ პარლამენტში 2025 წელს სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებული ტენდენციები წარადგინა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

22 სექტემბერი 2026, 14:48

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: თუ თქვენ ისეთი პროპაგანდის მაუწყებლობას ეწევით, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა ხელსაყრელი, რატომ უნდა მოგცეთ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური წვდომა?

„თუ თქვენ ისეთი პროპაგანდის მაუწყებლობას ეწევით, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა ხელსაყრელი, რატომ უნდა მოგცეთ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური წვდომა? ეს არ არის აკრძალვა, ეს არის სპეციალური წვდომის შეზღუდვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოვლენების არაკეთილსინდისიერად გაშუქებით არიან დაკავებულნი“, - განაცხადა ვენსმა.

22 სექტემბერი 2026, 14:48

სპორტი

სპორტის მინისტრის მოადგილე ჰოკეის განვითარების ევროპის კომიტეტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბალახის ჰოკეის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს; საუბარი ასევე შეეხო ბალახის ჰოკეის მოედანს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ჰოკეის ფედერაციას საჩუქრად გადასცა.

ლევან მახაშვილი

22 სექტემბერი 2026, 14:48

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით

საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით, - ასე ეხმიანება ირაკლი კირცხალიას განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

22 სექტემბერი 2026, 14:45

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძემ ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

„ჩვენი ვალია, რომ დავაფასოთ ჩვენი გმირები, ჩვენი მებრძოლები, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ჩვენს ქვეყანას. დღეს პატივს მივაგებთ მათ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია ეს სულისკვეთება, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი ჩვენს მომავალ თაობას მეტი სიმტკიცით, ღირსებით გადავცეთ, რათა სულ მალე მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ილია ღლინტი

22 სექტემბერი 2026, 14:43

პოლიტიკა

ილია ღლონტმა ოქტომბრის ძალადობრივი აქციები დაგმო: ეს იყო კატასტროფა და ამ ქვეყნის მიმართ დაშვებული შეცდომა

მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა, ილია ღლონტმა „ტიკ-ტოკის“ ეთერში ოქტომბერში მომხდარი ძალადობრივი აქციები დაგმო.

ზურაბ ქადაგიძე

22 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

ზურა ქადაგიძე მუსიკოს კორძიზე: ვხედავთ პირდაპირ, ხელაღებით, შეურაცხმყოფელ მოქმედებას კონკრეტული პერსონის მხრიდან და ამას ფუთავენ ხოლმე კულტურით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ქრონიკასთან“ სექტემბრის ბოლოს დაანონსებულ კორძის კონცერტს გამოეხმაურა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს.

22 სექტემბერი 2026, 14:38

ეკონომიკა

ნინო ჯელაძე People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის - CIFIT 2026-ის ფარგლებში, People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.