შალვა პაპუაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ სტატიაზე: მასში ბევრი უზუსტობაა და ჩანს, რომ დაუდევრად არის შედგენილი - სტატიის ავტორები ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეწინააღმდეგებიან
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ“ საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებას გამოეხმაურა და, ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნა, რომ ამ სტატიაში მრავალი უზუსტობაა. მისი თქმით, მასალა „დაუდევრადაა შედგენილი“.
„ორგანიზაცია CEPS-ის კვლევების მიხედვითვე, საქართველო, ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის, ლიდერია ასოცირების შეთანხმების შესრულებით. ეს დასტურდება, მათ შორის, იმ შეფასებით, რომელიც ამ ორგანიზაციას თავის დროზე, 2021 წლის თებერვალში აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ამ სტატიას - ეს სტატია, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება ამავე ორგანიზაციის მიერ წარმოებულ კვლევას, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ლიდერია, სტატიაშივე არის ძალიან ბევრი შეცდომა, ეტყობა, რომ ძალიან დაუდევრად არის შედგენილი. მაგალითად, წერია, რომ შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსული იყო მაისში, რათა შემდგარიყო შეთანხმება, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმება ჰქვია. ასევე, მასში წერია, რომ ოპოზიცია მას შემდეგ გავიდა პარლამენტიდან ბოიკოტზე, რაც ნიკა მელია დააკავეს. არადა, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იყო დეკემბრიდანვე, როდესაც პარლამენტი შეიკრიბა. ასეთი უზუსტობებია და ჩანს, რომ ეს სტატია, ბევრი კუთხით, დაუდევრად არის შედგენილი. ჩვენ ვხედავთ, რომ სტატიის ავტორები წინააღმდეგობაში მოდიან თავად ამ ორგანიზაციის მიერვე ჩატარებულ კვლევებთან. მეორე - თავად ამ ორგანიზაციის მკვლევარმა დღეს განაცხადა, რომ ეს სტატია მხოლოდ ავტორების მოსაზრებას წარმოადგენს, რომელსაც თავად არ უერთდება და მესამე - თავად ამ სტატიაში იმდენი შეცდომა და დაუდევრობაა, რომ მისი სხვა ასეთი პასაჟებიც, ამ კუთხით, სანდო არ არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ გამოაქვეყნა საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც, საქართველო ჯერ არ იმსახურებს გაერთიანების წევრობას. ამავე ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის განცხადებით, ეს არ არის კვლევითი ცენტრის პოზიცია და ის ცალკეული ავტორების მოსაზრებას გამოხატავს.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობა მიიღო
პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ილაპარაკა.
22 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
NATO-მ მოსახლეობისთვის ომისთვის მზადყოფნის მოთხოვნათა ჩამონათვალი პირველად გამოაქვეყნა
უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და საბაზისო სერვისების, ასევე სატრანსპორტო ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ჯარების მიერ საზღვრის გადაკვეთა საჭირო ვადებში, მთავრობებს კი უწყვეტ რეჟიმში მუშაობა ევალებათ.
22 სექტემბერი 2026, 11:00
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანეს. დარტყმა დნიპროვსკის რაიონში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. დარნიცკის რაიონში კი კერძო სახლის ტერიტორიაზე. დაშავდა 4 ადამიანი. მანამდე ოკუპანტებმა მასშტაბური იერიშები უკრაინის სამრეწველო რეგიონებზე მიიტანეს.
22 სექტემბერი 2026, 10:56
რეგიონი
ზუგდიდში დევნილი ოჯახების განსახლებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი ღირებულება 191 012 850 ლარს შეადგენს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს - საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა.
22 სექტემბერი 2026, 10:51
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას აგრძელებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს.
22 სექტემბერი 2026, 10:47
რეგიონი
რუსთავში ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
22 სექტემბერი 2026, 10:44
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
22 სექტემბერი 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 10:30
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 5 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 4 სანადირო თოფი, 2 „ვინჩესტერის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ათეულობით საბრძოლო ვაზნა და მჭიდები.
22 სექტემბერი 2026, 10:28
საზოგადოება
www.ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: „სუფთა სახლი“ და „ევროპროდუქტი“ - ასევე გეოლოკაციის ფუნქციონალი დაემატა
GCCA - ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს - www.ekalata.gov.ge - ახალი სუპერმარკეტების ქსელები - „სუფთა სახლი“ და „ევროპროდუქტი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს.
22 სექტემბერი 2026, 10:28
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს
სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
22 სექტემბერი 2026, 10:27
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
22 სექტემბერი 2026, 10:26
რეგიონი
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთის მასშტაბით 32 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
22 სექტემბერი 2026, 10:25
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პარსელის მადლობის წერილები გადაეცათ
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელს, საზღვარგარეთ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ატაშეს, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ საკითხთა ბიუროს (INL) ატაშეს მოვალეობის შემსრულებელს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
22 სექტემბერი 2026, 10:23
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ხარაგაულის, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხარაგაულის, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
22 სექტემბერი 2026, 10:22
რეგიონი
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე 18 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს“.
22 სექტემბერი 2026, 10:21
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა - როდესაც თანამედროვე მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, მსგავს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება
პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
22 სექტემბერი 2026, 10:18
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ გაიმართა
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
22 სექტემბერი 2026, 10:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ნიუ-იორკში, მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი საერთო ერთგულება მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის პრინციპებისადმი, საქართველოსთვის ეს, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსთვის ეს, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს.
22 სექტემბერი 2026, 10:13
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა
სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


