26 მაისი 2022, 11:14 / სანდო წყარო

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

26 მაისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მისალოც მიმართვებს უგზავნიან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ, მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშროლობა აკავშირებთ, რომელიც მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის განხილვას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მისალოც წერილში.

თავის მიმართვაში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი წერს, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებულია ყველა მიმართულებით.

„საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს ნიკოს დენდიასი.

„გულთბილი მილოცვა ლატვიისგან საქართველოს, რომელიც დღეს დამოუკიდებლობას აღნიშნავს“, - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი, ქართველ კოლეგას, სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით ულოცავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მისალოც წერილს უგზავნის ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ტეოდორა გენჩოვსკაც. თავის მიმართვაში იგი აღნიშნავს, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ურთიერთობას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის, ყოველთვის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით ვითარდებოდა. ბულგარელი კოლეგა დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას.

ილია დარჩიაშვილს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ამირ აბდოლაჰიანიც.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო.

ყველა სიახლე

20 აპრილი 2024, 13:25

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი PABSEC-ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს

შავი ზღვის რეგიონი უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენი, როგორც პარლამენტარების თანამშრომლობა, გადამწყვეტია ამჟამად არსებული სხვადასხვა გამოწვევის გადაჭრაში. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალზე მნიშვნელოვანი თემის - პარლამენტების როლის კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში განსახილველად, - ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

20 აპრილი 2024, 13:08

პოლიტიკა

საბა ჯულაყიძე: ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციაზე - ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა, ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ

ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ პრემიერის გასვლის დროს გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება, - ამის შესახებ სტუდენტი საბა ჯულაყიძე სოციალურ ქსელში წერს.

20 აპრილი 2024, 13:05

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ. უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობენ.

ოლაფ შოლცი

20 აპრილი 2024, 13:04

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობის მქონე ქვეყნებიც კი ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინაში მიმდინარე ომის მიზანშეწონილობას

ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ასევე ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინაში მიმდინარე ომის მიზანშეწონილობას, - Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

20 აპრილი 2024, 12:48

მსოფლიო

სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ოფიციალური ერევანი ბაქოს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა.

ეკა სეფაშვილი

20 აპრილი 2024, 12:32

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვის აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას იკავებს

გლობალურად რომ შევხედოთ, ამ ეტაპზე, საქართველოზე ძლიერი ზეწოლა არ არის, რომ ომში ჩაერთოს, მაგრამ ეს საფრთხე არ გამქრალა და დღითი დღე იზრდება, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

20 აპრილი 2024, 12:07

სამართალი

პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

„ტრეფიკინგის, საზღვარზე მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ტრენინგის ფარგლებში, ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 15 პროკურორი გადამზადდა.

სოფო ჯაფარიძე

20 აპრილი 2024, 11:59

პოლიტიკა

სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმა არ უნახავს და მსგავს ფაქტს არ შესწრებია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმა არ უნახავს და მსგავს ფაქტს არ შესწრებია

გურამ მაჭარაშვილი

20 აპრილი 2024, 11:45

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქმე მარტო იმაში არაა, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ არა დაფინანსება. გეუბნებიან, რომ შენ ხარ მეორადი ხარისხის პროდუქტი - სახელმწიფო არ ხარ, ნიშნები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მეტი არაფერი

საქმე მარტო იმაში არაა, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ არა დაფინანსება. გეუბნებიან, რომ შენ ხარ მეორადი ხარისხის პროდუქტი - სახელმწიფო არ ხარ, ნიშნები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მეტი არაფერი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქორეოგრაფიული ფესტივალი

20 აპრილი 2024, 11:39

რეგიონი

რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ ჩატარდება

ფესტივალი წელს პირველად ტარდება და მასში ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლებიდან, 1500-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის საკონკურსო ნაწილი, 21 აპრილს გაიხსნება და 25 აპრილს დაიხურება. ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი „ირიაო“ ასრულებს.

20 აპრილი 2024, 11:33

მსოფლიო

მერილენდის შტატში მომხდარი სროლისას 5 მოზარდი დაიჭრა

მერილენდის შტატში მომხდარი სროლისას 5 მოზარდი დაიჭრა. ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება.

20 აპრილი 2024, 11:31

LIVE ისრაელი

ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს - საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს

ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს. საბრძოლო მოქმედებები ანკლავის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს.

20 აპრილი 2024, 11:26

რეგიონი

სამტრედიაში ამ ეტაპზე 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მოთხოვნების და ინტერესების გათვალისწინებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

ნინო ნადირაძე

20 აპრილი 2024, 11:19

პოლიტიკა

ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე

„ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მე ვკლავდი, ვწამლავდი, ვარჩენ დემენციას, მალაბსორბციას, დღეს მიმტკიცებენ, რომ რუსეთისკენ მივექანებით, ხვალ, თუ დაგჭირდათ, პუტინსაც აკოცებთ ერთ ადგილზე. ბევრჯერ მინახავს ეს, მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე“

დიმიტრი ხუნდაძე

20 აპრილი 2024, 11:18

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული?

პარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის საკითხს პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.

20 აპრილი 2024, 11:15

პოლიტიკა

მამული, ენა და სარწმუნოების ნაცვლად ერთობა - „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებს გმირთა მემორიალთან ფიცის დადების დროს სიტყვა სარწმუნოება არც უხსენებიათ

მამული, ენა და სარწმუნოების ნაცვლად ერთობა - „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გმირთა მემორიალთან დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ.

სოფო ჯაფარიძე

20 აპრილი 2024, 11:13

პოლიტიკა

გუშინდელ აქციაზე ახალგაზრდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა რუსთაველზე. აქციის მონაწილეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონ პროექტი გააპროტესტეს.

გიორგი ვოლსკი

20 აპრილი 2024, 11:13

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია

დავით ქართველიშვილი

20 აპრილი 2024, 11:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ჩვენი მართლაც რომ თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების მიმართ ბოდიშისა და პატივისცემის ნიშნად, ობელისკსა და მიმდინარე ტერიტორიას ხელახლა ვაკურთხებდი

200 ათასი წმინდანი მყავს ზეციურ საქართველოში, რომ შევაწუხო და ვთხოვო საქართველოსთვის შემწეობა და ჩვენს გვერდში დგომა, ინსტაგრამზე იმ 300 ათას გამომწერს ხომ არ შეუშინდებიან, როგორ გგონიათ? ღირს მათი შეწუხება?, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

20 აპრილი 2024, 10:58

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.