ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ევროპული ქვეყანაა და ქართული კულტურა ევროპული კულტურის ნაწილია
ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
იმედი მაქვს, ევროკავშირი მიიღებს ბრძნულ, შორსმჭვრეტ და სამართლიან გადაწყვეტილებას, აღიარებს საქართველოს პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და იმას, რომ საქართველო უსწრებს არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, არამედ ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანასაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირში ასევე ღრმად დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა სიგნალს გაუგზავნიან საკუთარი გადაწყვეტილებით არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის საზოგადოებებს, ვგულისხმობ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას საზოგადოებებს, არამედ ოკუპანტი და აგრესორი რუსეთის ხელისუფლებასაც“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.
მისი თქმით, თანამედროვე ცვალებად გარემოში ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპებით ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და სუვერენიტეტის განმტკიცება.
„ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ამ მიმართულებებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით. უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო პოლიტიკას, რადგან ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას საქართველო, შავი ზღვის რეგიონი და მთლიანად ევროპა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ქართული კულტურა ევროპული კულტურის ნაწილია.
„ადამიანის სიცოცხლე, მისი ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა - ის პრინციპებია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამიტომ გამორიცხულია ჩვენი ქვეყნის თავს ძალად მოხვეული ტოტალიტარიზმის ან ავტორიტარიზმისკენ მიბრუნების ნებისმიერი მცირე შესაძლებლობაც, როგორც არ უნდა ეცადონ ამას ჩვენი შიდა თუ გარე ძალები“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, მთავარ პრიორიტეტად რჩევა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია.
„2020 წლის ზაფხულში ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ 2024 წელს ვაპირებდით ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განცხადების გაკეთებას. მინდა გითხრათ და შეგახსენოთ ყველას, რომ ჩვენ ვიყავით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც განაცხადის გაკეთებაზე საზოგადოდ, საჯაროდ გააკეთა განცხადება. გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა გახსნა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მყისიერად გამოვიყენეთ და გავაკეთეთ განაცხადი. საპარლამენტო დონეზე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მხარდაჭერის მობილიზებაზე. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები გვაძლევს პოზიტიური მოლოდინების საფუძველს, რომ საქართველოს მიენიჭება ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, მთელი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციაა საჭირო, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მოქმედებს არა ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს ნატოში გაწევრიანება.
„ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ამ პროცესის დაჩქარება. საქართველოს დღეს მზად არის წევრობისთვის და სრულიად თავსებადია ნატოსთან ყველა ასპექტში. ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველო, ნატოს ზოგიერთ ქვეყანაზეც კი უფრო მაღალ დონეზეა არაერთი მიმართულებით. საქართველოს ნატოსგან აშორებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოკავშირეების მხრიდან და იმედი მაქვს, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები დააჩქარებენ ნატოში ჩვენს წევრობას. ველოდებით მნიშვნელოვან, არაორაზროვან გადაწყვეტილებას მადრიდის სამიტზე, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გეგმას დასახავს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა რეგიონული კავშირების გაძლიერებაზეც.
„საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბდა სამაგალითო სტრატეგიული კავშირი, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს მოიცავს. სომხეთთან ჩვენი მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დამოუკიდებლობის პირველი დღიდან საქართველოს მეგობრებთან, რა თქმა უნდა, რუსეთის გამოკლებით, ასეთი მჭიდრო კავშირები არასდროს ჰქონია“, -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის საპარლამენტო ასამბლეის ჩამოყალიბებაზე.
„ამ ფორმატის შექმნა ახალ ფურცელს გადაშლის ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობებში და მეტად გაამყარებს ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსულ ენერგორესურსებზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირება სწორედ ამ სამი ქვეყნის დახმარებით, ახალი ენერგომომარაგების და სატრანზიტო დერეფნების განვითარებით იქნება შესაძლებელი.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 13:53
მსოფლიო
CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ს გააგზავნის
აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დაახლოებით 5 000-კაციანი ეკიპაჟი უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 13:39
მსოფლიო
კირილ ბუდანოვის განცხადებით, სექტემბერში შესაძლოა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართოს, რომელშიც ამერიკული მხარეც მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სექტემბერში შესაძლოა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართოს.
27 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში - ეს არის ე.წ სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, მდიდარი NGO-ები, ესენი არიან რადიკალური აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები
ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას.
27 აგვისტო 2026, 13:04
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? უნდა აგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეხება.
27 აგვისტო 2026, 13:00
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“.
27 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში
„არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ (ამ დროს „მიშასთან შესვლა“ ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის, ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“, - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
27 აგვისტო 2026, 12:48
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს
აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 12:43
მსოფლიო
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა დაადასტურა, რომ მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსს ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 12:32
მსოფლიო
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა რუსულმა დრონმა დაარღვია
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც გვიან ღამით უკრაინაზე იერიშის დროს ხუთმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
27 აგვისტო 2026, 12:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.
27 აგვისტო 2026, 12:06
საზოგადოება
მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
სამინისტროს ინფორმაციით, მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.
27 აგვისტო 2026, 11:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.
27 აგვისტო 2026, 11:51
საზოგადოება
ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა
კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:49
კულტურა
„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა.
27 აგვისტო 2026, 11:49
საზოგადოება
ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ
ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრისას.
27 აგვისტო 2026, 11:47
საზოგადოება
გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:42
ტაბლოიდი
ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅
ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.
27 აგვისტო 2026, 11:41
პოლიტიკა
ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში
ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.
27 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად
კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.


