დავით სერგეენკო: დღეს მოვისმინე ოპოზიციონერი კოლეგისგან, მიღებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ერთი პატიმრის ციხიდან გათავისუფლებულიყო - ეს არა პოლიტიკური, არამედ დარგობრივი გადაწყვეტილებაა
დავით სერგეენკო
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს მოვისმინე ოპოზიციონერი კოლეგისგან, მიღებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ერთი პატიმარი გათავისუფლებულიყო ციხიდან. ამას არ ჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის დარგობრივი გადაწყვეტილება. ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ და არა პოლიტიკოსებმა. ასეთი აღრევა პოლიტიკურ და დარგობრივ გადაწყვეტილებას შორის ფილოსოფიაში და პოლიტიკაში ცნობილია ვოლუნტარიზმის სახელით და ასეთი მიდგომა საკითხისადმი არის ვოლუნტარისტული მიდგომა. მე მინდა ჩემს კოლეგებს პროფესიულს, ექიმებს ვუსურვო გამძლეობა თავიანთ საქმეში და განსაკუთრებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ისინი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან და თქვენ, ბატონო მინისტრო, მინდა გისურვოთ წარმატება მართლაც ძალიან რთულ გზაზე, რასაც ადამიანი უფლებების დაცვა ჰქვია,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით იუსტიციის მინისტრს უსმენენ.
დავით სერგეენკოს განცხადებით, არასწორია ოპოზიციონერი დეპუტატების მოწოდებები იუსტიციის მინისტრის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესახებ. მისივე თქმით, ეს არის დარგობრივი გადაწყვეტილება, რომელიც დარგის სპეციალისტებმა, ექიმებმა უნდა მიიღონ და არა პოლიტიკოსებმა.
„სტატისტიკა არის ძალიან თავისებური რამ. სტატისტიკა ყოველთვის არ უნდა გამოიყენო, მაგალითად როდესაც ლაპარაკობ ბავშვთა სიღარიბეზე, რომელიც სტატისტიკურად შემცირდა, მაგრამ სანამ ერთი ბავშვი მაინც არის, რომელიც სრულფასოვნად ვერ იკვებება, ნებისმიერი მთავრობის ღირსების საკითხი არის, რომ ყველაფერი გააკეთოს რომ ეს აღარ მოხდეს. თუმცა, არის ხოლმე ვითარება, როდესაც სტატისტიკა დაუნდობელი და ულმობელი ხდება ხოლმე და ეს არის გარდაცვალების სტატისტიკა.
სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლის შემდეგ, 7-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა, არა 7-ით არამედ 7-ჯერ.ამას არ დასჭირვებია არა კლინიკური დარგობრივი რაიმე ტექნოლოგიების დანერგვა და არც რაიმე განსაკუთრებული ფინანსური ინტერვენციები. ამას დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იქამდე სამწუხაროდ არ იქნა მიღებული. ეს არის წელიწადში 100 თავიდან აცილებადი გარდაცვალება. 100 ადამიანი იღუპებოდა არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო და ეს იყო ის რეალობა, რომელიც გვქონდა სამწუხაროდ და ამის შეცვლას დაჭირდა პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ, რომელიც იქნა მიღებული.
ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც დღის მდგომარეობით უკვე 100 ათასი ადამიანი გადაარჩინა არ სასჯელაღსრულების სისტემაში, არამედ მთლიანად საქართველოში. ეს იყო ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო თავიდან. სწორედ იქ და არა სხვაგან.
იმისათვის, რომ ეს პროგრამა განხორციელებულიყო, სამი ფაქტორი უნდა ყოფილიყო-პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქვეყანაში ექიმების და მეცნიერების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი დონე და მაღალი დონის საერთაშორისო პარტნიორობა. ეს იყო ყველაფერი, თორემ მედიკამენტი, რომელიც ახლაც ალიან ძვირი ღირს, საერთოდ არაფერი არ დაუჯდა ქვეყანას, იმიტომ, რომ იქნა მიღებული სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
დღეს მოვისმინე ოპოზიციონერი კოლეგისგან, გამოყენებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ერთი პატიმარი გათავისუფლებულიყო ციხიდან. ამას არ ჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის დარგობრივი გადაწყვეტილება. ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ და არა პოლიტიკოსებმა. ასეთი აღრევა პოლიტიკურ და დარგობრივ გადაწყვეტილებას შორის ფილოსოფიაში და პოლიტიკაში ცნობილია ვოლუნტარიზმის სახელით და ასეთი მიდგომა საკითხისადმი არის ვოლუნტარისტული მიდგომა“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ყველა სიახლე
16 აგვისტო 2026, 23:00
მსოფლიო
The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს
BBC-ის იურისტებმა ფლორიდის სასამართლოს მიმართეს ნებართვის მისაღებად, რათა დონალდ ტრამპ უმცროსს, ივანკა ტრამპსა და ჯარედ კუშნერს ოფიციალური უწყებები ჩააბარონ. ეს უწყებები მათ აიძულებს, ჩვენება მისცენ პრეზიდენტის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ცილისწამების სარჩელზე, რომელიც გადაცემა Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო აღიძრა.
16 აგვისტო 2026, 20:40
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი ეკლესიის წინაშე. მრავალი წლის განმავლობაში იგი სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა პატრიარქ ილია II-ის ფოტომატიანეს. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს უსამძიმრებს.
16 აგვისტო 2026, 19:51
სპორტი
საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: უსინათლოთა შორის გამოდიოდნენ (J1): საბა ბაღდავაძე; გიორგი გამჯაშვილი; გიორგი ბერიძე.
16 აგვისტო 2026, 19:41
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე
ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულებებს იხსენებს და ამბობს, რომ „სისხლიან ნაცბანდას პოლიტიკური საქმიანობა სამუდამოდ უნდა აეკრძალოს!“.
16 აგვისტო 2026, 18:23
საზოგადოება
ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადი წარმატებით დასრულდა, რომელშიც 300 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს დიასპორის შვიდმა წარმომადგენელმა ბელგიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან.
16 აგვისტო 2026, 18:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა
გიორგი გამსახურდია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანაზე ოპოზიციონერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და „ნაცმოძრაობას“ ახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
16 აგვისტო 2026, 17:55
საზოგადოება
„STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადში 300 მოსწავლე მონაწილეობდა
დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ბანაკი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას, დიზაინს და მათემატიკას და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
16 აგვისტო 2026, 17:33
რეგიონი
ცაგერში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა
მსმენელის წინაშე გიორგი შავლაშვილი, ენრიკო ჯანელიძე, ჯგუფები „დრონი“, „ალეგრო“, „ბანი“ და „გუფი ლენდი“ წარდგნენ.
16 აგვისტო 2026, 17:30
კულტურა
პოლონეთში ღვთისმშობლის ევროპაში ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს
პოლონეთის სოფელ კონოტოპში ღვთისმშობლის ქანდაკება აღმართეს, რომლის სიმაღლეც კვარცხლბეკთან ერთად 55,6 მეტრს შეადგენს. ეს ევროპაში ღვთისმშობლის ყველაზე მაღალი ქანდაკებაა.
16 აგვისტო 2026, 17:19
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დასრულდა
სუს-ის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა სისხლის სამართლის ორ საქმეს მოიცავს. პირველი საქმის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი და საქართველოს 4 მოქალაქე. ისინი თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადა გასდიოდა, 14500 დოლარის სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდნენ. მათ დანაპირები ვერ შეასრულეს, რის შემდეგაც ამავე მოქალაქეს 3 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაეხმარნენ, კანონის გვერდის ავლით გაეხანგრძლივებინა ქვეყანაში ყოფნის ვადები.
16 აგვისტო 2026, 17:18
მსოფლიო
ირანელი დეპუტატი: ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაუთავებელი მუქარის ნაცვლად, დონალდ ტრამპმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს
„შესაძლოა შეიქმნას პირობები, როდესაც ის თავად იძულებული გახდება, უსაფრთხოების მიზნით, საკვების გადამზიდ სატვირთო მანქანაში დაიმალოს“, - დაწერა აზიზიმ სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 17:12
მსოფლიო
Times: ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთზე შეტევებისთვის ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს
გამოცემის ცნობით, მთავარ სამიზნეებს შორის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები მოხვდა. ბრიტანული დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე, იაროსლავლის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ვოლგოგრადის ინფრასტრუქტურაზე.
16 აგვისტო 2026, 17:08
მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტთა დარტყმებს კრივი რიჰში 2 ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. ერთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო დარტყმის შედეგად სუმის ოლქში.
16 აგვისტო 2026, 17:06
მსოფლიო
ესპანეთის საჰაერო ძალებმა რუმინეთში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდეს
ესპანეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
16 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?!
ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 16:59
მსოფლიო
ჰავაიზე ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა
ჰავაის ქარიშხალი „ლალა“ დაატყდა თავს. სტიქიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. 60 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
16 აგვისტო 2026, 16:58
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა
აფხაზეთში საწვავის შეტანას რაც შეეხება, ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არც 300 ტონა ბენზინია და არც ის ტექნიკური დავა, ბენზინი შევიდა თუ დიზელი. ბევრად საინტერესოა პოლიტიკური პრეცედენტი, რომელიც ამ ფაქტმა შექმნა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 16:44
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
16 აგვისტო 2026, 16:42
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს
პარტია “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას. ქადაგიძე წერს, რომ ქართული ოპოზიცია აფხაზეთში საწვავის გაგზავნას რუსეთის დახმარებად ნათლავს, რაც რეალურად ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის გამთლიანება იწყება ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით.
16 აგვისტო 2026, 15:42
პოლიტიკა
გიორგი ფხაკაძე: აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს
ეგ არის მთელი უბედურება, რომ ოპოზიციაშიც არ არიან ადამიანები… გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ წყალდიდობის თემა დამთავრდა, უკვე აღარ აინტერესებთ და ახლა -ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთშიო. ისე, ინფორმაციისთვის, აფხაზეთი საქართველო არის და რა ვიცი, რა პრობლემაა აფხაზეთში თუ წავიდა ჩვენი ნავთობი? ისიც ჩვენია, ჰო? ლოგიკურად რომ მიუდგე. ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ, - აცხადებს ექიმი გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.


