სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობას“: წამების ადგილად გქონდათ გადაქცეული ციხეები, წელიწადში 144 ადამიანი კვდებოდა
სოზარ სუბარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
წამების ადგილად გქონდათ გადაქცეული ციხეები და იქ მოხვედრილი ადამიანებიდან, ჯანმრთელი ერთი არ გამოდიოდა. ამიტომ იყო 144 ადამიანი რომ კვდებოდა წელიწადში და ამიტომ იყო, ყოველ მეორე ადამიანს რომ ჰქონდა C ჰეპატიტი. აი, ეგ იყო თქვენი ციხეები და ეგ იყო თქვენი მიდგომა, - მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის გამოსვლისას.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, იუსტიციის მინისტრთან კითხვა ციხეებში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა, სინამდვილეში კი ოპოზიციის მხრიდან ინტერესი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი იყო.
„რაც ყველაზე საინტერესოა, ისიც ხუთ ადამიანს აინტერესებს „ნაციონალური მოძრაობიდან - საინტერესო დინამიკაა და ვფიქრობ, გაგრძელდება. ალბათ, ეგუებიან თვითონ რა მდგომარეობაც ხდება. სააკაშვილზე ისაუბრეთ, გეტყვით, რა ნახა მთელმა საქართველომ - ნახა როგორ დაესხა თავს ციხის თანამშრომლებს, როგორ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორ დაანგრია და დაამტვრია იქაური სამედიცინო აღჭურვილობა. აი, ეს ნახა საზოგადოებამ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების საპასუხოდ.
სოზარ სუბარმა ოპოზიციონერ კოლეგებს კიდევ ერთხელ შეახსენა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეებში არსებული მდგომარეობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა და რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც არის ასახული.
„ქალბატონმა ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ ის ხელისუფლება იყო, რომელმაც „გუბერსკი“ ციხე დაანგრია. დიახ, მაგრამ სანამ დაანგრევდა, რამდენიმე დღით ადრე იქ 7 ადამიანი დახვრიტეს, რამდენიმე ასეული დაჭრილი ადამიანი გადაიყვანეს მე-6 დაწესებულებაში, არცერთს არ მკურნალობდნენ, არცერთთან ექიმი არ იყო შესული, სანამ სახალხო დამცველის ეგიდით მე პირადად ექიმი არ შევიყვანე, არ აღვწერე თითოეული მათგანის მდგომარეობა და კატეგორიულად არ მოვითხოვე, რომ ამ ადამიანებისთვის ემკურნალათ. ეს უძღოდა წინ დანგრევას. დანგრევას წინ უძღოდა ის, რომ ყოველ 20-კაციან საკანში იყო 120-130 ადამიანი და რიგ-რიგობითაც კი ვერ წვებოდნენ საწოლზე. არანაირი აბანო, არანაირი ჰიგიენის საშუალებები იქ არ არსებობდა. 4 წელიწადში 4-ჯერ გაზარდეს პატიმრების რაოდენობა 6 ათასიდან 24 150-მდე და ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ მიაჯაჭვა თურმე ამ ხელისუფლებამ ციხის კართან მთელი საქართველო. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რა ხდებოდა ციხეებში, როგორი წამება იყო. 10 წლის განმავლობაში ერთადერთი საქმე წავიდა სტრასბურგში პატიმრის ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, წამებაზე და ის ერთი საქმეც იყო მიხეილ სააკაშვილის და ის ერთიც გამორიცხა სტრასბურგმა იმიტომ, რომ ჩათვალა ყველაფერი კარგად იყო. იმ 8 წლის განმავლობაში კი 95 საქმე აქვს წაგებული საქართველოს სტრასბურგში სწორედ წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო პატიმრებთან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე
17 აგვისტო 2026, 10:20
კულტურა
მსახიობი ჰეიდენ პანეთიერი გარდაიცვალა
„ისი იყო წარმოუდგენელი სინათლე და ბუნების ძალა, რომელსაც ამოუწურავი სიყვარული და სიხარული მოჰქონდა ყველასთვის, ვინც მას იცნობდა და იმ მილიონობით ადამიანისთვის, ვინც მას ეკრანზე ადევნებდა თვალს“, - ნათქვამია მისი მამის, სკიპ პანეთიერის განცხადებაში.
17 აგვისტო 2026, 10:18
რეგიონი
სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
არსებულ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებული იყო და გზის ტექნიკური მდგომარეობა რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის ფარგლებში, 14.9 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები და გაბიონები. ასევე, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების, შემოფარგვლისა და საგზაო მონიშვნის მოწყობა.
17 აგვისტო 2026, 10:15
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რადიკალური ჯგუფების მიერ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის „ევროინტეგრაციის ფასად“ წარმოჩენა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაციაა
რადიკალური ჯგუფების მიერ გავრცელებული თეზისი იმის შესახებ, თითქოს ეროვნულ იდენტობაზე, ისტორიულ მეხსიერებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა არის „პრაგმატული ფასი“ დაჩქარებული ევროინტეგრაციისთვის, ღრმა შეცდომას წარმოადგენს. მსგავსი მიდგომა სუვერენულ განვითარებას ბანალური კაპიტულაციით ანაცვლებს და სახელმწიფოს ინსტიტუციურ საფუძვლებს აუფასურებს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
17 აგვისტო 2026, 10:14
კულტურა
Stray Kids-ის ახალი ალბომი კვლავ Billboard-ის ლიდერი გახდა და რეკორდი დაამყარა
კეი-პოპ ჯგუფის Stray Kids ახალმა მინი-ალბომმა This & That ჩარტში Billboard 200 პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ჯგუფმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - ეს მათი ზედიზედ მეცხრე ალბომია, რომელიც ჩარტში პირველ ადგილს იკავებს.
17 აგვისტო 2026, 09:57
პოლიტიკა
თამთა მიქელაძე გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე: ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა - იგი ამტკიცებს, რომ ტრავმული მეხსიერება ერს განვითარების საშუალებას არ აძლევს
ვუსმინე ნიკა გვარამიას ინტერვიუს აფხაზეთის თემაზე და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე, სოციალურ ქსელში.
17 აგვისტო 2026, 09:52
მსოფლიო
ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში ყარაჯში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციის დროს პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმაში იყო ბრალდებული
ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში ყარაჯში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციის დროს პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმაში იყო ბრალდებული. კერძოდ, შაჰრამ სადეგის პოლიციელებისთვის მანქანის განზრახ დაჯახებაში ედებოდა ბრალი. თავდასხმის შედეგად 7 ოფიცერი დაშავდა.
17 აგვისტო 2026, 09:48
მსოფლიო
თეირანი ამერიკელი სამხედროების მოკვლის ან დატყვევებისთვის ფულად ჯილდოდ 30 000 დოლარს აწესებს
თეირანი ამერიკელი სამხედროების მოკვლის ან დატყვევებისთვის ფულად ჯილდოდ 30 000 დოლარს აწესებს. ირანის არმიის მეთაურის, ამირ ჰათამის განცხადებით, ჯილდო გადაეცემა ყველას, ვინც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს მოკლავს ან დაატყვევებს და ირანის ხელისუფლებას გადასცემს.
17 აგვისტო 2026, 09:43
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: ამერიკისა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ მოვიგეთ როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით
ამერიკისა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ მოვიგეთ როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, - ეს განცხადება ირანის პარლამენტის სპიკერმა გააკეთა.
17 აგვისტო 2026, 09:39
მსოფლიო
ეგვიპტემ, კატარმა, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თურქეთმა, პაკისტანმა და ინდონეზიამ ისრაელის მიერ ღაზის სამშვიდობო გეგმის უარყოფა დაგმეს
ეგვიპტემ, კატარმა, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თურქეთმა, პაკისტანმა და ინდონეზიამ ისრაელის მიერ ღაზის სამშვიდობო გეგმის უარყოფა დაგმეს. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის უარი საფრთხეს უქმნის დონალდ ტრამპის მცდელობებს, ღაზაში ომი დასრულდეს.
17 აგვისტო 2026, 09:36
საზოგადოება
ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს - ვერცხლის მედალი მოიპოვა ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ვასაძემ, ბრინჯაოს მედალი - ამავე სკოლის მოსწავლემ, ვლადიმერ ფრანგიშვილმა, ხოლო ოლიმპიადის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ნიკოლოზ მელიქიშვილი და მათე რეხვიაშვილი.
17 აგვისტო 2026, 09:30
კულტურა
დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა - სპექტაკლი „ხალდეს" ბოლო წარმოდგენა, სოფელ მარანის კულტურის სახლში გაიმართა
ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა. სპექტაკლი „ხალდეს" ბოლო წარმოდგენა, სოფელ მარანის კულტურის სახლში გაიმართა. ხალდეს მაცხოვრებლების გმირობის უკვდავი ისტორია, დმანისის თეატრის მსახიობებმა აბაშელებისთვის კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.
17 აგვისტო 2026, 09:22
სამართალი
თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების აღვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს, თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების აღვეთის ღონისძიებაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 დაკავებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
17 აგვისტო 2026, 09:14
პოლიტიკა
ზურაბ რურუა სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რათა საქართველომ აფხაზეთი აღიაროს
ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ აფხაზეთი აღიაროს, თითქოს წარსულია და ჩვენი ტრავმაა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ რურუა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის განცხადებებს
17 აგვისტო 2026, 09:07
პოლიტიკა
ნიკა გვარამია აფხაზეთის დათმობას ემხრობა: ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ რაც გააკეთა, ეს არის ტრავმების დამარცხება - რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ
მივხვდი, რომ ესე არ გამოვა. ზოგადად ტრავმებთან დაკავშირებით მგონია, რომ ესე არ გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია, საფრთხის მატარებელია, ღუზასავით მუშაობს, წინ არ გიშვებს, განვითარებას ბლოკავს, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, „ფორმულას" ეთერში.
17 აგვისტო 2026, 09:04
პოლიტიკა
3 ოქტომბრის ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს, განაცხადის შეტანა დღის ბოლომდე შეუძლიათ
3 ოქტომბრის ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა დღეს დღის ბოლომდე შეუძლიათ.
16 აგვისტო 2026, 23:00
მსოფლიო
The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს
BBC-ის იურისტებმა ფლორიდის სასამართლოს მიმართეს ნებართვის მისაღებად, რათა დონალდ ტრამპ უმცროსს, ივანკა ტრამპსა და ჯარედ კუშნერს ოფიციალური უწყებები ჩააბარონ. ეს უწყებები მათ აიძულებს, ჩვენება მისცენ პრეზიდენტის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ცილისწამების სარჩელზე, რომელიც გადაცემა Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო აღიძრა.
16 აგვისტო 2026, 20:40
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი ეკლესიის წინაშე. მრავალი წლის განმავლობაში იგი სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა პატრიარქ ილია II-ის ფოტომატიანეს. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს უსამძიმრებს.
16 აგვისტო 2026, 19:51
სპორტი
საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: უსინათლოთა შორის გამოდიოდნენ (J1): საბა ბაღდავაძე; გიორგი გამჯაშვილი; გიორგი ბერიძე.
16 აგვისტო 2026, 19:41
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე
ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულებებს იხსენებს და ამბობს, რომ „სისხლიან ნაცბანდას პოლიტიკური საქმიანობა სამუდამოდ უნდა აეკრძალოს!“.
16 აგვისტო 2026, 18:23
საზოგადოება
ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადი წარმატებით დასრულდა, რომელშიც 300 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს დიასპორის შვიდმა წარმომადგენელმა ბელგიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან.


