www.imedi.ge /  30 მაისი 2022, 19:19 / სანდო წყარო

სომხეთის პრეზიდენტი: სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას

ვაჰაგნ ხაჩატურიანი

ვაჰაგნ ხაჩატურიანი

სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთობები თანმიმდევრული მუშაობის შედეგად უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთობისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაჩატურიანის თქმით, მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მეტად გაფართოების ორმხრივად აღებული ვალდებულებები სრულდება.

„სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ეწოდება ურთიერთობები განსაკუთრებულად კეთილმეზობლური და ასეთი კვალიფიკაცია განაპირობებს უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობას, ასევე ხშირია უწყებათაშორისი კონტაქტები, თანამშრომლობა იზრდება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი ეფუძნება სრულ ურთიერთნდობას. დღეს, მე და ქალბატონ პრეზიდენტს მოკლე პერიოდში უამრავი საკითხი გვაქვს განხილული. ძირითადად, შევჯერდით ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. კერძოდ, განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობის მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება და რეგიონშიც მოგვცემს წარმატების საშუალებას. ასევე საჭიროა, ყველამ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მეზობელ სახელმწიფოს. ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა შესაძლებლობას მოგვცემს გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები. ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეგიონულ და მშვიდობის საკითხებში ყველაფერი ეფუძნება ქართულ-სომხურ მეგობრობას“, - განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანი.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 08:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო არის მზად აშშ-სთან ჰქონდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შინაარსიანი ურთიერთობები, ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან განწყობას, რომ ეს არის მიღწევადი

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ლევან მახაშვილი

05 ივნისი 2026, 08:28

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის და ამ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება

არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

05 ივნისი 2026, 08:14

პოლიტიკა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

05 ივნისი 2026, 08:08

პოლიტიკა

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2026, 02:27

მსოფლიო

ტრამპი: შესანიშნავი იქნებოდა, ზელენსკი და პუტინი მოლაპარაკებებისთვის თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს - ორივე მათგანი ძალიან კარგი ადამიანია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, თუ რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილზე კრემლის ლიდერისადმი. მან თავისი მოსაზრება ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს გაუზიარა.

05 ივნისი 2026, 01:56

პოლიტიკა

ბრაზილიამ გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციაზე თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბრაზილიის მისიის წარმომადგენელმა განმარტა ქვეყნის პოზიცია იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ეხება.

05 ივნისი 2026, 01:45

პოლიტიკა

ისრაელმა გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციის კენჭისყრისას თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მორიგი რეზოლუციის კენჭისყრისას ისრაელმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ისრაელის მისიის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ იერუსალიმის პრინციპული პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უცვლელი რჩება.

05 ივნისი 2026, 01:28

პოლიტიკა

გაეროში უკრაინის მისიის წარმომადგენელი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სრულად შეასრულოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ვალდებულებები - რუსეთის ოკუპაცია კვლავაც ხელს უშლის დევნილებსა და ლტოლვილებს საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებაში

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის მისიის წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა და ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

05 ივნისი 2026, 01:16

პოლიტიკა

გაეროში გაერთიანებული სამეფოს მისიის წარმომადგენელი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს თავისი უკანონო ყოფნა საქართველოში, დატოვოს ოკუპირებული რეგიონები და სრულად შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები

გაეროში გაერთიანებული სამეფოს მისიის წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე ისაუბრა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან 18 წელი გავიდა, თუმცა მოსკოვი კვლავ აგრძელებს უკანონო ქმედებებს, რაც კონფლიქტის ხანგრძლივად გაჭიანურებას უწყობს ხელს.

05 ივნისი 2026, 00:54

პოლიტიკა

გაეროში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი: ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით

ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:41

პოლიტიკა

იან პრაუდი: ეს რომ მომხდარიყო ჩემს ქვეყანაში, უცხოელი ელჩი გამოსულიყო და ეთქვა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, რადგან პროტესტი მიდის პარლამენტის გარეთ, ყველა გაზეთში იქნებოდა მოთხოვნა, რომ ეს ელჩი გაეწვიათ

ეს რომ მომხდარიყო ჩემს ქვეყანაში, უცხოელი ელჩი რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს იმიტომ, რომ პროტესტი მიდის პარლამენტის გარეთ, ყველა გაზეთში იქნებოდა მოთხოვნა, რომ ეს ელჩი გაეწვიათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:39

პოლიტიკა

იან პრაუდი: თუ გააკრიტიკებ იმას, რომ 21 მილიარდ ფუნტს ურიცხავს ბრიტანეთი უკრაინას ომისთვის, რომელიც ანგრევს ქვეყანას და უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, დაგადანაშაულებენ, რომ კრემლის რუპორი ხარ. შეიძლება დაგაპატიმრონ და კონტრტერორიზმის პოლიციამ დაგკითხოს რადიკალური იდეებისთვის. ეს ყველაფერი გვაქცევს ახალ საბჭოთა კავშირად

თუ გააკრიტიკებ იმას, რომ 21 მილიარდ ფუნტს ურიცხავს ბრიტანეთი უკრაინას ომისთვის, რომელიც ანგრევს ქვეყანას და უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, დაუყოვნებლივ დაგადანაშაულებენ იმისთვის, რომ კრემლის რუპორი ხარ. შეიძლება დაგაპატიმრონ ქვეყანაში, რომ ჩახვალ და კონტრტერორიზმის პოლიციამ დაგკითხოს რადიკალური იდეებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა კითხვაზე: თუ რა მდგომარეობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 00:31

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს რეზოლუციაზე: მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:27

პოლიტიკა

ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: ევროპული და ბრიტანული ელიტებისთვის საქართველო გახლავთ პაიკი ჭადრაკის დაფაზე. რაღაც ზარალიც რომ მიაყენონ რუსეთს, ესეც საკმარისია და არ აინტერესებთ შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის, უკრაინის მოსახლეობისთვის

ევროპული ელიტებისთვის, ბრიტანული ელიტებისთვის საქართველო გახლავთ პაიკი ჭადრაკის დაფაზე. რაღაც ზარალიც, რომ მიაყენონ რუსეთს ესეც საკმარისია და არ აინტერესებთ შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის, უკრაინის მოსახლეობისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

05 ივნისი 2026, 00:21

პოლიტიკა

ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: არასდროს მსმენია, რომ ჩავიდა ელჩი და გააკრიტიკა საჯაროდ ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის ნათელი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში

არასდროს მსმენია, რომ ჩავიდა ელჩი და გააკრიტიკა საჯაროდ ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის ნათელი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:12

პოლიტიკა

ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: გული მტკივა, რომ ევროპა ცდილობს სანქციების მეშვეობით საქართველოზე წნეხი აწარმოოს, რომ ისეთ ომში ჩაითრიოს საქართველო, რომლის დასრულებას ყველა ცდილობს

გული მტკივა, რომ ევროპა ცდილობს სანქციების მეშვეობით საქართველოზე წნეხი აწარმოოს, რომ ისეთ ომში ჩაითრიოს საქართველო, რომლის დასრულებას ყველა ცდილობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

ლევან მახაშვილი

04 ივნისი 2026, 23:59

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამა-პაპისეულ სახლებს

იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათასობით ადამიანი, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნებათ საშუალება, რომ დაუბრუნდნენ მამა-პაპისეულ სახლებს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მახაშვილი

04 ივნისი 2026, 23:55

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე: ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, თანხმდება იმაზე, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ კანონის ძალით გვიწევს ამის გაკეთება

წლების განმავლობაში რადიკალიზაციის თესვამ მიიყვანა სახელმწიფო იმ მდგომარეობამდე, რომ უფრო ეფექტიანად აღასრულოს ეს მიმართულება, ვგულისხმობ იმას, რომ შეიქმნას ისეთი გარემო სახელმწიფოში, სადაც ყველას შეეძლოს ერთმანეთთან საჯაროდ კონსტრუქციულად საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე საუბრისას.

დავით ბაქრაძე

04 ივნისი 2026, 23:54

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე გაეროს გენერალურ ასამბლეას: ქართველი დევნილებისა და ლტოლვილების საქმის მხარდაჭერით, თქვენ ასევე სოლიდარობას უცხადებთ მსოფლიოს ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ვინაიდან მათ მიერ განცდილი გაჭირვება უნივერსალურია, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

04 ივნისი 2026, 23:49

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ჩვენი პარტნიორებიც მეტი პატივისცემით ეპყრობიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას და ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიაც სწორედ ამას აჩვენებს

ჩვენი პარტნიორებიც მეტი პატივისცემით ეპყრობიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას და ესეც [სტატია] სწორედ ამას აჩვენებს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.