ირაკლი ღარიბაშვილი: საგარეო გამოწვევების ფონზე ექსპორტი 48,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 504 მილიონი დოლარი, ხოლო იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 36%-ით და 2 მილიარდი დოლარი შეადგინა
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა, არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ, ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით.
„მინდა ჩვენს საზოგადოებას მივმართო და განახლებული ინფორმაცია მივაწოდო, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ზოგად ვითარებას, სტაბილურობას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში.
საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ასევე დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა, რეკორდული არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ, ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით. ეს აღსანიშნავია განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი ამ უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ექსპორტი, ტურიზმი, ზოგადად, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცენდენტო დღეს, ასეთ ვითარებაში, მთელ მსოფლოში, არა მხოლოდ ევროპაში. 14,4% გვქონდა ჩვენ პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა და ოთხ თვეში 10,8% ეკონომიკური ზრდა, რომელიც მართლაც იშვიათობაა. ამ ყველაფერს ემატება ის პოზიტიური მაჩვენებლები, რომლებსაც მოგახსენებთ. საგარეო გამოწვევების ფონზე ექსპორტი 48,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 504 მილიონი დოლარი, ხოლო იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 36%-ით და 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კიდევ ერთი დადებითი ინფორმაცია, რაც მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა: რეგიონში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, პირველ კვარტალში წელს გვქონდა რეკორდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ოთხჯერ არის გაზრდილი და შეადგინა 568 მილიონი დოლარი. ეს არის მართლაც რეკორდი. ეს იმ ფონზე, როცა ისეთი გამოწვევები არის მთელ მსოფლიოში, რომლის მსგავსი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ტურიზმი იზრდება, ეკონომიკა იზრდება. ჩვენ ის პროგნოზები რაც გვქონდა, ისევ მოკრძალებული პროგნოზები გვაქვს, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მთელი ბიზნეს სექტორი არის მოტივირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი სწორად აღიქვამს ამ სტაბილურობას და პროგნოზირებადობას, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შექმნა ქვეყანაში და სწორი პოლიტიკის გატარების შედეგია ეს ყველაფერი. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა, რომ არ გაეტარებინა ჩვენი ეროვნული პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა და რაღაც გაუაზრებელი ემოციური გადაწყვეტილება რომ მიგვეღო და მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, შიდა მტრები, რომლებიც ითხოვდნენ ჩენი ქვეყნის ჩართვას პირდაპირ ომში. ვინმეს ილუზია აქვს, რომ დღეს აქ რამე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, აქ ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა. ამას ემატება ის, რომ ეროვნული ვალუტა არის გამყარებული და ეს ტენდენცია გრძელდება. ეს ყველაფერი თუ ვინმეს წარმოუდგენია რა იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავუწესებდით ეკონომიკურ სანქციებს. რას ნიშნავდა, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. ვინმეს საერთოდ ახსენდება, ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში? მათ რა ბედი ელით. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ 4 მილიონი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, რომელიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობს, იმათ რა ბედი ელით, რა მოხდებოდა მათ წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 01:28
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.
14 ივლისი 2026, 00:15
მსოფლიო
ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს
სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.
14 ივლისი 2026, 00:04
მსოფლიო
CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.
13 ივლისი 2026, 23:53
მსოფლიო
იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა
უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
13 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:37
მსოფლიო
Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა
უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:18
რეგიონი
მომსახურების სააგენტო: 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.
13 ივლისი 2026, 21:38
საზოგადოება
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეისწავლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ათობით პარამეტრი შემოწმდა, აჩვენა რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი ნორმას სრულად აკმაყოფილებს.
13 ივლისი 2026, 21:36
მსოფლიო
The Telegraph: წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა - უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს
წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
13 ივლისი 2026, 21:25
რეგიონი
სტიქია კახეთში და სალიკვიდაციო სამუშაო - რა გამოწვევები რჩება რეგიონში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება.
13 ივლისი 2026, 21:23
მსოფლიო
მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია
ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.
13 ივლისი 2026, 21:16
მსოფლიო
კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება
მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13 ივლისი 2026, 21:16
სამართალი
პირადი ცხოვრების და სექსუალური ძალადობის კადრებით სავსე კასრები - „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები და გიორგი ბარამიძის თავის მართლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ იქცა სისტემური დანაშაული გიორგი ბარამიძესთვის „თავდაცვით ზღუდედ“? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი უმძიმესი კადრების გამართლებას ცდილობს.
13 ივლისი 2026, 21:07
ეკონომიკა
13 მილიარდ დოლარამდე 6 თვეში - გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.
13 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.
13 ივლისი 2026, 21:00
ეკონომიკა
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირდაპირი ფრენები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით.
13 ივლისი 2026, 20:56
ეკონომიკა
საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულში - ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა. ანგარიშს ევროპარლამენტის კვლევითი სამსახური აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა - ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს აღიარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ლარის გამყარების შედეგია.
13 ივლისი 2026, 20:42
მსოფლიო
„ახლა სიკვდილის დრო არ არის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია მისაღები“ - გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს ლინდსი გრემის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ნათქვამ სიტყვებს
სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც გასულ შაბათს მოულოდნელად გარდაიცვალა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი კვირები საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების ამბიციური გეგმისთვის ნიადაგის მომზადებას დაუთმო, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
13 ივლისი 2026, 20:38
ეკონომიკა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი დაიწყო - 150 მლნ. დოლარის ინვესტიცია გამტარუნარიანობას გააორმაგებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ავიაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი და მასშტაბური პროექტი იწყება. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი გამტარუნარიანობას გააორმაგებს.
13 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
კაია კალასი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ - რას ნიშნავს ევროპელი მაღალჩინოსნის ღია განცხადება და როგორ აფასებს გზავნილს „ქართული ოცნება“. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დემოკრატია ამომრჩევლის ნების პატივისცემასაც ნიშნავს- ეს საქართველოს პირველმა დიპლომატმა ევროპელ მაღალჩინოსანს შეახსენა. კაია კალასმა ღიად თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არ სურს.


