14 ივნისი 2022, 21:46 / სანდო წყარო

პრეზიდენტი: მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში იმ მიზნით, რომ ხელისუფლების დესტაბილიზაციას მათი ძალაუფლებაში მოსვლა მოჰყვება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს საკითხი სხვანაირად დგას. ვინც აიყვანა საქართველო ამ ახალ საფეხურზე, ის დაიმსახურებს ხალხის მადლიერებას და გაიმყარებს პოლიტიკურ მომავალს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანი ამას გავიაზრებთ და ერთად ვიდგებით ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე. მე ამ გზისთვის ჩამოვედი საქართველოში. ამ გზის გამო წავიდნენ ჩემი წინაპრები. მიზანი ის კი არ არის, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი წავიდეს ევროპაში ან, როგორც ზოგი ოცნებობს, რომ მე გადავდგე და პარიზში წავიდე. მიზანი ისაა, რომ ჩვენ ყველამ აქ ერთად ვიცხოვროთ იმ ოცნების საქართველოში, რომელიც იქნება ევროპულიც და ძალიან ქართულიც“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც შესაძლოა ქვეყნის ევროპულ მომავალზე ნეგატიურად აისახოს.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2026, 10:26

სამართალი

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 10:21

ტაბლოიდი

პელეს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაისური აუქციონზე გაიყიდება

მაისური პელეს კოლექციიდან აუქციონზე ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ნივთი უნდა გახდეს. მას ასევე შეუძლია მოხსნას ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო მაისურის რეკორდი, რომელიც დიეგო მარადონას ეკუთვნის - მისი მაისური 2022 წელს 9,28 მილიონ დოლარად გაიყიდა.

04 ივნისი 2026, 10:19

სამართალი

კახეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, ხოლო 1 კი ამხილეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

04 ივნისი 2026, 10:19

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

04 ივნისი 2026, 10:04

საზოგადოება

კლიმატური რისკებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველოს მასშტაბით 900-ზე მეტ მოსწავლეს 44 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარა.

ნინო წილოსანი

04 ივნისი 2026, 09:57

პოლიტიკა

ნინო წილოსანი კანადაში აჰმედ ჰუსენთან შეხვედრაზე: მისი, ისევე როგორც მთლიანად კანადის მთავრობის ინტერესია, რომ საქართველოსთან გააძლიეროს ურთიერთობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც, ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ჰუსენთან შეხვედრას აფასებს, რომელიც კანადაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

04 ივნისი 2026, 09:45

კულტურა

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა

კონცერტში მონაწილეობდნენ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორ სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.

შიო ხეცურიანი

04 ივნისი 2026, 09:42

ეკონომიკა

„არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი Swissôtel Kobuleti Beach Resort-ზე: ეს იქნება გამორჩეული პროექტი არა მხოლოდ აჭარის რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის

„არქის“ გენერალური დირექტორი ქობულეთში ახალი პროექტის - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ვახტანგ ლომჯარია

04 ივნისი 2026, 09:27

ეკონომიკა

ვახტანგ ლომჯარია: დღეს იხსნება თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი, რომელსაც ეწვევიან სტუმრები 20-მდე ქვეყნიდან, ჯამში ველოდებით 1000-მდე სტუმარს, რომლებიც იმსჯელებენ მდგრადი განვითარების საკითხებზე

დღეს თბილისის მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე რეგიონული ფორუმი გაიხსნება. ორი დღის განმავლობაში განიხილავენ როგორც გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, ისე ეკონომიკურ საკითხებს. თბილისში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები.

აბას არაღჩი

04 ივნისი 2026, 09:19

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა იმ ობიექტებს დაარტყეს, რომლებსაც შეერთებული შტატები სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა იმ ობიექტებს შეუტიეს, რომლებსაც შეერთებული შტატები სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდა. ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 09:16

სამართალი

აშშ-ისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, კიდევ ოთხი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთაგან ხუთს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე კიდევ ოთხი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. გახსნილ ორგანიზებულ დანაშაულებზე საქართველომ მადლობა შეერთებული შტატებისგან მალევე მიიღო.

თამარ ჩერგოლეიშვილი

04 ივნისი 2026, 09:03

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანი რომ დაწინაურდეს, ყველაფერზე უნდა უქნიოს მიშას თავი. მიშას წინააღმდეგ თუ წავიდა, ის წინ ვერ წავა

„ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაში დაპირისპირება გრძელდება. თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს, ამავდროულად კი აღიარებს, რომ ოპოზიციაში ავტოკრატიაა. ანი წითლიძე სააკაშვილს იცავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებას კი მწვავედ აფასებს „გირჩი“.

ტოდ ბლანში

04 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

ABC News: ტრამპი აშშ-ის გენპროკურორის თანამდებობაზე ტოდ ბლანშის წარდგენას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ტოდ ბლანშის წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას ABC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თორნიკე ჭეიშვილი

04 ივნისი 2026, 08:46

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: მათ დააგვიანდათ დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით. ისინი თავის დროზე წავიდნენ პოლიტიკურ ვა ბანკზე - დღეს უკვე ლაპარაკი იმის შესახებ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არასწორი, დაგვიანებულია

მათ დააგვიანდათ შესაბამისი დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

დავით მათიკაშვილი

04 ივნისი 2026, 08:31

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: საქართველო არის მზად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, ხოლო გაფუჭებული ურთიერთობა არის დამსახურება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რაც იყო საქართველოსთან მიმართებით

საქართველო არის მზად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

04 ივნისი 2026, 08:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: იმას, რომ ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია უნდა შეიცვალოს, სრულიად ვეთანხმებით და ეს ყველაფერი კარგად იყო ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა საქართველოში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გზავნილს აფასებენ. მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელი გახდება. პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი ეთანხმება პოზიციას, რომ ურთიერთობის ტრაექტორია უნდა შეიცვალოს.

04 ივნისი 2026, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ივნისს საქართველოში

4 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

დონალდ ტრამპი

04 ივნისი 2026, 02:13

მსოფლიო

ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ ძალაშია და ირანთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეგიონში განხორციელებული ბოლო დარტყმების მიუხედავად, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში რჩება, და დასძინა, რომ მოლაპარაკებებმა „ძალიან კარგად“ ჩაიარა.

04 ივნისი 2026, 01:39

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა

„რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 01:16

მსოფლიო

Reuters: ათასობით ალბანელი გამოვიდა ტირანის ქუჩებში იმ სამშენებლო პროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კომპანიის მიერ იგეგმება

სამშაბათს საღამოს ათასობით ალბანელი გამოვიდა ტირანის ქუჩებში იმ სამშენებლო პროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კომპანიის მიერ იგეგმება ადრიატიკის ზღვის სანაპიროს ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.