ირაკლი კობახიძე: 19 აპრილის დოკუმენტი იყო ცუდი თავისი შინაარსით და არსით
ირაკლი კობახიძე
ფოტო: Facebook
19 აპრილის დოკუმენტი იყო ცუდი თავისი შინაარსით და თავისი არსით. 100 დღის განმავლობაში ამ შეთანხმებას ხელს არ აწერდა მეორე მხარე. მეორე მხარე არ იყო არც ლელო, არც ვაშაძე, მეორე მხარე იყო ნაცმოძრაობა. გარდა ამისა, ხელი არ მოაწერეს ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტებმა, პატრიოტთა ალიანსმა. რვა პარტიიდან ოთხმა არ მოაწერა ხელი, მაგრამ მთავარი არის ნაცმოძრაობა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
მისი თქმით, 100 დღე ხელი რომ არ მოაწერა ნაცმოძრაობამ და არც არავინ მოუწოდა, კითხვები უნდა დაისვას, შარლ მიშელმა რატომ არ მოუწოდა ნაცმოძრაობას ხელი მოეწერა, კარლ ჰარცელმა რატომ არ მოუწოდა?
„100 დღის განმავლობაში ჩვენ საერთოდ არ გვეკუთვნოდა პოლიტიკურად ამ დოკუმენტის ხელმოწერა, იმიტომ, რომ არავითარი კრიზისი არ არსებობდა. ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება, პირიქით, ჩვენ დავუმტკიცეთ, რომ პი-ვი-ტი გაყალბდა, მაგრამ მოეწერა ხელი, ხალხს გავუწიეთ ანგარიში, ხალხის ინტერესს. ამის მერე გადის ზუსტად 100 დღე, მეორე მხარე ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს და არავინ ერთ განცხადებასაც კი არ აკეთებს ნაცმოძრაობის მიმართ. პირიქით, ჩამოდიან უცხოელი პოლიტიკოსები, აღარ ჩამოვთვლი ვინ და სელფებს იღებენ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, რომელიც არ აწერს ხელს, ნული კრიტიკა, ნული მოწოდება.
43%-იანი ფორმალიზებული პუნქტი იყო ერთადერთი შანსი, რომ ოპოზიციას ხელი მოეწერა, თუმცა, დოკუმენტში არსებული 43%-იანი ფორმალიზებული ბარიერი ზრდიდა პოლარიზაციის ხარისხს. მართალია ჰაერში დარჩა ეს ბარიერი მაინც და პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო გადალახვა, მაგრამ როგორც კი ჩვენ მოვხსენით ეს ბარიერი, მაშინვე შვება იგრძნო პოლიტიკურმა სისტემამ. ხელი რომ მოეწერა ნაცმოძრაობას, ჩვენ ამას ანულირებას ვერ გავუკეთებდით და არც გავუკეთებდით, ბოლომდე გავყვებოდით. 19 აპრილის დოკუმენტი იყო ცუდი თავისი შინაარსით და თავისი არსით. ჩვენ სრულიად გავაცნობიერეთ ის, რომ რადგან ხელს ვაწერდით ამ დოკუმენტს, ხელმოწერის შემდეგ უნდა შეგვესრულებინა. ეს გვქონდა 100%-ით პროცენტით გაცნობიერებული. 100 დღე ხელი რომ არ მოაწერა ნაცმოძრაობამ და არც არავინ მოუწოდა, კითხვები არ გიჩნდებათ ამასთან დაკავშირებით? შარლ მიშელმა რატომ არ მოუწოდა „ნაცმოძრაობას“ ხელი მოეწერა, კარლ ჰარცელმა რატომ არ მოუწოდა? ეს კითხვები უნდა დაისვას. რომ ყოფილიყო მოწოდება, „ნაცმოძრაობა“ ხელს მოაწერდა და სალაპარაკო არ გახდებოდა, მაგრამ ჩვენ სხვა შანსი არ დაგვრჩა, იდიოტებად ვერ წარმოვაჩენდით საკუთარ თავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, 43%-იანი ბარიერის მოხსნამ შეამსუბუქა საარჩევნო გარემო.
„საარჩევნო ბარიერი დღეს არის ჩვენი კეთილი ნება. თუ მოგვინდება, ამ ბარიერს არ დავამტკიცებთ, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტორი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებას. ის, რომ დღეს ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული ბარიერი დაბლა დაიწევს თუ არა, დამერწმუნეთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებას ხელს შეუწყობს. საბოლოო ჯამში ჩვენ გვქონდა სათანადოდ ჩატარებული მუნიციპალური არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა ქართველი ხალხის ნება და „ქართული ოცნების“, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ეს მუნიციპალური არჩევნები იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ამ დოკუმენტის ხელმოწერითაც და მერე ანულირებითაც, საბოლოო ჯამში მიღწეული იყო ის, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა სათანადო გარემოში“, - ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, შარლ მიშელის დოკუმენტმა დააზარალა თუ არა ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არავითარი ობიექტური საფუძველი დაზარალების არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ 100 დღე „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერდა ამ შეთანხმებას.
„თქვენ თუ აწერთ ხელს, ნებისმიერი ხელშეკრულება ავიღოთ, ვთქვათ ბინას ყიდულობთ, ხელს თუ აწერთ თქვენ და არ აწერს მეორე მხარე, იმასთან არ უნდა გააგრძელოთ საუბარი, ეს ღირსების საქმეა. ევროკავშირისთვის ეს რატომ არის გაუგებარი? თუ სადმე სიმართლეა, თავმოყვარეობა ევროკავშირს, მიშელს უნდა შელახოდა „ნაცმოძრაობისგან“, კაცი ჩამოვიდა, არც მივიდნენ შეხვედრაზე და 100 დღე ხელს არ აწერდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხალხი როცა ხედავს, რომ კეთილსინდისიერად მოქმედებ, ხელს აწერ შეთანხმებას და მეორე მხარე, რომელიც მანამდე საბოტაჟს ეწევა, 100 დღე ხელს არ გიწერენ და მაინც აგრძელებ დოკუმენტის შეთანხმებას, შენ ხმას არ მოგცემს არავინ.
„ჩვენ რომ ფეხი დაგვცდენოდა, „ნაცმოძრაობა“ დღეს ხელისუფლებაში იქნებოდა, რის შედეგად, მათ შორის, ჩვენ არ გვექნებოდა ანულირებული ეს შეთანხმება. ხალხი როცა ხედავს, რომ შენ ქლიავურად იქცევი, ჟარგონს გამოვიყენებ, 100 დღე ხელს არ გიწერენ და მაინც აგრძელებ დოკუმენტის შეთანხმებას, შენ ხმას არ მოგცემს არავინ. ხალხი სისუსტეს არა, უღირსობას დაინახავდა. ხალხი დაინახავდა იმას, რომ 100 დღე ხელს არ გიწერს მეორე მხარე და შენ მაინც ქლიავურად ასრულებ ამ შეთანხმებას, ამ შემთხვევაში ხალხს არ უნდა მოეცა ჩვენთვის ხმა. განა არ მოგვცემდა, არც გვეკუთვნოდა ხმის მოცემა. ხალხმა დაინახა ღირსება, რომ ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს - კრიმინალური პარტია, შენ ხელს აწერ შეთანხმებას მასთან, რომელიც არ გეკუთვნის, ის 100 დღე ხელს არ აწერს, მაინც ასრულებ, ბოლომდე ანულირებას არ უკეთებ, სადაა შენი ღირსება ამ დროს, ხალხმა რატომ უნდა მოგცეს ხმა, როდესაც ღირსებას ვერ უმტკიცებ?“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 18:20
მსოფლიო
ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.
30 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.
30 აგვისტო 2026, 17:43
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი
მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
30 აგვისტო 2026, 17:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ
მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
30 აგვისტო 2026, 17:14
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 16:53
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა
დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.
30 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
30 აგვისტო 2026, 16:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.


