სოზარ სუბარი: როდესაც ხელისუფლება ისედაც მართავდა კონსულტაციებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა პარლამენტისთვის იმავე საკითხზე მიემართა, რომ ლიდერის ფუნქცია მოერგო
სოზარ სუბარი
ფოტო: საქართელოს პარლამენტი
მაშინ როდესაც ხელისუფლება ისედაც მართავდა კონსულტაციებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, პარლამენტისთვის იმავე საკითხზე მიემართა, რომ რაღაცნაირად ლიდერის ფუნქცია მოერგო, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 3 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს ქართული ოპოზიცია არ ცნობდა როგორც პრეზიდენტს, არ ცნობდა მის არსებობას, შარლ მიშელის კონსულტაციების პერიოდში, როცა ოპოზიციამ ცნო, რომ თურმე ეს პრეზიდენტი არსებობს, მას უცებ მოეწონა ლიდერობა და გადაწყვიტა, რომ ამ თემაში ყოფილიყო ლიდერი.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოითხოვა სასწრაფოდ, კონსტიტუციის დარღვევით, მოწვეულიყო პარლამენტის სხდომა 5 მარტს იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაღაც ისეთი სათქმელი, რომელიც გადადებას არ ითმენდა, თუმცა, ამაზე პარლამენტმა თანხმობა მისცა, რადგან ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა. სოზარ სუბარმა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილი ვიზიტები ოთხ ქვეყანაში, რომელზეც საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა, თუმცა, მან გადაწყვიტა, არ დამორჩილებოდა კონსტიტუციას და მაინც წავიდა, დაარქვა კერძო ვიზიტი.
„ეს მოვლენები განვითარდა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, როდესაც მან უცებ გადაწყვიტა, რომ უნდა წასულიყო ევროპაში, 4 ქვეყანაში აპირებდა ვიზიტის გამართვას და მაშინ საქართველოს მთავრობამ მას უარი უთხრა ამ ვიზიტზე. მან გადაწყვიტა, რომ არ დამორჩილებოდა კონსტიტუციას ამ შემთხვევაში, მაინც წავიდა, დაარქვა კერძო ვიზიტი, თუმცა კერძო ვიზიტი არ შეიძლება იყოს, როცა პრეზიდენტი მიდის და ხვდება სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, ევროპარლამენტში, ევროკომისრებთან აქვს შეხვედრები. ასეთი მაღალი დონის შეხვედრები იყო და გაკეთდა ოფიციალური განცხადებები, პრაქტიკულად ეს იყო ყველანაირად ოფიციალური შეხვედრები. ამ ფონზე უცებ იქ მოითხოვა მან, რომ სასწრაფოდ, ისევ კონსტიტუციის დარღვევით, მოწვეულიყო ძალიან სწრაფად პარლამენტის სხდომა 5 მარტს იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაღაც ისეთი სათქმელი, რომელიც გადადებას არ ითმენდა. ჩვენ ბუნებრივია ამაზე თანხმობა არ მივეცით, რადგან ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა და არასწორი კომუნიკაცია იყო. როცა ჩამოვიდა და როცა თავის დროზე მოხდა მოსმენა, არაფერი განსაკუთრებული და არაფერი საჩქარო არ ჰქონდა სათქმელი, თუმცა როცა დღევანდელი გადასახედიდან ვუყურებთ და ვაკეთებთ ანალიზს, ყველა ამ ფაქტს ვაჯამებთ ერთად, ასევე გარკვეული ინფორმაციები მივიღეთ უკვე მკაფიო გახდა, რისი თქმაც უნდოდა მას და თქმა უნდოდა ერთი რამის - რადგანაც იმ პერიოდში უკრაინამ შეიტანა განაცხადი და ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ დავიწყეთ კონსულტაციები ერთის მხრივ ევროპელებთან, მეორეს მხრივ ევროკავშირის წარმომადგენელ ქვეყნებთან და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, მეორეს მხრივ მოლდოვასთან, რომ გვცოდნოდა რას აპირებდა მოლდოვა, რომ შეგვეტანა ჩვენც განაცხადი თუ არა, დაჩქარებას ჰქონდა თუ არა აზრი, თუ დავლოდებოდით 2024 წელს, როდესაც ისედაც ვაპირებდით განაცხადის შეტანას.
ამ დროს ქალბატონმა სალომემ, დანამდვილებით ვამბობ ამას ჩემი მხრიდან, გადაწყვიტა ჩამოსულიყო და სასწრაფოდ გაეკეთებინა ასეთი მოთხოვნა, დაეყენებინა პარლამენტის წინაშე, რომ რაღაცნაირად ლიდერის ფუნქცია მოერგო თავის თავზე. მას შემდეგ, რაც 3 წლის განმავლობაში მას ქართული ოპოზიცია უბრალოდ არ ცნობდა როგორც პრეზიდენტს და არ ცნობდა მის არსებობას, შარლ მიშელის ამ კონსულტაციების პერიოდში, როცა ოპოზიციამ ცნო, რომ თურმე ეს პრეზიდენტი არსებობს, მას უცებ მოეწონა ლიდერობა და გადაწყვიტა, რომ ამ თემაში ყოფილიყო ლიდერი. როცა ვლაპარაკობთ ერთიანობაზე, ერთიანობა იქნება კარგი და წარმატებული იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთის გადასწრებაზე კი არ ვითამაშებთ, მართლა ერთად გავაკეთებთ ქვეყნის საქმეს“, - განაცხადა სუბარმა.
ყველა სიახლე
09 აგვისტო 2026, 17:38
მსოფლიო
პენტაგონმა ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს წარმოების ტემპების დაჩქარებისკენ მოუწოდა
ბოლო კვირებში პენტაგონი პროცესების დაჩქარებაზე მუშაობს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს ხდება „უფრო ფართო მოდერნიზაციული ძალისხმევის ფარგლებში“, რომელიც ჯერ კიდევ ირანთან ომამდე დაიწყო.
09 აგვისტო 2026, 17:27
სპორტი
დღეს, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება
დღეს, მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება.
09 აგვისტო 2026, 17:21
მსოფლიო
რომის პაპი: ომი მხოლოდ მეტ ომსა და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დროა, შეჩერდეს ძალადობა. დროა, გამოვყოთ სივრცე დიალოგისთვის, რათა მშვიდობისკენ გზა გაიხსნას
„ტრაგიკული ინციდენტები მრავლდება, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მუდმივად მზარდ რაოდენობას იწვევს. კვლავ გულწრფელად მოვუწოდებ ორივე მხარეს, რომ პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და შეწყდეს თავდასხმები მშვიდობიან სამიზნეებზე“, - განაცხადა პაპმა.
09 აგვისტო 2026, 17:19
საზოგადოება
თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. გაზრდილი ნაკადების პარალელურად, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით, გზის ცალკეული მონაკვეთები გაფართოვდა, რაც, როგორც აღინიშნა, გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომს ხდის.
09 აგვისტო 2026, 17:13
მსოფლიო
ირანულ მედიაში მოჯთაბა ხამენეის პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა
ირანულმა მედიამ ქვეყნის სულიერი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები გაავრცელა, კადრებში აიათოლა სტუდენტებს შორის ზის და, სავარაუდოდ, რელიგიის გაკვეთილს ატარებს. როდისაა ვიდეო გადაღებული, ირანული სააგენტო არ აკონკრეტებს.
09 აგვისტო 2026, 17:07
მსოფლიო
აბას არაღჩი: ამ მომენტში ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან
ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკება არ შედგება, სანამ არ შეწყდება უკვე მიღწეული შეთანხმების დარღვევა, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
09 აგვისტო 2026, 17:01
მსოფლიო
ფილიპინებზე ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა, ჩინეთში კი ევაკუაცია გამოცხადდა
ფილიპინებსა და ჩინეთს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. განსაკუთრებით დაზარალდა ფილიპინები. ტაიფუნმა იქ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის ეპიცენტრში 8 რეგიონი მოექცა, სადაც, საერთო ჯამში, 380 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით სტიქიამ 6 ადამიანი იმსხვერპლა, 7 კი დაშავდა.
09 აგვისტო 2026, 16:32
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა წყევლიან კრემლს, გამოჩნდნენ ზუსტად მაშინ და თქვეს ზუსტად ის, რაც დაწყებული ქართულ-აფხაზური პროცესის ისევ კრემლისთვის ხელსაყრელ ისტორიულ ჩიხში დაბრუნებას უწყობს ხელს. არის თუ არა ეს კლასიკური სამშობლოს ღალატი?
პარტია „ ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ანალიტიკოსი წერს, რომ ახლახან თურქეთში სოხუმის დე ფაქტო „სრულუფლებიანი წარმომადგენელი“ დაადანაშაულეს თურქეთის მიერ აფხაზური პასპორტების აღიარების შეფერხებაში. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამავე ადამიანს ადანაშაულებენ ქართულ მხარესთან ქართული საქონლის დაშვების საკითხზე კონტაქტებში მონაწილეობაში.
09 აგვისტო 2026, 16:15
სამართალი
პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
09 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
ჰანტერ ბაიდენის განცხადებით, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
„კიბო გავრცელდა, მეტასტაზები ძვლებსა და სხვა ქსოვილებშიც არის. ეს ძალიან მტკივნეულია და მრავალი ასპექტით ძალიან დამღლელი. თუმცა მამა კვლავ აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს“, - განაცხადა უმცროსმა ბაიდენმა.
09 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
იაპონიაში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია
მიწის მასამ დასახლებულ პუნქტში გზები ჩახერგა. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. დაწყებულია სამაშველო ოპერაცია.
09 აგვისტო 2026, 14:24
მსოფლიო
ინდონეზიის ეროვნულ ტყე-პარკში ხანძარს ებრძვიან
ტყის ხანძარს ებრძვიან ინდონეზიაშიც. ცეცხლი იავას კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ბრომოს ეროვნულ ტყე-პარკში მძვინვარებს. ტერიტორიამდე მისასვლელი გზა უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტა. სამაშველო ოპერაცია სპეციალური ავიაციის გამოყენებით ტარდება. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
09 აგვისტო 2026, 14:23
სამართალი
პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.
09 აგვისტო 2026, 14:21
მსოფლიო
„კაცობრიობა და ბირთვული იარაღი ერთად ვერ იარსებებს“ - იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში 1945 წლის ტრაგიკული მოვლენების 81 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
„კაცობრიობა და ბირთვული იარაღი ერთად ვერ იარსებებენ“ - ეს განცხადება იაპონიის ქალაქ ნაგასაკის მერმა 1945 წლის ტრაგიკული მოვლენების 81 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა და მსოფლიოს ბირთვულ იარაღზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
09 აგვისტო 2026, 14:14
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, მზადაა თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების უმთავრესი პირობაა
„ჩვენ გავანადგურეთ მათი ბირთვული პროგრამა, ასევე მათი შეიარაღებული ძალები და რადიკალურად შევამცირეთ ანტისემიტური სამხედრო შესაძლებლობები. ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, მზადაა თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების უმთავრესი პირობაა. თუ ირანი არ დათანხმდება, ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას“, - განაცხადა ვენსმა.
09 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: 2008 წლის ომის შემდეგაც და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგაც, „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიციის წევრები დადგნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს. ორივე შემთხვევაში მათ უღალატეს სახელმწიფო ინტერესებს
[2008 წლის აგვისტოს ომის] დასრულებიდან მალევე მათ დაუჭირეს მხარი PACE-ს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალეს ომის დაწყება ქართველ სამხედროებს და საქართველოს სახელმწიფოს
09 აგვისტო 2026, 14:06
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს ბიორგ სანდკერს შეხვდა.
09 აგვისტო 2026, 13:03
მსოფლიო
WELT: ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ზრდის
„საინტერესოა, რომ ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას ატარებს და 2027 წლისთვის რუსულ ბუნებრივ და თხევად აირზე სრულად უარის თქმას გეგმავს“, - აღნიშნავს გამოცემა APA.
09 აგვისტო 2026, 13:01
ტექნოლოგიები
SpaceX-ის რაკეტის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად, მთვარეზე ახალი კრატერი გაჩნდა
ეს საფეხური რაკეტა Falcon 9-ს ეკუთვნოდა, რომელიც აშშ-ში ბაზირებულმა SpaceX-მა 2025 წლის იანვარში ამერიკული და იაპონური კომპანიების ორი კომერციული მთვარის ხომალდის გასაშვებად გამოიყენა. მისიის დასრულების შემდეგ, საფეხური კოსმოსში დარჩა, სანამ 5 აგვისტოს დიდი სიჩქარით მთვარეს არ შეეჯახა. SpaceX-ში განმარტეს, რომ შეჯახება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.
09 აგვისტო 2026, 12:11
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებს ეწვია და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.


