მაკა ბოჭორიშვილი: ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: Facebook
ევროკომისიის შეფასება მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ორი მიმართულებით - მასში კარგად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ნათქვამია, რომ საქართველო საუკეთესოდ ასრულებს ასოცირების შეთანხმებას, თუმცა, ამავდროულად, ჩამოთვლილია ის რეფორმები და გზამკვლევი, რაც საქართველომ უნდა გაატაროს და მეორე-ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, კარგად უნდა იქნას გაცნობიერებული ის გეოპოლიტიკური რეალობა, რაშიც ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს უწევს გადაწყვეტილების მიღება.
„რაც შეეხება ეტაპებს და იმას, რომ, ვთქვათ, დღეს მოლდოვას და უკრაინას აყენებენ ნახევარი ნაბიჯით წინ საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის გეოპოლიტიკური რეალობა, რა რეალობაშიც უწევს ამ გადაწყვეტილებების მიღება ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს. სამწუხაროდ, გეოგრაფია კიდევ ერთხელ არის გარკვეულწილად, შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს ჩვენი ინტეგრაციის ისტორიაში არაერთხელ ვიხილეთ, იყო ეს 2003, 2004, 2005 წლები, შემდგომ უკვე ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ასევე, ასოცირების შეთანხმების გახსნა, რეალურად, უკრაინისთვის, გადაწყვეტილება 2008 წელს იქნა მიღებული, თუმცა, ხელმოწერა მოხდა ერთდროულად. ასე რომ, ამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ამ ეტაპების ნახევარი ნაბიჯით წინ თუ უკან გადადგმას, გადამწყვეტი მნიშვნელობა საბოლოო შედეგისთვის არ აქვს. ევროინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეფორმებს, რომელსაც ქვეყანა გაატარებს. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა ის, რომ მას შეუძლია გზამკვლევების კარგად შესრულება და დარწმუნებული ვარ, რომ იმავე შედეგებით ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ ერთნაირ შედეგს სამივე ქვეყნისთვის, როდესაც ვისაუბრებთ უკვე ევროკავშირში რეალურად გაწევრიანებაზე“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველო გეოგრაფიულ მდგომარეობას ვერ შეცვლის, თუმცა, ის მუდმივად ამტკიცებს, რომ საკუთარი ისტორიით, კულტურით და ფასეულობებით ევროპული სახელმწიფოა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანამ სწორედ ამის აღიარება მიიღო ევროკავშირისგან.
„ჩვენ ვერ შევცვლით გეოგრაფიას. საქართველო მდებარეობს იქ, სადაც მდებარეობს. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ჩვენ მუდმივად ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო თავისი ისტორიით, კულტურით და ფასეულობებით. ჩვენ ამის აღიარება დღეს, რეალურად, მივიღეთ ევროკავშირისგან. შემდგომი ეტაპები, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის ბევრად უფრო რთული, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არ აქვს საზღვარი ევროკავშირთან, გეოგრაფიულად, შეიძლება, უფრო მოწყვეტილია ევროკავშირს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, თუმცა, თუკი შევხედავთ იმ გზით და რეფორმებით, რასაც ქვეყანა ატარებს, ნამდვილად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც დღეს უკვე ჩვენ გვაქვს აღიარება, რომ არსებობს ევროპული პერსპექტივა. ეს არის ის აღიარება, რომლისთვისაც წლებია, ქართული დიპლომატია, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები იბრძოდნენ, რომ ევროპის მხრიდან ჩვენ მიგვეღო ეს აღიარება და ეს აღიარება, რეალურად, ევროკომისიის დონეზე მიღებულია“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველო ინტენსიურად მუშაობს და ყოველდღიურ კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან.
„დაველოდოთ იმ განხილვებს, რომელიც უნდა შედგეს მომავალ კვირას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ უკვე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებები და მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, თუ როგორ ხედავს თითოეული წევრი ქვეყანა საქართველოს ადგილს და რა პოზიციებს დააფიქსირებენ ისინი ამ განხილვებში. სწორედ იმისთვის, რომ ეს პოზიციები იყოს საჩვენო და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ასევე, აღიარებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, კონსულტაციები გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქებთან და არაერთხელ მოვისმინეთ დედაქალაქების პოზიცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერასთან დაკავშირებით“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 17:46
კულტურა
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მაილს დევისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, - ინფორმაციას სკულტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:43
მსოფლიო
ირანის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის
ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის საპორტო ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის. ქიშის კუნძულზე მდებარე პორტში იერიშების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
14 ივლისი 2026, 17:42
საზოგადოება
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:38
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ლევან ცუცქირიძეს პარტია „ახალის“ წევრი მაია კალანდია დაუპირისპირდა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ბოლო შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდში პარტია „თავისუფლების მოედნის“ მიერ გამართულ შეხვედრას.
14 ივლისი 2026, 17:36
მსოფლიო
FT: ამერიკელ დიპლომატებს ადრე გლობალური გავლენა ჰქონდათ, ახლა კი პრეზიდენტის ტყვეობაში არიან
ივნისის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკული საელჩოების ნახევარზე მეტში, ელჩის თანამდებობა ჯერ კიდევ ვაკანტურია. FT წერს, რომ დიპლომატიურ მისიებში სამუშაო ძალა ტრამპის ადმინისტრაციამ 3000 ადამიანით შეამცირა. გამოცემის ანალიტიკურ სტატიაში წერია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში, სახელმწიფო დეპარტამენტი არამხოლოდ განზეა გაწეული, არამედ ალყაშია მოქცეული.
14 ივლისი 2026, 17:31
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ურბანული ტყის“ პროექტის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა - „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტი დასრულების ეტაპზეა
თბილისში „ურბანული ტყის“ პროექტი დასრულების ეტაპზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განხორციელებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი, განახლებულია საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო სარწყავი სისტემა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.
14 ივლისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: იყო ძიება და კვლევა ჩემი პოლიტიკური განცხადებების შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, ე.წ. ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები და დაფინანსების წყაროები
დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული და დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ქვეყანაში სასურველი ხელისუფლების მიყვანას რომელიც მოემსახურება უცხო ქვეყნების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
14 ივლისი 2026, 17:27
მსოფლიო
უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ
უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ. პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტიამ, უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენებენ უნგრეთის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
14 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავა სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის 500 ლარით დააჯარიმა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
14 ივლისი 2026, 17:18
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძე 2000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძის საქმე განიხილა. კვამლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
14 ივლისი 2026, 17:14
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის" კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა" რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ ,,ხუმრობას” უწოდებს.
14 ივლისი 2026, 17:07
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინმა შესაძლოა ესკალაციას მიმართოს
„ის შეეცდება დაიპყროს სხვა ადგილი, სხვა ხალხი და კვლავ დახოცოს ადამიანები“, - განმარტა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთმა შესაძლოა ომში უფრო მეტი ქვეყნის ჩათრევაც სცადოს.
14 ივლისი 2026, 16:24
საზოგადოება
წეროვანსა და გოროვანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და გოროვანში - წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 16:20
საზოგადოება
ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს.
14 ივლისი 2026, 16:19
ეკონომიკა
FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.
14 ივლისი 2026, 16:00
საზოგადოება
Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის კონკურსში ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა
პროექტი Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS Prizes) კონკურსში, რომელშიც 122 ქვეყნის 1,600-მდე პროექტი მონაწილეობდა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა (კატეგორიაში C6: Enabling Environment).
14 ივლისი 2026, 15:51
პოლიტიკა
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს" ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა.
14 ივლისი 2026, 15:39
მსოფლიო
ბულგარეთმა უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიცია“ დატოვა
„ჩვენ არ ვმონაწილეობთ კოალიციაში, რომელიც უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას ითხოვს. ამ კონფლიქტის გადაჭრა მდგომარეობს არა მის სამხედრო საშუალებებით გაჭიანურებაში, არამედ ძლიერ დიპლომატიურ მისიაში, რომელიც ბოლოს მოუღებს ესკალაციას“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა.
14 ივლისი 2026, 15:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში თავიდან ავირიდოთ გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა
მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.


