რამაზ საყვარელიძე: ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას მისცეს სტატუსი, რადგან ეს ქვეყნები შუაგული ევროპაა და ეს ენანებათ
რამაზ საყვარელიძე
ფოტო: Imedi.ge
გეოგრაფიული მდებარეობა შეიძლება, იყოს ის საკითხი, რომლის გამოც შესაძლოა, საქართველოს სამომავლოდაც ეთქვას უარი, ყველაფერი შეიძლება, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის შეკითხვას, არის თუ არა გეოგრაფიული მდებარეობა ის საკითხი, რომელზე აპელირებითაც ევროსტრუქტურებს შესაძლოა, სამომავლოდაც ჰქონდეთ მიზეზი, რომ საქართველოს უარი უთხრან ინტეგრაციის ამა თუ იმ ეტაპზე; გადაცემის წამყვანმა სტუმრებს კომენტარი სთხოვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ მოლდოვა და უკრაინა არ უნდა იყვნენ განცალკევებული, საქართველო კი, მან სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ახსენა და თქვა – „თუ კარგად დააკვირდებით, ისინი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად დღეს არ არიან ანალოგიურ ვითარებაში, როგორც უკრაინა და მოლდოვა“.
„ბევრი წლის წინ, სადღაც 1995 წელი იქნებოდა, თუ 1998 და საქართველოში რაღაც ჯგუფი იყო გერმანიიდან. მათ შორის იყო ფინანსთა მინისტრი, ძალიან ჭკვიანი კაცი. შევხვდით სხვადასხვა პროცესის გამო, მერე მე და ის გავცალკევდით და ჭიქა ყავით ვსაუბრობდით. მე ვუთხარი, ინვესტიციები გააკეთეთ საქართველოში, ახლა ჩვენ არ გვჭირდება ამდენი ლაპარაკი, ინვესტიციები გვჭირდება-მეთქი. მიპასუხა – იცით, რა? გერმანია სუსტი ქვეყანაა იმისთვის, რომ საქართველოთი დაინტერესდეს, ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების დაცვას ამ სიშორეზე ვერ ვახერხებთ, მასეთი შესაძლებლობები უფრო ამერიკას აქვს იმისთვის, რომ საქართველოთი დაინტერესდესო. ასე რომ, გეოგრაფიული პრინციპის შემოტანა ძალიან ტიპური რამ გახლავთ“, – განაცხადა საყვარელიძემ.
საყვარელიძის თქმით, გარკვეული თვალსაზრისით, ევროპა მართლაც გაცილებით სუსტია, ვიდრე აშშ-ი.
„ტყუილად კი არ არის, აშშ-ი რომ კარნახობს ევროპას ბევრ რამეს? გაიხსენეთ, პომპეო ჩამოვიდა და საქართველოს ფაქტობრივად, ამერიკული პროექტი დაუდო – ანაკლია და ა.შ. ანუ, აშშ-ს საქართველოს ინტერესი რატომ აქვს, თქვა, მაგრამ არ ჩანს, ევროპას რატომ აქვს საქართველოს ინტერესი, რეალური და პრაქტიკული ინტერესი, თორემ დემოკრატიას ყველა ითხოვს. ამიტომ იმ ქვეყნებში და რეგიონში, რომლებსაც ძალიან შორს წასვლა უჭირთ ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც, მე არ გამოვრიცხავ ისეთი ტიპის მოტივაციის ამოტივტივებას, რომ ასეთი გეოგრაფიული ფაქტორი გონებაში ჰქონდეთ. უბრალოდ, მე ვთვლი, რომ მაკრონის შეცდომა თქმა იყო ამისი, თორემ ისტორიის განმავლობაში, სულხან-საბადან მოყოლებული, ისედაც არაერთხელ გვინახავს ევროპის დამოკიდებულება ამ რეგიონის მიმართ, საქართველოს მიმართ კი არა, ზოგადად. მოლდოვა არის დსთ-ში და უკრაინაა დსთ-ში, კარგით რა და სერიოზულად ვლაპარაკობთ ევროპულ დამოკიდებულებაზე და კრიტერიუმებზე?! ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ გვერდზე გადავდოთ ყველაფერი რაღაც ქვეყნებთან დაკავშირებით. ეს ნაბიჯი გადადგეს და უკრაინას და მოლდოვას მისცეს სტატუსი იმიტომ, რომ უკრაინა და მოლდოვა შუაგული ევროპაა და ეს ენანებათ. სულ არის ხოლმე რიტორიკაში ასეთი ფორმულა – შუაგულ ევროპაში რა ქნა პუტინმა. რა ქნა პუტინმა ზოგადად კი არა, შუაგულ ევროპაში მისი ნაქნარი არის თურმე სალაპარაკო. აი, ამიტომ არის, რომ 2008 წელს ყური არ შეიბერტყა არავინ და 90-იან წლებში აფხაზეთი ისე დაგვამხეს თავზე, ყური არავინ შეიბერტყა; ყარაბაღის კონფლიქტი ისე იყო, ყური არ შეიბერტყა არავინ. არ არის რა, მათთვის აქტუალური ეს და ადამიანები არიან. ჩვენთვისაც, ბევრი რამ, რაც ჩვენი მოქმედების არეალიდან გადის და სადამდეც ხელი არ მიგვიწვდება, ბევრი რამ არ არის აქტუალური და მათთვისაც, თუ ხელი არ მოუწვდებათ, არ არის აქტუალური“, – განაცხადა საყვარელიძემ.
საყვარელიძის თქმით, როცა ევროპას კონკრეტული ინტერესი ექნება, მერე შეიძლება, რიტორიკა აბსოლუტურად შეიცვალოს.
„ის, რაც რუსეთზე გადიოდა, ის ტვირთები ახლა გადმოდის კავკასიის ხაზზე და როდესაც გააქტიურდება ერთ-ერთი ხაზი, რაც ამ ომმა მოიტანა, კერძოდ, ტვირთების გადმოსვლა კავკასიის ხაზზე, ეს ტვირთები რომ ამუშავდება, მერე შეიძლება, ევროპამ აბსოლუტურად შეცვალოს რიტორიკა. მე ვთქვი, აფხაზეთზე ყური არ შეიბერტყეს მეთქი, მაგრამ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი რომ გაკეთდა, მაშინ ხომ ჩაერთნენ საქართველოს ბედ-იღბლის გადაჭრაში ენერგიულად? ადამიანები არიან ისინიც და კონკრეტული მატერიალური ინტერესის გარეშე ნუ ველით იმას, რომ დიდი სიყვარული ექნებათ ქვეყნისადმი, რომელიც რეალურად სად არის, როგორ არის და რა არის, წესიერად არც იციან და ძირითადად, იციან საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობისგან“. ამას კრიტიკულად არ ვამბობ. იციან იმიტომ, რომ ასეთი ოპოზიცია გყავს და იციან იმიტომ, რომ ასეთი ხელისუფლება გყავს, რომელიც იმის მეათედს ვერ აკეთებს, რაც გასაკეთებელია. ამიტომ, გითხრეს, პოლარიზაცია მოხსენიო და ისიც დაუფიქრებლად გითხრეს. იმიტომ, რომ მოგთხოვენ, პოლარიზაცია მოხსენიო, მეორე მხარეც ხომ უნდა გაითვალისწინო?! მეორე მხარეს კი შეუძლია, ჯიუტ პოზაში დაჯდეს, არ ვურიგდები ამ მთავრობასო და არ მოიხსნება ის პოლარიზაცია“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 04:19
მსოფლიო
„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას.
31 ივლისი 2026, 04:08
მსოფლიო
დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო
არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლუბლინის ოლქში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის კომენტირებისას.
31 ივლისი 2026, 03:55
მსოფლიო
Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს
Sky News-ის ინფორმაციით, ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირება დააანონსეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ტურნირის ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვას გადაწყვეტს.
31 ივლისი 2026, 03:48
მსოფლიო
ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ
დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 ივლისი 2026, 03:34
მსოფლიო
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ
არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ.
31 ივლისი 2026, 03:24
მსოფლიო
The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად
გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად.
31 ივლისი 2026, 00:16
მსოფლიო
იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას
სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
30 ივლისი 2026, 22:59
მსოფლიო
მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს
იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.
30 ივლისი 2026, 22:55
მსოფლიო
ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ
პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.
30 ივლისი 2026, 22:45
მსოფლიო
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.
30 ივლისი 2026, 22:12
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.
30 ივლისი 2026, 22:06
მსოფლიო
ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს
ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.
30 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს
ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ
30 ივლისი 2026, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
30 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ
ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
30 ივლისი 2026, 21:53
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
30 ივლისი 2026, 21:42
მსოფლიო
Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს
გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 21:32
მსოფლიო
ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ
ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.
30 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს
ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
30 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ
ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.


