imedi /  21 ივნისი 2022, 19:10 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ჩვენ მზად ვართ წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც აქამდე, შემდგომშიც გავაგრძელოთ მსჯელობა

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა და ძირითად საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

მისი თქმით, ვენეციის კომისია მიესალმება მოსამართლის მიერ საპროცესო ვადების, მაგალითად, საქმის განხილვის ვადის არსებითად დარღვევის საპატიოდ მიჩნევის საფუძვლის დაზუსტებას.

„ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ერთი და იმავე პირის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის/დანიშვნის აკრძალვის მოხსნა მისი წინა რეკომენდაციებისა და ევროპული მოსამართლეების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების თანახმად, გამართლებულია. ვენეციის კომისია მიესალმება მოსამართლის მიერ საპროცესო ვადების, მაგალითად, საქმის განხილვის ვადის არსებითად დარღვევის საპატიოდ მიჩნევის საფუძვლის დაზუსტებას. ვენეციის კომისია, ასევე, მიესალმება მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელის ძირითად და დამატებით დისციპლინურ სახდელებად კატეგორიზაციას. ვენეციის კომისიის აზრით, ეს ცვლილება იცავს და აკმაყოფილებს პროპორციულობის სტანდარტს. ამასთანავე, ვენეციის კომისია მსჯელობს მთელ რიგ საკითხებზე, მაგალითად, მოსამართლის მივლინების წესში ცვლილებასთან დაკავშირებით. კომისიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ წესის საკანონმდებლო დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს, თუმცა, მას მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინება, ზოგადად, უარყოფითად არ შეუფასებია. მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის დისციპლინურ სამართალდარღვევად მიჩნევასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ზოგადი მოვალეობის დარღვევის გამო მოსამართლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დავას არ იწვევს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, დასკვნაში არის ერთი უცნაური რეკომენდაციაც.

​„აღსანიშნავია, ერთი უცნაური რეკომენდაცია. ვენეციის კომისიამ 2014 წლის 14 ოქტომბერს გასცა რეკომენდაცია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით მიიღოს. ჩვენ ეს რეკომენდაცია 2021 წლის 30 დეკემბერს ცვლილებების შედეგად, ზედმიწევნით შევასრულეთ, თუმცა, ვენეციის კომისია ზედმიწევნით შესრულებულ თავისივე რეკომენდაციასთან მიმართებით დღეს უკვე განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს. ჩვენ მზად ვართ როგორც ამ უცნაურ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ასევე, ზოგადად, წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც აქამდე, შემდგომშიც მსჯელობა გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

21 აპრილი 2026, 21:08

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ძალიან დიდი იყო ინტერესი და კითხვები ესპანელი სენატორების და კონგრესმენების მხრიდან, თუ რა ვითარებაა საქართველოში, რა ვითარებაა რეგიონში, რა ვითარებაა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში

ძალიან დიდი იყო ინტერესი და კითხვები ესპანელი სენატორების და კონგრესმენების მხრიდან, თუ რა ვითარებაა საქართველოში, რა ვითარებაა რეგიონში, რა ვითარებაა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრა, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

21 აპრილი 2026, 21:00

რეგიონი

ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის მასშტაბური რეაბილიტაცია - რა სამუშაოები დაიგეგმა სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სამეგრელოში ახალი ტურისტული ცენტრი ამოქმედდება. ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი კი სრულად განახლდება. პროექტი რეგიონში ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.

21 აპრილი 2026, 20:57

სამართალი

დოკუმენტების გაყალბება სავალდებულო სამსახურიდან თავის ასარიდებლად - დაკავებულს პატიმრობა უკვე შეეფარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ჯანმრთელობის ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა და გასცემდა.

21 აპრილი 2026, 20:55

მსოფლიო

The New York Times: „დონილენდი?“ - უკრაინა დონბასის ნაწილისთვის სახელის შეცვლას ტრამპის პატივსაცემად სთავაზობს

ომის შესაძლო მოგვარების შესახებ არაფორმალური მოლაპარაკებების დროს, უკრაინის წარმომადგენლებმა, გავრცელებული ინფორმაციით, წამოაყენეს წინადადება, რომ დონბასის იმ ნაწილს, რომელსაც რუსეთი უტევს, „დონილენდი“ (Donnyland) ეწოდოს. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 20:53

ჯანდაცვა

დიუშენის დაავდების მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიული თუ სტაციონარული კვლევითი მომსახურება ფართოვდება - რატომ ფრთხილობს სახელმწიფო მოთხოვნილ მედიკამენტთან მიმართებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის სინდრომის პაციენტებისთვის ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება ფართოვდება. ცვლილებათა პროექტი საქართველოს მთავრობას უკვე გადაეგზავნა.

21 აპრილი 2026, 20:50

პოლიტიკა

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვა და დიალოგის საჭიროება - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი ესპანეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს - მადრიდში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი და საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ნიკოლოზ სამხარაძე

21 აპრილი 2026, 20:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ვისაუბრეთ ოკუპაციის შედეგებზე, ომებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია, საქართველოს როლზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც

ვისაუბრეთ ოკუპაციის შედეგებზე, ომებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია, საქართველოს როლზე და ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

21 აპრილი 2026, 20:45

მსოფლიო

ესტონეთის ოფიციალური პირები არ იზიარებენ კიევის გაფრთხილებებს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის თაობაზე

ესტონეთის ოფიციალური პირები უარყოფენ კიევის იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმას ეხება. მათი თქმით, მსგავსმა რიტორიკამ შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი.

ზაზა დობორჯგინიძე

21 აპრილი 2026, 20:45

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს- სანქციების ხსენებაც არ ყოფილა

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს. სანქციების ხსენებაც არ ყოფილა. ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა, პირველ ნაბიჯად, ადამიანის უფლებებზე დიალოგი დაიწყოს საქართველოსთან. ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯისთვის საქართველომ უნდა: შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა -ს წინააღმდეგ, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა და გადახედოს აგენტების კანონს. RAGA ESHVELEBAT ORBANIS GARESHE”- წერს დობორჯგინიძე.

21 აპრილი 2026, 20:41

პოლიტიკა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა და სანქციების მორიგი მუქარა - ვინ ცდილობს საქართველოს დასჯას და რისთვის. „ქრონიკა” ლუქსემბურგიდან

შეხვედრა, როგორც აღინიშნა, უმეტესად აზერბაიჯანსა და სომხეთს ეძღვნებდა, თუმცა, მაგალითად, ესტონეთის ინიციატივა ისევ საქართველოში პერსონალური სანქციების დაწესება იყო.

კაია კალასი

21 აპრილი 2026, 20:37

მსოფლიო

კაია კალასი: უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მომდევნო 24 საათის განმავლობაში იქნება მიღებული

უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მომდევნო 24 საათის განმავლობაში იქნება მიღებული, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.

21 აპრილი 2026, 20:22

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ 14 წელი - გარდამტეხი ცვლილება ქვეყნის ისტორიაში და ბოლო 12 წლის მონაპოვარი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 14 წელი გავიდა. გარდამტეხი ცვლილება ქვეყნის ისტორიაში, ისტორიული გამარჯვება, ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი, მმართველი გუნდის მიერ განვლილი გზა და მთავარი მონაპოვარი- თარიღს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვრცელი წერილით გამოეხმაურა.

რიკარდ იოზვიაკი

21 აპრილი 2026, 20:17

პოლიტიკა

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების თაობაზე პროგრესი არ ყოფილა.

ფატიჰ ბიროლი

21 აპრილი 2026, 20:16

მსოფლიო

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი: ირანში ომი ისტორიაში ყველაზე დიდ ენერგეტიკულ კრიზისს იწვევს

ირანს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის არსებული კონფლიქტი ქმნის ენერგეტიკულ კრიზისს, რომელიც ყველაზე მძიმეა მათ შორის, რაც კი მსოფლიოს ოდესმე გამოუვლია, - განაცხადა სამშაბათს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ირაკლი კირცხალია

21 აპრილი 2026, 20:09

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია - ხელმძღვანელობაც ძალიან წარმატებით გამოუვა, ისევე, როგორც პოლიტიკა

„ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია - ხელმძღვანელობაც ძალიან წარმატებით გამოუვა ისევე, როგორც პოლიტიკა, სადაც მისი დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა!“, - წერს ირაკლი კირცხალია.

იოჰან ვადეფული

21 აპრილი 2026, 20:07

მსოფლიო

გერმანია და იტალია არ ეთანხმებიან მოწოდებებს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ

გერმანია და იტალია არ ეთანხმებიან მოწოდებებს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ.

21 აპრილი 2026, 20:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ესპანეთის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ესპანეთის სამეფოში, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 19:50

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ

ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს, ალბერტო ფაბრა პარტს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

21 აპრილი 2026, 19:37

მსოფლიო

შესაძლო მოლაპარაკებების წინ, ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „დაბომბვების დაწყებას“ ელის

ისლამაბადში მოლაპარაკებების შესაძლო მეორე რაუნდის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის განახლებას ელის.

მოჰამედ იშაყ დარი

21 აპრილი 2026, 19:33

მსოფლიო

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ იშაყ დარმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი და განაგრძონ მუშაობა დიპლომატიურ გადაწყვეტაზე.