ლევან მახაშვილი: ძალიან დიდი იყო ინტერესი და კითხვები ესპანელი სენატორების და კონგრესმენების მხრიდან, თუ რა ვითარებაა საქართველოში, რა ვითარებაა რეგიონში, რა ვითარებაა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში
ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ძალიან დიდი იყო ინტერესი და კითხვები ესპანელი სენატორების და კონგრესმენების მხრიდან, თუ რა ვითარებაა საქართველოში, რა ვითარებაა რეგიონში, რა ვითარებაა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრა, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთობები.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა მომავალზე, როგორ წარმოგვიდგენია როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სად წარმოგვიდგენია ესპანეთის როლი, მხარდაჭერა, მნიშვნელობა ამ პროცესში, ამიტომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გამოვიდა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ.
ყველა სიახლე
21 აპრილი 2026, 22:44
რეგიონი
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას "ხალხის ძალის" ლიდერებმა აღნიშნეს, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს და რეგიონებში საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ემსახურება ერთი მხრივ, პარტიული სტრუქტურის განვითარებას და პარტიის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი - პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანების უზრუნველყოფას. მათივე განცხადებით, მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.
21 აპრილი 2026, 22:38
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და სააკაშვილი არ დაუთმობს
ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, იმას უნდა ლიდერობა და ამას სააკაშვილი არ დაუთმობს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.
21 აპრილი 2026, 22:20
მსოფლიო
თომას ფაზი: მტრის ხატის შენარჩუნება ევროპული პოლიტიკური ელიტისთვის სასიცოცხლოა, არა მგონია ეს მალე შეიცვალოს, ვინაიდან ეს გახლავთ ერთადერთი რითაც ისინი ამართლებენ იმ კოშმარს, რომელშიც მთელი კონტინენტი მოაქციეს
„ახლა დამარცხებისა და მათ მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება მომაკვდინებელია. ამას ემატება მასიური ეკონომიკური გამოწვევები, რომელიც ამ ომებმა გამოიწვია. შედეგად გვაქვს მზარდი ფასები, საწარმოების დახურვა, მილიონობით ადამიანების გაღარიბება. ასევე ეს ომი ზოგადად, და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ამართლებს იმ ანტიდემოკრატიულ ღონისძიებებს, რომელსაც ევროპაში ვხედავთ. ე.წ. რუსული საფრთხობელა პოლიტიკურად მეტად მომგებიანია ახლა ევროპისთვის“.
21 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რადგან ასეთი გამოცდილებისა და მართვის უნარის მქონე ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნება აისახება პარტიის ეფექტიანობაზე
მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალ იმპულსს, - ასე ეხმიანება, „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას, რომელმაც მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დააკისრა.
21 აპრილი 2026, 22:09
პოლიტიკა
თომას ფაზი: ის მოცემულობა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის, ნიშნავს, რომ ევროკავშირს გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვს ხელში საქართველოს წინააღმდეგ, ვიდრე ეს წევრი სახელმწიფოების შემთხვევაშია
„მიმაჩნია, რომ აქამდე საქმე ერთგვარ სატესტო შემთხვევებთან გვქონდა, უნგრეთის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მგონია რომ მაინც ეს იყო ტესტი, სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის. მიმაჩნია რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. საფრანგეთის არჩევნებზე ბრიუსელში ბევრს დარდობენ. მათ უკვე შექმნეს ისეთი იურიდიული მოცემულობა, რომ მარინ ლე პენმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლოს. ვხედავთ რომ უკან არ იხევენ არცერთი ინსტრუმენტების გამოყენებაზე, როდესაც საქმე საფრანგეთის არჩევნებს ეხება. მათ მოსამზადებლად კიდევ დაახლოებით ერთი წელიწადი აქვთ“.
21 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
თომას ფაზი: ამ ომში უკრაინის გამარჯვება შეუძლებელია, ორი აზრი არ არსებობს. უკრაინაში მეტი ფულისა და შეიარაღების გაგზავნა ამ ფუნდამენტურ მოცემულობას ვერ შეცვლის
ამ ომში უკრაინის გამარჯვება შეუძლებელია, ორი აზრი არ არსებობს. უკრაინაში მეტი ფულისა და შეიარაღების გაგზავნა ამ ფუნდამენტურ მოცემულობას ვერ შეცვლის. ასევე საინტერესოა თუ რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება ამ ომში? დონბასის დაბრუნებას? თუ სხვა ანექსირებული რეგიონების დაბრუნებას? ყირიმის დაბრუნებას? ყველასთვის ნათელია რომ ნებისმიერი ამ მიზნის შესრულება შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ მწერალმა და ჟურნალისტმა თომას ფაზმა იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა რაიმე რეალური შანსი რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს.
21 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს
ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს - წერს, ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
21 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას
მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები განახორციელა, რაც სისტემური მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სტრატეგის ნაწილია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ახალი უწყების სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს შექმნა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
21 აპრილი 2026, 21:56
პოლიტიკა
თომას ფაზი მეიდნის მოვლენებზე: დასავლეთის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალებით უკრაინა არჩევანის წინაშე დასავლეთმა ძალით დააყენა - ეს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტრაგედიად შევა
„უკრაინაში 2014 წლამდე ჩატარებული ყველა გამოკითხვის თანახმად უკრაინელთა უმრავლესობას, სწორედ ამ მიზეზით ნატოში გაწევრიანება არ სურდა. ეს უკრაინაში უფრო ნათელი იყო, ვიდრე საქართველოში. უკრაინა ყოველთვის ორად გაყოფილი იყო, ვგულისხმობ უფრო დასავლეთისკენ ორიენტირებულ, ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინას, რომელიც არის კიდევაც ეთნიკურ უკრაინელთა საყრდენი, და რუსულად მოსაუბრე და პრორუსულ განწყობების მქონე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინას“.
21 აპრილი 2026, 21:54
რეგიონი
22 აპრილიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 22 აპრილის 10:00 საათიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქ. მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება. საავტომობილო გადაადგილების ალტერნატიული გზების შესახებ ინფორმაცია დამატებით მიეწოდება საზოგადოებას და ადგილზე განთავსდება დროებითი საგზაო ნიშნები.
21 აპრილი 2026, 21:53
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის სპეციალისტია
რა არის პირადად ჩემთვის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მამუკა მდინარაძის ახალ სტატუსში წარდგინებას სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის რანგში, ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის კუთხით. თავდაპირველად შეიძლება ვინმეს დაებადოს არასწორი ასოციაცია ქვეყნის უშიშროების საბჭოს ფუნქციებთან. ეს უკანასკნელი დაკავებულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობით, საფრთხეების ანალიზით და ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საჭირო გადაწყვეტილებების შემუშავებით - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
21 აპრილი 2026, 21:49
საზოგადოება
ევროპის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შეზღუდვა იმოქმედებს გორგასლის მოედნიდან, ასევე, მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება ნოე ჟორდანიას სახელობის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ეკლესიის მიმართულებით.
21 აპრილი 2026, 21:47
პოლიტიკა
თომას ფაზი: დასავლურ პოლიტიკურ ელიტას ორბანის თავიდან მოშორება სურდა, მათ ყველაფერი იღონეს ამ მიზნის მისაღწევად. ორბანის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა დიდი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე, ზეწოლა საზღვარგარეთიდან იყო არნახული
არავისთვის არის საიდუმლო რომ დასავლურ პოლიტიკურ ელიტას ორბანის თავიდან მოშორება სურდა, მათ ყველაფერი იღონეს ამ მიზნის მისაღწევად, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ მწერალმა და ჟურნალისტმა თომას ფაზმა.
21 აპრილი 2026, 21:46
პოლიტიკა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
ოპოზიციური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პასუხობს და აცხადებს, რომ არავის მისცემს საკუთარი ღირსების შებღალვის უფლებას. ჭოხონელიძის თქმით, სიმართლის დადგენა პირველ რიგში, მის ინტერესშია, ხოლო, სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე თანახმაა.
21 აპრილი 2026, 21:41
პოლიტიკა
ოპოზიციის აქტივისტი ალბი კორძაია ოპოზიციური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებს: ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, მე ამ ისტორიის მჯერა 100 პროცენტით
ოპოზიციის აქტივისტი, ალბი კორძაია, ოპოზიციური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს, ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას ამ ისტორიის 100 პროცენტით სჯერა.
21 აპრილი 2026, 21:28
პოლიტიკა
თომას ფაზი: რაც საქართველოში ვიხილეთ 2024 წლის ნოემბერში, ეს გახლდათ სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობები - ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან იყო უშველებელი, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ხელისუფლებამ მათ ჭკუაში აჯობა
ის რაც საქართველოში არჩევნებამდე და მის შემდეგ ვიხილეთ 2024 წლის ნოემბერში, ეს გახლდათ ე.წ. ფერადი რევოლუციის, გნებავთ სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობები. ყველა შემადგენელი ნაწილი ადგილზე იყო - შესაბამისი პროპაგანდა, სტანდარტული ბრალდებები რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. სწორედ ის მეთოდები რომელიც წარმატებით იყო გამოყენებული რუმინეთში, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ მწერალმა და ჟურნალისმა თომას ფაზმა.
21 აპრილი 2026, 21:20
პოლიტიკა
ლევან დიასამიძე: რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში საქართველოს მონაწილეობა და მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია
„სამიტი კარგ შესაძლებლობას იძლევა განხილული იყოს პირველ რიგში ეკოლოგიური საკითხები, რომელიც ყოველთვის აქტუალურია, ასევე რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები, არსებული მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები. ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მონაწილეობა და ამ სამიტზე პრეზიდენტის გამოსვლა“, - აღნიშნა ლევან დიასამიძემ.
21 აპრილი 2026, 21:15
პოლიტიკა
თომას ფაზი: კონფლიქტები ირანში, უკრაინაში, ისრაელსა და პალესტინას შორის და არამარტო, მიმაჩნია რომ ყველა ერთმანეთთან დაკავშირებულია. ეს არის გლობალური ომი, ჯერჯერობით არა ტოტალური, მაგრამ მსოფლიო ომისკენ მიმავალი კონფლიქტი
აუცილებელია საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინება. კონფლიქტები ირანში, უკრაინაში, ისრაელსა და პალესტინას შორის და არამარტო, მიმაჩნია რომ ყველა ერთმანეთთან დაკავშირებულია. ეს არის გლობალური ომი, ჯერჯერობით არა ტოტალური, მაგრამ მსოფლიო ომისკენ მიმავალი კონფლიქტი, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ მწერალმა და ჟურნალისტმა თომას ფაზმა იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, კონფლიქტის ამ ეტაპზე, საქართველოს მსგავსმა სახელმწიფომ როგორი პოლიტიკური პოზიცია უნდა დაიკავოს?
21 აპრილი 2026, 21:14
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: მამუკა მდინარაძე წარმატებული იყო უსაფრთხოების სამსახურში, პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება აშკარად დაეტყო მის გუნდს, ამიტომ მისასალმებელია მისი ახალი თანამდებობა, ისევ ვიხილავთ მის მწვავე პოლიტიკურ გამოსვლებს
ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ეხმიანება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე წარმატებული იყო უსაფრთხოების სამსახურში, თუმცა პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვნად დაეტყო.


