ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა - გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის ისტორიული ჩანაწერი
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა - გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის ისტორიული ჩანაწერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავითარი კონკრეტული, ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციის გზაზე წინა ხელისუფლებას ქვეყნისთვის არ მოუტანია.
„მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან შესვენების დროს და მინდა, კითხვა დავუსვა ჩვენს საზოგადოებას და ოპონენტებს - გამახსენეთ ერთი, კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ამ ძალამ, კონკრეტულმა ძალამ მოუტანა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ვინმეს გახსენდებათ? მე მახსენდება შევარდნაძის დროს, როცა ევროპის საბჭოს წევრი გახდა საქართველო, როცა ისევ შევარდნაძის დროს გაკეთდა ოფიციალური განაცხადი ნატოში გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ მახსენდება ძალიან ბევრი ანტი-ევროპული, ანტი-დემოკრატიული, ანტი-ჰუმანური, ანტი-ეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც აღნიშნული ძალის წარმომადგენლები ყოველდღე სჩადიოდნენ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. და დღეს ეს ძალა, ყველაზე მკაფიოდ, ნათლად გამოკვეთილი ანტი-ევროპული, ანტი-ჰუმანური ძალა ჩვენ გველაპარაკება და კითხვებს სვამენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ჩვენ, ვინც ქვეყანას რეალურად მოვუტანეთ ასოცირების შეთანხმება, რომელიც თქვენი მმართველობის დროს გაჭიანურდა, 3 წელი ვერ დაიწყო პროცესი, სამი წლის დაგვიანებით დაიწყო საქართველომ ეს პროცესი, ამაზე რატომ არ აკეთებენ განმარტებას, იციან, რომ პასუხი არ აქვთ. ყველას კარგად გვესმის, რომ მათ არავითარი ევროპული არ სჭირდებოდათ, მათ სჭირდებოდათ ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი. ძალიან სამწუხაროა, აქ ადამიანებს აქვთ პრეტენზია, თითქოს იცავენ რაღაც ევროპულ იდეალებს, მაგრამ მაშინ, სააკაშვილის დროს არ მახსენდება ამ ადამიანების კრიტიკა, არ მახსენდება თქვენი განცხადებები თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რატომ არ სთხოვდით პასუხს? ამ დროს ჩვენმა გუნდმა მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს მართლაც არის ისტორიული გადაწყვეტილება. მე ამით დავიწყე საუბარი და მინდოდა მესაუბრა ეკონომიკაზე, ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე და ა.შ. სამწუხაროდ, მათ კარგად იციან, რომ ეს არის მართლაც დიდი მონაპოვარი და შემთხვევით ისე ჩვენ არავინ არაფერს გვაჩუქებდა, არავინ არ არაფერს მოგვცემს, თუ არ იქნებოდა დამსახურება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, იმისთვის რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ისტორიული ჩანაწერი, არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, ასეა, მეგობრებო, ამას ითხოვს ხალხი 30 წელია,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას შეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენისთვის ბოდიში მოუხადა, მათ შორის, ოპონენტების მაგივრად.
„ასე რომ, საზოგადოებას მინდა ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის, მათ შორის, თქვენს მაგივრად ძვირფასო ოპონენტებო, ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ ამდენი მართლაც ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან რთულია ასეთ უმსგავსო ქმედებებს და შეურაცხყოფებს, ასეთ ეპითეტებს არ გამოეხმაურო,“- განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
08 აგვისტო 2026, 09:52
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო: დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად
საქართველოს საპატრიარქო რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ომის დღეებში საქართველომ უმძიმესი ტკივილი განიცადა.
08 აგვისტო 2026, 09:42
რეგიონი
2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
08 აგვისტო 2026, 09:35
მსოფლიო
CENTCOM-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დროს ამერიკელმა სამხედროებმა 51 გემს მიმართულება შეუცვალეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დროს, დღეის მდგომარეობით მათ 51 კომერციულ გემს მიმართულება შეუცვალეს.
08 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბა
უკრაინამ გვიან ღამით რუსეთის სამარის ოლქსა და ქვეყნის სამხრეთში, კრასნოდარის მხარეში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
08 აგვისტო 2026, 00:54
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის დაზვერვა გერმანიის აეროპორტში აღმოჩენილ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ დრონს რუსეთს უკავშირებს
აშშ-ის დაზვერვის ანგარიშების შესახებ ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ამ კვირაში გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობას ეკუთვნის, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
08 აგვისტო 2026, 00:50
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
08 აგვისტო 2026, 00:47
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია
08 აგვისტო 2026, 00:37
თავდაცვა
2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე.
08 აგვისტო 2026, 00:34
საზოგადოება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
08 აგვისტო 2026, 00:30
საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის და ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
08 აგვისტო 2026, 00:20
მსოფლიო
იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ესპანეთთან სასაზღვრო კონტროლის შეჩერებას და უარყო მადრიდის მუქარა საპასუხო ზომების მიღების შესახებ
იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ესპანეთთან სასაზღვრო კონტროლის შეჩერებას და უარყო მადრიდის მუქარა საპასუხო ზომების მიღების შესახებ, თუ რომი შეინარჩუნებს იმ საგანგებო ზომებს, რომლებიც გასულ კვირას ესპანურ ანკლავ სეუტაში მიგრანტთა მასობრივი ნაკადის საპასუხოდ დააწესა.
08 აგვისტო 2026, 00:17
საზოგადოება
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა
აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაიჭრა და დაშავდა 2 232 მოქალაქე, მათ შორის 1 045 სამხედრო მოსამსახურე. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.
08 აგვისტო 2026, 00:13
საზოგადოება
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
08 აგვისტო 2026, 00:10
საზოგადოება
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
08 აგვისტო 2026, 00:01
საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა
2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს და საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა.
07 აგვისტო 2026, 23:56
მსოფლიო
ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა აწარმოებს დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების ფორმირების საგარეო პოლიტიკას, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა აწარმოებს დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების ფორმირების საგარეო პოლიტიკას, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა.
07 აგვისტო 2026, 22:27
საზოგადოება
თბილისის მერია: გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გადაკვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საგზაო მოძრაობის დროებითი შეზღუდვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული მარშრუტებიც შეიცვლება. კერძოდ, N300, N302, N349 ავტობუსები და N531 მიკროავტობუსი პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილდებიან იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას.
07 აგვისტო 2026, 21:48
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ადამიანები დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს
ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ჯარისკაცებს გადააბრალა და ისინი ტრიბუნალისთვის გაწირა. რომ არა ჩვენი გუნდი, სხვა ვერავინ დაიცავდა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
07 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ
აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
07 აგვისტო 2026, 21:19
პოლიტიკა
აფხაზეთის ომის მონაწილე გია ნიშნიანიძე ბარამიძეს ტყუილში ამხელს: ქუთაისის იზოლატორში გვყავდა მოწინააღმდეგის 23 ტყვე მეომარი, იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში, აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია, მოიყვანეს ჩვენი ბიჭები და შედგა გაცვლა - ყველა ყველაზე. რა ბარამიძე, რის ბარამიძე?! იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს
ნიშნიანიძე იხსენებს, რომ ავთანდილ იოსელიანის წინადადებით, თავად ჩაერთო ტყვეების გაცვლის პროცესში და გუდაუთის აეროდრომზე მოწინააღმდეგის 23 ტყვე აფხაზეთის წარმომადგენლებთან ქართველ ტყვეებზე გაიცვალა, გიორგი ბარამიძე კი იქ არავის უნახავს. მისივე განცხადებით, 13 თვე და 13 დღე იყო აფხაზეთში, საიდანაც სვანეთის გავლით, ფეხით ჩამოვიდა და მზადყოფნას აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთანაც ითანამშრომლოს.


