ირაკლი ღარიბაშვილი: 2017 წელს, ჩვენი ინიციატივით კონსტიტუციაში ჩაიწერა და დაფიქსირდა ურყევი ნება ქართველი ხალხისა, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
2017 წელს, ჩვენი მთავრობის, პარლამენტის და პარტიის ინიციატივით, მაშინ ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, კონსტიტუციაში ჩაიწერა, განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირები და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ურყევი ნება ქართველი ხალხისა, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. ამით მე ვფიქრობ, ყველა სპეკულაციაზე პასუხი გაცემულია და არ ვთვლი საჭიროდ, ზედმეტი განმარტებები გავაკეთო და თავის მართლება დავიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არის ურყევი და მტკიცე.
„2008 წლამდე, ჩვენ კარგად გვახსოვს, რამხელა მოლოდინი შექმნეს, ცრუ მოლოდინი გაუჩინეს მოქალაქეებს, თითქოს საქართველო მიიღებდა მაპს. ჩვენ ამდენი რამ ჩამოვთვალეთ - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ესენი ვერც იოცნებებდნენ უბრალოდ. მაპი რატომ არ მიიღო საქართველომ 2008 წელს? გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი? რა თქმა უნდა არ გაქვთ, არც იცით, რა უნდა უპასუხოთ ხალხს. მაპის არ მინიჭების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ დამანგრეველი ომი და რუსული ჯარის შემობრუნება საქართველოში. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არის ურყევი და მტკიცე და რეალურად, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ეს პროცესი გახდა შეუქცევადი. მათ შორის, 2017 წელს, ჩვენი მთავრობის, პარლამენტის და პარტიის ინიციატივით, მაშინ ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, კონსტიტუციაში ჩაიწერა, განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირები და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ურყევი ნება ქართველი ხალხისა, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. ამით მე ვფიქრობ, ყველა სპეკულაციაზე პასუხი გაცემულია და არ ვთვლი საჭიროდ, ზედმეტი განმარტებები გავაკეთო და თავის მართლება დავიწყო“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 14:24
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
„ნაძირალა ახვლედიანი, პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“ და ახლა კაცმა არ იცის ვინ და რა დარჩა, ბედავს ეკლესიაზე საუბარს, ეს პროფესიონალი იუდა?“, - წერს ჟღენტი.
06 მაისი 2026, 14:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: ასეთი ტიპის ანგარიშები კარგავს ინტერესს საქართველოშიც და საბოლოო ჯამში ევროპარლამენტის და ევროკავშირის დისკრედიტაციას ემსახურება უფრო მეტად
ეს არის ფაქტობრივად ერთობლივი ნამუშევარი „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა.
06 მაისი 2026, 14:19
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებელს - რასა იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ვისაუბრებთ მათზე, მეტ სისულელეს დაწერენ, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“.
06 მაისი 2026, 14:17
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპარლამენტი უფრო მეტად ორიენტირებულია საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე, ვიდრე სიმართლეზე და პარტნიორობის შესახებ საუბარზე
„დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპარლამენტი უფრო მეტად ორიენტირებულია საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე, ვიდრე სიმართლეზე და პარტნიორობის შესახებ საუბარზე“, - მიიჩნევს მახაშვილი.
06 მაისი 2026, 14:07
სამართალი
გიორგი უძილაურს, რომელიც სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
დღეს, გიორგი უძილაურს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ის გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. არსებული ინფორმაციით, უძილაური, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნისთვის საქმიანობდა.
06 მაისი 2026, 14:05
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: მეუფე ზენონის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არის ცრუ და საზიანო, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს კონკრეტულად რა ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი მძიმე განცხადებები. თუ მსგავსი ფაქტები არ არსებობს, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რიტორიკა ემსახურება სხვა, საზოგადოებისთვის უცნობ ინტერესებს. მეუფე ზენონმა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, მეუფე ზენონ იარაჯულის მიერ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ.
06 მაისი 2026, 14:02
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის მინისტრმა ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
06 მაისი 2026, 13:55
მსოფლიო
POLITICO: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან (ECHR) გამოსვლა ბრიტანეთს რუსეთის გზაზე დააყენებს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროპული კონვენციის დატოვება ქვეყანას რუსეთისა და ბელარუსის ავტოკრატიული რეჟიმების რიგებში ჩააყენებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
06 მაისი 2026, 13:51
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ბანკის, ასევე სხვა ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ სანდოობას საქართველოს ეკონომიკისადმი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის, როგორც Lion Finance Group-ის წევრი კომპანიის, FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ცერემონიაში - ამ ფაქტის აღსანიშნავად ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე ზარის დარეკვით დაიხურა. ბანკი პირველი კომპანია გახდა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
06 მაისი 2026, 13:48
ჯანდაცვა
ირინე წაქაძემ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მონაწილეობდა.
06 მაისი 2026, 13:46
საზოგადოება
რევაზ სოხაძე კომაროვის სკოლის იუბილეზე: ინფრასტრუქტურა არის ინვესტიცია მომავალში, ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაძლიერებლად
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
06 მაისი 2026, 13:40
მსოფლიო
AXIOS: აშშ და ირანი ომის დასასრულებლად ერთგვერდიანი მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან
თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ისინი ირანთან ერთგვერდიანი მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან, რაც ომის დასრულებასა და დეტალურ ბირთვულ მოლაპარაკებებს საფუძვლად დაედება. ინფორმაციას AXIOS-ი ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
06 მაისი 2026, 13:34
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ბაქოში უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
„საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. უზბეკეთში ეს სექტორი აქტიურად ვითარდება და ახალ შესაძლებლობებს აჩენს. თანამშრომლობა ყურძნის ჯიშების გაუმჯობესების, დაავადებებისადმი მდგრადობის გაზრდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ორმხრივ სარგებელს შექმნის და სექტორის კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს. სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას და არსებულ გამოწვევებთან უფრო ეფექტიან გამკლავებას“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
06 მაისი 2026, 13:06
მსოფლიო
POLITICO: ტრამპთან დადებული სავაჭრო შეთანხმება, შესაძლოა, ევროკავშირში უთანხმოების მიზეზი გახდეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკანასკნელი მუქარები ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, შარშან ევროკავშირთან დადებული ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმების რეალიზებას საფრთხეს უქმნის, და, შესაძლოა, ევროკავშირის შიგნით კონფლიქტის მიზეზი გახდეს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
06 მაისი 2026, 13:01
ტაბლოიდი
სეულში ერთმანეთს ძილში შეეჯიბრნენ😴
კონკურსი ხაზს უსვამს სამხრეთ კორეის უძილობის ქრონიკულ პრობლემას. მონაცემების მიხედვით, სამხრეთ კორეა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ერია, რის შედეგადაც მოსახლეობას ძილისთვის მინიმალური საათები რჩება.
06 მაისი 2026, 12:54
ჯანდაცვა
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
06 მაისი 2026, 12:51
მსოფლიო
CNBC: Lufthansa-ს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საწვავზე ხარჯი თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაეზარდა
უმსხვილესი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს მას საწვავის ხარჯი 1,7 მილიარდი ევროთი, თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაეზარდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა „დიდი პრობლემები“ შექმნა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
06 მაისი 2026, 12:47
ეკონომიკა
მერაბ კაკულია: მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება არგუმენტირებული გადაწყვეტილებაა
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან საკმაოდ მნიშვნელოვანმა გადახრამ განაპირობა, - აცხადებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ კაკულია.
06 მაისი 2026, 12:47
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა
„თუ დავაკვირდებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან - ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
06 მაისი 2026, 12:29
ეკონომიკა
„ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი: ევროკონტროლის მიერ რეისების შეფერხების გამო, საწვავთან დაკავშირებულ ისედაც დიდ ზარალს, დამატებით ზარალი ემატება
აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ საქართველოს ნავიგაციიდან 2025 წლის მოგებიდან დაახლოებით 120 მილიონი დოლარი ევროკონტროლმა წაიღო, რადგან თავის დროზე იყო მიღებული ევროკონტროლში გაწევრიანების არასწორი გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია საქართველოდან საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს იღებს. თავის მხრივ კი ავიაკომპანიების და მოქალაქეების მიმართ მავნებლობითა და დაბრკოლებების შექმნით არის დაკავებული. ეს არა მარტო ჩვენ კომპანიას, არამედ მთელ საავიაციო სექტორს და პირველ რიგში მგზავრებს აზიანებს.


