imedi /  22 ივნისი 2022, 21:53 / სანდო წყარო

პრემიერი: ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, ესენი კი ელაპარაკებიან ხალხს, რომ „ფანჯარა გაიღო“, რა ფანჯარაზე მელაპარაკებით, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, ხალხო, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მოვედი, დავიწყე საუბარი იმით, რომ ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა ევროპული პერსპექტივის სახით და დამიწყეს ლანძღვა-გინება ქალბატონებმა. ეს ტაქტიკა აქვთ, ქალებს გამოუშვებენ, კაცები იქით ჩამალულები ხართ, მაგრები ხართ. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს იქნება. სხვა კითხვებიც არის, რას ვუკეთებთ მაგალითად ჩემ მიერ ჩამოთვლილ ოლიგარქებს, როგორ მოვუაროთ მათ და ა.შ. ასე რომ ვიმუშავებთ, ძალიან მაგრად უნდა ვიმუშაოთ, არცერთი კითხვა არ უნდა დავტოვოთ პასუხგაუცემელი. რეალურად რეკომენდაცია არის მიცემული, ანუ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია. ახლა ესენი გამოდიან და ელაპარაკებიან ხალხს, რომ „ფანჯარა გაიღო“. რა ფანჯარაზე მელაპარაკებით, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხალხო, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ ასოცირების შეთანხმებაც კი ვერ დაიწყო და 3 წელი დაგვიანდა, საუბარი არაა უვიზო რეჟიმსა და თავისუფალ ვაჭრობაზე. პრემიერმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს გაუსვა ხაზი.

„მე მახსოვს, თქვენ დროს ასოცირების შეთანხმებაც კი ვერ დაიწყეთ, გააჯანჯლეთ, 3 წელი იყო ჯახირი და შემდეგ არა თუ უვიზო რეჟიმი, არაფერზე იყო საუბარი, არც თავისუფალი ვაჭრობა, არაფერი საერთოდ. მე მახსოვს, ძალიან ცხარე დისკუსიები გვქონდა, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს გეუბნებით, როცა ჩვენ ვათანხმებდით ტექსტს ასოცირების შეთანხმებაში, მაშინ ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ევროპული ჩაწერილიყო ქვეყანასთან მიმართებაში. ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო. და ბოლოს დავითანხმეთ და ჩაიწერა „აღმოსავლეთ ევროპული“ სახელმწიფო. დღეს პირველად გეუბნება ხალხი, რომ კარს გიღებთ ევროპა. ამათ არ მოსწონთ და ხალხს ატყუებენ, რომ ფანჯარა დაიკეტა. ფანჯარა თქვენთვისაა დაკეტილი დიდი ხნით, სამუდამოდ. ესაა ჩემი პასუხი ბატონო ბექა და ბატონო ირაკლი. ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, მთელი საგარეო გუნდი, ჩვენი ელჩი, ყველა, საპარლამენტო გუნდი აქტიურ მუშაობას ვეწეოდით მთელი ეს პერიოდი და რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ ევროპარლამენტში, ყველგან. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. რაც მთავარია, ჩვენ ეს მოვახერხეთ ამ მშვიდობის შენარჩუნებით და არ ავყევით ამათ მავნებლურ პროვოკაციებს, არც მათ განზრახვებს, არც მათი პარტნიორი უკრაინელების მოწოდებასა და სურვილებს, რომ აქ მეორე ფრონტი მოეწყოთ და მეორე მარიუპოლი მოეწყოთ. ეს ყველაფერი ავირიდეთ თავიდან და ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და 14%-იანი ეკონომიკური ზრდა. ახლა მკითხავთ რომელ ქვეყანაში არ არის? არსად არ არის ევროპაში.

ყატარში ვიყავი ეკონომიკურ ფორუმზე, მქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა და მართლაც არის ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომიკური ზრდა. შარშან ძალიან ბევრი მაკრიტიკებდა, როცა გავხსენით ეკონომიკა. თქვენ გგონიათ ეს რისკი არ იყო ჩემთვის პირადად და მთავრობისთვის, ქვეყნისთვის? მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილებები. რისკიანი იყო, მაგრამ გათვლილი, გააზრებული, ვიცოდით, როგორ უნდა გვემართა პროცესი და შარშან მივიღეთ 10.8 % ეკონომიკური ზრდა. ამან დამატებით მილიარდზე მეტი გააჩინა ბიუჯეტში და დავაფინანსეთ ძალიან ბევრი, მათ შორის, ბავშვებს დავუფინანსეთ დამატებით, გავუზარდეთ და სხვა უამრავი, დავიწყეთ განახლებული რეგიონები და კიდევ სხვა უამრავი პროექტი, რომელიც ამ ფულით დაფინანსდა. წელს პირველ კვარტალში 14.4 % არის ეკონომიკური ზრდა, არსად არ არის ევროპაში. ინფლაცია არის ისტორიულ მაქსიმუმზე ამერიკაში, ევროპაში, წამყვან ეკონომიკებში, როგორებიცაა - გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბრიტანეთი, თურქეთში 73% ინფლაციაა, მოლდოვაში 27% და ჩვენ ამ დროს 12-13% ინფლაციის ფარგლებში ვახერხებთ შენარჩუნებას, თან ძალიან ძლიერი, მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში და ასეთი ოპოზიციის პირობებში, მეგობრებო“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

30 აგვისტო 2026, 17:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

30 აგვისტო 2026, 16:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.

ვატო შაქარიშვილი

30 აგვისტო 2026, 16:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.

30 აგვისტო 2026, 16:27

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

სერჰი იემელიანოვი

30 აგვისტო 2026, 15:59

სპორტი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

30 აგვისტო 2026, 14:16

მსოფლიო

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.

თენგიზ შარმანაშვილი

30 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.

30 აგვისტო 2026, 14:09

რეგიონი

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.