ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით წავა
ფოტო: ნინო არღვლიანი
"დაიცავი კონსტიტუციის" წევრები ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, ისინი ხელისუფლებასთან კონსესუსის იმიტაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ერთადერთ შემთხვევაში დაჯდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს არის პროპორციუს საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
"თუ მოცემულობა დაუბრუნდება პროპორციულ სისტემაზე გადასლის საკითხს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდებით. სხვა შემთხვევაში ჩაშლილ კონსულტაციებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება," - განაცხადაეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ. ოპოზიციური პარტიები პასუხს უკვე ხელისუფლებისგან ელოდებიან. მათი თქმით, სწორედ ამ პასუხიზე იქნება დამოკიდებული, შედგება თუ არა შეხვედრა სტრასბურგში.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები ერთობლივ წერილზე მუშაობენ. "დაიცავი კონსტიტუციის" წევრები ვენეციის კომისიის ინფორმირებას გეგმავენ.
რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ მისთვის ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმით საუბარი მიუღებელია.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა მხარეებს 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრა შესთავაზა, სადაც ერთმანეთს მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდებიან. ჯანი ბუკიკიო საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ, რომ კონსტრუქტიული კომპრომისი გამოიძებნოს.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 16:24
საზოგადოება
მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა შეაჯამა
„საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა.
18 სექტემბერი 2026, 16:20
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს
ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში, რომელიც უწყებამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გაავრცელა.
18 სექტემბერი 2026, 16:20
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის საკითხზე: სააგენტოში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თავად არიან აქტიურად ჩაბმულები საგამოძიებო პროცესში
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დედაქალაქის რამდენიმე ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის საკითხს გამოეხმაურა. როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა მოწამვლა უკიდურესად უსიამოვნო ფაქტია.
18 სექტემბერი 2026, 16:17
საზოგადოება
ბექა მიქაუტაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის ცენტრი გაიხსნება
„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება“, - აღნიშნულის შესახებ საკრებულოს სხდომაზე განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გააკეთა.
18 სექტემბერი 2026, 16:17
საზოგადოება
19-20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ინტენსივობის ნალექია მოსალოდნელი. ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
18 სექტემბერი 2026, 16:16
საზოგადოება
თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო: დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება, რაც შეეხება გასულ 24 საათში გამოვლენილ მიმართვიანობის ფაქტებს და ავადობის გამომწვევ შესაძლო მიზეზებს, საკითხი კვლევის ეტაპზეა
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის სისტემა წლებია პასუხობს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. საბავშვო ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს კვების მიწოდების უსაფრთხო ჯაჭვს მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე. თითოეულ პროდუქტს, რომელიც შედის საბავშვო ბაღში, თან ახლავს ლაბორატორიული კვლევის ოქმები და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია. ამასთან, ხდება კონკრეტული პროდუქტების სინჯების შენახვა გარკვეული ვადით“.
18 სექტემბერი 2026, 16:05
პოლიტიკა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
18 სექტემბერი 2026, 15:58
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს
ირაკლი შატაკიშვილის კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
18 სექტემბერი 2026, 15:55
საზოგადოება
გივი მიქანაძე: თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
18 სექტემბერი 2026, 15:51
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების შეხვედრას მასპინძლობს
მოხარულები ვართ, რომ საქართველო რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას მასპინძლობს, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრისას.
18 სექტემბერი 2026, 15:48
პოლიტიკა
IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი IAEA-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ჰუა ლიუს შეხვდნენ.
18 სექტემბერი 2026, 15:41
პოლიტიკა
ბერლინში „ფეისბუქ“-პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
18 სექტემბერი 2026, 15:41
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
18 სექტემბერი 2026, 15:34
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება
სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:29
პოლიტიკა
პრემიერი: ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება
ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:26
პოლიტიკა
რევაზ სოხაძე: არსებულ პრობლემებზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრებით
„აქ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო შესაბამისი დასკვნა და როგორც კი ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემოვიდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განათლების სამინისტროს გადაეგზავნა. განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის N 21 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით.
18 სექტემბერი 2026, 15:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა
ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:23
საზოგადოება
თბილისის ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ - სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. შესაბამის მოქმედებებს ატარებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
18 სექტემბერი 2026, 15:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ნამახვანის“ პროექტის განხილვისას აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს, შეგვიძლია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერავინ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს
როდესაც განიხილებოდა „ნამახვანის“ პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:20
პოლიტიკა
პრემიერი: თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს დანაშაულს, ისინი დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მათი დანაშაული, როდესაც რადიკალებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების მიერ საპატიმროების დატოვება, ეს თავისთავად მეტყველებს, თუ რა არის მათი რეალური მიზანი - რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება
ჩვენი გზავნილი არის ის, რომ თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელიც მათ აქვთ თავის დროზე ჩადენილი, ვგულისხმობ ძალადობას, რომელსაც იყენებდნენ აქციების დროს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


