www.imedi.ge /  30 ივნისი 2022, 00:04 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: სანამ ევროკავშირის გადაწყვეტილება ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, იყო ბევრი პირდაპირი გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ შეეცვალათ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

მაკრონმა რაც თქვა, რომ გეოგრაფია, გეოპოლიტიკა საქართველოსი სხვა არის და იმ ორი ქვეყნის სხვა, ეს ნიშნავს, რომ ევროპის კარი დაკეტილი უნდა იყოს და ევროპული პერსპექტივა არ უნდა თქვა. თუ ევროპულ პერსპექტივას ამბობ, ესე იგი კარი გაიღო და გეოგრაფია აღარაფერ შუაშია. მაკრონის ეს სიტყვებიც წინააღმდეგობრივია, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„სანამ ევროკავშირის გადაწყვეტილება ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, იყო ბევრი პირდაპირი გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ შეეცვალათ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგანაც. ეს ყველაფერი ღია წყაროებშიც არის და აღარ გავიმეორებ. იყო დახურული გზავნილებიც, ოღონდ ამ ეტაპზე ამაზე საუბრისგანაც თავს შევიკავებ. თუმცა, როდესაც ვამბობ, რომ იყო ე.ი. მაქვს ამისი თქმის საფუძველი. დადგება დრო და ამას ვიტყვით. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გეუბნებიან ევროპულ პერსპექტივას, ეს ნიშნავს, რომ უკვე ევროპის კარი ღიაა. მაკრონმა რაც თქვა, რომ გეოგრაფია, გეოპოლიტიკა საქართველოსი სხვა არის და იმ ორი ქვეყნის სხვა, ეს ნიშნავს, რომ ევროპის კარი დაკეტილი უნდა იყოს და ევროპული პერსპექტივა არ უნდა თქვა. თუ ევროპულ პერსპექტივას ამბობ, ესე იგი კარი გაიღო და გეოგრაფია აღარაფერ შუაშია. მაკრონის ეს სიტყვებიც წინააღმდეგობრივია. როდესაც ერთი მხრივ გაძლევენ ევროპულ პერსპექტივას და მეორე მხრივ კანდიდატობის კანდიდატობას ისეთი პირობებით, რომლებიც არ არის მკაფიო და რომელთაც შეუძლიათ სერიოზული ტურბულენტობის გამოწვევა. როდესაც გეუბნებიან სერიოზული კრიმინალების ციხიდან გამოშვებას, კონტროლის მოთხოვნას გარკვეულ სტრუქტურებზე და ა.შ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

14 ივლისი 2026, 14:23

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მოსკოვი ამ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევს

„სულ უფრო ცხადი ხდება და რუსეთის უფრო მეტ მოქალაქეს ესმის, რომ მოსკოვი ამ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევს. რუსეთი თავის ომის მიზნებს ვერ განახორციელებს“, - აღნიშნავს გერმანიის კანცლერი.

14 ივლისი 2026, 14:20

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საბოტაჟის საქმეზე, დღეს სასამართლოში მოწმის სახით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონული მდივანი ლევან ნიკოლეიშვილი და გელა ნიკოლაიშვილი დაიკითხებიან.

14 ივლისი 2026, 14:16

მსოფლიო

Politico: ევროკომისია მაღალჩინოსნების სათავო ოფისის ნაცვლად წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში გადანაწილების იდეას განიხილავს

მიზანი 27 სახელმწიფოსთან კავშირების გაძლიერებაა. ადამიანური რესურსების საკითხებში ევროკომისარმა პიოტრ სერაფინმა აღნიშნა, რომ კომისია მზად არის ცვლილებებისთვის, მათ შორის ახალი პერსონალის დაჩქარებული წესით ასაყვანად.

ლევან მაჭავარიანი

14 ივლისი 2026, 14:14

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი. საუბრობენ შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებზე და ახსენებენ ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც შავი ზღვა არ ესაზღვრება. საქართველოს ტოვებენ. საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში. რა თქმა უნდა ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება

ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, ისე იმსჯელეს, რომ საქართველო არ უხსენებიათ.

14 ივლისი 2026, 14:08

მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინასთან ბლოკში გაწევრების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერი გახსნა

ევროკავშირმა უკრაინასთან ბლოკში გაწევრების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერი გახსნა, რომელიც საგარეო ურთიერთობებს მოიცავს. კერძოდ, კიევმა საერთაშორისო, სავაჭრო და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.

რატი იონათამიშვილი

14 ივლისი 2026, 14:05

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავის მანდატს გასცდა.

არჩილ გორდულაძე

14 ივლისი 2026, 14:04

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

ლევან მახაშვილი

14 ივლისი 2026, 14:03

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: რასაც ვაკვირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე შექმნილი იყვნენ საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის, დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო სოფელს ეშმაკები დაეპატრონნენო

„რასაც ვაკვირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე შექმნილი იყვნენ საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის, დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო სოფელს ეშმაკები დაეპატრონნენო“, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

გიორგი გამსახურდია

14 ივლისი 2026, 13:45

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი „ნაცები“ როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო - ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ „დიფ სთეითის" ნარჩენები

დღეს, სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი ახსენებდა რუხაძე და ეგრევე გამახსენდა, ავადმყოფი ნაცები, როგორ ერთხმად ამაყობდნენ ბადრი ჩვენ მოვკალითო, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

14 ივლისი 2026, 13:36

სამართალი

საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ ისტორიებს და დოკუმენტაციას უქმნიდნენ

საქართველოს პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის, ორგანიზების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინა.

14 ივლისი 2026, 13:32

ტექნოლოგიები

DeepSeek-ის დამფუძნებელი მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მდიდარი შემქმნელი გახდა

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მისი ქონება 36 მილიარდ დოლარად ფასდება. მისი კომპანიის მიერ დაფინანსების მოზიდვის ბოლო რაუნდის შემდეგ, დამფუძნებლის ქონება გაორმაგდა - მანამდე ის 16,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ვენფენგმა გადაასწრო Anthropic-ის თანადამფუძნებელ დარიო ამოდეის, რომლის ქონებაც თითქმის 25,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გია აბაშიძე

14 ივლისი 2026, 13:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა. აბაშიძის თქმით, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს და რაც მეტი სამართლებრივი დავა იქნება, დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ, მით მეტად შეუწყობს ხელს მედიაგარემოს გაჯანსაღებას.

14 ივლისი 2026, 13:29

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული ღონისძიების გახსნას დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 13:25

მსოფლიო

გერმანიაში სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

გერმანიაში სამხედრო სამსახურზე უარს სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შესახებ 5 862 განაცხადი იყო შეტანილი. შედარებისთვის, მთელი 2025 წლის განმავლობაში სულ 3 867 ასეთი განაცხადი დაფიქსირდა, 2024 წელს კი 2 998.

კახა კალაძე

14 ივლისი 2026, 13:18

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც მან უპასუხა შეკითხვას ამერიკული გამოცემის Washington Examiner სტატიის შესახებ, რომ თითქოს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტპატიმრებით ვაჭრობს.

14 ივლისი 2026, 13:14

მსოფლიო

ირანში განაცხადეს, რომ აშშ-ის სანქციების აღდგენის მიუხედავად, ნავთობის გაყიდვას აგრძელებენ

ირანული ნავთობის ექსპორტი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას გაუქმდა აშშ-ის მიერ ნავთობის სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან 60-დღიანი გამონაკლისი, - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა, მოჰსენ პაკნეჯადმა განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2026, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: უაზროდ წაიღეს ყველაფერი ჩვენგან - მთაწმინდის პარკი, „სტანდარტ ბანკი“, „იმედი“, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, დაგვარტყეს „ბორჯომზე“, ერთ დღეში დაგვარტყეს ხუთ აქტივზე - სააკაშვილს „იმედი“ დავაბრუნებინეთ როცა არჩევნები წააგო

საქართველოში ჩამოვედი მას შემდეგ, რაც ყველაფერი დავაბრუნებინეთ სააკაშვილს. [დაბრუნების პროცესი ხდებოდა] მოლაპარაკებით, საქართველოს გარეთ, ოღონდ ყველაფერი - "იმედის" გარდა. "იმედზე" მოლაპარაკება საქართველოში მოხდა, ეგეც სააკაშვილს დავაბრუნებინეთ ოღონდ უკვე მერე, როცა არჩევნები წააგო, - განაცხადა ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში "საქართველოს დაბადება".

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2026, 13:09

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების, საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“ - დადიოდა აშშ-ის საელჩოში, როგორც პირველი მოადგილე ადეიშვილის და უმტკიცებდა, რომ მე ვიყავი დასაჭერი

ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“, - განაცხადა ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ და დაასახელა მიზეზი, რის გამოც მის დაჭერას ვერ ახერხებდა „ნაციონალური მოძრაობა“.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2026, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

ირაკლი რუხაძე პოდკასტში "საქართველოს დაბადება" ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს.

14 ივლისი 2026, 12:54

საზოგადოება

თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №120 საჯარო სკოლის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.