29 ივნისი 2022, 23:54 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: როდესაც უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატობას, ჩვენ კი კანდიდატობის კანდიდატობას, ეს არ არის სამართლიანი

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

მოლდოვაში მოსახლეობის დაახლოებით 50% მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს. ბოლო არჩევნებამდე სულ კომუნისტური პარტია ან მასთან კოალიციაში მყოფი ძალები იმარჯვებდნენ. ამ დროს, ჩვენ გვაძლევენ არა კანდიდატობას, არამედ კანდიდატობის კანდიდატობას, რაც არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„საქართველოში ევროკავშირის მიმართ საოცრად მაღალი მხარდაჭერაა და ეს მხარდაჭერა უპრეცედენტოდ გაიზარდა ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო - იყო ჩვეულებრივ 60-70%, ახლა კი არის 85%. განსხვავებით იგივე მოლდოვისგან, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 50% მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს. ბოლო არჩევნებამდე სულ კომუნისტური პარტია ან მასთან კოალიციაში მყოფი ძალები იმარჯვებდნენ. ამ დროს, ჩვენ გვაძლევენ არა კანდიდატობას, არამედ კანდიდატობის კანდიდატობას, რაც არაფერს ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება - ეს არის სიტყვა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვითხოვდით და ველოდებოდით, მაგრამ როდესაც ის ორი ქვეყანა ხდება კანდიდატი, ჩვენ კი კანდიდატობის კანდიდატი, ეს არ არის სამართლიანი. ეს იწვევს სერიოზულ ტურბულენტობას საზოგადოებაში. ოპოზიციას გაუჩნდა შანსები, რომ მოატყუოს საზოგადოება და თქვას, რომ ამის დამაბრკოლებელი არის „ქართული ოცნება“. ამას სჭირდება სიმართლის თქმა და ზოგჯერ სიმართლე არის ის, რასაც კულუარებში გვეუბნებიან და რის სააშკარაოზე გამოტანასაც ერიდება ხელისუფლება“, - აცხადებს სუბარი.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2026, 14:38

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

ირანმა ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ტანკერებს შეუტია

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ ტანკერზე მიიტანეს იერიში. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მომხდარს დაუდევარი თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ იერიშის დროს დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი (ინდოეთის მოქალაქე), 8 კი დაშავდა.

14 ივლისი 2026, 14:30

პოლიტიკა

„აღდგენილია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის თელავში

თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიური რეჟიმით გრძელდება. ქვა-ღორღისგან იწმინდება კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. თელავის ხევზე კი ნაპირსამაგრ სამუშაოებში ათობით ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. სტიქიის ზონაში მცხოვრებ აბონენტებს და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კავკასიონის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ შეფერხებით აქვს. წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი, თუმცა საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, ადგილობრივებს წყალს სპეციალური ავზების საშუალებით აწვდიან.

14 ივლისი 2026, 14:26

პოლიტიკა

„მემარცხენე ალიანსი“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ღია წერილს უგზავნის

„მემარცხენე ალიანსი“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ღია წერილს უგზავნის

ფრიდრიხ მერცი

14 ივლისი 2026, 14:23

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მოსკოვი ამ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევს

„სულ უფრო ცხადი ხდება და რუსეთის უფრო მეტ მოქალაქეს ესმის, რომ მოსკოვი ამ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევს. რუსეთი თავის ომის მიზნებს ვერ განახორციელებს“, - აღნიშნავს გერმანიის კანცლერი.

14 ივლისი 2026, 14:20

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საბოტაჟის საქმეზე დღეს, სასამართლოში მოწმის სახით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე, ამავე ორგანიზაციის წევრი გელა ნიკოლაიშვილი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი და „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონული მდივანი ლევან ნიკოლეიშვილი დაიკითხებიან.

14 ივლისი 2026, 14:16

მსოფლიო

Politico: ევროკომისია მაღალჩინოსნების სათავო ოფისის ნაცვლად წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში გადანაწილების იდეას განიხილავს

მიზანი 27 სახელმწიფოსთან კავშირების გაძლიერებაა. ადამიანური რესურსების საკითხებში ევროკომისარმა პიოტრ სერაფინმა აღნიშნა, რომ კომისია მზად არის ცვლილებებისთვის, მათ შორის ახალი პერსონალის დაჩქარებული წესით ასაყვანად.

ლევან მაჭავარიანი

14 ივლისი 2026, 14:14

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი. საუბრობენ შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებზე და ახსენებენ ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც შავი ზღვა არ ესაზღვრება. საქართველოს ტოვებენ. საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში. რა თქმა უნდა ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება

ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, ისე იმსჯელეს, რომ საქართველო არ უხსენებიათ.

14 ივლისი 2026, 14:08

მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინასთან ბლოკში გაწევრების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერი გახსნა

ევროკავშირმა უკრაინასთან ბლოკში გაწევრების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერი გახსნა, რომელიც საგარეო ურთიერთობებს მოიცავს. კერძოდ, კიევმა საერთაშორისო, სავაჭრო და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.

რატი იონათამიშვილი

14 ივლისი 2026, 14:05

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავის მანდატს გასცდა.

არჩილ გორდულაძე

14 ივლისი 2026, 14:04

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

ლევან მახაშვილი

14 ივლისი 2026, 14:03

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: რასაც ვაკვირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე შექმნილი იყვნენ საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის, დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო სოფელს ეშმაკები დაეპატრონნენო

„რასაც ვაკვირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე შექმნილი იყვნენ საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის, დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო სოფელს ეშმაკები დაეპატრონნენო“, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

გიორგი გამსახურდია

14 ივლისი 2026, 13:45

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი „ნაცები“ როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო - ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ „დიფ სთეითის" ნარჩენები

დღეს, სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი ახსენებდა რუხაძე და ეგრევე გამახსენდა, ავადმყოფი ნაცები, როგორ ერთხმად ამაყობდნენ ბადრი ჩვენ მოვკალითო, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

14 ივლისი 2026, 13:36

სამართალი

საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ ისტორიებს და დოკუმენტაციას უქმნიდნენ

საქართველოს პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის, ორგანიზების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინა.

გია აბაშიძე

14 ივლისი 2026, 13:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა. აბაშიძის თქმით, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს და რაც მეტი სამართლებრივი დავა იქნება, დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ, მით მეტად შეუწყობს ხელს მედიაგარემოს გაჯანსაღებას.

14 ივლისი 2026, 13:32

ტექნოლოგიები

DeepSeek-ის დამფუძნებელი მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მდიდარი შემქმნელი გახდა

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მისი ქონება 36 მილიარდ დოლარად ფასდება. მისი კომპანიის მიერ დაფინანსების მოზიდვის ბოლო რაუნდის შემდეგ, დამფუძნებლის ქონება გაორმაგდა - მანამდე ის 16,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ვენფენგმა გადაასწრო Anthropic-ის თანადამფუძნებელ დარიო ამოდეის, რომლის ქონებაც თითქმის 25,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

14 ივლისი 2026, 13:29

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული ღონისძიების გახსნას დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 13:25

მსოფლიო

გერმანიაში სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

გერმანიაში სამხედრო სამსახურზე უარს სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შესახებ 5 862 განაცხადი იყო შეტანილი. შედარებისთვის, მთელი 2025 წლის განმავლობაში სულ 3 867 ასეთი განაცხადი დაფიქსირდა, 2024 წელს კი 2 998.

კახა კალაძე

14 ივლისი 2026, 13:18

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც მან უპასუხა შეკითხვას ამერიკული გამოცემის Washington Examiner სტატიის შესახებ, რომ თითქოს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტპატიმრებით ვაჭრობს.

14 ივლისი 2026, 13:14

მსოფლიო

ირანში განაცხადეს, რომ აშშ-ის სანქციების აღდგენის მიუხედავად, ნავთობის გაყიდვას აგრძელებენ

ირანული ნავთობის ექსპორტი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას გაუქმდა აშშ-ის მიერ ნავთობის სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან 60-დღიანი გამონაკლისი, - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა, მოჰსენ პაკნეჯადმა განაცხადა.