ირაკლი კობახიძე: პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, პროკურატურასთან და შსს-სთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ
ირაკლი კობახიძე
ფოტო: Facebook
პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, პროკურატურასთან და შსს-სთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას ევროკავშირის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულების გეგმა გააცნო.
კერძოდ, რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი ეხება სათანადო მედიაგარემოს უზრუნველყოფას, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასა და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე ეფექტიან რეაგირებას.
„პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“, - განმარტა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ის გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას აპირებს.
ყველა სიახლე
16 აგვისტო 2026, 12:40
თავდაცვა
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ერთთვიანი სწავლება საველე წვრთნასა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა. დასკვნითი ეტაპი ჩატარდა ვაზიანის სასროლეთზე, სადაც ბატალიონის ასეულებმა ტაქტიკური გადაადგილება, საბრძოლო პოზიციების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელეს. სწავლების მიმდინარეობას მონიტორინგი საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლებმა გაუწიეს.
16 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
WP: სპარსეთის ყურის ქვეყნები ტრამპით უკმაყოფილონი არიან, რადგან ის ირანთან შეთანხმებას ვერ აღწევს
სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვაშინგტონით უკმაყოფილება იზრდება - აშშ-ის მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ დონალდ ტრამპს ირანთან შეთანხმება არ შეუძლია, - წერს The Washington Post-ი არაბ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
16 აგვისტო 2026, 12:08
მსოფლიო
უნგრეთში ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
არსებული ინფორმაციით, ავტობუსი M3 ავტომაგისტრალზე ნიერედჰაზას მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი გზიდან უეცრად თხრილში გადავიდა და გადაბრუნდა. უნგრეთის პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ის დაკავებულია.
16 აგვისტო 2026, 11:52
მსოფლიო
ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენი პოლიტიკა სრულად არავის მოსწონს. ყოველთვის ვინმე ამბობს: „თქვენ რამდენიმე სკამზე სხედხართ“. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი - სერბული სკამის სასარგებლოდ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირია. ამავდროულად, გვსურს ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან
„თქვენ საუბრობთ ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც რუსეთი ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. მაგრამ რა გააკეთა ევროპამ რუსეთის მიმართ? შეიარაღა უკრაინა, დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დააფინანსა უკრაინა. რას ნიშნავს ეს რუსული თვალსაზრისით? ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამას ვამტკიცებ. მაგრამ უნდა ვეცადოთ, გავუგოთ ორივე მხარეს: ზელენსკისაც და პუტინსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერსად წავალთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. მისივე თქმით, ის ყოველდღე ცდილობს მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას.
16 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: როგორც ჩანს, ევროკავშირს არ სურს თურქეთის მიღება და არც ჩვენთვის აღარ არის ევროკავშირის წევრობა პრიორიტეტული. შედეგად, წაგებულ მდგომარეობაში ევროპა დარჩება
ევროკავშირის წევრობა ანკარასთვის პრიორიტეტი აღარ არის, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, ევროკავშირის რიგებში თურქეთის არყოფნით ევროპა დარჩება წაგებული.
16 აგვისტო 2026, 11:21
მსოფლიო
ლიბანზე ისრაელის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიშში მიიტანა. დარტყმები ნაბატიეს რაიონზე განხორციელდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა და 20-მდე დაშავდა.
16 აგვისტო 2026, 11:16
მსოფლიო
ლონდონში უკრაინის დაფინანსება გააპროტესტეს
ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი მილიარდები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე უნდა იხარჯებოდეს.
16 აგვისტო 2026, 11:16
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
16 აგვისტო 2026, 11:13
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
16 აგვისტო 2026, 11:11
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიევში ხანძრები გაჩნდა. ობოლონის რაიონში ცეცხლი არასაცხოვრებელ შენობებს ორ სხვადასხვა მისამართზე გაუჩნდა. გოლოსეევის რაიონში ასევე აალდა არასაცხოვრებელი შენობა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, დაშავებულია სამი ადამიანი.
16 აგვისტო 2026, 11:08
სამართალი
პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
16 აგვისტო 2026, 11:05
სამართალი
თაღლითობის საქმეზე დაკავებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალს დღეს წარუდგენენ
გამოძიება თაღლითობის მუხლით არის დაწყებული, ბრალს დღეს წაუყენებენ. აღკვეთის ღონისძიებაზე ალბათ ხვალ იქნება მსჯელობა. დაკავებულს შევხვდი, სავარაუდოდ დუმილის უფლებას გამოიყენებს, რადგან ჯერ მასალებს არ ვართ გაცნობილი, რომ პოზიცია ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა.
16 აგვისტო 2026, 11:02
მსოფლიო
აშშ-ში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
სროლა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინციდენტში სავარაუდოდ ერთზე მეტი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. ამ დროისთვის ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან.
16 აგვისტო 2026, 11:02
საზოგადოება
18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 16-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
16 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
ბელგიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
ბელგიის აღმოსავლეთით, გერმანიის საზღვართან მდებარე პარკში მომუშავე მეხანძრეების დასახმარებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სახანძრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაიგზავნა. ბელგიის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შაბათს ნაშუადღევის მონაცემებით, ცეცხლის გაკონტროლება ჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა.
16 აგვისტო 2026, 10:34
მსოფლიო
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ფლორესის კუნძულს ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:00 საათზე მოხდა, მისი კერა კი 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
16 აგვისტო 2026, 10:14
მსოფლიო
მედია: მაროკოს პოლიციამ ათობით მიგრანტი დააკავა, რომლებიც სეუტაში გადასვლას გეგმავდნენ
მაროკოს ხელისუფლებამ ათობით მიგრანტი შეაჩერა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ექსკლავ სეუტაში გადასვლას ცდილობდნენ. მედია მაროკოს უსაფრთხოების სფეროში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალაქ ფნიდაკის გარეუბანში, საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, 111 ადამიანი დააკავეს, რომელთა უმრავლესობაც სუბსაჰარული აფრიკიდან იყო.
15 აგვისტო 2026, 22:05
რეგიონი
ახალი საწარმოები, მეურნეობები და ახალი სამუშაო ადგილები - როგორ ვითარდება სოფლის მეურნეობა ქვემო ქართლში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვემო ქართლში აგრარული სფეროს საწარმოები და მეურნეობები დაათვალიერა. დავით სონღულაშვილი წარმოების პროცესს, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობებს გაეცნო.
15 აგვისტო 2026, 21:41
საზოგადოება
საქართველო ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება
საქართველო ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება, გამორჩეულ ფოტოგრაფს, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში არაერთი გამორჩეული კადრი აღბეჭდა. ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ ბავშვობაში, ლანჩხუთში დაინტერესდა და როგორც თავად ამბობდა, ყოველთვის ცდილობდა ბუნებრივი კადრის დაჭერას.
15 აგვისტო 2026, 21:30
მსოფლიო
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს - კოკისპირული წვიმა, წყალდიდობები, შტორმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპაში გვალვა და ხანძრებია, ამერიკასა და იაპონიაში კი წვიმა, წყალდიდობა და შტორმის საფრთხე; დამანგრეველ სტიქიას ელოდებიან ჰავაის კუნძულებზე; ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია მეზობელ სომხეთშიც.


