imedi /  05 ივლისი 2022, 15:25 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: მიმდინარე კვირიდან, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, პარლამენტში უკვე ვიწყებთ კონკრეტულ აქტივობებს

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

მიმდინარე კვირიდან, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, პარლამენტში უკვე ვიწყებთ კონკრეტულ აქტივობებს. 7 ივლისს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოწვეულნი არიან ყველა ოპოზიციური პარტიისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები. შედგება პირველადი განხილვა იმ მექანიზმების თაობაზე, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან არის დაკავშირებული და რეგლამენტში შესაძლო ცვლილებების შეტანასთან მიმართებაში მოხდება პირველი პოზიციების განხილვა“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების შეხვედრა შედგება, რათა დეპოლარიზაციის საკითხთან მიმართებაში, მონიტორინგის ჯგუფის ფორმირების კუთხით პირველი კონსულტაციები გაიმართოს.

„ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას ძალიან ცხადი და კონკრეტული გეგმა წარვუდგინეთ, სადაც თითოეული პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით გაწერილია როგორც ვადები, ასევე პასუხისმგებელი კომიტეტები. ამ გეგმაში მოცემულია თუ როდის უნდა დაინიცირდეს თითოეული მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივები და მაქსიმუმ რა ვადაში უნდა იყოს მიღებული. რეალურად, საშემოდგომო სესია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები პარლამენტმა განახორციელოს და შეასრულოს.

აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ ჩვენ საშემოდგომო სესიისთვის მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ და პოზიციები იყოს შეჯერებული, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ივლისი და აგვისტო სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გამოყენებული იყოს ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების პროცესებში მაქსიმალურად ჩართვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ და უკვე საშემოდგომო სესიაზე, კონკრეტული ვადების გათვალისწინებით, ყველაფერი განვახორციელოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მმართველ გუნდში ამ საკითხების მიმართ მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე კვირიდან, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, პარლამენტში უკვე ვიწყებთ კონკრეტულ აქტივობებს. 7 ივლისს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოწვეულნი არიან ყველა ოპოზიციური პარტიისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები. შედგება პირველადი განხილვა იმ მექანიზმების თაობაზე, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან არის დაკავშირებული და რეგლამენტში შესაძლო ცვლილებების შეტანასთან მიმართებაში მოხდება პირველი პოზიციების განხილვა.

ამავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარესთან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების შეხვედრა შედგება, რათა სწორედ დეპოლარიზაციის საკითხთან მიმართებაში, მონიტორინგის ჯგუფის ფორმირების კუთხით პირველი კონსულტაციები გაიმართოს, ხოლო 11 ივლისს დაგეგმილია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელმაც განხორციელებული რეფორმები უნდა შეაფასოს და შემდგომ საქმიანობაზე პოზიციები შეაჯეროს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ის გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას აპირებს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

12 აპრილი 2026, 18:15

მსოფლიო

ტრამპმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადის დაწყება გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდებიან“.

12 აპრილი 2026, 17:38

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა ხმა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 66.01%-მა დააფიქსირა.

12 აპრილი 2026, 17:03

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უკვე ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 54.14%-მა დააფიქსირა.

12 აპრილი 2026, 17:00

მსოფლიო

DW: აშშ-სა და ირანს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები გაგრძელდება

„მოსალოდნელია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მშვიდად, არაოფიციალური არხებით გაგრძელდება. ამჟამინდელი პაუზა დიპლომატიის დასრულებას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მხარეებს შორის ურთიერთქმედება გრძელდება“, - განუცხადა წყარომ გერმანულ გამოცემას.

12 აპრილი 2026, 15:21

სამართალი

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

მინისტრი დაცვის პოლიციისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.

12 აპრილი 2026, 14:39

საზოგადოება

გივი მიქანაძე ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულ მაია ბართაიასთან ერთად, ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 აპრილი 2026, 14:34

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მეუფე შიო

12 აპრილი 2026, 14:32

საზოგადოება

მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.

გიორგი კახიანი

12 აპრილი 2026, 14:25

პოლიტიკა

გიორგი კახიანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა - დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში

საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა. გარკვეული თვალსაზრისით წააგავს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთში, მედიასთან.

დავით მათიკაშვილი

12 აპრილი 2026, 14:13

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 06:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები. ჩვენ წარმოვადგენთ დამკვირვებლებს, მოვიარეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, დავაკვირდით ხმის მიცემის პროცესს და აქამდე არსებული ვითარება არის წყნარი და მშვიდი, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.

12 აპრილი 2026, 14:06

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა ამომრჩეველთა თითქმის 40%-მა უკვე დააფიქსირა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 11:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე 37.98%-მა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წლების არჩევნებზე - 2022, 2018 და 2014 წლებში.

ირაკლი მეზურნიშვილი

12 აპრილი 2026, 14:03

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება დღეს უნგრეთში. სასიხარულოა, რომ ჩვენი დელეგაცია არის წარმოდგენილი და მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში.

ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 13:24

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო. უნგრეთში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც უნდა დავიცვათ. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა ევროპაში

„უნგრეთი განაგრძობს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის ევროკავშირში. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ფასეულობები ან ჩვენი დამოუკიდებლობა. ზეწოლის მიუხედავად, არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა მთელ ევროპაში“, - აღნიშნა ორბანმა.

ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 13:02

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: უნგრეთმა დაამტკიცა, რომ არსებობს სხვა გზა - ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი და ავირჩიოთ მშვიდობა

„ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა შეუძლებელია. ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს. ეს უნგრეთია. ამაყი ერი“, - წერს ორბანი.

12 აპრილი 2026, 12:55

პოლიტიკა

უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს დილიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა უბანზე აკვირდება

დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.

12 აპრილი 2026, 12:06

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება

ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება წინა, 2022 წლის არჩევნების მონაცემებს. მაშინ იმავე პერიოდში უბნებზე 139 667 ამომრჩეველი (1,82%) გამოცხადდა. წელს აქტივობის ზრდამ, წინა არჩევნებთან შედარებით, უკვე 120 889 ადამიანი შეადგინა.

12 აპრილი 2026, 12:04

საზოგადოება

დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.

12 აპრილი 2026, 11:49

საზოგადოება

გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

დონალდ ტრამპი უმცროსი და ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს

„ჩვენს მეგობრებს უნგრეთში: ვიმედოვნებთ, რომ ხმას მისცემთ დამოუკიდებელ აზროვნებას და იმას, ვინც მხარს უჭერს პრინციპს - „ჯერ უნგრეთი“. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ მამაჩემის მეგობარსა და მოკავშირეს. ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს“, - წერს ტრამპი.

12 აპრილი 2026, 11:20

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა და პიტერ მადიარმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 07:00 საათისთვის 3.46% შეადგინა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.