„ემ ქეი დი“: ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა
ფოტო: shutterstock.com
Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ წარმოადგენს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან გლობალურ დავაში.
ამავე დროს, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც.
2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად:
ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა.
თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა:
უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 20 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე. საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. სწორედ ამ უცნაური, განმაცვიფრებელი გზავნილის შესახებ სურს კლიენტს ქართული საზოგადოების ინფორმირება, რადგან, რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.
კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება.
ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც.
ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მით უმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ.
აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს.
კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 20:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად, ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4 700 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ჩვენ გვინდა, 10-წლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა
გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერის“ დებატებში.
04 აპრილი 2026, 20:21
ეკონომიკა
ნინო ჩხობაძე: სწორად, გონივრულად გაშენებული ჰიდროენერგეტიკა რა თქმა უნდა საჭიროა საქართველოსთვის
სწორად, გონივრულად გაშენებული ჰიდროენერგეტიკა რა თქმა უნდა საჭიროა საქართველოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ. ჩხობაძე მომხრეა განვითარების, თუმცა როგორც თავად ამბობს, სწორი მართვადი განვითარების.
04 აპრილი 2026, 20:17
პოლიტიკა
პრემიერი: 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%-ს. ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით
მთლიანობაში, ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%, დენი და შესაბამისი გაზი ერთად რომ ავიღოთ, ჩვენ 8 თვის განმავლობაში ვართ არსებითად დამოკიდებული იმპორტზე და ამ თვეების განმავლობაში დამოკიდებულება იმპორტზე უკვე აღწევს დაახლოებით 42%-ს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერის“ დებატებში.
04 აპრილი 2026, 19:00
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი რადიკალებზე: ეკლესიის დისკრედიტაციით მათ უნდათ, ევროკავშირის ბიუროკრატიას ასიამოვნონ, რომ დაანახონ აი, ჩვენ იმდენად პროევროპულები ვართ, ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა
ეკლესიის დისკრედიტაციით მათ უნდათ, ევროკავშირის ბიუროკრატიას აამონ და ასიამოვნონ, რომ აი, ჩვენ იმდენად პროევროპულები ვართ, რომ ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და რომ მათ როგორმე დაანახონ, აი, ჩვენ თქვენიანები ვართ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა. მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია პირდაპირ ანტიეკლესიურია და ანტიქრისტიანული მიმართულების ყველა პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერს მხარს.
04 აპრილი 2026, 18:37
რეგიონი
ბოლნისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი კარატეში
ბოლნისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი კარატეში.
04 აპრილი 2026, 18:33
სამართალი
პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 18:30
რეგიონი
გივი მიქანაძემ სამტრედიაში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა ამჯერად სამტრედიაში გამართა.
04 აპრილი 2026, 18:26
მსოფლიო
ხანძარი კალიფორნიაში - შტატის სამხრეთ ნაწილში ევაკუაცია იყო გამოცხადებული
ხანძარი კალიფორნიაში. შტატის სამხრეთ ნაწილში ევაკუაცია იყო გამოცხადებული. ცეცხლი გასულ ღამეს მორენო ველის აღმოსავლეთით, გილმან სპრინგსის რაიონში გაჩნდა. ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული
04 აპრილი 2026, 18:26
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გიგაურზე: კარგად გვახსოვს ჰელსინკის კომისიაზე როგორ დაასმინა ჩვენი ქვეყანა, აბსოლუტური დეზინფორმაცია. ანალოგიური ვიხილეთ ახლა ნიდერლანდებშიც, მათთვის საქართველო სამშობლო არ არის, მაგისი განცდა არასდროს ჰქონიათ
არავინ მათ ლაპარაკს არ უზღუდავს, მედია პლურალიზმი სამაგალითოა საქართველოში, სოციალური ქსელები და სოციალური პლატფორმები, თუმცა აქ მათი საუბარი, რა თქმა უნდა, არავის აღარ აინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ენჯეოებთან“ დაკავშირებით.
04 აპრილი 2026, 18:18
პოლიტიკა
მაჭავარიანი: ეკლესიაზე თავდასხმები არ ჩერდება, ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და გარედან დაფინანსებული. სააკაშვილს რაც შეეხება, ვერ ისვენებს, მავნებლობს - დეზინფორმაცია, კრეტინიზმი მისი მხრიდან, რასაც მიჩვეულები ვართ
თავდასხმები არ ჩერდება, გრძელდება. ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და სხვათა შორის, გარედან დაფინანსებული. ჯერ კიდევ წლების დაიწყო წინ საპატრიარქოზე სერიოზული თავდასხმები ჩვენს უწმინდესზე, დისკრედიტაციის კამპანიები, რომლებსაც ეს რადიკალური ჯგუფები და მდიდარი „ენჯეოები“ ეწეოდნენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
04 აპრილი 2026, 18:08
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ეს მათი ხელწერაა, როდესაც რაღაც უნდათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ცუდი კუთხით დაანახონ, ყველაზე მარტივია, რომ რუსული დაარქვან და მეუფე შიოს მოღვაწეობაზეც ასე ამბობდნენ „რუსული სპეცოპერაცია“
{პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ} ეცადნენ, რომ როგორმე გამოესწორებინათ ის თავისი უბინძურესი საქციელი, რაც წლების განმავლობაში აქვთ ჩადენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველებს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რადიკალებზე საუბრისას.
04 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი „ნაცმოძრაობაზე“: მათ არსებობას გამოხატავს ის, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სააკაშვილმა - გარდაცვლილი პატრიარქის, ეკლესიის შეურაცხყოფა
მათ არსებობას გამოხატავს ის, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სააკაშვილმა - გარდაცვლილი პატრიარქის, ეკლესიის შეურაცხყოფა, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.
04 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი აშშ-ში ოპოზიციის დაანონსებულ ვიზიტზე: ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“
უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
04 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
„რეზონანსი“: „ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ - რა იკითხება სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა
გაზეთი „რეზონანსი“ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამოქვენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მის მიერ გარკვეულ დამატებით დეტალებზე წერს.
04 აპრილი 2026, 17:58
მსოფლიო
მედია: თეთრი სახლი 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითხოვს
თეთრი სახლი 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითხოვს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 17:57
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ
ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
04 აპრილი 2026, 17:45
პოლიტიკა
ლიკა შარტავა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ტურნეზე: შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად განვითარდეს ის სივრცეები და დადგინდეს ის საჭიროებები, რის წინაშეც დღეს ახალგაზრდობა დგას
შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად განვითარდეს ის სივრცეები და დადგინდეს ის საჭიროებები, რის წინაშეც დღეს ახალგაზრდობა დგას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.
04 აპრილი 2026, 17:35
საზოგადოება
მეუფე იაკობი: წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება პატრიარქობა ჩვენი პატრიარქის შემდეგ, თუ გვერდში არ დაგიდგებიან - ძმობა და მეგობრობა გვაქვს ყველას ერთმანეთთან. არავითარი დაპირისპირება არ იქნება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს დედაეკლესია
ღმერთი თუ გვიყვარს და თუ გვაქვს პატრიარქის სიყვარული, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ჭეშმარიტ ქრისტიანს, - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
04 აპრილი 2026, 17:24
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციაზე: ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით.
04 აპრილი 2026, 17:02
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს
„გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი და მისი ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ სტატუსს ეხმიანება. თამარ ჩიბურდანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მისთვის ჩვეულ ფსიქოპათურ მდგომარეობაში იმყოფება და არ წყვეტს უწმინდესისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.


