თორნიკე შარაშენიძე: 3 ივლისის აქცია ზოგიერთი გამომსვლელის გამო საერთოდ კომედიად იქცა
თორნიკე შარაშენიძე
ფოტო: Facebook
თუ „ქართული ოცნება“ წავა, მას ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ შეცვლის, ეს კი ხალხის ნაწილს არ უნდა. აი, ასეთი მოჯადოებული წრეა შექმნილი, რომელიც არ ვიცი, ბუნებრივად შეიქმნა, თუ ივანიშვილმა შექმნა, მაგრამ თუ მან შექმნა, მართლაც გენიოსი ყოფილა, - ასე უპასუხა ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“ შეკითხვას, თუ რატომ ვერ მოხერხდა პროტესტით მცირე ცვლილებების მიღწევა და ხომ არ არის ეს არასწორად ჩამოყალიბებული მოთხოვნების ბრალი, რამაც მცდარი მოლოდინი გააჩინა.
როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, აქციების დროს ყველაზე დიდი პრობლემა იყო სწორად მოთხოვნების დაყენება და ზოგიერთი გამომსვლელის გამო, 3 ივნისის აქცია კომედიად იქცა.
„სწორედ მოთხოვნები იყო ყველაზე დიდი პრობლემა... როდესაც აყენებ მაქსიმალისტურ და არარეალისტურ მოთხოვნებს, ცხადია, ამაზე უარს გეტყვიან, ამიტომ უნდა იცოდე, შემდეგ რას აპირებ... როცა ულტიმატუმს უყენებ და გადადგომას სთხოვ მთავრობას, ისიც ხომ უნდა გქონდეს გათვლილი, თუ არ გადადგა, მერე რას იზამ? 3 ივლისის აქცია ზოგიერთი გამომსვლელის გამო საერთოდ კომედიად იქცა... მიტინგის ორგანიზატორებისაც მესმის - ისინი ორ ცეცხლს შუა იყვნენ. ერთი მხრივ, ცდილობდნენ, მიტინგზე არ ყოფილიყო „ნაცმოძრაობის“ „სული“, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამის გამო იქაურობას ბევრი ხალხი დატოვებდა (გვახსოვს, ჩააგდეს კიდეც ტრიბუნიდან რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მიშას პორტრეტი ეჭირათ), მაგრამ მეორე მხრივ, კარგად ვიცით, რომ პროტესტანტებში, როგორც წესი, ძალიან ბევრია „მიშისტი“ და რამდენ ხანს არ მისცემ მათ მიშაზე ლაპარაკის უფლებას? აი, ამ პრობლემამაც იჩინა თავი.
სააკაშვილი არის თემა, რომლითაც „ქართული ოცნება“ უკვე 10 წელია სპეკულირებსა და სარგებლობს. ოპოზიციის პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში კარგად ხვდებიან: თუ „ქართული ოცნება“ წავა, მას ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ შეცვლის, ეს კი ხალხის ნაწილს არ უნდა. აი, ასეთი მოჯადოებული წრეა შექმნილი, რომელიც არ ვიცი, ბუნებრივად შეიქმნა, თუ ივანიშვილმა შექმნა, მაგრამ თუ მან შექმნა, მართლაც გენიოსი ყოფილა. ეს არის ძალიან კარგი განლაგება „ქართული ოცნებისთვის“, რათა კიდევ დიდხანს იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ ცუდია ქვეყნისთვის. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, არც მე და მგონია, არც არავინ იცის“, - აცხადებს შარაშენიძე.
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 19:32
თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა
საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს.
06 მარტი 2026, 19:23
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-სთვის ეკონომოკური ინტერესების სფეროდ აქცევს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ამერიკაში, ვაშინგტონში. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „სუვერენული ერების ალიანსში“. ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრებს ესწრებოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები და განიხილეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი საკითხები.
06 მარტი 2026, 19:19
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.
06 მარტი 2026, 19:16
მსოფლიო
კრემლი: ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე რუსულ ენერგორესურსებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა
ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე რუსულ ენერგორესურსებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
06 მარტი 2026, 19:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობერტ გერშნერთან შეხვედა გამართა.
06 მარტი 2026, 19:07
ეკონომიკა
თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
06 მარტი 2026, 19:00
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში ბანკის ინკასატორების დაკავების გამო სანქციებით იმუქრება
უკრაინა მიიღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის სანქციების დაწესებას, უნგრეთში უკრაინის მოქალაქეების დაკავების გამო, - იტყობინება Reuters-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებაზე დაყრდნობით.
06 მარტი 2026, 18:59
რეგიონი
დაბა ხულოში ჭადრაკში მუნიციპალურ დონეზე პირველობა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესების შესაბამისად და მოიცავდა 7 ტურს. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ხულოს მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლის 135-მა სპორტსმენმა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ 5 ასაკობრივ ჯგუფში.
06 მარტი 2026, 18:53
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.
06 მარტი 2026, 18:36
მსოფლიო
ჯენიკა ფაუნდსი: ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მივიღოთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელები და დავრწმუნდეთ, რომ მათი დაფინანსება ამერიკული ფედერალური ბიუჯეტიდან აღარ მოხდება
ამერიკელმა მკვლევარმა, ჯენიკა ფაუნდსმა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართული ორდღიანი შეხვედრის შედეგები შეაჯამა. განხილვის მთავარი თემა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენები იყო.
06 მარტი 2026, 18:26
საზოგადოება
ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მეხუთედ უმასპინძლებს
ღონისძიების თემა „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“ წარმოაჩენს არქივებში კინომეხსიერების შენარჩუნების, აღდგენისა და ხელახლა გააზრების პროცესს ციფრული ტრანსფორმაციის, რესტავრაციისა და უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. თანამედროვე ეპოქაში ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე საარქივო ფილმებს დიგიტალური ვერსია ახალ სიცოცხლეს სძენს და კინოეკრანებზე აბრუნებს.
06 მარტი 2026, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: შიდა და გარე ძალების შეთანხმებული ქმედებით არის მცდელობა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მაქსიმალურად დააზიანონ. არ ერიდებიან ოდიოზური მიზეზების მოყვანასაც კი ოღონდ, მოსახლეობა როგორმე დაძაბულობაში ამყოფონ
შიდა და გარე ძალების შეთანხმებული ქმედების შედეგად არის მცდელობა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მაქსიმალურად დააზიანონ. საქართველოს შეუქმნან სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის, არ ერიდებიან ყველაზე ოდიოზური მიზეზებისა და საბაბების მოყვანასაც კი ოღონდ, ქვეყნის გარშემო და ქვეყნის შიგნით მოსახლეობა როგორმე დაძაბულობაში ამყოფონ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
06 მარტი 2026, 18:19
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი: ეს ომი ირანში, ჩემი და მთელი ესპანეთის აზრით, არის საშინელი შეცდომა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო მოქმედებები და მათ „საშინელი შეცდომა“ უწოდა.
06 მარტი 2026, 18:14
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე: პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე. ეს იქნება რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის მზაობა და სურვილი აშკარად მოვისმინეთ ყველა შეხვედრაზე
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩვენ „მეგობარი აქტის“ მსგავს ინიციატივებზე ვსაუბრობდით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მან ამგვარად უპასუხა კითხვას აშშ-ში ვიზიტისას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადების შესახებ. კერძოდ, სამხარაძის თქმით, მათ სთხოვეს კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ანტიქართული ხასიათი აქვს.
06 მარტი 2026, 18:13
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა
„შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა იყო. მიმოვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი - ძირითადად, უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ოკუპაცია. კონგრესმენებისგან ინფორმაცია მივიღეთ ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
06 მარტი 2026, 18:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა
ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
06 მარტი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი გაცხადებული პოზიცია და სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ ორმხრივი ინტერესი ურთიერთობების აღდგენისა სახეზეა
„რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ში, საქართველოსთან მისი დამოკიდებულება შეიცვალა. პირდაპირი წნეხი, რასაც ჩვენ განვიცდიდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, ფაქტობრივად მოხსნილია. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ უკვე კონკრეტული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ნორმალური ურთიერთობა აღდგეს“.
06 მარტი 2026, 17:58
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ვუთხარით, რომ საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება, რომ გთხოვენ „FARA“-ს და ოჯახური ღირებულებების კანონების უკან გაწვევას. ეს მათთვის იყო მიუღებელი. ეს არის ღირებულებების თანხვედრა ტრამპის ადმინისტრაციასთან
ეს განცხადება სამიტზე არავის არ გაუკვირდა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, აქ იყვნენ ის კონსერვატორული ძალები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც სწორედ მსგავსი ჩარევების მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან და ფაქტობრივად ჩვენ ყველანი ერთ ენაზე ვსაუბრობდით და ძალიან ბევრი იყო ისეთი ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომელიც მსგავს ზეწოლაზე საუბრობდა. ამიტომ მათთვის სიახლე არ იყო და მათთვის არაფრის ახსნა არ გვიწევდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, ვაშინგტონში გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გარე ჩარევებს ეხებოდა.
06 მარტი 2026, 17:53
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე: იმედი გამოვთქვით ორივე მხარემ, რომ მომავალში ის ურთიერთობები, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აღარ განმეორდება და წარსულს ჩაბარდება
იმედი გამოთქვით ორივე მხარემ, რომ მომავალში ის ურთიერთობები, რაც წარსულში იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აღარ განმეორდება და წარსულს ჩაბარდება, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".
06 მარტი 2026, 17:49
მსოფლიო
ისრაელმა თეირანსა და ისპაჰანზე საჰაერო შეტევის ახალი ტალღა დაიწყო
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე და ქალაქ ისპაჰანზე საჰაერო შეტევის ახალი ტალღა დაიწყო. ინფორმაციას ისრაელური მედია ისრაელის თავდაცვის არმიაზე („ცაჰალზე“) დაყრდნობით ავრცელებს.


