სოზარ სუბარი: დიახ, დემოკრატია ნამდვილად გულისხმობს გამჭირვალობას და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დგება მომენტი, როცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და საჯაროდ ითქვას ის, რაც დიდი პოლიტიკის კულისებში ხდება
სოზარ სუბარი
ფოტო: Imedi.ge
პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, თედო ჯაფარიძის განცხადებას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პასუხობს.
„ბატონო თედო, შევეცდები თქვენგან განსხვავებით, დიპლომატიურად გაგცეთ პასუხი:
დავიწყებ იმით, რომ თქვენი წერილი იწყება იმავე მოსაზრებით, რის გამოც ჩვენ დავტოვეთ „ქართული ოცნება“. დიახ, დემოკრატია ნამდვილად გულისხმობს გამჭირვალობას და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დგება მომენტი, როცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და საჯაროდ ითქვას ის, რაც დიდი პოლიტიკის კულისებში ხდება.
დაგეთანხმებით იმაშიც, რომ „ეს მით უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როცა სასწორზე ქვეყნის ეროვნული ინტერესები დევს“. უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ დღეს სასწორზე, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დევს.
მიუხედავად თქვენი ცინიზმისა, რაც დიპლომატიას ნამდვილად არ შეშვენის, დარწმუნებული ვარ, წარმოდგენილი გექნებათ იმ ტვირთის სიმძიმე, რაც სამმა დეპუტატმა სწორედ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ავიღეთ საკუთარ თავზე. რასაც თქვენ პოლიტიკურ უმწიფრობას ეძახით, სინამდვილეში პოლიტიკური გამბედაობაა. თუკი თქვენთვის დიპლომატია ყველაფრის მოთმენით ეროვნული ღირსების შელახვაა, მაშინ რაღაა რეალური დამოუკიდებლობა?
დასავლეთთან იმ ურთიერთობებს, რომელსაც, როგორც თქვენ ამბობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებდით, ჩვენ ვუყრიდით საფუძველს საქართველოში. რომ არა ჩვენი ბრძოლა ჭეშმარიტი დემოკრატიული ღირებულებებისთვის, ადამიანის უფლებების, პატიმართა ჯანმრთელობის, დევნილთა უფლებების თუ სხვა პრინციპების დასაცავად, თქვენ ვერ ისაუბრებდით დასავლეთთან საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე და ევრო-ატლანტიკურ კურსზე.
ყველაზე რთული მისია სწორედ ქართველ ხალხთან მუშაობაა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება საგარეო პოლიტიკაში იმ სახლის შენება, სადაც საქართველოს ღირსეული ადგილი უნდა ჰქონდეს და არა ისეთი, როგორსაც დღეს გვთავაზობენ - „ღია კარის პრინციპი“ ურდულდადებული კარით, ან კანდიდატი ქვეყნის სტატუსი პოლიტიკური მსხვერპლის ფასად. აი, ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი და აუცილებლად უნდა დასრულდეს ქართველი ხალხის მოტყუება. სხვათა შორის, ამ პასუხისმგებლობას თქვენც უნდა გრძნობდეთ, როგორც 30-წლიანი დიპლომატი.
გაინტერესებთ კიდევ რა არ მოგვწონს? პირდაპირ გეტყვით - შერჩევითი დიპლომატია! დიპლომატი თქვენ ხართ და იქნებ მიგვითითოთ, თუ რომელ ქვეყანაში, რომელი ელჩი ერევა ასე ღიად შიდა პოლიტიკაში და დაჟინებით მოითხოვს ხელისუფლებისგან კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს?
საკითხზე მეტს აღარ დავკონკრეტდები. ცუდი იქნება, თუკი ამის თქმის დრო დადგება. არადა, როგორც ჩანს, დადგება.
არ შეიძლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ელჩი არ გმობდეს ღიად ომის რიტორიკას ქვეყანაში; არადა, პირიქით, ელჩის სიჩუმე ერთგვარად ახალისებს იმ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაუფარავად ცდილობენ ჩვენი სამშობლოს ომში ჩართვას;
არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები ღიად აკრიტიკებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მით უმეტეს იმ ეტაპზე, როცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნებულიც კი არ არის და, არავინ იცის, რით იხელმძღვანელა მოსამართლემ მისი გამოტანის დროს;
არ შეიძლება, არსებობდეს პასუხგაუცემელი კითხვები - იბარებენ თუ არა საელჩოს წარმომადგენლები მოსამართლეებს, სთხოვენ თუ არა ახნა-განმარტებებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და უწესებენ თუ არა მათ არაფორმალურ სანქციებს ამავე გადაწყვეტილებების გამო;
არ შეიძლება რომელიმე ქვეყანამ მიგვითითოს, მითუმეტეს, მოგვთხოვოს დეოლიგარქიზაციაში ის პიროვნება ვიგულისხმოთ, ვინც უპრეცედენტოდ დიდი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ხალხისთვის.
თქვენ საუბრობდით იაფფასიან პოლიტიკურ კლოუნადაზე და სრულიად გეთანხმებით - ის, რაც მოხდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით ევროპაში, ნამდვილად იაფფასიანი პოლიტიკური კლოუნადაა.
თქვენ ამბობთ, რომ ეს უნდა ავიტანოთ, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ქართველი ხალხი ამ შეურაცხყოფას არ იმსახურებს. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი გუნდის მკაფიო არჩევანი დასავლური დემოკრატია და ევროკავშირში ინტეგრაციაა. სწორედ ამიტომ ჩავწერეთ კონსტიტუციაში ჩვენი დასავლური კურსი და ეს სწორედ ჩვენ გავაკეთეთ.
თქვენ წერთ, რომ დასავლეთში ჩვენი ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენ არა ვართ დიპლომატები, ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ვცდილობთ ქართველ ხალხში ის ღირებულებები გადავარჩინოთ, რომელიც ასე გაწირა ჩვენში თავად დასავლეთმა. დიპლომატი თქვენ იყავით 30 წლის განმავლობაში და თქვენ უნდა აგოთ პასუხი იმ გაურკვეველ დიპლომატიაზე, რომელმაც თქვენი წყალობით ეროვნული ღირსება შეულახა ჩვენს ქვეყანას. 30 წლიანი ცრუ მოლოდინები და ამ მოლოდინების ფონზე რუსეთისგან მუდმივი დაბომბვა არ არის ეროვნული ინტერესების დაცვა. მრავალწლიანი ტყუილი პოლიტიკაში ამ შედეგამდე მიდის, რაც დღეს მივიღეთ - პოლიტიკური იმედგაცრუება. როგორც თავად ამბობთ, ამ ტყუილის ერთ-ერთი დიდი შემოქმედი თქვენც ყოფილხართ.
ახალ გლობალურ პოლიტიკაში საქართველო ნამდვილად იმკვიდრებს ადგილს, როგორც ეროვნული ღირსების მქონე ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საუკეთესო პარტნიორობაც, მეგობრობაც და მტრის წინააღმდეგ თავგანწირვაც, მაგრამ არ სურს ქვეყანა ომის პოლიგონად აქციოს და გააცამტვეროს. დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა ამ ჯოჯოხეთისგან იხსნა და ამას ხედავს ხალხი. მართალია, ყველამ არ იცის, რა ზეწოლას გაუძლო ხელისუფლებამ ამისთვის და რა ხდებოდა კულისებში, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ამის გაკეთება არ იყო (და არ არის) ადვილი.
დღეს რომ სასწორზე ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ დადებულიყო, სწორედ ამიტომ დავტოვეთ თანამდებობები და ვამხელთ ყველას, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის ან ომში ჩართვას, ან დასავლური კურსიდან გადახვევას. ამ შემთხვევაში შესაძლებელია დავივიწყოთ დიპლომატიაც და პოლიტიკური ტაქტიც, რადგან დღეს გადასარჩენი ჩვენი ქვეყანაა და არა საკუთარი პოლიტიკური იმიჯი.
მართალია, დღეს დასავლურმა პოლიტიკამ ვერ გაუწია საქართველოს ლობისტობა მსოფლიო აგრესიულ პოლიტიკაში, პირიქით, ლამის ამ აგრესიის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გავხდით, მაგრამ დრო მალე შეიცვლება და ახალი მსოფლიო პოლიტიკა ახლებურად დაალაგებს ყველაფერს. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი იყო და ასე იქნება ყოველთვის.
თქვენ კი ბატონო თედო, გირჩევთ თქვენს დიპლომატიას ის მთავარი მიზანი დაამატოთ, რაც აქამდე გამოგრჩენიათ - ეროვნული ღირსება!
და ბოლოს, ბატონო თედო, რამდენიც არ უნდა წეროთ მაღალაკადემიური ცინიკური წერილები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დიპლომატიასთან, ვერ შეძლებთ ჩვენგან ანტიდასავლური პოლიტიკოსების სტიგმის შექმნას. პირიქით, ჩვენ სწორედ დასავლურ ღირებულებებს ვიცავთ საქართველოში, ნამდვილ დემოკრატიას და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს.
P.S. ბატონო თედო, ნამდვილად არ გაკადრებთ, რომ „ამხანაგო/ამიგო ჯაფარიძე“ გიწოდოთ, მაგრამ, რადგან თქვენ თავს უფლება მიეცით და ასეთი ფორმით მოგვმართეთ, მეც მივცემ თავს უფლებას, საზოგადოებასაც ვუთხრა და თქვენც შეგახსენოთ: თქვენგან განსხვავებით, ჩვენ არც ერთს არ გვისწავლია და შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, არ გვიმუშავია მოსკოვის „აშშ-კანადის შემსწავლელ ინსტიტუტში“ და, თვით საბჭოთა კავშირშიც კი, ამ ყველაზე ანტიდასავლური დაწესებულების სახელით არ გვიბრძოლია „ძირგამომპალ დასავლურ იმპერიალიზმთან“ და მის ღირებულებებთან. იმ დროს, როდესაც თქვენ ამ საქმიანობით იყავით დაკავებული, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ნამდვილი დემოკრატიისთვის ვიბრძოდით“, - აღნიშნავს სოზარ სუბარი.
თედო ჯაფარიძემ, „ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსების შესახებ განაცხადა: „ელჩ დეგნანს ვურჩევდი, ყურადღება არ მიაქციოს „სამი ამიგოსა“ და „დოქტორი დუმის“ ღია წერილებს და პასუხისთვის მთავრობას მიმართოს“.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 18:41
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: მოდულური სკოლები დროებითი ინფრასტრუქტურაა, რომელიც მოსწავლეებს სხვა სკოლაში გადაყვანის საჭიროებას მაქსიმალურად შეუმცირებს
„მინდა გამოვეხმაურო იმ რეაქციებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოდულური სკოლების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ყველას მოვუწოდებ, სანამ რაიმე კომენტარს ან კრიტიკულ დასკვნას გააკეთებენ, კარგად გაეცნონ გავრცელებულ ინფორმაციას. თუ რამე დამატებით განმარტებას საჭიროებს, ჩვენ მზად ვართ, ეს დეტალურად ავხსნათ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
27 აგვისტო 2026, 18:36
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა
შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
27 აგვისტო 2026, 18:28
საზოგადოება
თბილისში ისტორიული ქორწინების სახლის, ე.წ. კონკას რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„კონკას“ განახლების მიზანი ავარიული შენობის ახლით ჩანაცვლება, შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და სივრცის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობაა.
27 აგვისტო 2026, 18:09
რეგიონი
რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭაში საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს.
27 აგვისტო 2026, 17:46
მსოფლიო
საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ფაბიენ მანდონის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან თავდაცვით იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:34
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა
ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:25
სამართალი
სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. ერთ-ერთი მოწმე ლილუაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იყო, რომელიც ვერ იხსენებს მიქაუტაძის სუსში მისვლას.
27 აგვისტო 2026, 17:22
სამართალი
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა.
27 აგვისტო 2026, 17:17
მსოფლიო
Reuters: ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბოსნიელი სერბების საჯარისო შენაერთის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:11
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.
27 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
27 აგვისტო 2026, 16:56
მსოფლიო
Bloomberg: ხორბლის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 16:35
რეგიონი
იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 16:30
საზოგადოება
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს კობა კობალაძე და გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ. გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე მონაწილეებს მიესალმა და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა.
27 აგვისტო 2026, 16:26
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 16:02
სპორტი
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ მეორედ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 15:56
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზიტორთა მაღალ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი რეგიონის ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად რჩება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა 10% ზრდა ფიქსირდება. ასევე გამოიკვეთა ბოტანიკური ბაღის პოტენციალი უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და გარემოსდაცვით სიმპოზიუმებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე.
27 აგვისტო 2026, 15:55
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 15:54
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 15:48
მსოფლიო
The Atlantic: ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ომის საკითხის გადატანა მეორე პლანზე სურს
რამდენიმე თვეა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან კონფლიქტის დასრულებას ვერ ახერხებს. მასშტაბურმა დაბომბვის კამპანიამ ეფექტიანობა დაკარგა, ხოლო აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგები შემცირდა, იუწყება The Atlantic-ი.


