25 ივლისი 2022, 13:36 / სანდო წყარო

სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი: ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე, თავად უთხრას საზოგადოებას, შეხვდა თუ არა კელი დეგნანს 24 თებერვლის შემდეგ და ვისი ინიციატივით

მიხეილ ყაველაშვილი; დიმიტრი ხუნდაძე; სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი
დიმიტრი ხუნდაძე
მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტის წევრები სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი კიდევ ერთ ღია წერილს ავრცელებენ.

„უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგმართეთ ღია წერილით და რამდენიმე კითხვით, რომელიც ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთ ჩვენს კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ კითხვების დასმის მიზანი არა აშშ-ზე თავდასხმა, არამედ სწორედ მისი დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის დაცვა გახლდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ქართულ საზოგადოებას არ დაეკარგა ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ეჭვის დონეზეც კი არ დაეშვა, რომ მისი მიზანი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედარებით უკეთ შესაკავებლად, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. ვფიქრობდით, რომ ამგვარი ეჭვის გაღრმავების შემთხვევაში, დასავლური ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას, რომლის გამყარებაშიც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, უმძიმესი ზიანი მიადგებოდა. ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ აშშ-ს მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევის თავიდან აცილება და დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციული ზიანის პრევენცია იყო. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ თავი ვალდებულად, თქვენთვის დაგვესვა რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც, შეურაცხყოფის ნაცვლად, მკაფიო პასუხების მიღებას ველოდით.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ აღნიშნული შეკითხვების შინაარსს: ჩვენ გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ იყო მიმართული (სათითაოდ აღარ გავიხსენებთ გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჩერგოლეიშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას, კასიანოვის, ილვესის და სხვების პირდაპირ თუ ირიბ მოწოდებებსა და განცხადებებს, რომლებიც საქართველოში ომის იდეის მომწიფებას ისახავდა მიზნად; აღარ გავიხსენებთ არც სანქციების დაწესებასთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებულ უმძიმეს პროვოკაციებს; აღარ გავიხსენებთ არც ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას სანქციების არდაწესებისა და მოხალისეების არგაგზავნის გამო). ქალბატონო ელჩო, ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ფაქტებს თქვენ ტყუილი უწოდეთ, თუმცა, ჩვენს მიერ ნახსენები ყველა განცხადება საჯარო სივრცეში გაკეთდა და ისინი მედიამ ფართოდაც გააშუქა. შეკითხვაზე პასუხის არგაცემით, თქვენ დაგვიტოვეთ ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნებით, არამედ მისი წახალისება თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა. ჩვენი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ლომჯარიასთან თქვენი დემონსტრაციული შეხვედრაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა. ჩვენი ეს ლოგიკური დასკვნა თავად ლომჯარიამაც დაადასტურა, როდესაც თქვა, რომ თქვენი შეხვედრა მისთვის მხარდაჭერის ღიად დაფიქსირებას ისახავდა მიზნად. ლომჯარიასთან შეხვედრით ქართულ საზოგადოებას თქვენ ღიად უთხარით, რომ საქართველოს მიერ სანქციების არდაწესებასა და საქართველოში „ბომბების ცეცხლს“ შორის უპირატესობას თქვენც საქართველოში ბომბების ცეცხლს ანიჭებთ. ალბათ, ხვალ კიდევ ერთ თქვენს ფავორიტს, ეკა გიგაურსაც შეხვდებით, რომელმაც სათქმელი კიდევ უფრო ნათლად გამოხატა და განაცხადა, „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო“. აქვე გავიხსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ თქვენ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთეთ - „როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგო“. ომის რიტორიკის ღია მხარდაჭერის ფონზე, ეს ფრაზა საბოლოოდ ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რადიკალების მიერ წარმოებული კამპანიის მხარდაჭერა არა თქვენი პოლიტიკური სუბიექტივიზმის, არამედ წინასწარ მოფიქრებული გეგმის გამოხატულებაა;

ჩვენი მორიგი შეკითხვა ბაკურიანის შეკრებას შეეხებოდა. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ამ შეკრებას, სადაც რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ამერიკიდან ჩამოსული პიტერ აკერმანი რევოლუციის მოწყობაში ატრენინგებდა. ასევე გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა მიერ მოგვიანებით დაყენებულ მოთხოვნას ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ. ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებმაც სცენიდან აღნიშნული მოთხოვნა წამოაყენეს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულით ფინანსდება. თუმცა, ამ კითხვებზე თქვენი პასუხი არ მოგვისმენია, რასაც იმის დასტურად აღვიქვამთ, რომ, სამწუხაროდ, ბაკურიანის შეკრებასაც ქმედითად თანაუგრძნობდით და მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნასაც მხარს უჭერდით;
როგორც მოგეხსენებათ, ჯერ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიების, ხოლო, მოგვიანებით, მოსამართლეების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ: ა) მოსამართლე ჩხიკვაძე დაიბარა თქვენი საელჩოს თანამშრომელმა; ბ) საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლე ჩხიკვაძეს თქვენი სახელით მოსთხოვა ანგარიში გვარამიას საქმის შესახებ; გ) შეხვედრის დასრულებისას, საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლე ჩხიკვაძეს აცნობა რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტიდან მისი მოხსნის შესახებ. ჩვენ დავინტერესდით, ადასტურებდით თუ არა ამ ფაქტს, რომელიც, ერთმნიშვნელოვნად, საქართველოს კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა. სასურველი იყო, თქვენგან ამგვარი შესაძლო ფაქტის უარყოფითი შეფასებაც მოგვესმინა, რაც საზოგადოებას გაუმყარებდა რწმენას, რომ ამერიკის საელჩოს არცერთი თანამშრომელი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და სისტემაში კლანური ელემენტების შეტანას მომავალში მაინც არ ეცდება და არ იკადრებს. თუმცა, თქვენ ეს ფაქტი არც უარყავით და არც შეაფასეთ, რამაც საბოლოოდ გაგვიმყარა რწმენა, რომ ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო შემდეგ მოსამართლეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და თქვენ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ესოდენ უხეში ჩარევა ნორმად გინდათ წარმოგვიჩინოთ;

დაბოლოს, ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, გქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას მოჰფენდა ნათელს და მრავალ ეჭვს გაფანტავდა, მათ შორის გარკვეულწილად მაინც გააქარწყლებდა ეჭვს შვეიცარიული ბანკის ქმედებებსა და ომში საქართველოს ჩართვის ინტერესს შორის შესაძლო კავშირის შესახებ. თუმცა, თქვენს მიერ შეკითხვის უპასუხოდ დატოვება ამ ეჭვს, პირიქით, საბოლოოდ გვიმყარებს.
რომ შევაჯამოთ, თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შემდეგი მყარი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ:

თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას;
თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას;

თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას;
თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა.

რადგან გაქვთ იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში აქტიურად შეგიძლიათ ჩაერიოთ, ბუნებრივია, ქართული საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულებასაც უნდა აცნობიერებდეთ. თუმცა, ჩვენს ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თქვენ საქმეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჩართვა არჩიეთ. როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარების ლეგიტიმურ კითხვებს გაურბიხართ, სიმართლის გაგებას გვიკრძალავთ და ჩვენი გაჩუმება გინდათ, ეს თქვენს დამოკიდებულებას სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ცხადად აჩვენებს. ნამდვილი პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ მეგობარ ხალხს, სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუტებს, ასე არ იქცევიან. ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დონეზე თქვენი დაცვა გადაწყდა, ჩვენ ერთ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის - ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, არა თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს მიმართ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიაა.

იგივე ეხება მეორე ფრონტის საკითხსაც. რა თქმა უნდა, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული შეღავათი იქნებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ამარაგებთ უკრაინას იარაღით და შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო უპირატესობის განეიტრალება თქვენთვის პრინციპული ამოცანაა. გარდა ამისა, გვესმის, რომ მეორე ფრონტი დამატებით შეარყევდა რუსეთის იმიჯს, რაც ევროპულ ქვეყნებს უკრაინის ფრონტის დახმარების მოტივაციას შეუნარჩუნებდა. თუმცა, როდესაც ამგვარი მიზანი გამოძრავებს, უნდა გაბედო და ქართველ ხალხს ეს ღიად უნდა უთხრა. რაც მთავარია, ხალხს არჩევანის საშუალება უნდა მისცე და მის ზურგს უკან, კულისებში მისი ხელისუფლების დარწმუნებას თუ იძულებას არ უნდა ეცადო. იმასაც ვიტყვით, რომ გვაქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საუბრები იმართებოდა კონკრეტულ კაბინეტებში, თუმცა, ამ საუბრების დეტალების გასაჯაროებისგან კვლავაც თავს შევიკავებთ.

აქვე ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული.

ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს პოზიციებს და არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელსაც გლობალური მიზნებისთვის გარკვეული უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას სრულ განადგურებას უქადის. თუმცა, იმისათვის, რომ მოვლენების სხვაგვარი სცენარით განვითარების მინიმალური რისკიც არ დავუშვათ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაქსიმალური აქტიურობა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა საჭირო, რაზეც მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

16 სექტემბერი 2026, 18:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

გიორგი კახიანი

16 სექტემბერი 2026, 18:26

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ყველაფრის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც დახურულ შეხვედრებზეა საუბარი. კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან

კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გვარამია-ჯაფარიძისა და ნორვეგიის ელჩის ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

16 სექტემბერი 2026, 18:17

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაზე პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაზე პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

გიორგი ტყემალაძე

16 სექტემბერი 2026, 18:14

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე: ავარიული სახლების ჩანაცვლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ პროექტში აუცილებელია მესაკუთრეების 100%-იანი თანხმობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა და დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი სიკეთე და არანაირ საფრთხესთან არ იყო დაკავშირებული

ავარიული სახლების ჩანაცვლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძე

16 სექტემბერი 2026, 18:12

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე: ვფიქრობ, ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია - ტრამვაი თბილისში ბრუნდება

„ეს არის კონცეპტუალური დიზაინის შექმნა 3 თვის განმავლობაში, შემდგომ 6 თვე დეტალური პროექტირება და შემდეგ უკვე მშენებლობა. 36 თვე არის საერთო ჯამში ის ვადა, რომლის ათვლაც დაწყებულია და დარწმუნებულები ვართ, რომ 36 თვის თავზე, უფრო ადრე თუ არა, ეს პროექტი იქნება განხორციელებული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

გიორგი ტყემალაძე

16 სექტემბერი 2026, 18:09

ჯანდაცვა

გიორგი ტყემალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ვადაში გაიხსნება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი. ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

მნიშვნელოვანია, რომ მშობლები აქტიურად არიან ჩართულები და ერთმანეთთან თანამშრომლობით მოკლე ვადაში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე მოკლე ვადაში გაიხსნება [დიუშენით დაავადებული ბავშვების] სარეაბილიტაციო ცენტრი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი კახიანი

16 სექტემბერი 2026, 18:05

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: საქართველო კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ყველაზე უფრო მზად არის იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ შემდეგი ნაბიჯები გადაიდგას. ამაზე მიუთითებს უამრავი კვლევა და საერთაშორისო რეიტინგები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ

როდესაც ახსენებენ კანდიდატ სახელმწიფოებს და საუბარია უკრაინაზე, მოლდოვაზე, ბალკანეთის სახელმწიფოებზე და საქართველოს არ ახსენებენ, ეს არის უსამართლო პოლიტიკის გაგრძელება საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანი

16 სექტემბერი 2026, 18:01

პოლიტიკა

გიორგი კახიანის შეფასებით, Trump Tower-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყანაა

„ძალიან მნიშვნელოვანი და სანახაობრივი პრეზენტაცია იყო. თავად ფაქტი, როდესაც ასეთი ბრენდი - Trump Tower-ი შემოდის საქართველოში, ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს. ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო მიმზიდველი ხდება სხვა საერთაშორისო ინვესტიციებისთვისაც. პოლიტიკური კუთხით კი ამდენად ძლიერი ბრენდის შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავენ. ეს არ ხდება შემთხვევით იმ გეოგრაფიულ გარემოში, სადაც ყველგან დაძაბული ვითარება ან საომარი მოქმედებებია. ეს სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ვატარებთ“, - განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანი

16 სექტემბერი 2026, 17:54

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კარგი იქნება, თუ კარგად გააცნობიერებს ევროკავშირი საქართველოს როლს „შუა დერეფნის“ რგოლში. საქართველოს ამ რგოლში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, თავისი თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე

მან გაიხსენა ლუქსემბურგის სამიტი, სადაც საქართველო არ დაპატიჟეს და იმედი გამოთქვა, რომ „შუა დერეფნის“ კონტექსტში ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულებას შეცვლის.

ჯონ კოული

16 სექტემბერი 2026, 17:54

მსოფლიო

აშშ ორ ბელორუსულ კომპანიას სანქციებს მოუხსნის, სანაცვლოდ ლუკაშენკომ 25 ადამიანი შეიწყალა

აშშ ორ ბელარუსულ კომპანიას „ლაკოკრასკას“ და „ბელლესბუმპრომს“ სანქციებს მოუხსნის. ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

16 სექტემბერი 2026, 17:45

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

ცოტნე ანანიძე

16 სექტემბერი 2026, 17:36

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: „შეზღუდულ და მკაცრ კონტროლში“ გულისხმობს: ლარსზე ყვავილებით რუს ტურისტებს რომ ეგებებოდა და სთხოვდა, ჩამოდითო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მისი პოლიტიკა ეფუძნებოდა რუსი ტურისტების შეზღუდულად შემოყვანას მკაცრი კონტროლის ქვეშ.

16 სექტემბერი 2026, 17:36

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 სექტემბერი 2026, 17:30

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია. სწორედ ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ მცდარ ნარატივზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ვისმენთ

საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.

16 სექტემბერი 2026, 17:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 სექტემბერი 2026, 17:26

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა უკვე ფორმალურად გამოხატა ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა მომდევნო პერიოდში გამოაცხადებს

„საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ააშენოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 20 მლნ მგზავრს მოემსახურება. ვაზიანის აეროპორტს ექნება ძალიან დიდი და დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ 2031 წლის ბოლოსთვის აეროპორტი სრულ ოპერირებაში გაეშვას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან დიდია ინტერესი საერთაშორისო ცნობადი ბრენდების მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებისა და ინვესტირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ მზარდია ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორი, რაც ასევე გლობალურ მოთამაშეებს, გლობალურ ინვესტორებსა და აეროპორტების ოპერატორებს უქმნის ძალიან დიდ ინტერესს ვაზიანის აეროპორტში ინვესტირებისა და ოპერირების თაობაზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 სექტემბერი 2026, 17:26

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის

ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია - ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.

მაკა ბოჭორიშვილი

16 სექტემბერი 2026, 17:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა

ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.

მაკა ბოჭორიშვილი

16 სექტემბერი 2026, 17:24

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია, ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა

მისივე თქმით, ევროპული მისწრაფებები და ევროპული იდენტობა ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს ისტორიასა და ქართულ იდენტობაში, რის გამოც ქართველებისთვის ევროპისკენ სწრაფვა ბუნებრივი პროცესია.

ილია წულაია

16 სექტემბერი 2026, 17:23

ეკონომიკა

ილია წულაია: Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს

Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს, - განუცხადა „ქრონიკას“ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაიამ.