02 აგვისტო 2022, 16:49 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დაფუძნების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დაფუძნების შესახებ ღია წერილს ავრცელებენ, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხის მთავარი ფაზა ქვეყანამ უკვე გადალახა, ეს საფრთხე კვლავაც აქტუალურია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დასაცავად სრული მობილიზაციაა საჭირო. საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან, რაზეც პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება.

სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა - „ხალხის ძალა“, რომლის უმთავრესი მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იქნება.

ხალხი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც პოლიტიკის კულისებში ვითარდება. ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, საზოგადოება შეიძლება დარჩეს დაუცველი იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც საქართველოში მშვიდობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას ემუქრება.

საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამოვრიცხავთ, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიადაც გარდავქმნათ.

„ხალხის ძალა“ დაფუძნდება როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ ჩვენს თანამოქალაქეებს, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს გააერთიანებს. მისი უმთავრესი მიზანი იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხალხი არის უმაღლესი სუვერენი სახელმწიფოში, ინფორმირებული საზოგადოება კი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ხალხმა საკუთარი ძალაუფლება სათანადოდ განახორციელოს და ქვეყანა საშინაო თუ საგარეო საფრთხეებისგან დაიცვას.

საზოგადოება დაიღალა გარედან თავს მოხვეული პოლარიზაციით, რომელიც პოლიტიკურ სისტემას გაჯანსაღებისა და სათანადოდ განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. 2012 წლიდან, ხელისუფლება იძულებული იყო, გარკვეული ანგარიში გაეწია გარე ძალებისთვის, რომლებიც დანაშაულებრივ და თავისი არსით სრულიად ანტიევროპულ პოლიტიკურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას ხელოვნურად ასულდგმულებენ. საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ სახელმწიფო მომავალში მეტად იყოს დაცული ამგვარი ჩარევისგან, რომელიც კრიმინალების მფარველობისა და დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გზით, პოლიტიკური ველის პოლარიზაციისა და პოლიტიკური სისტემის სიმყიფის ხელოვნურად შენარჩუნებისკენ არის მიმართული. სწორედ ინფორმირებულმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას საქართველოში დემოკრატიული სისტემა, სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლის უზენაესობა, რომლის გარედან შერყევის არაერთი უხეში მცდელობის მომსწრეც გავხდით განსაკუთრებით გასული ორი წლის განმავლობაში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ მმართველი პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი გახდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე, რომლის პროვოცირების მცდელობაც იმავე გარე ძალებს უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ ომის საფრთხე ახლაც რეალურია და მისი თავიდან აცილების გარანტია მხოლოდ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებამ შეიძლება შექმნას. ვფიქრობთ, მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია უზრუნველყოს ქართული სახელმწიფოს დაცვა უმძიმესი ზეწოლისგან, რომელიც გასული თვეების განმავლობაში 308 ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერილი ევროპარლამენტის რეზოლუციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით და გარე ძალების მიერ რადიკალური ოპოზიციისა და მისი რადიკალური ქმედებების დაუფარავი მხარდაჭერით, მათ შორის პოლიტიზებული ენჯეოებისთვის ნიღბის სრულად ჩამოხსნით გამოიხატა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამერიკის ელჩს მივმართეთ უმარტივესი შეკითხვებით ამ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ:

- ემიჯნებოდა თუ არა საელჩოს თანამშრომლის მიერ მოსამართლეზე მისი სახელით განხორციელებულ ზეწოლას;
- ემიჯნებოდა თუ არა ბაკურიანის შეკრებას, ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას, აგრეთვე რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების განცხადებებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომლებიც ამერიკის სახელით კეთდებოდა;
- ემიჯნებოდა თუ არა მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, რომელსაც ტირაჟირებენ, ერთი მხრივ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც მჭიდრო კოორდინაციაში არიან აშშ-სთან, ხოლო, მეორე მხრივ, ის ქართველი პოლიტიკოსები, „ენჯეოშნიკები“ და ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმრები არიან;
- ემიჯნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებასა და მისი სანქცირების მოთხოვნას, აგრეთვე განცხადებებს არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, რომლებიც მმართველობის სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად;
- ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე გამოთქვამდა თუ არა უკმაყოფილებას ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით, დაჟინებით ითხოვდა თუ არა მისგან პოლიტიკაში დაბრუნებას და ითხოვდა თუ არა ასეთივე დაჟინებით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

ამერიკის ელჩს ამ კითხვებზე შეეძლო მარტივი პასუხების გაცემა, რაც საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ: საელჩო არ ცდილობს სასამართლოზე არაფორმალური, კლანური გავლენის მოპოვებას; საელჩო არ ცდილობს ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას; საელჩოს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა; საელჩო არ ცდილობს საქართველოს ომში ჩასართავად ბიძინა ივანიშვილის ღია თუ ფარული არხებით დაშანტაჟებას.

სამწუხაროდ, ჩვენი კითხვების უპასუხოდ დატოვება საზოგადოებას სწორედ საპირისპიროში არწმუნებს. არ შეიძლება ერთს ამბობდე და ქმედებით სულ სხვა რამეს აჩვენებდე. თუ საზოგადოებას გაუმყარდა რწმენა, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს და ხელისუფლების „სიჯიუტის“ ფონზე, მას აქეთკენ მიმავალ ერთადერთ გზად, ხალხის ნების წინააღმდეგ, უსამშობლო ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება ესახება, გვერწმუნეთ, საქართველოში ამერიკის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, რაზეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ამერიკის ელჩს დაეკისრება.

დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არა დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა, არამედ სწორედ რომ საქართველოში დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაცვა და გადარჩენაა.

ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა - „ხალხის ძალა“ - გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს საბოლოოდ აარიდოს ომის საფრთხე, ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას, რაც სამართლიანობისა და სიმართლის გარეშე ვერ მიიღწევა, ქართულ საზოგადოებას აღუდგინოს ნდობა დასავლური ინსტიტუტების მიმართ, რისი აუცილებელი პირობაც საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მათი დამოკიდებულების შეცვლაა და იზრუნოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის. ჩვენი მიზანია ერთიანი და გამთლიანებული საქართველო, რომელიც ეფუძნება არა ფსევდო, არამედ ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებს და აქვს ძლიერი სუვერენიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ, ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა

„ერთმანეთი ამოიცნეს, ერთმანეთში დაინახეს ის, რასაც ქართველი ხალხი ხედავდა მათში ამდენი ხნის განმავლობაში. ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა. აღარ მოსწონთ ერთმანეთიც კი. მანამდე ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს აგენტურა, ახლა აღარ მოსწონთ ერთმანეთი. ეს არის, მათ შორის იმის გამოძახილი, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე. ეს არის საბოლოო ჯამში ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა, იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა - ამას აკეთებს უცხოური აგენტურა

რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა, იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 14:07

პოლიტიკა

პრემიერი: სააკაშვილი არის ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს, სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს. ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან, ასე იყო ის, როდესაც იყო პრეზიდენტი, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში და დღეს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა

„სააკაშვილი არის ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს. ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან, ასე იყო ის პრინციპში, როდესაც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში. ასე იყო, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში და დღეს მისი მდგომარეობა არის კიდევ უფრო მძიმე, ეს არის ერთ-ერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 14:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე იან კელის და დევიდ კრამერის განცხადებაზე: ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ესეც არის მორიგი განცხადება, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ბოლომდე ვიქნებით იქ, სადაც ეს არის საჭირო ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად

„ჩვენ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ესეც არის მორიგი განცხადება, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ ბოლომდე დავდგებით იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს ადამიანები გაღიზიანებას ვერ მალავენ, იმის გამო, რომ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ბოლომდე ვიქნებით იქ, სადაც ეს არის საჭირო ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 14:02

პოლიტიკა

პრემიერი: სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა, რასაც უნდა შევებრძოლოთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი

სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა, რასაც უნდა შევებრძოლოთ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებთან.

02 აგვისტო 2026, 14:01

რეგიონი

ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრნენ

კურორტ ბეშუმში, სახალხო დღესასწაულის „შუამთობის “ აღნიშვნის ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 13:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს

ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 12:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, ამ კუთხის მთავარი სიმდიდრე არის ადგილობრივი მოსახლეობა, მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას ზრუნვა არ მოაკლდება

„მიხარია, რომ ყოველ წელს ასეთი სიხარულით ხვდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ყველა სტუმარი ამ დღესასწაულს. გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც სტუმრებს უზიარებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ამოვდივართ მაღალმთიან აჭარაში. ეს კუთხე გამორჩეულია ყველა თვალსაზრისით, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით და მდიდარია ყველა თვალსაზრისით. მთავარი სიმდიდრე ამ კუთხის არის ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, გაუზიაროს ადამიანებს სიყვარული, სიხარული და ეს არის, რასაც ყოველ ჯერზე ვგრძნობთ. მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას არ მოაკლდება ზრუნვა. რეგიონი ვითარდება წლიდან წლამდე, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთავრობის სახელით მინდა დაგპირდეთ, რომ არ მოვაკლებთ ზრუნვას ამ არაჩვეულებრივ რეგიონს და არაჩვეულებრივ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.

დავით ქართველიშვილი

02 აგვისტო 2026, 12:46

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს და ამავე დროს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით

„პირველი ცნობები მიუთითებს ყაზახური ნავთობის მიწოდებაზე და ლიბიიდანაც კი იმპორტის მომზადებაზე. ამავე დროს, ქართულმა მხარემ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ევროპულ სტრუქტურებს, რითაც აჩვენა, რომ მზად არის იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში და სიტუაცია პოლიტიკურ დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს“, - წერს ქართველიშვილი.

02 აგვისტო 2026, 12:35

ტექნოლოგიები

ბულგარეთში, დუნაიში წყლის დონის დაცემის შემდეგ, მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ყველა ნაპოვნი ფრაგმენტი ერთ ახალგაზრდა მამონტს ეკუთვნოდა. ძვლების მუქი ელფერი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ჭაობიან გარემოში იმყოფებოდნენ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მსგავსი აღმოჩენები იშვიათია, ვინაიდან ნაშთები კარგად არის შემონახული და ერთ ადგილზეა თავმოყრილი.

იოჰან ვადეფული

02 აგვისტო 2026, 12:18

მსოფლიო

გერმანია ევროკომისიას ევროკავშირის საზღვრების დასაცავად ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

„სეუტაში ბოლო დღეებში შექმნილი სიტუაცია გახდა სიმტკიცის ნამდვილი გამოცდა, რომელსაც ჩვენ გავუძელით. ამიტომ, ველოდები, რომ ევროპული კომისია საგარეო საზღვრების დაცვას აბსოლუტურ პრიორიტეტს მიანიჭებს, რათა ევროკავშირის შიდა ღია საზღვრების შენგენის სისტემას საფრთხე არ შეექმნას“, - აღნიშნა ვადეფულმა.

02 აგვისტო 2026, 12:00

მსოფლიო

იტალია თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში სიცხის უმაღლეს განგაშის დონეს აცხადებს

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 19 ქალაქი - მათ შორის დედაქალაქი რომი, მილანი, ვენეცია და ნეაპოლი - უკვე „წითელი განგაშის“ ზონაშია, ორშაბათიდან კი ეს მდგომარეობა ქვეყნის 27 მსხვილი ქალაქიდან 25-ს შეეხება. გამონაკლისებია რეჯო-კალაბრია და მესინა, სადაც განგაშის „ნარინჯისფერი“ დონე იმოქმედებს.

02 აგვისტო 2026, 11:51

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

02 აგვისტო 2026, 11:45

მსოფლიო

სომხეთის მთავრობა ფორმალური პროცედურის ფარგლებში გადადგა

„სომხეთის კონსტიტუციის 158-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა გადადგომის შესახებ განცხადებას ეროვნული კრების პირველი სესიის დღეს წარადგენს და ახლა მე ვემზადები გადადგომის დოკუმენტზე ხელის მოსაწერად“, - აცხადებს ფაშინიანი.

02 აგვისტო 2026, 11:37

მსოფლიო

ძლიერმა სიცხემ და გვალვამ უნგრეთსა და ინგლისში პრობლემები შექმნა

პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ცნობით, დღეს ღამის საათებში უნგრეთის ატომური ელექტროსადგური „პაკშის“ ორი ბლოკიდან ერთი გაითიშება. ბოლო 44 წლის განმავლობაში ეს პირველი ასეთი შემთხვევაა. სადგური ელექტროენერგიით ქვეყნის თითქმის ნახევარს ამარაგებს.

02 აგვისტო 2026, 11:30

მსოფლიო

საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება

საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება. საბერძნეთში ტყის ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ძლიერი ქარის შედეგად ხანძარმა ათენის მიმდებარე ტერიტორია მოიცვა. ხელისუფლებამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ანა წითლიძე

02 აგვისტო 2026, 11:24

პოლიტიკა

ანა წითლიძე ბოკუჩავაზე: ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ დაპირისპირებაა. პარტიის პოლიტსაბჭოზე თინა ბოკუჩავას არ გამოცხადებას, ანა წითლიძემ თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა დაარქვა. მანამდე კი, ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს კვორუმის არ არსებობის გამო არალეგიტიმური უწოდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე აღნიშნავს, რომ ბევრ რამეზე მეტყველებს, როცა ზღვაზე დასვენებას - სააკაშვილის მოწოდებაზე მაღლა აყენებ.

02 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანა. სამიზნეში წიგნების უმსხვილესი გამომცემლობის საწყობი მოექცა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში სახელმძღვანელოების გადანაწილების ლოგისტიკურ ცენტრად გამოიყენებოდა. შენობას ორი დრონი შეეჯახა, შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი კაცი და ორი ბავშვი.

02 აგვისტო 2026, 11:15

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტში „კალოობა“ აღინიშნა

უძველესი მესხური ტრადიცია „კალოობა“ გაცოცხლდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის მიმდებარედ, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მესხეთში გავრცელებული მარცვლეული კულტურის, „ახალციხის წითელი დოლის“ ტრადიციული წესით აღება. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მესხური მრავალჟამიერის ფონზე ადგილზე დაეგემოვნებინათ წითელი დოლის პური, ტენილი ყველი, ტრადიციული მესხური ღვინო, ყაურმა, მესხური ლუხუმი და სხვა ადგილობრივი ნაწარმი.

02 აგვისტო 2026, 11:14

რეგიონი

შეკვეთილი მეორე დღეა, „გემოფესტს“ მასპინძლობს

გემოფესტის მეორე დღე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასტრონომიული ფესტივალი სტუმრებს დღესაც 17:00 საათიდან უმასპინძლებს. ადგილზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და კვების პავილიონი, დესერტების სივრცე, ჩაის პავილიონი, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.