imedi /  27 ივლისი 2022, 12:25 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ს ელჩზე: ელჩი უარყოფს, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

ელჩი ასევე პასუხისმგებელია იმაზეც, რომ მან, შეხვედრამდე, სათანადოდ და რეალურად ვერ გათვალა და ვერც შეაფასა სიტუაცია, შესაბამისად არათუ თავი ჩაიგდო უხერხულ მდგომარეობაში და ტყუილების თქმა მოუწია, არამედ შესაძლო გაუგებრობები შექმნა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს.

მისი თქმით, ელჩი ისევ დუმილის პოლიტიკას აირჩევს, თუმცა ვაი ამ დუმილს, დაახლოებით წარმომიდგენია, რა საუბარი შედგება მასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს შორის, მით უმეტეს აშშ-ს პოლიტიკურ ელიტაში მხოლოდ დეგნანივით არ აზროვნებენ, არის იქ ხალხი, რომელიც ასეც ფიქრობს, როგორ სენატორი ჯონი ერნსტი-„ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ სხვა ერები ცდილობდნენ საქართველოს უკარნახონ ის, თუ რა უნდა იყოს მისი ღირებულებები“.

„დასანანია, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ისევ და ისევ უმადურობის და დაუნახაობის ერთ-ერთ ცოდვას იკიდებს. დასანანია, რომ სწორედ საზოგადოების იგივე ნაწილი საკუთარ ხალხში თუ მის წიაღში ღირსეულს ვერ ხედავს, და ისევ ვიღაც გათახსირებულ გადამთიელს შესციცინებს თვალებში. ვერავის ვერ დავაძალებ, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უყვარდეს, მაგრამ სძულდეს იმისთვის, რომ საქართველოში უამრავი ადამიანი, სწორედ გაუსაძლის გაჭირვების დროს სიკვდილსა და შიმშილს გადაარჩინა, გძულდეს იმისთვის, რომ უამრავი ეკლესია-მონასტერი, კულტურული თუ ისტორიული ძეგლი აღადგინა და ააშენა, გძულდეს იმისთვის, რომ დაღუპვის პირას მისული სახელმწიფოს გადასარჩენად პოლიტიკაში შემოვიდა და არჩევნებით, სწორედ არჩევნების გზით შეძლო ხელისუფლების შეცვლა, მართლაც გასაოცარიცაა და ამორალურიც.

ებრძვიან ბატონ ივანიშვილს, ებრძვიან იმის გამო, რომ მისმა გუნდმა, შეძლო ქვეყნის ომში არ ჩართვა, შეძლო მიუხედავად ადგილობრივი თუ უცხოური ქართველთმოძულეების ზეწოლისა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. სამწუხარო რეალობა ისიც, რომ როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს, ომის საპირწონედ მისი პირადი ფინანსების გარკვეული ნაწილის გაყინვა-გალღობა დაუყენეს, მაგრამ აქაც მავნებლების უმეცრება გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თორემ საქართველოში კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სიყვარულსა და კეთილდღეობას არასდროს და არაფერში არ გაცვლის! არ შეიძლება არ შევეხო, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის ქალბატონ კელი დეგნანის ხან დუმილსა და ხანაც უარყოფას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით: ელჩი უარყოფს, ბატონი ბიძინა კი ამბობს, დიახ „ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდაო.“ როგორ ფიქრობთ ვისი სიტყვა უფრო დამაჯერებელია ქართული საზოგადოებისთვის? ელჩის, რომელიც კითხვის საპასუხოდ ან დუმილს, ან იგორს, ან სულაც ჭორებს უწოდებდა ინფორმაციას თუ ბატონი ბიძინასი? მგონი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია ქალბატონი დეგნანი! დავიჯერო, სახელმწიფო დეპარტამენტს არ მოახსენა, ამ სამ საათიანი შეხვედრის შესახებ?! არ მოახსნა, კატასტროფაა, და მას პასუხს აგებინებენ! მოახსენა, ე.ი. შედეგის შესახებაც მოახსენა, და მიუხედავად ამისა კვლავ გრძელდებოდა ბინძური თამაში ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ? ელჩი ასევე პასუხისმგებელია იმაზეც, რომ მან, შეხვედრამდე, სათანადოდ და რეალურად ვერ გათვალა და ვერც შეაფასა სიტუაცია, შესაბამისად არათუ თავი ჩაიგდო უხერხულ მდგომარეობაში და ტყუილების თქმა მოუწია, არამედ შესაძლო გაუგებრობები შექმნა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის! გამოვა ელჩი დეგნანი და კიდევ უარყოფს შეხვედრას, უფრო ცუდ დღეში ჩაიგდებს თავს, გაგრძელებს თავის მოკავშირეებთან (რადიკალური ოპოზიცია, მათი ტელევიზიები, სახელგატეხილი ლომჯარია და არასამთავრობოები) ერთად თავის მართლებას, ესეც უარესია მისთვის. იტყვის რომ კი შევხვდი მაგრამ სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ და გასაჯაროება არ მინდოდაო, მაინც შერცხვენილია, როგორც ტყუილში უკვე გამოჭერილ-შემჩნეული. სავარაუდოდ ისევ დუმილის პოლიტიკას აირჩევს, თუმცა ვაი ამ დუმილს, დაახლოებით წარმომიდგენია, რა საუბარი შედგება მასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს შორის, მით უმეტეს აშშ-ს პოლიტიკურ ელიტაში მხოლოდ დეგნანივით არ აზროვნებენ, არის იქ ხალხი, რომელიც ასეც ფიქრობს, როგორ სენატორი ჯონი ერნსტი-„ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ სხვა ერები ცდილობდნენ საქართველოს უკარნახონ ის, თუ რა უნდა იყოს მისი ღირებულებები. იმის გამო, რომ საქართველო სოციალურად კონსერვატიული ქვეყანაა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლებლობებზე უარი უნდა ვუთხრათ.“ დარწმუნებული ვარ, ასეთები არცთუ ისე ცოტანი არ არიან, მალე კი შეიძლება სწორედ ისინი მოექცნენ აშშ-ს პოლიტიკური ელიტის სათავეში, რაც ორი ქვეყნის ინტერესებს უფრო წაადგება და უფრო ნაყოფიერს გახდის!“ -წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

ყველა სიახლე

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

25 ივლისი 2026, 13:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს მომავალ კვირას ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 13:28

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

25 ივლისი 2026, 13:18

მსოფლიო

POLITICO: მერცი მინისტრთა კაბინეტის გადახალისებით პოლიტიკური მხარდაჭერის აღდგენას ცდილობს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თავისი პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებების პირველი ეტაპი წარადგინა. კანცლერი იმედოვნებს, რომ კაბინეტის გადახალისება მისი და მმართველი კოალიციის რეკორდულად დაბალი რეიტინგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, წერს POLITICO.

პროკურატურა

25 ივლისი 2026, 13:09

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული მუქარის შედეგად, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა.

25 ივლისი 2026, 12:39

მსოფლიო

Deutsche Welle: ავსტრია ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის

ავსტრია ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების წინააღმდეგია. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

25 ივლისი 2026, 12:36

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები

ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანასებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილისთვის გამოხატულ მხარდაჭერას.

25 ივლისი 2026, 12:34

სპორტი

მალთაყვაში, „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო დღე მიმდინარეობს

შეჯიბრებები 08:00 საათიდან მამაკაცთა სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო, რის შემდეგაც სპორტსმენები ტრამპლინიდან ხტომასა და ფიგურებში იასპარეზებენ.

25 ივლისი 2026, 12:27

საზოგადოება

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის არტბანაკი დაიხურა

შემაჯამებელი პერფორმანსი ბერძენმა რეჟისორმა გიორგოს ზამბულაკისმა დადგა. არტბანაკში 20-მდე ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობდა. მათთვის მასტერკლასები და ვორქშოპები ჩატარდა. ფესტივალი დღეს დასკვნითი სპექტაკლით დასრულდება. გამოავლენენ გამარჯვებულ რეჟისორსაც.

შორენა ცხოვრებაშვილი

25 ივლისი 2026, 12:17

კულტურა

ხელოვნების სასახლე შორენა ცხოვრებაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

ექსპოზიციაზე ავტორის პირადი გზის, შემოქმედებითი ძიებისა და ხატვისადმი სიყვარულის ნაყოფია წარმოდგენილი - გზა, რომელიც ოჯახურ მემკვიდრეობასა და პირად გამოცდილებას უკავშირდება.

25 ივლისი 2026, 12:16

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, შავ ზღვაში არარუსულ ხომალდებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინული მხარე გააფრთხილა შავ ზღვაში არარუსულ სანავთობო ტანკერებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 12:14

თავდაცვა

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ ხაშურის მუნიციპალიტეტში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცეს.

ვახტანგ ცინცაძე

25 ივლისი 2026, 12:12

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა

სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

25 ივლისი 2026, 12:05

თავდაცვა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის VIII გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრის ხარისხი 40 მსმენელს მიენიჭა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირის ქვეყნებს დაკავებული რუსული ნავთობის გაყიდვის უფლება ექნებათ

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს ახალი მექანიზმი, რომელიც მათ დაკავებული რუსული ტანკერების ნავთობის გაყიდვის უფლებას აძლევს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 11:32

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა

10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა, - განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 11:26

სამართალი

ამ წუთებში ნიკა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში იმართება

პროკურატურა ნიკა კაპანაძისთვის პატიმრობას ითხოვს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

25 ივლისი 2026, 11:17

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები, მათ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები - საერთო ჯამში ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1 688 374 აშშ დოლარისა და 411 897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ლევან წაქაძემ განაცხადა.

25 ივლისი 2026, 11:12

სამართალი

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

პროკურატურა სასამართლოს ნიკო ხურცილავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. ძალადობის მუხლით დაკავებულმა დანაშაულის ჩადენის მოტივად ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა დაასახელა.

25 ივლისი 2026, 11:08

სამართალი

სულხან თამაზაშვილმა კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათგან სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან - გაგა კირკიტაძესთან, შალვა თადუმაძესთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო გარემო, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა დაათვალიერა.

25 ივლისი 2026, 11:05

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ ამოიღო

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.