imedi /  02 სექტემბერი 2017, 11:51 / სანდო წყარო

18-დღიანი პროტესტის შემდეგ, რკინიგზელებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ფოტო: პროფკავშირების 
ახალგაზრდული მოძრაობა

ფოტო: პროფკავშირების
ახალგაზრდული მოძრაობა

18-დღიანი პროტესტის შემდეგ, რკინიგზელები შიმშილობას წყვეტენ და სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. ამის შესახებ მათ გუშინ საღამოს საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, რომელიც მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.

აქციაზე მათ მანიფესტი წაიკითხეს:

"პირველ რიგში, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციასა თუ ჯგუფს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა სისტემის მიერ ჩაგრულ უჩა ხვთისიაშვილს და რკინიგზელების ნამდვილ პროფკავშირულ მოძრაობას - რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს!

1 აგვისტოდან მოყოლებული, საზოგადოებამ ნახა თუ რამდენად თანმიმდევრული და ადეკვატური იყო ჩვენის მხრიდან ბრძოლის ის ეტაპები, რომელიც რკინიგზელებმა გაიარა. სამწუხარო და საგანგაშოა თავად რკინიგზის ადმინისტრაციის საპასუხო ქმედებები, რომელმაც საბოლოო ჯამში, რიგითი კოლექტიური შრომითი დავა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრულად იგნორირების ხარჯზე, ჩიხში შეიყვანა და საკუთარი თანამშრომლები სასიკვდილოდ გაწირა!

რკინიგზელებმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, არაერთი ბრძოლა გაუმართა იმ კლანურ და უპასუხისმგებლო სისტემას, რომელიც დღეს, სახელმწიფო კომპანია საქართველოს რკინიგზას ძარცვავს! ამ დრომდე გვჯეროდა, რომ ჩვენი ეს ბრძოლა, ჩაგვრისა და უკანონობის წინააღმდეგ, ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე მდგარი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და შესაბამისი ინსტიტუტების მხრიდან იქნებოდა მხარდაჭერილი, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები დღემდე არ რიაგირებენ!

რკინიგზის დეპარტამენტის წინ, 18 დღიანი შიმშილობის აქციამ, ნათლად დაგვანახა რამდენად ღრმად და საფუძვლიანად აქვს საქართველოში აღნიშნულ კლანურ დაჯგუფებებს ფესვები გადგმული , რამდენად გავლენიან და საშიშ ძალასთან გვიწევს დაპირისპირება!

თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება, იარაღად იქნა გამოყენებული ერთი კახელი მუშის, რკინიგზელი უჩა ხვთისიაშვილის და ნამდვილი პროფკავშირული მოძრაობის - რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წინააღმდეგ!

ჩვენმა თავგადადებულმა ბრძოლამ - რკინიგზელებს და პირველ რიგში საზოგადოებას ნათლად დაანახა ყველა ის სისტემური ხარვეზი, რომელიც აფერხებს ჩვენს ქვეყანას ევროპულ და დემოკრატიული განვითარებაის გზაზე!

პროკურატურა, სუსის აგენტურა, პოლიციური რეჟიმი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, არაკომპეტენტური და მართული მედია გარემო, შრომისა და ჯანმრთელობის პოლიტიკა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები, უფუნქციოდ დარჩენილი შრომის დეპარტამენტი, მედიაციის ინსტიტუტი, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, კანონის აღსრულების მექანიზმი და ა.შ. სამწუხაროდ პრობლემების სია დაუსრულებლად გრძელდება...

ქვეყნის მმართველობაში არსებული, იმ სისტემური პრობლემების დასამარცხებლად, რომელიც ცხადი და ხილული გახადა რკინიგზელების ბრძოლამ, საჭიროებს მშრომელთა მოძრაობის, პროფკავშირული გაერთიანების კიდევ უფრო გაძლიერებას. ეს კარგად ესმის იმ კლანს, რომელსაც ვუპირისპირდებით და სწორედ ამიტომ, ბრძოლის ველი, საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მისამართით გადაიტანეს!

ბოლო დღეებში, ყველამ ნათლად დავინახეთ, როგორი ბინძური და უხეში მეთოდით აპირებენ საქართველოში ნამდვილ და ევროპული საერთო პროფკავშირული მოძრაობის სამუდამოდ დასამარებას! სწორედ ამიტომ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და შიმშილობის აქციის მონაწილე რკინიგზელები ვაცხადებთ:

1. ვწყვეტთ პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის აქციას;

2. ვიღებთ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერას და ვიწყებთ არსებულ კოლექტიური შრომითი დავაზე სამართლებრივი ბრძოლას;

3. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივ ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად, ვერთვებით პროფკავშირული მოძრაობის გადარჩენისთვის ბრძოლაში", - განაცხადეს რკინიგზელებმა.

14 რკინიგზელი 18 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 29 აგვისტოს რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა და აუდიტორია 115-მა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სიტუაციის განმუხტვაში დახმარება სთხოვეს. 

30 აგვისტოს საქართველოს რკინიგზის შენობასთან მიმდინარე აქციას რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი მზად არის დიალოგისთვის.

სამართალდამცველებმა 24 აგვისტოს რკინიგზელთა აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს. 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რკინიგზის დეპარტამენტთან გამართული აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი 8 სექტმებრამდე გადაიდო, მანამდე კი 10-ვე დაკავებული გაათავისუფლეს.

9 აგვისტოს რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციამ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა. ადმინისტრაციამ ისინი კახეთიდან სამუშაოდ თბილისში გადაიყვანა. მათ მარნეული-გარდაბნის მონაკვეთზე უნდა ემუშავათ. ამასთან, ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა საცხოვრებლის, ტრანსპორტისა და კვების უზრუნველყოფაზე. მუშები პირობებს არ დათანხმდნენ, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ყველა სიახლე

ლაშა დარსალია

29 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა

2026 წლის 29 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

29 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

შარმანაშვილი სარჯველაძის ინტერპელაციაზე ოპოზიციის განცხადებებზე: დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ყველანაირი ოპონირება მინახავს, მაგრამ ამას ოპონირებას ვერ დავარქმევ. ეს იყო ზიზღის უკანასკნელი ფორმების ნთხევა

„დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. ვიყავი მოძრაობაში, რომელიც საბჭოთა კავშირს უპირისპირდებოდა. ყველანაირი ოპონირება მინახავს, მაგრამ ამას ოპონირებას ვერ დავარქმევ. ეს იყო ზიზღის უკანასკნელი ფორმების ნთხევა და რის გამო? რომ თავი დაიმკვიდრონ პოლიტიკაში ასეთი უღირსი მეთოდებით, რომლებსაც სახელსაც კი ვერ ვუძებნი. მიხეილ სარჯველაძე ეკითხებოდა - რომელიმე ჩემი ფრაზა იყო ისეთი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა? მაგრამ ჰქონდათ მითითება, რომ არათუ ოპონირება არ გაეწიათ, არამედ პირად შეურაცხყოფაზე გადასულიყვნენ, ოღონდ ეს პოლიტიკური მიზნები აესრულებინათ. აი ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

29 აპრილი 2026, 18:06

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ძალიან რთულია აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული ურთიერთობების ასე ხელაღებით აღდგენა, მაგრამ გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები

რა მოლოდინები გაქვთ მომავალ შეხვედრებთან დაკავშირებით

29 აპრილი 2026, 18:04

პოლიტიკა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტები მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მესამე მოსმენით წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

29 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: გარედან მიღებული დავალების მიუხედავად თავს ვერ იკავებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ეს პიროვნული ზიზღი საჯაროდ არ გამოხატონ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

თენგიზ შარმანაშვილი

29 აპრილი 2026, 17:59

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველოში არ უნდა გაუმჯობესდეს არაფერი. თუ უმჯობესდება, შექმნან ის სიტუაცია და აღქმები, რომ უარესობისკენ მიდი საქმე

რაც უფრო გაუმჯობესდება მართვა სახელმწიფოში, რაც უფრო მეტი კოორდინაცია იქნება სახელმწიფო ორგანოებს შორის, ეს ოპოზიციას რატომღაც საკუთარ სისუსტედ მიაჩნია, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.

29 აპრილი 2026, 17:53

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის დაზვერვა ირანის პოტენციურ რეაქციას სწავლობს, ამერიკის მიერ ომში გამარჯვების გამოცხადების შემთხვევაში

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იკვლევენ, თუ რა რეაქცია ექნება თეირანს, თუ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომში თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

29 აპრილი 2026, 17:39

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: შევქმენით ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის შუამავლები, რუსთაველი ახალგაზრდები იქნებიან

რუსთავის მერია კიდევ ერთ ახალგაზრდულ პროექტს - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენლები" იწყებს. პროექტი, ქალაქის განვითარებაში და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, კიდევ უდრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას და თანამედროვე მუნიციპალური სერვისების დანერგვას ისახავს მიზნად.

29 აპრილი 2026, 17:30

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები დაამტკიცა, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებას მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი წავიდა.

ვახტანგ ბაჩიაშვილი

29 აპრილი 2026, 17:29

პოლიტიკა

ვახტანგ ბაჩიაშვილი: სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუტია და იქმნება, როდესაც სახელმწიფოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია ამ თანამდებობის შემოღება

მთავრობის საპარლამენტო მდივანი „ქრონიკასთან“ განმარტავს, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტი, თავისი შინაარსით განსხვავდება სხვა მინისტრების თანამდებობებისაგან. ვახტანგ ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მთავრობა აჩვენებს რა არის კონკრეტულ შემთხვევაში მისთვის პრიორიტეტი და ამჯერად ეს პრიორიტეტია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცება.

მიხეილ სარჯველაძე

29 აპრილი 2026, 17:27

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ

მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია მდგომარეობს, რომ საქართველოში ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, ისედაც არ გაკლიათ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

29 აპრილი 2026, 17:24

პოლიტიკა

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

რობერტ ფიცო

29 აპრილი 2026, 17:22

მსოფლიო

კრემლში დაადასტურეს, რომ რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

29 აპრილი 2026, 17:11

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია

„ჩვენ უკვე დადასტურებული ფაქტებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის პანიკას, სინამდვილეში ისინი საკუთარ თავებს ჰყიდიან, რომ მათ ინტერესებში არ არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და განვითარება. მაგრამ მოუწევთ ამ შიშებთან დარჩენა, ვინაიდან ხელს ვერ შეუშლიან ამ ყველაფერს“, - აცხადებს იონათამიშვილი.

ზაზა ლომინაძე

29 აპრილი 2026, 16:56

ჯანდაცვა

ზაზა ლომინაძე: გაოცებას ვერ ვმალავ „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდის გამონათქვამებით, თქვენი გამოსვლა იყო ამორალური, სრულიად გახვედით საექიმო და საპარლამენტო ჩარჩოებიდან, ამას არც ოპოზიცია ჰქვია

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით არის დასნეულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, გაოცებას ვერ ვმალავ "გახარია-საქართველოსთვის" გუნდის გამონათქვამებით, ასეთი არ მოგვსწრებია პარლამენტში უკვე მეორე მოწვევაა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე განაცხადა.

29 აპრილი 2026, 16:50

მსოფლიო

Reuters: სტარმერის მუქარის მიუხედავად, ბრიტანეთი რუსულ გემებს არ აკავებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მუქარას რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების დაკავებასთან დაკავშირებით, შედეგი არ გამოუღია, რადგან ბრიტანეთის წყლებში რუსული გემები დღემდე თავისუფლად გადაადგილდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

29 აპრილი 2026, 16:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მაინტერესებს, როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ინვესტიციების სააგენტოს“ მუშაობის პრიორიტეტს უწუნებს. „სააგენტოს ფუნქცია არ მგონია, რომ ზოგადად გამოფენებზე სიარული უნდა იყოს, მას სჭირდება უფრო სერიოზული პრეზენტაბელურობა, - განაცხადა ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განსახილველად წარადგინა.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 16:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდა და ძლიერდება

მამუკა მდინარაძის დანიშვნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გააძლიერებს სტრუქტურებისა და მთლიანად მთავრობის მუშაობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სამსახურის ახალი უფროსის, გეკა გელაძის წარდგენისას.

29 აპრილი 2026, 16:41

ეკონომიკა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ახალი საერთაშორისო ინვესტორი - Aspect Georgia LLC შემოვიდა, რომელიც კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ნინო წილოსანი

29 აპრილი 2026, 16:31

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: პოლონეთის გადაწყვეტილება პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ დეზინფორმაციის და მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს

ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.