ზაზა შათირიშვილი: „რადიო თავისუფლებას“ ძალიან მარტივად მინდა შევთავაზო - თუ შვეიცარიული მედიის თავისუფლებაში ეჭვი არ ეპარება, თავად სცადოს და გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია და სტატიები შვეიცარიაში
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI
კვლავაც ყურადღებით ვაკვირდები შვეიცარიაში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ქვეყნის უმსხვილესი კომერციული ბანკი - ერთ დროს შვეიცარიის ეროვნულ სიამაყედ მიჩნეული „კრედიტ სუისი“ კონკრეტულმა ძალებმა ბიძინა ივანიშვილის რეკეტისა და შანტაჟის მთავარ ინსტრუმენტად აქციეს. რეკეტისა და შანტაჟის დავალებას ბანკი ისეთი რუდუნებით ასრულებს, რომ „ნაცმოძრაობასა“ და მამუკა ხაზარაძესაც კი გაუკვირდებოდათ და შეშურდებოდათ, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებით ერთის მხრივ, ივანიშვილს აშანტაჟებენ და მეორე მხრივ, ბანკისა და საბანკო სისტემის რეპუტაციას ანგრევენ.
„თუმცა, ახლა ამ საქმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მხარეზე - საინფორმაციო გაშუქებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. აღმოჩნდა, რომ შვეიცარია, რომელიც ერთ დროს დემოკრატიის აკვნად სრულიად სამართლიანად იწოდებოდა, მედიის თავისუფლების მინიმალურ სტანდარტსაც კი ვეღარ აკმაყოფილებს. გამაოგნებელია, როგორ ტოტალურად კონტროლდება შვეიცარიული მედია, სადაც თუ „ვიღაცამ“ მოინდომა, მისთვის უსიამოვნო ერთი სტატიაც ვერ გამოქვეყნდება. საერთო კოორდინაციის სქემაში შვეიცარიული მედიაც ასეთი ტოტალური ფორმით თუ იყო მოქცეული, ამაზე დღემდე წარმოდგენა არ მქონდა.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ბანკის შესახებ ცდილობდნენ კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებას, მათ არავითარი წინააღმდეგობა არ ხვდებოდა, მაგრამ როგორც კი „ვიღაცის“ მიერ დანიშნულ და მართულ ბანკის მენეჯმენტზე სცადეს სტატიების გამოქვეყნება, მაშინვე ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. აშკარაა, რომ სტატიების პირველი ნაწილი, რომლის ადრესატი ბანკი და საბანკო სისტემა გახლდათ, ამერიკელების ინტერესებთან თანხვედრაში იყო. ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებით, ამერიკელები, ერთი მხრივ, ივანიშვილს აშანტაჟებენ და მეორე მხრივ, ბანკისა და საბანკო სისტემის რეპუტაციას ანგრევენ. შესაბამისად, ივანიშვილის ადვოკატების მიერ გამოქვეყნებული სტატიების პირველი ნაწილი ამ უკანასკნელ მიზანს პირდაპირ მიესადაგებოდა და გასაკვირი არაა, რომ მათ დაბეჭდვას არავითარი დაბრკოლება არ შეექმნა. მაგრამ როგორც კი ივანიშვილის ადვოკატები ბანკის მენეჯმენტს გადასწვდნენ, ცენზურის მანქანა მყისიერად ჩაირთო.
აქაც ჩანს მედიის ფუნქციონირების ამერიკული მოდელი, რომელიც 2004-12 წლებში სააკაშვილის მეშვეობით საქართველოში დაამკვიდრეს. მედიის მონოპოლიური სქემა, რომელიც საქართველოში ამერიკელებმა სააკაშვილის ხელით შექმნეს, როგორც ჩანს, შვეიცარიაშიც სრული მასშტაბით დანერგეს და აამოქმედეს.
ამერიკულ პოლიტიკურ ლექსიკონში თავისუფალი მედია ეწოდება მედიას, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები აკონტროლებენ. სწორედ ამ სტანდარტით მოიხსენიებენ ისინი საქართველოში თავისუფალ მედიად მხოლოდ „მთავარს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“, რომლებიც, სინამდვილეში, სრულად არიან დაცლილი თავისუფლების იდეისგან და სიცრუისა და სიძულვილის შავბნელი პროპაგანდის ინსტრუმენტებად გამოიყენებიან. „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტვ“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლებიც, პრინციპულად, თავისუფლების იდეას ემსახურებიან და რომელთა ეთერებიდან სიცრუესა და სიძულვილს, პრაქტიკულად, ვერ ამოიკითხავთ, ამერიკული ლექსიკონის მიხედვით ვერასოდეს მოინათლებიან თავისუფალ მედიად, რადგან ამ ტელევიზიებს ამერიკული სპეცსამსახურები ვერ აკონტროლებენ.
აბსოლუტურად ნათელია, რომ აშშ შვეიცარიაში პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და ყველა სერიოზულ ინსტიტუტს, წამყვანი ბანკებისა და მედიასაშუალებების ჩათვლით, სრულად აკონტროლებს. შესაბამისად, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის წერილი კონკრეტული შვეიცარიული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს. ასეთ პირობებში, „კრედიტ სუისის“ თვითნებობის შესახებ ინფორმაციის შვეიცარიულ მედიაში გატანა სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. როდესაც ისტებლიშმენტი კონტროლს ექვემდებარება, მნიშვნელოვანია, სიმართლე ხალხს გააგებინო, რათა ვითარებაზე გარკვეული გავლენა საზოგადოებამ მაინც მოახდინოს. ბუნებრივია, შვეიცარიის მოსახლეობამ არაფერი იცის დანაშაულებრივ სქემაში „კრედიტ სუისის“ მონაწილეობის შესახებ და რომ იცოდნენ, აუცილებლად ექნებოდათ პროტესტის განცდა, რადგან აშკარაა, რომ ამ სქემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შვეიცარიული საბანკო სისტემისთვის უმძიმესი ზიანის მიყენებაა, რაც მოსახლეობის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
„დემოკრატიის“ ამერიკული მოდელი, რომელიც ევროპისთვის მოიგონეს, მარტივ ფორმულას ეფუძნება - ატყუებ ხალხს და აკონტროლებ მთავრობას. ეს მოდელი ნაცმოძრაობის ეპოქის საქართველოს მაგალითზე ყველას ძალიან კარგად გვახსოვს.
ამერიკელები საქართველოში ახლაც ამ მოდელის აღდგენას ცდილობენ. უნდათ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვალონ ხელისუფლება და დააბრუნონ ნაცმოძრაობა. ასე უნდათ, შექმნან მოდელი, სადაც ხალხი მოტყუებულია, ხოლო ხელისუფლება სრულ კონტროლს ექვემდებარება. ამ ყველაფრის უშუალო მიზანიც ცხადია. უკრაინელების პირით უკვე არაერთხელ თქვეს, ეს ხელისუფლება არ ომობს და ნაციონალები აუცილებლად იომებდნენო. ასეც იქნება, რადგან ნაციონალები აკმაყოფილებენ ამ ამოცანის შესასრულებლად აუცილებელ ერთ მთავარ პირობას - ისინი არიან უსამშობლო ხალხი და მათ არა აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალიც კი. მხოლოდ პატრიოტიზმისგან დაცლილ ადამიანებს შეუძლიათ დღევანდელ ვითარებაში საქართველო მეორე ფრონტად აქციონ. სწორედ ასეთი ადამიანები არიან სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, ხაზარაძე, უსუფაშვილი, მელია, გიგაური, ლომჯარია და სხვები. ნაცმოძრაობამ 2008 წელს უკვე გაგვხვია ომში, რომელიც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციით დასრულდა და ბუნებრივია, მზადაა, ეს „გმირობა“ 14 წლის თავზეც გაიმეოროს.
საბოლოოდ, მტკიცდება ყველაფერი, რასაც მთელი ამ თვეების მანძილზე ვამბობდი. ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულმა წერილმა ყველაფერს ნათელი მოფინა. კერძოდ, დადასტურდა, რომ შვეიცარიული ბანკის ყველა ქმედება პირდაპირ კავშირშია საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესთან და ეს ქმედებები თავიდან ბოლომდე ამერიკიდან არის კოორდინირებული. უკრაინაში ომის დაწყებიდან 10 დღის თავზე, 4 მარტს „კრედიტ სუისის“ ხელით იწყებენ ბიძინა ივანიშვილის შანტაჟს და აქედან ორ კვირაში, ამერიკის ელჩი სთხოვს მას შეხვედრას. 21 მარტს ელჩი შანტაჟით ზურგგამაგრებული ხვდება ივანიშვილს და მისგან რასაც ითხოვს, ეს ივანიშვილის წერილში არცთუ ბუნდოვანი მინიშნებებით ძალიან ცხადად წერია.
ბოლოს, მინდა ძალიან მოკლედ შევეხო „რადიო თავისუფლებას“, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა და საქართველოში ნაცმოძრაობის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად გამოიყენება. შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლების“ ქართულმა ოფისმა შვეიცარიელი ჟურნალისტი ჩაწერა და ათქმევინა, ივანიშვილის ადვოკატებს სტატიების გამოქვეყნებისას არავითარი დაბრკოლება არ შექმნიათო. ცხადია, „რადიო თავისუფლება“ ივანიშვილის საქმესთან მიმართებით სუბიექტური და პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ცალმხრივი პოზიცია უჭირავს. სწორედ ამიტომ შეიყვანა მან ქართული საზოგადოება შვეიცარიელი ჟურნალისტის მეშვეობით სრულიად შეგნებულად შეცდომაში. „რადიო თავისუფლებას“ ძალიან მარტივად მინდა შევთავაზო, თუ შვეიცარიული მედიის თავისუფლებაში ეჭვი არ ეპარება, თავად სცადოს და გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია და სტატიები შვეიცარიაში. ბუნებრივია, მათგან გამოხმაურების დიდი იმედი ვერ მექნება, რადგან სიმართლე თავადაც კარგად იციან და ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად, მორიგი დეზინფორმაცია სრულიად შეგნებულად გაავრცელეს“, - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.
ყველა სიახლე
27 სექტემბერი 2026, 12:05
მსოფლიო
სამხრეთ აფრიკაში მომხდარი ორი მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკაში მომხდარი ორი მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება ადგილობრივი პოლიცია.
27 სექტემბერი 2026, 12:04
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.
27 სექტემბერი 2026, 12:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც აგვისტოს ომის ანტიგმირის - კეზერაშვილის ტელევიზია ავრცელებს სიცრუეებს ომთან და მოწოდებებთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მორალურ პოზიციას, სადაც იმყოფება პარტიული მედია
თქვენ რასაც ავრცელებთ, ეს არის სიცრუე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ რუსეთთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი”.
27 სექტემბერი 2026, 11:54
მსოფლიო
Euronews: ლავროვმა უარყო გერმანელი კოლეგის მოწოდებები „საშიში“ ესკალაციური ნაბიჯების შეჩერების შესახებ და ბერლინი უკრაინის „მთავარ სპონსორად“ მოიხსენია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო გერმანელი კოლეგის მოწოდებები „საშიში“ ესკალაციური ნაბიჯების შეჩერების შესახებ და ბერლინი უკრაინის „მთავარ სპონსორად“ მოიხსენია.
27 სექტემბერი 2026, 11:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თავს არავის ვესხმით, ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ კრიტიკულები ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება - ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე
თავს არავის ვესხმით, კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე. ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ კრიტიკულები ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება. ასე რომ, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის გაჩუმება, ამისთვის ერთადერთი გზაა, არ დაესხან თავს ქართველ ხალხს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთს მუდამ ესხმის თავს.
27 სექტემბერი 2026, 11:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენი სარჩელის საფუძველზე და ჩვენი მონდომებით დადგინდა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. უფრო მეტიც, ოკუპირებულია არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სწორედ ამ ომებიდან, 1990-იანი წლებიდან
რაც შეეხება რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს სახელდებას, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი ეს სტატუსი გააფორმა სასამართლოს აქტით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
27 სექტემბერი 2026, 11:29
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თავადაც ხედავენ, რომ საერთოდ განულებულია რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი, როდესაც ხედავ, რომ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენ ყოველდღე და მაინც აგრძელებ ე.წ. უწყვეტ პროტესტს, ეს ნიშნავს ზუსტად სექტანტობას
არ არსებობს რადიკალური ოპოზიციის არავითარი პროტესტი და მართლა სექტანტებივით გამოდიან ყოველდღე ხან 50, ხან 60, ხან 70 კაცით და ყოველდღიურად ახდენენ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
27 სექტემბერი 2026, 11:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს - ძალიან დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ
მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე.
27 სექტემბერი 2026, 11:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება
ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ალდეს“ ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს, ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს
თქვენ იცით, „ალდე“ რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
27 სექტემბერი 2026, 11:24
მსოფლიო
The Wall Street Journal: ვარშავაც და კიევიც თავის საერთო მტრად რუსეთს ასახელებენ, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ მტკივნეულ წარსულს
ვარშავაც და კიევიც თავის საერთო მტრად რუსეთს ასახელებენ, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ მტკივნეულ წარსულს. The Wall Street Journal-ის ცნობით, კონფლიქტი უკრაინის აჯანყებულთა არმიის (УПА) გარშემო - რომლის წევრებსაც უკრაინაში გმირებად მიიჩნევენ, ხოლო პოლონეთში მასობრივი სიკვდილით დასჯის ორგანიზატორებად - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აუარესებს და რუსეთს მათ შორის ბზარის გასაჩენად ხელსაყრელ საბაბს აძლევს.
27 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას - ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად
ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
27 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ
მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ქვეყანა
სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა ამ ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
27 სექტემბერი 2026, 11:07
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. მანამდე შიო მესამე ლიტურგია აღავლენს.
27 სექტემბერი 2026, 11:03
პოლიტიკა
აშშ საელჩო: დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ამერიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. კორტნი ოსტრიანი, გმირთა მემორიალზე საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. თარიღს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელშიც ეხმაურება.
27 სექტემბერი 2026, 11:01
საზოგადოება
ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
ტრაგიკული თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წევრებმა.
27 სექტემბერი 2026, 10:54
მსოფლიო
ტრამპი: მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.
27 სექტემბერი 2026, 10:22
მსოფლიო
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის, სანქციებისა და სურსათის უსაფრთხოების შესახებ რეფერენდუმი იმართება
შვეიცარიაში საყოველთაო რეფერენდუმი იმართება, სადაც მოქალაქეები ორ ინიციატივასთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას - ქვეყნის ნეიტრალიტეტსა და სურსათის უსაფრთხოებაზე.
27 სექტემბერი 2026, 10:15
საზოგადოება
დღეს მსოფლიო ტურიზმის დღეა
მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ულოცავს ყველას, ვინც ქართული სტუმართმოყვარეობის ამ განსაკუთრებულ ტრადიციას ქმნის და მსოფლიოს უზიარებს, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


