თამთა მეგრელიშვილი ივანიშვილზე: მეტი რა უნდა გააკეთოს ამ კაცმა ქვეყნისთვის, რომ თავი დახაროთ და აღიაროთ - კი, ეს კაცი ქველმოქმედია და ყველაფერს უანგაროდ აკეთებს
თამთა მეგრელიშვილი
ფოტო: Facebook
საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მორიგ ქველმოქმედებას ეხმიანება. როგორ ცნობილია, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს.
მისი თქმით მისი კეთილი ნებით, ქვეყნის მასშტაბით, არა ერთი ქველმოქმედება გაკეთდა.
„ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილის გრანდიოზული ქველმოქმედების ციფრებში ასახვა რომ გაგიჭირდება ადამიანს ... დიახ, მისი კეთილი ნებით ქვეყნის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 700-ზე მეტ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მათ შორის, გერგეტის სამებას, უფლისციხეს, სვეტიცხოველს, ვარძიას და ა.შ. დაფინანსდა სპორტის სხვადასხვა პოპულარული სახეობები (ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, ტაიკვანდო, კარატე, კრივი, ტანვარჯიში, ჭადრაკი, წყალბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა და სროლა). მატერიალურ დახმარებას დღემდე იღებს საქართველოს რაგბის კავშირი და რაგბის ეროვნული ნაკრები. აშენდა რამდენიმე სტადიონი და სარგაბო ბაზა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა. ფულადი დახმარება ეძლევათ ქართველ ოლიმპიელ ჩემპიონებს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედალოსნებსა და ვეტერან სპორტსმენებს. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საჩუქრად გადასცა 400 ტრაქტორი სრული სახნავ-სათესი აღჭურვილობით. მისივე კეთილი ნებით განახორციელა მასშტაბური პროექტი ქართული ადგილობრივი ჯიშების გადარჩენისათვის. საჩხერეში აშენდა თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს. დაბა ურეკსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოეწყო და აგრეთვე სახელმწიფოს გადაეცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრები. ჩაუტარდა რემონტი და აპარატურით აღიჭურვა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა stopgov.ge-(მთლიანად ჩარიცხულია 138 მილიონი ლარი) აშენდა, კაპიტალურად შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა. გარემონტდა და ტექნიკურად აღიჭურვა სამხატვრო აკადემიის სასწ. კორპუსი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, დაარსდა თბილისში ფრანგული სკოლა. ფონდი ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას. მისივე კეთილი ნებით განხორციელდა მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტი – აშენდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადასცა საჩუქრად და მთლიანად ყველა საჭირო სამუშაოს: გამწვანება, მოწესრიგება, რეაბილიტაცია და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავად იღებს საკუთარ თავზე. უმადურ და დაუნახავ ადამიანებთან მაქვს კითხვა - მეტი რა უნდა გააკეთოს ამ კაცმა ქვეყნისთვის, რომ თავი დახაროთ და აღიაროთ - კი, ეს კაცი ქველმოქმედია და ყველაფერს უანგაროდ აკეთებს!“, - წერს მეგრელიშვილი.
ყველა სიახლე
26 ივლისი 2026, 14:36
კულტურა
ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა
ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა. ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.
26 ივლისი 2026, 14:28
მსოფლიო
კეტი პერიმ თეთრი სახლი მისი სიმღერის უნებართვოდ გამოყენების გამო გააკრიტიკა
„შოკირებული და აღშფოთებული ვარ, რომ ჩემი სიმღერა გამოიყენება ფონად თეთრი სახლის მიერ TikTok-ზე გამოქვეყნებული სამხედრო დარტყმების ამსახველ ვიდეოებში. მე ამას არ ვეთანხმები, ჩემთვის ეს არ უთხოვიათ და ამას არანაირად არ ვამართლებ“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
26 ივლისი 2026, 14:22
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა, - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“. მიზეზი საბრძოლო მასალების მარაგის ამოწურვის საფრთხე გახდა.
26 ივლისი 2026, 14:18
მსოფლიო
ბულგარეთში, ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს
ბულგარეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს.
26 ივლისი 2026, 14:16
მსოფლიო
იტალიაში რკინიგზის მშენებლობისა მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
მასობრივი არეულობების გამო შეჩერდა მატარებლების მოძრაობა. დროებით დაიკეტა ადგილობრივი ავტომაგისტრალიც. ლიონსა და ტურინს შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩქაროსნული რკინიგზის პროექტი ალპებში 57- კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გულისხმობს. მისი ღირებულება 26 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.
26 ივლისი 2026, 14:13
მსოფლიო
მიუნხენში მერცის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მიუნხენის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გერმანიის კანცლერის გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტები ფრიდრიხ მერცის მთავრობას სამხედრო ხარჯების გაზრდის გამო აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერას მთავრობა მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა აყენებს.
26 ივლისი 2026, 14:12
საზოგადოება
შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა. უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
26 ივლისი 2026, 14:06
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. შეიცვლება გარე განათების ქსელი - დამონტაჟდება თანამედროვე LED-განათების სისტემა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
26 ივლისი 2026, 14:04
საზოგადოება
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
26 ივლისი 2026, 13:58
ტექნოლოგიები
SpaceX-მა Starship-ის წარმატებული ფრენა შეასრულა
SpaceX-მა თავისი მეგარაკეტის, Starship-ის საცდელი ფრენა შეასრულა. აფრენიდან ერთი საათის შემდეგ რაკეტა ინდოეთის ოკეანეში წარმატებულად დაეშვა.
26 ივლისი 2026, 13:17
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრებაზე: ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა „რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 ივლისი 2026, 13:17
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: „ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან“ - მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?
„მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?”- წერს ცოტნე ანანიძე.
26 ივლისი 2026, 13:11
მსოფლიო
ორბანს მიაჩნია, რომ 25 წლის შემდეგ ევროკავშირი აღარ იარსებებს, რადგან „ადაპტაციის უნარი არ გააჩნია“
„ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი არ შესწევთ, ქრებიან. ჩემი აზრით, ევროკავშირს ჯერჯერობით არ გააჩნია ადაპტაციის უნარი. მე არ მინდა, რომ ის გაქრეს. მე მინდა, რომ მან ადაპტირება შეძლოს, ამაში უნგრეთმა თავისი როლი ითამაშოს, ჩვენ ამ ადაპტაციით სარგებელი მივიღოთ და გამარჯვებულები გავხდეთ. მაგრამ დღევანდელ ევროკავშირზე გულახდილად რომ ვთქვათ, ეტყობა, რომ მას თვითრეფორმირების უნარი არ შესწევს. სწორედ ამიტომ არ ვუწინასწარმეტყველებ მას დიდ მომავალს“, - განაცხადა ორბანმა.
26 ივლისი 2026, 12:13
კულტურა
„ძალაუფლების ბეჭდების“ მესამე სეზონის თიზერი გამოვიდა🎬
სერიალი ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. მოვლენები პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში მორფიდ კლარკი, ჩარლი ვიკერსი, რობერტ არამაიო, ისმაელ კრუს კორდოვა, ჯოზეფ მოული, სოფია ნომვეტე და სხვები ასრულებენ.
26 ივლისი 2026, 11:39
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
26 ივლისის ღამეს რუსულმა ჯარებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელეს. დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები18-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. მისივე თქმით, სოლომენკის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე, ხოლო დესნიანსკის რაიონში ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შევჩენკოს რაიონში ასევე იწვოდა ოთხსართულიანი შენობა.
26 ივლისი 2026, 11:29
კულტურა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ეკა მამალაძის კონცერტი გაიმართა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის განახლებულ ბაღში ეკა მამალაძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართული საესტრადო მუსიკის ტრადიციები და მოგონებები გააცოცხლა. საღამო ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
26 ივლისი 2026, 11:27
საზოგადოება
ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა
ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა. თეიმურაზ დვალს კულტურის სამინისტროსგან ფულადი პრემია გადაეცა. მანამდე კი ფოთის თეატრის მსახიობებმა გასული წლის ფესტივალის გამარჯვებულის მიერ დადგმული სპექტაკლი „სტრიპტიზი" წარმოადგინეს.
26 ივლისი 2026, 11:26
მსოფლიო
ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე კოლეჯ-პოინტის ბულვარის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ორ მომიჯნავე შენობაზე გავრცელდა,
26 ივლისი 2026, 11:13
მსოფლიო
ბრიტანეთში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმებისთვის ადგილობრივი ავიაბაზის გამოყენება გააპროტესტეს
დიდ ბრიტანეთში ფეირფორდის სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც შეერთებულ შტატებს საშუალება მიეცა, ავიაბაზა ირანზე თავდასხმებისთვის გამოეყენებინა.
26 ივლისი 2026, 11:11
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და სხვა ხომალდებს დაარტყეს, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ
უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და სხვა ხომალდებს დაარტყეს, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.


