დავით ქართველიშვილი: რუსეთს საოკუპაციო მოქმედებები და ტერიტორიები ნაცებმა თავისი მოქმედებებით ბოლომდე „გაუპრავეს“. ეს იყო მათი მთავარი დანაშაული, დიქტატურასა და ხალხის წამებაზე უარესი
დავით ქართველიშვილი
ფოტო: Facebook
„7 აგვისტოს სააკაშვილმა მსოფლიოს აჩვენა მასირებული ცეცხლი საქართველოს მხრიდან; ჯარის მეთაურებს აძახებინა, „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დავიწყეთო“; მოგვიანებით, ფილმები გადაიღეს, რომელშიც საბრძოლო ტაქტიკის დონეზე მოყვნენ, სად როგორ შედიოდნენ, 9 აგვისტოს ბრძანებულება გამოსცა, სადაც ჩაწერა, რომ რუსული ჯარი საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნაცებს რუსული ჯარის მიერ ომის დანაშაულის დამამტკიცებელი „ისკანდერის“ ნაწილებიც კი გადამალული ჰქონდათ, მისი მოპოვება 2013 წლის შემდეგ მოხერხდა და საქმეს დაერთო.
„7 აგვისტო თუ 8 აგვისტო?! სინამდვილეში, ადგილი ჰქონდა საუკუნის ღალატს და ეს კამათიც ნაცების მიერ ოკუპანტის საქმის კეთებამ წარმოშვა: (ვისაც გაკრიტიკება მოგინდებათ, ძალიან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და ზოგადი ფრაზების ნაცვლად, თუნდაც ერთი არაზუსტი ფაქტის შესახებ მიმითითოთ). 7 აგვისტოს სააკაშვილმა მთელს მსოფლიოს აჩვენა მასირებული ცეცხლი საქართველოს მხრიდან; ჯარის მეთაურებს აძახებინა, „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დავიწყეთო“; მოგვიანებით, ფილმები გადაიღეს, სადაც საბრძოლო ტაქტიკის დონეზე მოყვნენ, სად როგორ შედიოდნენ, როგორ უნდა მოესწროთ სხვადასხვა მოქმედება, „სანამ რუსები ჩაერეოდნენ“ და ისინი „პოტენციურ მოწინააღმდეგეებად“ მოეხსენიებინა; 9 აგვისტოს ბრძანებულება გამოსცა, სადაც ჩაწერა, რომ რუსული ჯარი საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა; ომიდან ორ თვეში რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელშიც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები, კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი, რითაც მშვიდობიან მოსახლეობას შეუქმნეს საფრთხე. მოკლედ, რუსეთს საოკუპაციო მოქმედებები და ტერიტორიები ნაცებმა თავისი მოქმედებებით ბოლომდე „გაუპრავეს“. ეს იყო მათი მთავარი დანაშაული, დიქტატურასა და ხალხის წამებაზე უარესი!!! 2013 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რის ვაივაგლახით „გამოჩიჩქნა“ რუსეთის ინტერვენციის 2008 წლის 7 აგვისტოს დამადასტურებელი ერთი-ორი მტკიცებულება და დღემდე ამით წვალობენ ნაცების ჩასვრილის გამოსწორებას ჰააგაში! აქ დეტალებში არ შევალ, ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო... მეტიც, ნაცებს რუსული ჯარის მიერ ომის დანაშაულის დამამტკიცებელი „ისკანდერის“ ნაწილებიც კი გადამალული ჰქონდათ და მისი მოპოვება 2013 წლის შემდეგ მოხერხდა და დაერთო საქმეს. რაც შეეხება რუსეთის საოკუპაციო ჯარების რეალურ, მასირებულ, სრულმასშტაბიან, დეკლალირებულ შემოჭრას, ღია აგრესიასა და თავდასხმას, რომელიც განხორციელდა 8 აგვისტოს, ეს იყო უმძიმესი თარიღი, უდიდესი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში და ამის შესაბამისადაც აღინიშნება ეს დღე. ნაცებმა 2015-16 წლებიდან ნელ-ნელა დაიწყეს ნარატივის შეცვლა, მანამდე სულ 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ამ თარიღს. მუხათგვერდშიც 8 აგვისტოს გადიოდნენ. ხელისუფლება რომ წამოეგოს 7-8 აგვისტოს თარიღზე დავის პროვოკაციას, სახელმწიფომაც შეცვალოს ნარატივი და 7 აგვისტოს დაიწყოს ამ თარიღის აღნიშვნა, საერთაშორისო სამართლებრივი დავის დროს, რუსეთის მხარემ კითხვა რომ დასვას, ადრე ყველა 8 აგვისტოს აღნიშნავდა და ახლა იმიტომ ხომ არ შეცვალეთ, რომ საქართველო არ იყო მართალი და გვიან მიხვდითო, ამაზე მაინც ხომ უნდა იფიქრონ, ოკუპანტს დამატებით არგუმენტს აძლევენ?!“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 16:53
პოლიტიკა
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში მედიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მედიაგარემოში არსებულ გამოწვევებზე, მედიის შინაარსობრივ სტანდარტებსა და სარეკლამო კომუნიკაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 16:48
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 96.83 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი’’. ხოლო სამმა პირმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება - „კოდეინი’’, „მეთილფენიდატი’’ და ფსიქოტროპული ნივთიერება - „პრეგაბალინი“.
22 სექტემბერი 2026, 16:42
საზოგადოება
მარიამ ლაშხი სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს, ლიანა სირაძეს შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 16:33
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 16:26
საზოგადოება
გოგა გულორდავამ პარლამენტში ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსურ კვლევაზე ისაუბრა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენისას მან ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსური კვლევის 2025 წლის ეტაპი და კვლევით განსაზღვრული შემდგომი მიმართულებები მიმოიხილა.
22 სექტემბერი 2026, 16:25
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.
22 სექტემბერი 2026, 16:20
პოლიტიკა
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
22 სექტემბერი 2026, 16:04
საზოგადოება
გოგა გულორდავამ პარლამენტს სახელმწიფო ინტერნეტიზაციისა და ციფრული მხარდაჭერის პროგრამის 2025 წლის შედეგები წარუდგინა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებზე ისაუბრა.
22 სექტემბერი 2026, 15:35
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე
ახალი საწარმოს ამოქმედება ხელს შეუწყობს სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესის მოდერნიზებას, ოპერაციული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას. პროექტი ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის.
22 სექტემბერი 2026, 15:29
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა: ის, რაც ბოლო დროს ბუდაპეშტიდან გვესმის, გაოგნებულებს გვტოვებს. თითქოს ვიქტორ ორბანი წავიდა, მაგრამ მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა ყვავის
„მიუხედავად ამ განცხადებებისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის მზაობასა და გახსნილობას, განავითაროს უნგრეთთან ორმხრივად სასარგებლო, პრაგმატული და პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა“, - აღნიშნა სიბიგამ.
22 სექტემბერი 2026, 15:16
პოლიტიკა
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ, საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ტელეკომ სექტორში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 15:12
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს სოციალურ ქსელში „კარპატების რვიანის“ გამო დაუპირისპირდნენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელ X-ში ღამით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ უნგრეთს „კარპატების რვიანში“ (C8) გაწევრიანებაზე თანხმობა არასდროს განუცხადებია.
22 სექტემბერი 2026, 14:59
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს, რომელიც წარმოშობს ენერგეტიკული სატრანზიტო გზების სტაბილურობის უზრუნველყოფის საყოველთაო ინტერესს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიესალმა, რომელმაც ფორუმზე განსახილველ თემებზე და ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
22 სექტემბერი 2026, 14:57
ეკონომიკა
ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა
თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 14:55
სამართალი
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ, საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
22 სექტემბერი 2026, 14:54
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება
„16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტობრივად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი - 30 თეთრი. რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით მოხდება გადათვლა და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
22 სექტემბერი 2026, 14:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში. პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.
22 სექტემბერი 2026, 14:51
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი
„ისინი ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის, ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა, საქართველომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვჭირდება საერთო ხედვა, თავსებადი რეგულაციები და მარეგულირებელ ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
22 სექტემბერი 2026, 14:50
საზოგადოება
SARAS-ის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) უფროსმა, დავით მჭედლიძემ და აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე ძაგნიძემ, ბაქოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „აუდიტის ევოლუცია: მოთხოვნებთან შესაბამისობიდან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ნდობამდე“ მიიღეს მონაწილეობა.
22 სექტემბერი 2026, 14:49
პოლიტიკა
ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ პარლამენტში 2025 წელს სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებული ტენდენციები წარადგინა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.


