პოლიტიკა

21 აპრილი 2026, 11:56

The National Interest: ბრიუსელში უფრო ღიად საუბრობენ საქართველოს მიმართ ანტაგონიზმის მოტივებზე, რაც გულისხმობს თბილისის წინააღმდეგობას დასავლური ლიბერალური დიქტატის მიმართ

ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.

21 აპრილი 2026, 11:48

The National Interest: ევროკავშირის ბრალდებები „დემოკრატიული უკუსვლისა“ და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების დადებით შეფასებებს

ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ ანტაგონიზმი განიხილება თითქოსდა მისი კავშირების კონტექსტში რუსეთთან და ირანთან, რაც სხვადასხვაგვარად მიეწერება სახელმწიფოს, მმართველ პარტიას ან მის კონკრეტულ ლიდერებს. ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ მოტივებზე: თბილისის წინააღმდეგობა დასავლური ლიბერალური დიქტატების მიმართ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, სოციალურ თემებში, მათ შორის ლგბტ პოლიტიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში შიდა პოლიტიკაში, - ვკითხულობთ The National Interest -ის მიერ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

21 აპრილი 2026, 11:46

The National Interest: შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია - აშშ–საქართველოს ალიანსის განახლების არგუმენტი უფრო გამყარდა ადმინისტრაციის 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით

შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია, - წერს ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest-ი, სტატიაში სათაურით: „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.

ირაკლი კობახიძე

21 აპრილი 2026, 10:46

The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? - მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის, - წერს ონლაინ გამოცემა The National Interest-ი სტატიაში სათაურით: „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“. სტატიაში საუბარია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი, თუმცა ნაკლებად შეფასებული შედეგი მოიტანა: მან საქართველო კვლავ მოაქცია ყურადღების ცენტრში, მისი ოფიციალურ მარშრუტში არყოფნის გამო.

ლადო სადღობელაშვილი

21 აპრილი 2026, 09:01

ლადო სადღობელაშვილი: როგორ აიხსნება სააკაშვილის და ბოკერიას ერთ პლატფორმაში ყოფნა? ეს არის დასავლური პატრონების, დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის „კნავილი” - „აგერ ვართ და გამოგვიყენეთ”!

რას ნიშნავს სააკაშვილის და ბოკერიას „ერთ სივრცეში” გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა? - პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის - ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია. უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის: „ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აპრილი 2026, 08:40

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე: ბევრი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს ისეთი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სასამართლოში ვერ უარყოფენ

იქნება სამართლებრივი დავა და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ბევრი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს ისეთი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სასამართლოში ვერ უარყოფენ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში შეტანილ ახალ სარჩელთან დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

21 აპრილი 2026, 08:33

ლევან მაჭავარიანი: ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ - არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას

ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ნინო წილოსანი

21 აპრილი 2026, 08:22

ნინო წილოსანი: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიაზრა, რომ ყველა მცდელობა, რომელიც ხელისუფლების „ნაცმოძრაობით“ შეცვლას უკავშირდება, პირდაპირ მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

რატომ ბლაჟევიჩი, რატომ უცხო ტრენერი და გარედან დაწერილი სახელმძღვანელოები - იმიტომ რომ, ადგილობრივი აგენტურა და ის რადიკალები, რომლებიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებდნენ, გარე ძალებს ექვემდებარებიან, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინი წილოსანი.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}