11 აგვისტო 2022, 16:45 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი: თუ დეგნანი ზედა ეშელონების თანხმობით მოქმედებდა, მან ვერ გაართვა თავი ამოცანას, ვინაიდან მოკავშირედ ურეიტინგო პოლიტიკოსები გაიხადა და თუ პირადი შეხედულებებით მოქმედებდა

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

ყველა კარგად დაფიქრდეს, რას და რატომ აკეთებენ, ამის მაგალითად უკრაინაც გამოდგება, მისი პოლიტიკოსებს ყველაფერს აკეთებენ საქართველო-უკრაინის დასაშორებლად, თუმცა ქართველი და უკრაინელი ხალხი სხვანაირად ფიქრობს. იმედია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც არ უნდა და როგორც არ უნდა ფიქრობდნენ ზოგიერთი უცხოელი ჩინოვნიკები თუ დიპლომატები. კითხვები ისევ არის, პასუხები?- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას ეხმიანება.


„ძალიან მძიმე მოსასმენია ის, რასაც „ქართული ოცნებიდან“ წასული, „ხალხის ძალის“ დეპუტატების განცხადებაში წერია. არ იქნებოდა ასეთი მძიმე და საგანგაშო, საქმე რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და კერძოდ კი ელჩის, კელი დეგნანის ქმედებებსა თუ ჩანაფიქრებს არ ეხებოდეს. ჩვენს ხალხსა თუ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის დახმარებები და თანადგომა, რაც ამ ქვეყნისაგან მიგვიღია, თუმცა უნდა აღინიშნოს არც ჩვენ დაგვიკლია გულმოდგინება თუ მეგობრობა ნებისმიერ საქმეში, სადაც პარტნიორულ თუ საერთაშორისო ინტერესებს ესაჭიროებოდა, განსაკუთრებით ერაყსა თუ ავღანეთში, სადაც სამწუხარო ფასი, როგორც დაჭრილებით, ასევე გარდაცვლილებითაც, რუსეთთან მუდმივი მტრობითა თუ ჩვენი ტერიტორიების 20 % ოკუპაციით, გადავიხადეთ. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერც ყბადაღებული „მაპი“ მივიღეთ და ევროკავშირის კანდიდატობაზეც უარი გვითხრეს, თუმცა უკრაინას იმის გამო რუსეთთან ომშია ჩაბმული, ხოლო მოლდოვა მიუხედავად იმისა, რომ დსთ-ს წევრია იგივე ევროკავშირის კანდიდატობა მიანიჭეს. როგორც „ირკვევა,“ ჩვენი მთავარი პრობლემა ისევ და ისევ ხელისუფლებაშია, რომელსაც თავის უფროსად, არა ვიღაც ვიგინდარა ევროპარლამენტარები, არამედ ქართველი ხალხი მიაჩნია. პრობლემა ყოფილა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება არა ზელენსკიზე ლოცულობს, არამედ ქვეყნის განვითარებაზე. თურმე, არ მოსწონთ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არაფრის ფასად არც ხელისუფლებაში ბრუნდება და უფრო მეტიც, მილიონების საფასურად საქართველოში მშვიდობასა და სტაბილურობას არ თმობს! რატომ ხდება, რომ ელჩი დეგნანი უარყოფს ივანიშვილთან შეხვედრას და აღმოჩნდება, რომ შეხვედრა შედგა, არ ემიჯნება და არ გმობს-ბაკურიანის, აკერმანის შეთქმულების შეხვედრას, ტექნიკური მთავრობის შექმნის არაკონსტიტუციურ იდეას, მხარს უჭერს გიგაური-ლომჯარიას არასამთავრობოებს, რომლებიც ხელისუფლების წალეკვით იმუქრებიან, კითხვებზე პასუხს არ სცემს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წევრებს, მას ქართველი მოსამართლე სასამართლოში ჩარევას აბრალებს და პასუხები ისევ არ არის? ქალბატონი დეგნანი უარყოფს მეორე ფრონტის გახსნის ვინმეზე დაძალებას თუ შემოთავაზებას, მაგრამ არც გმობს და არც ემიჯნება დანილოვის, პოდოლიაკის, არახამიას, მარგველაშვილის, უსუფაშვილის, გიგაურის, ლომჯარიას, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, გოგოტიშვილის განცხადებებს საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმასთან თუ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით? დავიჯერო არ სმენია, არ იცის, არ გაუგია? წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, ადრეც ვამბობდი და სამწუხაროდ გამეორებაც მიწევს, კითხვებზე პასუხის არ გაცემა და იგნორის ტაქტიკის არჩევა კარგს არაფერს მოიტანს, მინიმუმ კითხვების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო თვითონ ქალბატონი ელჩი ჩვენთვის არამეგობარ პიროვნებათა სახელს დაიმსახურებს. ჩვენს ხალხს სამწუხარო ისტორიული გამოცდილებებიც გაგვაჩნია, მაგრამ საინტერესოა, თუ რის საფასურად უღირს ქალბატონ დეგნანს წლობით ნაშენებ ქართულ-ამერიკულ მეგობრობის ხიდში საეჭვო ბზარების გაჩენა? სხვათა შორის თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეიცვლება მალე ხელისუფლება, სხვა ძალები მოვლენ და პირველი თუ არა მეორე, რასაც ახალი ადმინისტრაცია მოიმოქმედებს, ელჩის დიპლომატიური კარიერის დასრულება იქნება! მიზეზი გაინტერესებთ? თუკი ქალბატონი დეგნანი ზედა ეშელონების თანხმობით მოქმედებდა-მან ვერ გაართვა თავი ამოცანას ვინაიდან მოკავშირედ ხალხში უკიდურესად არაპოპულარული, ურეიტინგო და ქვეყნის კონსტიტუციის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები და არასამთავრობოები გაიხადა და მეორეც, თუკი თავის ქმედებებს ან პირადი შეხედულებებით, ან ცალკეულ ჯგუფთან შეთანხმებით ასრულებდა, მაშინ მას ახალ ადმინისტრაციაში თავზე ხელს არავინ არ გადაუსვამს! ყველა კარგად დაფიქრდეს რას და რატომ აკეთებენ, ამის მაგალითად უკრაინაც გამოდგება, მისი პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ საქართველო-უკრაინის დასაშორებლად, თუმცა ქართველი და უკრაინელი ხალხი სხვანაირად ფიქრობს. იმედია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც არ უნდა და როგორც არ უნდა ფიქრობდნენ ზოგიერთი უცხოელი ჩინოვნიკები თუ დიპლომატები. კითხვები ისევ არის, პასუხები?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ყველა სიახლე

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 15:47

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი

31 აგვისტო 2026, 15:40

მსოფლიო

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 15:20

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

31 აგვისტო 2026, 15:17

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სოსო შატბერაშვილი

31 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

დონალდ ტრამპ უმცროსი

31 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

ვახტანგ ცინცაძე

31 აგვისტო 2026, 14:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

იოჰან ვადეფული

31 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:30

სამართალი

საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა

საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.

31 აგვისტო 2026, 14:29

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

ირაკლი ქადაგიშვილი

31 აგვისტო 2026, 14:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია

ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 14:26

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა

არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.

31 აგვისტო 2026, 14:18

საზოგადოება

ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.

ალექსანდრ სტუბი

31 აგვისტო 2026, 13:59

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს

ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.

31 აგვისტო 2026, 13:48

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

31 აგვისტო 2026, 13:34

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.

31 აგვისტო 2026, 13:26

პოლიტიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 13:24

მსოფლიო

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.