ზურაბ ქადაგიძე: იმედი მაქვს, ქალბატონი ბაქაქური პასუხს გასცემს ლეგიტიმურ კითხვებს, თუ რატომ ელოდებიან ადამიანები წლობით თავიანთი საქმეების განხილვასა და ვერდიქტს
ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: Facebook
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, მოსამართლე ნინო ბაქაქურის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ეს განცხადება მომაწოდეს ჩემმა ახლობლებმა და მთხოვეს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო იმ დარღვევების თაობაზე, რომელთაც ადგილი აქვს უზენაესი სასამართლოს კონკრეტული მოსამართლის - ნინო ბაქაქურის მხრიდან. ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი რომ არ დარჩეს, განცხადებას თან ერთვის ის დაუჯერებლად ცუდი სტატისტიკა, რომელიც ფიქსირდება აღნიშნული მოსამართლის საქმიანობაში. იმედი მაქვს, თავად ქალბატონი ბაქაქური პასუხს გასცემს ლეგიტიმურ კითხვებს, თუ რატომ ელოდებიან წლობით ადამიანები თავიანთი საქმეების განხილვასა და ვერდიქტს!
განცხადება
დღეს ჩვენ გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ერთ-ერთ მოსამართლეზე, რომელმაც ჩვენი ახლობლების (რომლებიც თავიანთ ვინაობას შეგნებულად ვერ ასახელებენ, რომ კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს მათი სხვა საქმეები სასამართლოში, რომელთა ნაწილი ამჟამადაც იხილება იმავე მოსამართლესთან) მიმართ რამდენიმე საქმეზე უპრეცედენტო გულგრილობა თუ აგდებული დამოკიდებულება გამოავლინა. უფრო კონკრეტულად კი, 2 დავას იგი წლების განმავლობაში არ იხილავდა, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში უკვე ამ მხარეს რომც მოეგო ეს დავა, უკვე მისთვის ინტერესს კარგავდა ეს შედეგი. უფრო მეტიც, რამდენიმე საქმე კი ფორმალურად დაასრულა, თუმცა აქაც უპრეცედენტო ვითარებაა: წლებია, დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს არ წერს ეს მოსამართლე (3 საქმეზე 2 წელს აჭარბებს უკვე ეს ვადა, როცა ამისთვის მხოლოდ 1-თვიანი ვადა აქვს) და ასე აბუჩად იგდებს მხარესა და მის წარმომადგენელს. რა არ ვცადეთ: თანაშემწესთან არაერთხელ დარეკვა, რომელიც ყოველთვის ცივად და უხეში ტონით გვიშორებს: რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილება მზად და როცა იქნება, თვითონ გამოგზავნიან. არაერთხელ მიმართეს საჩივრით იუსტიციის საბჭოს ინსპექტორს ზურაბ აზნაურაშვილს, ამ წლების განმავლობაში, თუმცა რეაგირება საერთოდ არ ყოფილა მისი მხრიდან და მეტი, უბრალოდ, რაღა უნდა დააშავოს მოსამართლემ, რომ მას პასუხი მოეთხოვოს, თუმცა არც ინსპეტორმა და არც საბჭომ საერთოდ ყურიც კი არ შეიბერტყეს ამდენ საჩივარ-განცხადებაზე და ერთხელაც კი არ უპასუხიათ ზრდილობის გულისთვის. ცხადია, რომ სავარაუდოდ კოლეგიურ სოლიდარობას იჩენენ მის მიმართ და რეაგირების გარეშე ტოვებენ ჩვენს საჩივრებს.
გარდა ამისა, სხვა რამდენიმე დავა ჰქონდათ ჩემს ახლობლებს, რომლებიც განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის სხვა მოსამართლემ, კერძოდ ზურაბ ძლიერიშვილმა, რომელმაც ბაქაქურის საპირისპიროდ, აჩვენა თუ როგორ სანიმუშოდ და პუნქტუალურად ასრულებს თავის სამოსამართლეო მოვალეობას და ასევე როგორი პატივისცემით და კორექტულად გამოირჩევიან ისიც და მისი თანაშემწე მხარეების მიმართ.
ჩვენ დავინტერესდით, ამგვარი უდიერი დამოკიდებულება მხოლოდ ჩვენს მიმართ ჰქონდა ქალბატონ ბაქაქურს, თუ ზოგადად, ყველასადმი. ოფიციალურად გამოვითხოვეთ მისი და ბატონ ძლიერიშვილის ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები საჯარო ინფორმაციის სახით და მივიღეთ გამაოგნებელი სურათი. აქ არ არის საუბარი უკვე მოსამართლის მხრიდან კეთილსინდიერად მოვალეობის შესრულებაზე, ეს არის უკვე, პრაქტიკულად, უარის თქმა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და მხარეებისადმი დაცინვა.
1 თვეზე მეტია, რაც გამოთხოვილ იქნა შესაბამისი საჯარო ინფორმაცია, საიდანაც გამომდინარე (რომელიც შეეხება 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისის თითქმის ბოლომდე პერიოდს), მნიშვნელოვანია, გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელიც ნათლად ასახავს მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ განხორციელებულ სამოსამართლო საქმიანობას და იმ გარემოებას, თუ რამდენად შეესაბამება მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ - მართლმსაჯულების გონივრულ ვადაში განხორციელების პრინციპს.
მაგალითად, მოსამართლე ნინო ბაქაქურს, 2022 წლის 28 ივნისს მდგომარეობით (2017 წლის იანვრიდან), კანონით განსაზღვრული 6 თვის ვადის პირობებში, 2 წლამდე ვადის დარღვევით, განხილული აქვს - 200 საქმე, 3 წლამდე ვადის დარღვევით 20 საქმე, ერთ წელზე მეტი ვადის დარღვევით კი - 308 საქმე. ჯამში, მან (2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე) ვადის დარღვევით განიხილა - 560 საქმე, სადაც 45 პროცენტზე მეტ საქმეზე საქმის განხილვის ვადის დარღვევამ შეადგენდა - 2 წელი ან მეტი. ამდენად, 252 საქმეზე მხარეები საქმის განხილვის მოლოდინში იყვნენ - 2 წელზე მეტი ვადის განმავლობაში, ხოლო 308 საქმეზე - 1 წელზე მეტი ვადის განმავლობაში.
ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე ნინო ბაქაქურის მიერ უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა დარღვეულია 626 საკასაციო საჩივარზე, 135 კერძო საჩივარსა და 39 შუამდგომლობაზე.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ დასრულებული 626 საქმიდან (2017 წლის იანვრიდან 2022 წლის 28 ივნისამდე) დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მომზადებული 271 საქმეზე, რომლიდანაც - 86 საქმე დასრულებულია - 2020 წელს, 127 საქმე - 2021 წელს, ხოლო 58 საქმე - 2022 წელს.
ამდენად, 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებული გადაწყვეტილების მოლოდინში არიან უკვე 2 წელია, მაშინ როდესაც მხარისთვის მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება ვერ უზრუნველყოფს მისი უფლების რეალიზებას და მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება/ჩაბარება დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების გარეშე ვერ ჩაითვლება მართლმსაჯულების განხორციელებად, შესაბამისად, ამ დრომდე, 213 საქმეზე მხარეები სამართლიანი სასამართლოს უფლების მოსამართლის მხრიდან სათანადოდ რეალიზების მოლოდინში არიან.
ამასთან, უკვე მომზადებულ დასაბუთებულ გადაწყვეტილებებზე - ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადა დარღვეულია - 371 საქმეზე; 2 წლამდე ვადა - 209 საქმეზე, ხოლო 2-დან 3 წლამდე ვადა - 3 საქმეზე.
ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების პარალელურად, ძალიან საინტერესოა სამოქალაქო პალატაში იმავე დატვირთვის მქონე სხვა მოსამართლის, მაგალითად მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილის სტატისტიკა.
მაგალითად, 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის 28 ივნისამდე, მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილმა ვადის დარღვევით განიხილა სულ 1 საქმე (ვადის დარღვევა - 9 თვე).
ამასთან, უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადა დაირღვა მხოლოდ 14 საქმეზე (ერთი თვიდან ერთ წლამდე).
ამდენად, მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილის სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე და მის მიერ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევის ფაქტობრივად არარსებობის პირობებში, ნათელია ის ფაქტი, რომ ნინო ბაქაქურის მიერ საქმეთა განხილვისა თუ დასაბუთებული გადაწყვეტილებების 2-დან 3 წლამდე ვადის დარღვევა განპირობებულია არა ობიექტური რეალობით, არამედ სხვა სუბიექტური ფაქტორებით, რაც პირდაპირ აზარალებს მხარეთა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ფაქტობრივად უტოლდება მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას.
ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლო დაკომპლექტებულია სრულად 28 მოსამართლით და მოსამართლეების ნაკლებობა ნამდვილად არ არის.
და ამ ყველაფერის მიუხედავად, კიდევ უფრო ცინიკურია ჩვენს არაერთ წერილსა თუ საჩივარზე, იუსტიციის საბჭოს და მისი ინპექტორის რეაგირების არქონა და ელემენტარულად პასუხის არგაცემა. ასეთი სისტემური დარღვევების პირობებში (რაც ბაქაქურს გააჩნია), თუ არ ხდება ელემენტარული რეაგირება, მაშინ უკვე მოსამართლეების თავგასულობას ზღვარი არ ექნება და, საბოლოოდ, გადაიქცევა მათი თვითნებობისა და მხარეებისადმი აგდებულად დამოკიდებულების ასპარეზად სასამართლო სისტემა, რაშიც ხელშემწყობი ცხადია დისციპლინური ინპექტორი და იუსტიციის საბჭო იქნებიან.
ჩვენ კიდევ ვამუშავებთ დამატებით ინფორმაციას ამ მიმართულებით, არ დაგვისრულებია გარკვეული გარემოებების შესწავლა და მოგვიანებით ვაპირებდით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, თუმცა, ჩვენი აღშფოთება და დროზე ადრე რეაქცია გამოწვია ტელესივრცეში გასულმა სიუჟეტმა, სადაც ნინო ბაქაქური წარმოჩენილია, როგორც სანიმუშო და მაღაკვალიფიციური მოსამართლე. ის მოსამართლე, რომელიც, საქმეების განხილვისა და შემდეგ მათზე გადაწყვეტილებების დაწერის ვადების კატასტროფული დარღვევებით, პრაქტიკულად, მართლმსაჯულების ინტერესს უკარგავს მხარეებს, ვერანაირად ვერ შეფასდება დადებითად და სხვა ქვეყნებში ადექვატური შეფასებაც მალევე ექნებოდა მის ამ ქმედებას მიცემული, თუმცა ჩვენთან პასუხის გაცემასაც კი არ კადრულობენ წლების განმავლობაში შესაბამისი ორგანოები მის ამ დარღვევებზე. ამ საკითხებზე მოგვიანებით კვლავ ვგეგმავთ მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ, შესაბამის მასალას დავამუშავებთ.
დასკვნები საზოგადოებისთვის მიგვინდია. ყველას გთხოვთ გაითვალისწინოთ და თვალი გადაავლოთ ზემოთ მოყვანილ სტატისტიკას, რამდენი მხარეა კიდევ გამწარებული ჩვენსავით ამ მოსამართლის საქმისადმი უდიერი და აგდებული დამოკიდებულებით. მათი ნაწილი ჯერ წლობით ელოდება მათი საქმის ჩანიშვნას და განხილვას, ხოლო მეორე ნაწილი კი საქმეზე გადაწყვეტილებების გამოტანის შემდეგ, ასევე წლობით ელოდება მათ დაწერას და გაგზავნას. თუმცა საბედნიეროდ არსებობენ ბატონი ზურაბ ძლიერიშვილის მსგავსი მოსამართლეები, რომლებიც თავიანთ სამოსამართლეო მოვალეობებისადმი სანიმუშო მიდგომით, პუნქტუალობით და კორექტულობით გამოირჩევიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 14:27
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია დაანონსებულ „კორძის“ კონცერტზე: ბოლოს და ბოლოს გვითხრან, სად დგას დღეს ევროკავშირი საქართველოში - დემოკრატიის გვერდით თუ პოლიტიკური რადიკალიზაციის გვერდით
ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებულ „კორძის“ კონცერტის თემას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
22 სექტემბერი 2026, 14:22
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას
ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 14:16
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, დივერსიფიცირებული, კონკურენტული, მდგრადი და, რაც მთავარია, მეტად დაკავშირებული როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ენერგეტიკულ სივრცესთან
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ დღეს საქართველოს წინაშე სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული ამოცანები დგას. ამასთან, ინგა ფხალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებები გულისხმობს არა მხოლოდ საუბარს ენერგეტიკის გამოწვევებსა და მომავალზე, არამედ საფუძველს უყრის იმ წესების, ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას, რომლებიც ენერგეტიკულ მომავალს ქმნიან.
22 სექტემბერი 2026, 14:14
მსოფლიო
ევროკავშირში საწვავის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია
ევროკავშირში საწვავის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობის მიწოდების შეფერხებას უკავშირდება. ექსპერტების პროგნოზით, მაღალი ფასები კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.
22 სექტემბერი 2026, 14:13
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე: ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ ბელგიის პარლამენტარებამდე, რადგან უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ
ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ ბელგიის პარლამენტარებამდე, რადგან უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.
22 სექტემბერი 2026, 14:10
მსოფლიო
The Guardian: ტრამპი ზელენსკის რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას მოსთხოვს
The Guardian-ის ცნობით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრისას რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას მოსთხოვს. გამოცემა წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის ლიდერის პოზიციაზე ზეწოლა ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებას უკავშირდება.
22 სექტემბერი 2026, 14:06
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, თამაზ ბორაშვილმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ თამაზ შუბითიძეს მრავალი წლის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში, სხვადასხვა საფეხურზე თანმიმდევრული კარიერული წინსვლა აქვს გავლილი, რაც სამომავლოდ დანაყოფის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
22 სექტემბერი 2026, 14:02
კულტურა
თბილისში მსოფლიო კონგრესი HYPOGEA 2026 გაიხსნა
საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები იქნება განხილული. კონგრესში 15 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს.
22 სექტემბერი 2026, 14:00
ჯანდაცვა
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს
ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კონკრეტულ მაჩვენებლებშიც აისახება. C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88.5% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87.1%-ს დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.
22 სექტემბერი 2026, 14:00
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.
22 სექტემბერი 2026, 13:49
რეგიონი
რევაზ სოხაძე: საგარანტიო პერიოდში გამოვლენილ ყველა ხარვეზს კონტრაქტორი საკუთარი ხარჯით გამოასწორებს
სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით შეასრულებს.
22 სექტემბერი 2026, 13:28
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ
„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 13:22
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება
ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ჩინეთში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს.
22 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს.
მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებას.
22 სექტემბერი 2026, 13:17
პოლიტიკა
ცესკო: ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან
„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.
22 სექტემბერი 2026, 13:16
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ
გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა, - ასე ეხმიანება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებას.
22 სექტემბერი 2026, 12:58
ეკონომიკა
ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა
შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.
22 სექტემბერი 2026, 12:29
მსოფლიო
თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.
22 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
22 სექტემბერი 2026, 12:17
მსოფლიო
მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა
პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.


