საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ სასამართლო ხელისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ფოტო: IMEDI
ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.
„დავიწყებთ იმით, რომ დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. უკვე ეს ფაქტიც აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასეთ დოკუმენტს არა „რეკომენდაციები“, არამედ მხოლოდ „ინსტრუქცია“ შეიძლება ეწოდოს, რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს.
რა თქმა უნდა, საელჩო შეიძლება გამოთქვამდეს მოსაზრებებს საქართველოს კანონმდებლობის შესახებ. თუმცა, სუვერენულ სახელმწიფოში მოქმედი და სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემით გამსჭვალული საელჩო რეკომენდაციების გაცემისას მხოლოდ სამართლიანობის ასპექტით უნდა შემოიფარგლებოდეს, ხოლო მიზანშეწონილობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს. კერძოდ, საელჩოს შეუძლია თქვას, რომ კანონმდებლობის ესა თუ ის ნორმა უსამართლოა, მაგრამ სამართლიანი ნორმები როგორ უნდა შეიცვალოს, ამის თქმის უფლებას, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის პირობებში, საელჩო საკუთარ თავს არ უნდა აძლევდეს.
სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში უშუალოდ ისხდნენ და კანონშემოქმედებით პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. სუვერენულ სახელმწიფოში ასეთი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია, როგორი სტრატეგიულიც არ უნდა იყოს პარტნიორობა ორ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა სამომავლოდ მაინც აღიკვეთოს და კანონები, დემოკრატიისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპების შესაბამისად, მხოლოდ იმ სახელმწიფო ინტიტუტების წარმომადგენლების მიერ დაიწეროს, რომლებსაც შესაბამისი ლეგიტიმაცია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე აქვთ მინიჭებული.
რადგან კონსტიტუციაზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე აღვნიშნავთ, რომ საელჩო საქართველოს პარლამენტისგან ხუთი კონსტიტუციური ნორმის შეცვლას ითხოვს. ამასთან, საუბარია ნორმებზე, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ უკვე არის სამართლიანად და უხარვეზოდ შეფასებული. ესეც არის სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინება. კონსტიტუციის სტაბილურობა სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. როდესაც საელჩო გამუდმებით ცდილობს, საქართველოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა აიძულოს, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ საელჩოსთვის სახელმწიფოს სტაბილურობის შესუსტება ერთგვარი თვითმიზანია.
საელჩოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი, თუმცა, საზოგადოების ყურადღებას დღეს მხოლოდ სამ მათგანზე შევაჩერებთ. ესენია: მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა.
საელჩოს ინსტრუქციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიოს არა ჩვეულებრივი, არამედ 3/5-ის უმრავლესობით. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უნდა დანიშნოს და წარადგინოს ორმაგი 2/3-ის უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე წევრთა 2/3-მა, ისე არამოსამართლე წევრთა 2/3-მა უნდა დაუჭიროს. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საელჩოს ინსტრუქციაში შემოთავაზებულ ნორმებს დემოკრატიულ სამყაროში ანალოგი არა აქვს. საზოგადოებას მარტივად რომ განვუმარტოთ, ამ ინსტრუქციის გათვალისწინების პირობებში, ოპოზიცია იღებს სრულ კონტროლს მოსამართლეების არჩევასა და დანიშვნაზე. ვერცერთი მოსამართლე ვეღარ აირჩევა ან დაინიშნება ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მისთვის სასურველი მოსამართლეების შეყვანას შეძლებს. რას ნიშნავს საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული მოსამართლეები, ეს 2004-12 წლებში საზოგადოებამ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ იწვნია და ამის გამეორება დაუშვებელია. გამამართლებელი განაჩენების თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი, წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის, გირაოსა და ჯარიმის შეფარდების უმძიმესი სტატისტიკა 2004-12 წლების პრობლემების მასშტაბურობასა და სისტემურობას უტყუარად ადასტურებს. ნიშანდობლივია, რომ ძალაუფლების უზურპაცია ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წელს სწორედ სასამართლო ხელისუფლების მითვისებით დაიწყო. ყველას გვახსოვს, რომ საელჩოს და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ სრული ჰარმონია იმ სასამართლო სისტემის გარშემო, რომელიც ავტორიტარიზმის, რეპრესიული მანქანის, ადამიანებზე ზეწოლისა და ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმად იყო ქცეული. გარდა ამისა, სარალიძის საქმემ აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელ ერთ სასამართლო გადაწყვეტილებასაც კი ქვეყანაში სერიოზული არეულობისა და რყევების შეტანა შეუძლია. ასეთ პირობებში, საზოგადოებას თავად შეუძლია განსაჯოს, რისთვის და როგორ გამოიყენებენ საელჩო და ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მათ მიერ შეყვანილ რამდენიმე ათეულ მოსამართლეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასამართლო სისტემაში არ დაბრუნდეს ის უმძიმესი რეალობა, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი.
სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა ნიშნავს სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანას, მოსამართლეებს შორის პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებასა და სისტემის დესტაბილიზაციას. სწორედ ამ მიზეზების გამო, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობას განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ანალოგი არა აქვს. ასეთ პირობებში, რატომ იძლევა საელჩო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობის შემოღების ინსტრუქციას, ვფიქრობთ, არცთუ რთული გამოსაცნობია.
საელჩოს მესამე ინსტრუქცია სრულიად გამაოგნებელია. საელჩო, არც მეტი არც ნაკლები, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლე - ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი უვადოდ უნდა იქნენ არჩეული. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტი იღებენ. საბჭოს და პარლამენტის მიერ კონკურსის საფუძველზე მისაღებ გადაწყვეტილებაში საელჩოს ესოდენ უხეში ჩარევა საბჭოთა ცეკასაც კი შეშურდებოდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე ნინო ბაქაქური მთელ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა. როგორც გაირკვა, 2017 წლიდან დღემდე მას ვადის დარღვევით 560 საქმე აქვს განხილული, როცა საელჩოს მიერ რეკომენდირებულმა კიდევ ერთმა მოსამართლემ, ზურაბ ძლიერიშვილმა იმავე პერიოდში ვადის დარღვევით მხოლოდ 1 საქმე განიხილა. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, იმავე პერიოდში ნინო ბაქაქურმა უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა 626 საქმიდან 271 საქმეზე დაარღვია, საიდანაც 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას უკვე 2 წელიწადზე მეტია ამაოდ ელიან. ასეთი უდისციპლინობის პირობებში, რა განაპირობებს საელჩოს განსაკუთრებულ სიმპათიებს მოსამართლე ბაქაქურის მიმართ, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. როდესაც საელჩო, ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას აფერხებს და მეორე მხრივ, ისეთი მოსამართლის უვადოდ განწესებას ითხოვს, რომელიც სასამართლოში საქმეების დროულ განხილვას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის, მძაფრდება გონივრული ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში კოლაფსის შექმნას საელჩო, სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად ახორციელებს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საელჩოს მიერ მოსამართლე ჩხიკვაძეზე განხორციელებულ ზეწოლას და ადასტურებს ჩვენს დასკვნას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და მეორე, იმავე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით, სასამართლო სისტემაში შეღწევა.
სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და მასში შეღწევის მიზანს საელჩოს მიერ მართლმსაჯულების მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული იგნორირება და მოსამართლეების მიმართ შერჩევითი მიდგომაც ადასტურებს. კლანური პრინციპების შესაბამისად, საელჩოს შერჩეული ყავს ათამდე ფავორიტი მოსამართლე, რომლებიც ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. ზოგადად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდება, იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის უკან ფავორიტი მოსამართლეების წრის შენარჩუნებისა და გაფართოების ინტერესი იკითხება. აღნიშნულის გაგრძელებაა ელჩის მოულოდნელი და შეუთანხმებელი ვიზიტები სასამართლოებში, რომლებიც, ბუნებრივია, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება. ეს საკითხები მკაცრ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, რათა სასამართლო სისტემაში კლანური და სელექციური მიდგომების დამკვიდრება მომავალში ვერც საელჩომ და ვერც რომელიმე სხვა დაინტერესებულმა სუბიექტმა ვერ შეძლოს.
ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების სცენარი თეორიულად რომ დავუშვათ, ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე წელიწადში, მომდევნო არჩევნებით შეიძლება, მაგრამ სასამართლო ხელისუფლებას თუ მიითვისებენ, სახელმწიფო სამუდამო და გამოუსწორებელ პრობლემას მიიღებს. სახელმწიფო, სადაც სასამართლო ხელისუფლებას სხვა აკონტროლებს, ნულოვანი სუვერენიტეტით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მთელი ჩვენი ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ იქნება მიმართული.
P.S. ჩვენი წინა განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც პირველად საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლობისტის, თომას ილვესის პირით გაახმოვანეს. შეგახსენებთ, რომ ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დაწყებას ცოტა ხნის წინ ღიად ითხოვდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს განცხადებაზე საელჩოს ჯანსაღი რეაქცია ჰქონოდა, ახლა ისინი ქვეყანას, სანქცირებული საქონლით ვაჭრობის მოგონილი საბაბით, უკვე საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან. როგორც ჩანს, ჩვენს მიერ საელჩოსთვის ნიღბის ჩამოხსნამ და სიმართლის თქმამ მათი გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მართებთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ქვეყანამ შესაბამისი რისკები აიცილოს თავიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 00:21
პოლიტიკა
გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“
ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით, ძალიან დიდი ხანია აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს , - განაცხადა დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლის მოხსენებაშიც, საქართველო არც დადებითი და აღარც ნეგატიური კუთხით აღარ იყო ნახსენები.
18 სექტემბერი 2026, 00:04
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი
მე მაქვს ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, მათი [ოპოზიციის] ყოფილი მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზეზით საქართველოსთან გაფუჭებული ურთიერთობების გამო პოლონეთში ბოდიშს უხდიან.
18 სექტემბერი 2026, 00:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია
როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რადიკალები ახლა შეთქმულების თეორიებში ეძებენ დამნაშავეს, რეალურად კი ამ მდგომარეობაში თავი თავადვე ჩაიგდეს.
17 სექტემბერი 2026, 23:49
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს - უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა, რუსულ მხარეს კი 23
ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე „ნოვაია გუტას“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპულ სამხედროთა ცხედრების მორიგი გაცვლა შედგა.
17 სექტემბერი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს. ძალიან ბევრი ფულია შეჭმული და ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთი დამკვეთები დღეს სთხოვენ
ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
17 სექტემბერი 2026, 23:40
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის და გარე ძალების ურთიერთობაზე: იმის გამო, რომ მათ [გარე ძალებმა] დაუშვეს შეცდომები, არის ეს მძიმე სიტუაცია შექმნილი. საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს ორგანიზაციები [პარტიები] სიკვდილის პირას მიიყვანეს მათ თავისი არასწორი ნაბიჯებით
„აგენტი ახალი არ ჰყავთ, ამიტომ იცავენ ამათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ისეთი კატასტროფული შეცდომები დაუშვით თქვენ და დააშვებინეთ თქვენს პარტნიორებს, რომ კატასტროფის წინაშე მიიყვანეთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გარე ძალებისა და ოპოზიციის ურთიერთობაზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 23:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს
ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციას რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი არ ეთქვა, დღეს პარლამენტში სხვა პოლიტიკური შეჯიბრი იქნებოდა.
17 სექტემბერი 2026, 23:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან, თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს
კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 23:27
მსოფლიო
The Associated Press: ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები დაუმტკიცა
ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები დაუმტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ომი ჩიხშია შესული. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე: აქ იყო ლაპარაკი იმ თემაზე, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში ემოქმედათ, სამწუხაროდ ეს ასე არ გააკეთეს. ისინი კვლავ იმ ნარატივში რჩებიან, რომ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური
ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ვისაუბრო მტკიცებულებებზე, სარჩელი აიტვირთება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ყველა ნახავს ჩვენს არგუმენტებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას. მისი თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“, ჰქონდა შესაძლებლობა კონსტრუქციულობისკენ ნაბიჯის გადადგმისა, თუმცა საპირისპიროდ იმოქმედეს.
17 სექტემბერი 2026, 23:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო
ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, იმ პარტიებზე საუბრისას, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელში მოხვდნენ.
17 სექტემბერი 2026, 23:08
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები კი გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებას, გააძლიერებს რეგიონის სატრანზიტო ფუნქციას და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
17 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ტრამპი: პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის წყალობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის განთავსების მიმართულებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში ამერიკული არმიის ბაზის გახსნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
17 სექტემბერი 2026, 21:41
მსოფლიო
The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ
რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მასშტაბურ იერიშებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ ოქტომბრამდე დედაქალაქში სურსათის, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების მუშაობა მწყობრიდან გამოვიდეს.
17 სექტემბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად, ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი, ცეკვას განაგრძობენ.
17 სექტემბერი 2026, 21:04
რეგიონი
„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.
17 სექტემბერი 2026, 20:59
სამართალი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.
17 სექტემბერი 2026, 20:55
რეგიონი
გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:53
სამართალი
რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.
17 სექტემბერი 2026, 20:52
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი, ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. ის ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს, თუმცა მის კრიტიკას საკუთარ თავზე არავინ იღებს.


