16 აგვისტო 2022, 12:43 / სანდო წყარო

„ხალხის ძალა“: ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია

ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია,- ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

„საელჩოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი, თუმცა, საზოგადოების ყურადღებას დღეს მხოლოდ სამ მათგანზე შევაჩერებთ. ესენია: მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა.

საელჩოს ინსტრუქციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიოს არა ჩვეულებრივი, არამედ 3/5-ის უმრავლესობით. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უნდა დანიშნოს და წარადგინოს ორმაგი 2/3-ის უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე წევრთა 2/3-მა, ისე არამოსამართლე წევრთა 2/3-მა უნდა დაუჭიროს. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საელჩოს ინსტრუქციაში შემოთავაზებულ ნორმებს დემოკრატიულ სამყაროში ანალოგი არა აქვს. საზოგადოებას მარტივად რომ განვუმარტოთ, ამ ინსტრუქციის გათვალისწინების პირობებში, ოპოზიცია იღებს სრულ კონტროლს მოსამართლეების არჩევასა და დანიშვნაზე. ვერცერთი მოსამართლე ვეღარ აირჩევა ან დაინიშნება ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მისთვის სასურველი მოსამართლეების შეყვანას შეძლებს. რას ნიშნავს საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული მოსამართლეები, ეს 2004-12 წლებში საზოგადოებამ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ იწვნია და ამის გამეორება დაუშვებელია. გამამართლებელი განაჩენების თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი, წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის, გირაოსა და ჯარიმის შეფარდების უმძიმესი სტატისტიკა 2004-12 წლების პრობლემების მასშტაბურობასა და სისტემურობას უტყუარად ადასტურებს. ნიშანდობლივია, რომ ძალაუფლების უზურპაცია ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წელს სწორედ სასამართლო ხელისუფლების მითვისებით დაიწყო. ყველას გვახსოვს, რომ საელჩოს და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ სრული ჰარმონია იმ სასამართლო სისტემის გარშემო, რომელიც ავტორიტარიზმის, რეპრესიული მანქანის, ადამიანებზე ზეწოლისა და ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმად იყო ქცეული. გარდა ამისა, სარალიძის საქმემ აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელ ერთ სასამართლო გადაწყვეტილებასაც კი ქვეყანაში სერიოზული არეულობისა და რყევების შეტანა შეუძლია. ასეთ პირობებში, საზოგადოებას თავად შეუძლია განსაჯოს, რისთვის და როგორ გამოიყენებენ საელჩო და ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მათ მიერ შეყვანილ რამდენიმე ათეულ მოსამართლეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასამართლო სისტემაში არ დაბრუნდეს ის უმძიმესი რეალობა, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი.

სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა ნიშნავს სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანას, მოსამართლეებს შორის პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებასა და სისტემის დესტაბილიზაციას. სწორედ ამ მიზეზების გამო, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობას განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ანალოგი არა აქვს. ასეთ პირობებში, რატომ იძლევა საელჩო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობის შემოღების ინსტრუქციას, ვფიქრობთ, არცთუ რთული გამოსაცნობია.

საელჩოს მესამე ინსტრუქცია სრულიად გამაოგნებელია. საელჩო, არც მეტი არც ნაკლები, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლე - ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი უვადოდ უნდა იქნენ არჩეული. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტი იღებენ. საბჭოს და პარლამენტის მიერ კონკურსის საფუძველზე მისაღებ გადაწყვეტილებაში საელჩოს ესოდენ უხეში ჩარევა საბჭოთა ცეკასაც კი შეშურდებოდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე ნინო ბაქაქური მთელ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა. როგორც გაირკვა, 2017 წლიდან დღემდე მას ვადის დარღვევით 560 საქმე აქვს განხილული, როცა საელჩოს მიერ რეკომენდებულმა კიდევ ერთმა მოსამართლემ, ზურაბ ძლიერიშვილმა იმავე პერიოდში ვადის დარღვევით მხოლოდ 1 საქმე განიხილა. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, იმავე პერიოდში ნინო ბაქაქურმა უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა 626 საქმიდან 271 საქმეზე დაარღვია, საიდანაც 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას უკვე 2 წელიწადზე მეტია ამაოდ ელიან. ასეთი უდისციპლინობის პირობებში, რა განაპირობებს საელჩოს განსაკუთრებულ სიმპათიებს მოსამართლე ბაქაქურის მიმართ, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. როდესაც საელჩო, ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას აფერხებს და მეორე მხრივ, ისეთი მოსამართლის უვადოდ განწესებას ითხოვს, რომელიც სასამართლოში საქმეების დროულ განხილვას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის, მძაფრდება გონივრული ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში კოლაფსის შექმნას საელჩო, სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად ახორციელებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საელჩოს მიერ მოსამართლე ჩხიკვაძეზე განხორციელებულ ზეწოლას და ადასტურებს ჩვენს დასკვნას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და მეორე, იმავე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით, სასამართლო სისტემაში შეღწევა.

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და მასში შეღწევის მიზანს საელჩოს მიერ მართლმსაჯულების მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული იგნორირება და მოსამართლეების მიმართ შერჩევითი მიდგომაც ადასტურებს. კლანური პრინციპების შესაბამისად, საელჩოს შერჩეული ყავს ათამდე ფავორიტი მოსამართლე, რომლებიც ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. ზოგადად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდება, იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის უკან ფავორიტი მოსამართლეების წრის შენარჩუნებისა და გაფართოების ინტერესი იკითხება. აღნიშნულის გაგრძელებაა ელჩის მოულოდნელი და შეუთანხმებელი ვიზიტები სასამართლოებში, რომლებიც, ბუნებრივია, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება. ეს საკითხები მკაცრ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, რათა სასამართლო სისტემაში კლანური და სელექციური მიდგომების დამკვიდრება მომავალში ვერც საელჩომ და ვერც რომელიმე სხვა დაინტერესებულმა სუბიექტმა ვერ შეძლოს.

ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების სცენარი თეორიულად რომ დავუშვათ, ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე წელიწადში, მომდევნო არჩევნებით შეიძლება, მაგრამ სასამართლო ხელისუფლებას თუ მიითვისებენ, სახელმწიფო სამუდამო და გამოუსწორებელ პრობლემას მიიღებს. სახელმწიფო, სადაც სასამართლო ხელისუფლებას სხვა აკონტროლებს, ნულოვანი სუვერენიტეტით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მთელი ჩვენი ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ იქნება მიმართული“,- ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 ივლისი 2026, 01:59

მსოფლიო

POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება

უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.

14 ივლისი 2026, 01:48

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 01:28

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.

14 ივლისი 2026, 00:15

მსოფლიო

ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს

სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 00:04

მსოფლიო

CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.

იულია სვირიდენკო

13 ივლისი 2026, 23:53

მსოფლიო

იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა

უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

13 ივლისი 2026, 22:46

მსოფლიო

The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 22:37

მსოფლიო

Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა

უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 22:18

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.

13 ივლისი 2026, 21:38

საზოგადოება

უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეისწავლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ათობით პარამეტრი შემოწმდა, აჩვენა რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი ნორმას სრულად აკმაყოფილებს.

ვლადიმირ პუტინი

13 ივლისი 2026, 21:36

მსოფლიო

The Telegraph: წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა - უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

13 ივლისი 2026, 21:25

რეგიონი

სტიქია კახეთში და სალიკვიდაციო სამუშაო - რა გამოწვევები რჩება რეგიონში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება.

13 ივლისი 2026, 21:23

მსოფლიო

მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია

ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.

კაია კალასი

13 ივლისი 2026, 21:16

მსოფლიო

კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება

მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

13 ივლისი 2026, 21:16

სამართალი

პირადი ცხოვრების და სექსუალური ძალადობის კადრებით სავსე კასრები - „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები და გიორგი ბარამიძის თავის მართლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ იქცა სისტემური დანაშაული გიორგი ბარამიძესთვის „თავდაცვით ზღუდედ“? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი უმძიმესი კადრების გამართლებას ცდილობს.

13 ივლისი 2026, 21:07

ეკონომიკა

13 მილიარდ დოლარამდე 6 თვეში - გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.

დონალდ ტრამპი

13 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.

13 ივლისი 2026, 21:00

ეკონომიკა

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პირდაპირი ფრენები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით.

13 ივლისი 2026, 20:56

ეკონომიკა

საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულში - ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა. ანგარიშს ევროპარლამენტის კვლევითი სამსახური აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა - ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს აღიარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ლარის გამყარების შედეგია.

13 ივლისი 2026, 20:42

მსოფლიო

„ახლა სიკვდილის დრო არ არის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია მისაღები“ - გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს ლინდსი გრემის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ნათქვამ სიტყვებს

სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც გასულ შაბათს მოულოდნელად გარდაიცვალა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი კვირები საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების ამბიციური გეგმისთვის ნიადაგის მომზადებას დაუთმო, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.