ლევან ნიკოლეიშვილი „ხალხის ძალის“ წერილზე: ამ საკითხზე შეიძლება სერიოზული შეშფოთება არც ყოფილიყო, საქმე რომ არ ეხებოდეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ცალკეულ წარმომადგენელთა უღირს ქცევას და ქმედებებს
ლევან ნიკოლეიშვილი
ფოტო: არქივი
დღეს, პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე თუ როგორ ცდილობს აშშ-ს საელჩო, და მისი ხელმძღვანელი, ქალბატონი კელი დეგნანი საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას. ამ საკითხზე შეიძლება სერიოზული შეშფოთება არც ყოფილიყო, რომ საქმე არ ეხებოდეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ცალკეულ წარმომადგენელთა უღირს ქცევას და ქმედებებს, - წერს ექსპერტი ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, როგორც ჩანს გარკვეულ ჯგუფებს უცხოეთში საქართველოს მიმართ უფრო შორს მიმავალი და საკმაოდ არამეგობრული გეგმებიც გააჩნიათ, რის ხელშემწყობად ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, მათი რუპორ ტელევიზიები და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები მიაჩნიათ.
„დღეს, პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე თუ როგორ ცდილობს აშშ-ს საელჩო, და მისი ხელმძღვანელი, ქალბატონი კელი დეგნანი საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას. ამ საკითხზე შეიძლება სერიოზული შეშფოთება არც ყოფილიყო, რომ საქმე არ ეხებოდეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ცალკეულ წარმომადგენელთა უღირს ქცევას და ქმედებებს. საკითხს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ქალბატონი ელჩი იგნორს უკეთებს სამართლიან შეკითხვებს, რომელიც არამარტო არჩეული პარლამენტარების მხრიდან ისმის არამედ საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდანაც. უფრო მეტიც მოკავშირედ რადიკალური ოპოზიცია, მათი რუპორ ტელევიზიები და ხალხში არაპოპულარული, ტენდენციური ლომჯარია-გიგაური და მათი არასამთავრობო ორგანიზაციები გაიხადა. აღსანიშნავია, რომ როგორც ქართველი დეპუტატები აცხადებენ საელჩოს ინტერესის სფეროს ისეთი საკითხები წარმოადგენენ, როგორიცაა „მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა.“ ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ აშკარად ხდება სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობა, რაც ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისათვის. როგორც ჩანს გარკვეულ ჯგუფებს უცხოეთში საქართველოს მიმართ უფრო შორს მიმავალი და საკმაოდ არამეგობრული გეგმებიც გააჩნიათ, რის ხელშემწყობად ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, მათი რუპორ ტელევიზიები და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები მიაჩნიათ. ერთი რომ, ეს საკითხი სერიოზულ რეაგირებას მოითხოვს და მეორეცა, თუ ისტორიას გადავხედავთ რომ ქართველი ხალხის ნების მოწინააღმდეგიდან ვერავის ვერ გაუმარჯვია.“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 10:48
რეგიონი
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა - სრულად დაფინანსებული სწავლების მოდელი 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისი“ (TUMO Kutaisi) დაფუძნდა. თუმოს პირველი ცენტრი საქართველოში გათვლილია ერთდროულად 1 200-მდე მოსწავლეზე და მიზნად ისახავს მოზარდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 10:32
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო დიპლომატია თანდათან ემზადება არა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, არამედ პირველი, ბევრად უფრო რეალისტური ნაბიჯისთვის - ცეცხლის შეწყვეტისთვის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას, რომლის შემდეგაც პრეზიდენტებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.
29 ივლისი 2026, 10:29
მსოფლიო
რუსეთში „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი წაუყენეს და ძებნა გამოაცხადეს
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მესენჯერ „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 10:24
კულტურა
ჯარედ ლეტოს სექსუალურ შევიწროებასა და დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ
BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი ქალი ამტკიცებს, რომ 17 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მეორემ სექსუალური ხასიათის მუქარებზე განაცხადა, ხოლო მესამემ მსახიობთან სექსუალურ ურთიერთობაზე ისაუბრა, როდესაც ის 17 წლის იყო. კიდევ ერთმა რესპონდენტმა ლეტო გრუმინგში (არასრულწლოვნის ნდობაში შესვლა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით) დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 16 წლის ასაკში მისგან გამომწვევ სატელეფონო ზარებს იღებდა. დოკუმენტურ ფილმში სულ 10 ქალი ჩნდება, რომელთაგან ცხრამ თავისი ისტორია საჯაროდ პირველად მოყვა.
29 ივლისი 2026, 10:01
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
29 ივლისი 2026, 10:00
მსოფლიო
CENTCOM: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანიდან ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ აშშ-ის ძალების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკული ჯარის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
29 ივლისი 2026, 09:47
მსოფლიო
Reuters: იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მაშველები დანგრეული სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 09:32
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივლისს საქართველოში
სინოპტიკოსებით პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
29 ივლისი 2026, 09:29
კულტურა
გონიოს ციხემ გრანდიოზულ ქართულ გალაკონცერტს უმასპინძლა
„გონიოს ჰანგები“ - გონიოს ციხემ გრანდიოზულ ქართულ გალაკონცერტს უმასპინძლა. ისტორიული ციხის კედლებში საფუძველი ჩაეყარა ახალ საერთაშორისო ფესტივალს, რომლის მიზანია გონიოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ისტორიის გაცოცხლება.
29 ივლისი 2026, 09:28
რეგიონი
ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს
როგორც აღინიშნა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და რეგიონში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
29 ივლისი 2026, 09:27
რეგიონი
ძველ რუსთავში რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს
რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს ძველ რუსთავში. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიულ უბნებში 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციაზე არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით მუშაობს.
29 ივლისი 2026, 09:26
რეგიონი
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შეხვდა
შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის განვითარების შესახებ საკუთარი იდეები და ინიციატივები წარმოადგინეს, შეავსეს ანკეტები და მათთვის მნიშვნელოვანი ის საკითხები განსაზღვრეს, რომლებიც, როგორც აღინიშნა, პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში იქნება გათვალისწინებული.
29 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო შესაძლოა მუშაობდეს საქმეზე, რომელიც დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU), შესაძლოა, მუშაობდეს საქმეზე, რომელიც ქვეყნის უმაღლეს რადაში მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს. ინფორმაციას გამოცემა censor.net ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 09:23
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი თინათინ რუხაძეზე: იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე
„იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი [თინათინ რუხაძის] ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე. ძალიან ბევრი საქმის ინიციატორი იყო - ძალიან ბევრი ფესტივალი ჩატარდა, ბევრი მიმართულებით გადაიგა ნაბიჯები. გვახსოვს მისი აქტიური ნაბიჯები კულტურული ძეგლების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
29 ივლისი 2026, 09:18
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი თინათინ რუხაძეზე: შეგვიძლია მას ვუსურვოთ წარმატება და ჯანმრთელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში საზოგადოებას ახსოვს არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც განხორციელდა კულტურის სამინისტროს მხრიდან
შეგვიძლია მას [თინათინ რუხაძეს] ვუსურვოთ წარმატება და ჯანმრთელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
29 ივლისი 2026, 09:09
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დღეს ტროტუარებში საკაბელო არხების განთავსება იგეგმება
დედაქალაქის მთავარ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, იცვლება წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელები, დაწყებულია სანიაღვრეების მოწყობა.
29 ივლისი 2026, 09:07
სამართალი
თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო
თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით,თორნიკე თოხშუას 3000 ლარიანი, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს - 6000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ნატო ბოლქვაძეს 5-დღიანი, შაკო ბაღდოშვილს და ლაშა დგებუაძეს 10 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ; მარინე ნანავას - 5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა; ისევე, როგორც სანდრო სეხნიაშვილს.
29 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ზელენსკისთან გამართულ შეხვედრას ძალიან კარგი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა.
29 ივლისი 2026, 08:59
რეგიონი
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც დაიწყო
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე საველე სამუშაოებში ჩართული პერსონალის შერჩევისა და დაკონტრაქტების პროცესი მიმდინარეობს. შერჩეული თანამშრომლები სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რაც პროგრამის ერთიანი სტანდარტებით და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.
29 ივლისი 2026, 03:09
მსოფლიო
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი: მშობელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, მიზეზი კი ცნობებია იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს შეხება ჰქონდათ სქესის შეცვლისთვის განკუთვნილ პრეპარატებთან და სექსუალიზებულ სასკოლო აქტივობებთან - დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ დავიცავთ მშობლების უფლებებს და სკოლებს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი დენვერის საჯარო სკოლებში მომხდარ ინციდენტს იძიებს. საქმე ეხება მასწავლებელს, რომელსაც ბრალად ედება, რომ სასკოლო დავალების ფარგლებში გოგონებს ერთმანეთის კოცნა აიძულა.


