ედიშერ გვენეტაძე: ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს მცირე-მცირე რეკომენდაციებში ისე გახსნია მადა, რომ ახლა უკვე მოითხოვს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებისას ეს ასე "უნდა" გაკეთდეს, შესრულდეს და არა სხვანაირად
ედიშერ გვენეტაძე
ფოტო: Facebook
ქართულ სახელმწიფოს იმდენი გონება და ჭკუა გააჩნია ვინმეს ბრძანებებისა და მოთხოვნების გარეშე, საკუთარი ქმედებებით და მეგობრების რჩევა რეკომენდაციებით მოახდინოს შემდგომი რეფორმირება და სრულყოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნის სასამართლო ინსტიტუტები! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ხალხის ძალის“ წერილის შესახებ.
„კვლავ უნდა ითქვას გაღმა-გამოღმელთა საყურადღებოდ,, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ქვაკუთხედი იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა! თითქმის 30 წელია დგას და მიდის საქართველოს სახელმწიფო ამ გზაზე! არის უდიდესი სიძნელეები, წინააღმდეგობები, მაგრამ იმავდროულად არის წარმატებები! ამისათვის უბრალო შედარებაც კი იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ მტერმა და მოყვარეს დაინახოს ქვეყანაში სასამართლო ინსტიტუციაში რეფორმების შედეგად არსებული თეთრი და შავი! აი მაგალითად: რამდენი იყო გამამართლებელი განაჩენები 2012 წლამდე და რამდენი არის ახლა! როგორ პოლიტიკურ დაკვეთებს, ასრულებდა სასამართლო 2012 წლამდე და როგორს ასრულებს ახლა! როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სასამართლოს 2012 წლამდე კერძო საკუთრების მიმართ და როგორი აქვს ამჟამად! თუმცა როგორც ირკვევა და ამას გვამცნობს „ქართული ოცნებიდან“ ახლად გასული „ოთხეული“! ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს მცირე-მცირე რეკომენდაციებში ისე გახსნია მადა, რომ ახლა უკვე მოითხოვს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებისას! ეს ასე "უნდა" გაკეთდეს, შესრულდეს და არა სხვანაირად! უფრო მეტიც სიტყვით გვეუბნებიან პატივცემული ჩვენზე მზრუნველები, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოსო! ხოლო საქმით მათი წარმომადგენელი სასამართლო დაწესებულებაში იჯდა თუ ზის და თავს უფლებას აძლევს იძლეოდეს განკარგულებებს! რაც გამოიხატება ცნობილი "ოთხეულით" და თავად შერაცხული მოსამართლის თქმით , რომ ურჩებს თავისებურად სჯიან, ხოლო მათი დავალებების შემსრულებლებს სხვადასხვა სამოგზაურო თუ სხვა შეღავათებით „აჯილდოებენ“! თანაც გვეუბნებიან, რომ ზოგიერთი მოსამართლე მუდმივად უნდა იყოს დანიშნული, ხოლო ზოგიერთმა უნდა იგრძნონ, ვისთან აქვთ საქმე! და ეს ხდება სამწუხაროდ იმ ქვეყანაში,, სადაც 900 წლის წინ იწერებოდა: " ქმნა, მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმნა ხმელსა ნედლადო!" უფრო ბევრად ადრე მე-6 საუკუნეში კი უცხოთა მიერ მეფის მკვლელობის საქმეს სასამართლოზე არჩევდნენ! და განაჩენი ვინმეს შეკვეთით, დაკვეთით კი არა დოკუმენტების განხილვით, ფაქტების შეჯერებითა და მოსამართლეთა ცივი გონებით განსჯის საფუძველზე გამოჰქონდათ! ამიტომაც ჩვენში საქართველოში ასე ესმით: მეგობარი თუ ხარ და ასე წარმოგიდგენია თავი! მეგობარი რჩევებს, რეკომენდაციებს უნდა იძლეოდეს და არა ბრძანებებს მით უმეტეს სასამართლო სფეროში! და არ ერეოდეს ჩვენს საშინაო საქმეებში! ვინაიდან ქართულ სახელმწიფოს იმდენი გონება და ჭკუა გააჩნია ვინმეს ბრძანებებისა და მოთხოვნების გარეშე, საკუთარი ქმედებებით და მეგობრების რჩევა რეკომენდაციებით მოახდინოს შემდგომი რეფორმირება და სრულყოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნის სასამართლო ინსტიტუტები!“ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ სასამართლო ხელისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 00:21
პოლიტიკა
გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“
ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით, ძალიან დიდი ხანია აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს , - განაცხადა დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლის მოხსენებაშიც, საქართველო არც დადებითი და აღარც ნეგატიური კუთხით აღარ იყო ნახსენები.
18 სექტემბერი 2026, 00:04
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი
მე მაქვს ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, მათი [ოპოზიციის] ყოფილი მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზეზით საქართველოსთან გაფუჭებული ურთიერთობების გამო პოლონეთში ბოდიშს უხდიან.
18 სექტემბერი 2026, 00:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია
როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რადიკალები ახლა შეთქმულების თეორიებში ეძებენ დამნაშავეს, რეალურად კი ამ მდგომარეობაში თავი თავადვე ჩაიგდეს.
17 სექტემბერი 2026, 23:49
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს - უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა, რუსულ მხარეს კი 23
ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე „ნოვაია გუტას“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპულ სამხედროთა ცხედრების მორიგი გაცვლა შედგა.
17 სექტემბერი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს. ძალიან ბევრი ფულია შეჭმული და ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთი დამკვეთები დღეს სთხოვენ
ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
17 სექტემბერი 2026, 23:40
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის და გარე ძალების ურთიერთობაზე: იმის გამო, რომ მათ [გარე ძალებმა] დაუშვეს შეცდომები, არის ეს მძიმე სიტუაცია შექმნილი. საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს ორგანიზაციები [პარტიები] სიკვდილის პირას მიიყვანეს მათ თავისი არასწორი ნაბიჯებით
„აგენტი ახალი არ ჰყავთ, ამიტომ იცავენ ამათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ისეთი კატასტროფული შეცდომები დაუშვით თქვენ და დააშვებინეთ თქვენს პარტნიორებს, რომ კატასტროფის წინაშე მიიყვანეთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გარე ძალებისა და ოპოზიციის ურთიერთობაზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 23:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს
ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციას რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი არ ეთქვა, დღეს პარლამენტში სხვა პოლიტიკური შეჯიბრი იქნებოდა.
17 სექტემბერი 2026, 23:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან, თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს
კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 23:27
მსოფლიო
The Associated Press: ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები დაუმტკიცა
ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები დაუმტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ომი ჩიხშია შესული. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე: აქ იყო ლაპარაკი იმ თემაზე, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში ემოქმედათ, სამწუხაროდ ეს ასე არ გააკეთეს. ისინი კვლავ იმ ნარატივში რჩებიან, რომ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური
ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ვისაუბრო მტკიცებულებებზე, სარჩელი აიტვირთება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ყველა ნახავს ჩვენს არგუმენტებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას. მისი თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“, ჰქონდა შესაძლებლობა კონსტრუქციულობისკენ ნაბიჯის გადადგმისა, თუმცა საპირისპიროდ იმოქმედეს.
17 სექტემბერი 2026, 23:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო
ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, იმ პარტიებზე საუბრისას, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელში მოხვდნენ.
17 სექტემბერი 2026, 23:08
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები კი გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებას, გააძლიერებს რეგიონის სატრანზიტო ფუნქციას და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
17 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ტრამპი: პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის წყალობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის განთავსების მიმართულებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში ამერიკული არმიის ბაზის გახსნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
17 სექტემბერი 2026, 21:41
მსოფლიო
The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ
რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მასშტაბურ იერიშებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ ოქტომბრამდე დედაქალაქში სურსათის, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების მუშაობა მწყობრიდან გამოვიდეს.
17 სექტემბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად, ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი, ცეკვას განაგრძობენ.
17 სექტემბერი 2026, 21:04
რეგიონი
„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.
17 სექტემბერი 2026, 20:59
სამართალი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.
17 სექტემბერი 2026, 20:55
რეგიონი
გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:53
სამართალი
რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.
17 სექტემბერი 2026, 20:52
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი, ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. ის ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს, თუმცა მის კრიტიკას საკუთარ თავზე არავინ იღებს.


